გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/14-19წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - რ---------------------–---–ი, ე-----------–---–ი
წარმომადგენელი - დ-------------ა, პ---–---------–---–ი
მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - მ----------------ა
მესამე პირები - კერძო აღმასრულებელი ვ--–------------–---–ი, ბ------------–--ა, შ---------–--–--ა, თ--------–--–--ა
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 17 იანვრის A---------------- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი ვ--–------------–---–ი არ დაეთანხმა სარჩელს.
3.2. მესამე პირები - ბ------------–--ა, შ---------–--–--ა, თ--------–--–--ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2017 წლის 17 ოქტომბერს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის შემცვლელი პირის - ლ--–-------–---–ის მიერ ამოიწერა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, მასში მიეთითა, რომ დოკუმენტი, რომელიც უნდა აღსრულდეს წინამდებარე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, არის 2----–-–------------------ს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კრედიტორი - თ--------–--–--ა, მოვალე - ე-----------–---–ი (მისამართი: ქ. თბილისი, ს------–-------------–-------------------------------), მესაკუთრე - რ----------------------–---–ი (რეგისტრირებული მისამართზე: მ–--------------–---------ნი), ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2----–-–-----------------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობაა - ს-------------------------------------------------––------–-----------------------------–--–---------–--------------------––------–-----------------–-----------–-–-----–-------------------3---–---ი. იპოთეკის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იპოთეკის საგანია უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით - ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------–------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
2017 წლის 03 ნოემბერს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ ამოიწერა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, მასში მიეთითა, რომ დოკუმენტი, რომელიც უნდა აღსრულდეს წინამდებარე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, არის 2----–-–------------------ს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კრედიტორი - თ--------–--–--ა, მოვალე - ე-----------–---–ი (მისამართი: ქ. თბილისი, ს------–-------------–-------------------------------), მესაკუთრე - რ----------------------–---–ი (რეგისტრირებული მისამართზე: მ–--------------–---------ნი), ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2----–-–-----------------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობაა - ს-------------------------------------------------––------–--------------------–--------------------––------–-----------------–-----------–-–-----–------------------.3---–---ი. იპოთეკის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იპოთეკის საგანია უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით - ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------–------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 17 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი - ს/ფ 66-68.
- 2017 წლის 03 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი - ს/ფ 167-168
4.1.2. 2017 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო აღმასრულებელმა - ვ--–------------–---–მა 2017 წლის 17 ოქტომბრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A--------.
2017 წლის 17 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლმა ვ--–------------–---–მა მოვალე - ე-----------–---–ისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის - რ---------------------–---–ის მიმართ გამოსცა №A---------0------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოვალე ე-----------–---–სა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს - რ---------------------–---–ს აცნობა, რომ ე-----------–---–ს თ--------–--–--ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 1---------------------––------–------------------------------–--–---------–--------------------––------–------------------–-----------–-–-----–------------------.3---–---ის გადახდა. ასევე სააღსრულებო ხარჯი სრულად. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით რეალიზაციას ექვემდებარება რ---------------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------–------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. ამავე წინადადებით ე-----------–---–ს და რ---------------------–---–ს 2017 წლის 17 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა. მათვე განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია და ამ მიზნით განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე განემარტათ, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდათ. ხსენებული წინადადება 2017 წლის 19 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად რ---------------------–---–ს, ხოლო ე-----------–---–ის გზავნილი, გაგზავნილი მისამართზე - ქ. თბილისი, ს------–-------------–-------------------------------, დაბრუნდა შემდეგი მინაწერით - დ---------–----------------–---------------ი.
2017 წლის 03 ნოემბრის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო აღმასრულებელმა - ვ--–------------–---–მა 2017 წლის 03 ნოემბერს №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A--------.
2017 წლის 03 ნოემბერს კერძო აღმასრულებლმა ვ--–------------–---–მა მოვალე - ე-----------–---–ისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის - რ---------------------–---–ის მიმართ გამოსცა №A---------0------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოვალე ე-----------–---–სა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს - რ---------------------–---–ს აცნობა, რომ ე-----------–---–ს თ--------–--–--ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 1---------------------––------–---------------------–---------------------––------–------------------–-----------–-–-----–------------------.3---–---ის გადახდა. ასევე სააღსრულებო ხარჯი სრულად. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით რეალიზაციას ექვემდებარება რ---------------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------–------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. ამავე წინადადებით ე-----------–---–ს და რ---------------------–---–ს 2017 წლის 03 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა. მათვე განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია და ამ მიზნით განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე განემარტათ, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდათ. ე-----------–---–ისა და რ---------------------–---–ის გზავნილი, გაგზავნილი მისამართზე - ქ. თბილისი, ს------–-------------–-------------------------------, დაბრუნდა შემდეგი მინაწერით - დ---------–------------------------ი, ხოლო რ---------------------–---–ის გზავნილი, გაგზავნილი მისამართზე - მ–--------------–---------ნი დაბრუნდა შემდეგი მინაწერით - აღარ ცხოვრობს მისამართზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 17 ოქტომბერი განცხადება - ს/ფ 64-65.
- 2017 წლის 03 ნოემბრის განცხადება - ს/ფ 164-165
- 2017 წლის 17 ოქტომბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 80-83.
- - 2017 წლის 03 ნოემბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 80-83.
- შეტყობინებები - ს/ფ 181-188.
4.1.3. კერძო აღმასრულებელმა - ვ--–------------–---–მა 2017 წლის 17 ოქტომბერს №A---------0------ წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და 2017 წლის 17 ოქტომბრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ეცნობებინათ: ირიცხებოდა თუ არა უძრავი ქონება, ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. რ---------------------–---–ის სახელზე, იყო თუ არა დატვირთული იპოთეკით ან რაიმე სხვა სანივთო უფლებით, როდის და ვის სასარგებლოდ, ასევე ედო თუ არა აღნიშნულ ქონებას ყადაღა, როდის და ვის მიერ.
კერძო აღმასრულებელმა - ვ--–------------–---–მა 2017 წლის 03 ნოემბერს №A---------0------ წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და 2017 წლის 03 ნოემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ეცნობებინათ: ირიცხებოდა თუ არა უძრავი ქონება, ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. რ---------------------–---–ის სახელზე, იყო თუ არა დატვირთული იპოთეკით ან რაიმე სხვა სანივთო უფლებით, როდის და ვის სასარგებლოდ, ასევე ედო თუ არა აღნიშნულ ქონებას ყადაღა, როდის და ვის მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებლის - ვ--–------------–---–ის 2017 წლის 17 ოქტომბრის №A---------0------ წერილი - ს/ფ 96.
- კერძო აღმასრულებლის - ვ--–------------–---–ის 2017 წლის 03 ნოემბრის №A---------0------ წერილი - ს/ფ 189.
4.1.4. 2017 წლის 17 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელმა ვ--–------------–---–მა №A---------0------ წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა რეგისტრაციაში გაეტარებინათ მის მიერ დადებული ყადაღა რ---------------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
2017 წლის 03 ნოემბერს კერძო აღმასრულებელმა ვ--–------------–---–მა №A---------0------ წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა რეგისტრაციაში გაეტარებინათ მის მიერ დადებული ყადაღა რ---------------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებლის - ვ--–------------–---–ის 2017 წლის 17 ოქტომბრის №A---------0------ წერილი - ს/ფ 101.
- კერძო აღმასრულებლის - ვ--–------------–---–ის 2017 წლის 03 ნოემბრის № A---------0------ წერილი - ს/ფ 190.
4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ოქტომბრის №4----- წერილით კერძო აღმასრულებელს ეცნობა, რომ რ---------------------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარი - თ--------–--–--ა, ბ------------–--ა, შ---------–--–--ა. ასევე ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე კერძო აღმასრულებელის - ვ--–------------–---–ის წერილის საფუძველზე დარეგისტრირდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ოქტომბრის №4----- - ს/ფ 97-98.
4.1.6. 2017 წლის 19 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლის ვ--–------------–---–ის მიერ, შედგა ქ. თბილისში, ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. მდებარე უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.
2017 წლის 06 ნოემბერს კერძო აღმასრულებლის ვ--–------------–---–ის მიერ, შედგა ქ. თბილისში, ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. მდებარე უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 19 ოქტომბრის უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი - ს/ფ 102-103.
- 2017 წლის 06 ნოემბრის უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი - ს/ფ 191-192.
4.1.7. კერძო აღმასრულებელმა - ვ--–------------–---–მა 2017 წლის 23 ოქტომბერს №A---------0------ წერილით მიმართა შ---------“ და მოითხოვა საბაზრო ღირებულებით შეეფასებინათ რ---------------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
შ---------“ 2017 წლის 27 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება შეფასებული იქნა 84 000 ლარად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებელის ვ--–------------–---–ის 2017 წლის 23 ოქტომბერს №A---------0------ წერილი - ს/ფ 127.
- შ---------“ 2017 წლის 27 ოქტომბრის დასკვნა - ს/ფ 128-132.
4.1.8. კერძო აღმასრულებელმა ვ--–------------–---–მა 2017 წლის 20 ოქტომბერს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, გამოსცა №A---------0------ განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. მოვალეს - ე-----------–---–ს საჯარო შეტყობინების გზით მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 07 დღის ვადაში ნოტარიუს მ-----–-------–---–ის შემცვლელი პირის - ლ--–-------–---–ის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ. გვერდზე.
კერძო აღმასრულებელმა ვ--–------------–---–მა 2017 წლის 07 ნოემბერს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, გამოსცა №A---------0------ განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. მოვალეებს - ე-----------–---–სა და რ---------------------–---–ს საჯარო შეტყობინების გზით მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 07 დღის ვადაში ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ 2017 წლის 03 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ. გვერდზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებელის 2017 წლის 20 ოქტომბრის №A---------0------ განკარგულება - ს/ფ 117.
- კერძო აღმასრულებელის 2017 წლის 07 ნოემბრის №A---------0------ განკარგულება - ს/ფ 194.
4.1.9. კერძო აღმასრულებელმა ვ--–------------–---–მა 2017 წლის 28 ნოემბერს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარადგინა მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების მასალები მოვალე რ---------------------–---–ის სახელზე რიცხული ს/კ 0----------------------. იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებელის 2017 წლის 28 ნოემბრის № A---------011/001 განაცხადი, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ - ს/ფ 134.
4.1.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 17 იანვრის A---------------- განკარგულებით მოვალე - რ---------------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ს------–-------------------–-------------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- შემძენი 2018 წლის 12 იანვარს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ--------–--–--ა, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 42840 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორების შ---------–--–--ას და თ--------–--–--ას სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 17 იანვრის A---------------- განკარგულება - ს/ფ 158-159.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსისა და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 183.10 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 17 იანვრის A---------------- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ნ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.
ამავე კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 147-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის შემცვლელი პირის - ლ--–-------–---–ის მიერ ამოიწერა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, მასში მიეთითა, რომ დოკუმენტი, რომელიც უნდა აღსრულდეს წინამდებარე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, არის 2----–-–------------------ს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კრედიტორი - თ--------–--–--ა, მოვალე - ე-----------–---–ი (მისამართი: ქ. თბილისი, ს------–-------------–-------------------------------), მესაკუთრე - რ----------------------–---–ი (რეგისტრირებული მისამართზე: მ–--------------–---------ნი), ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2----–-–-----------------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობაა - ს-------------------------------------------------––------–-----------------------------–--–---------–--------------------––------–-----------------–-----------–-–-----–-------------------3---–---ი. იპოთეკის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იპოთეკის საგანია უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით - ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------–------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. 2017 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო აღმასრულებელმა - ვ--–------------–---–მა 2017 წლის 17 ოქტომბრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A--------.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ ამოიწერა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, მასში მიეთითა, რომ დოკუმენტი, რომელიც უნდა აღსრულდეს წინამდებარე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, არის 2----–-–------------------ს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კრედიტორი - თ--------–--–--ა, მოვალე - ე-----------–---–ი (მისამართი: ქ. თბილისი, ს------–-------------–-------------------------------), მესაკუთრე - რ----------------------–---–ი (რეგისტრირებული მისამართზე: მ–--------------–---------ნი), ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2----–-–-----------------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობაა - ს-------------------------------------------------––------–--------------------–--------------------––------–-----------------–-----------–-–-----–------------------.3---–---ი. იპოთეკის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იპოთეკის საგანია უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით - ქ. თბილისი, ს------–-------------------–-------------------–------------------------------------–------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------. 2017 წლის 03 ნოემბრის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო აღმასრულებელმა - ვ--–------------–---–მა 2017 წლის 03 ნოემბერს №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A--------.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებლისათვის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარდგენის პირობებში, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე დაეწყო სააღსრულებო წარმოება და დამოუკიდებლად განეხორციელებინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურები და მიემართა აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. მე-7 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
კერძო აღმასრულებელმა - ვ--–------------–---–მა მოვალე - ე-----------–---–ისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის - რ---------------------–---–ის მიმართ გამოსცა №A---------0------ და №A---------0------ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 07 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინა მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინა აღმასრულებელთან. ასევე მოვალე გაფრთხილებულ იქნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, რომ შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი, სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად აღარ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის და მდგომარეობის შესახებ მხარეს შეეძლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე განემარტა, რომ აღსრულებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე სრული ინფორმაცია შეეძლო მიეღო საქმის მწარმოებელი აღმასრულებლისაგან.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ უძრავი ქონება ისე იქნა გატანილი და რეალიზებული აუქციონზე, რომ მოვალეებს ამის შესახებ ინფორმაცია არ მოეწოდათ.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-78-ე მუხლებით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბრის №A---------0------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2017 წლის 19 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად რ---------------------–---–ს, ხოლო ე-----------–---–ის გზავნილი, გაგზავნილი მისამართზე - ქ. თბილისი, ს------–-------------–-------------------------------, დაბრუნდა შემდეგი მინაწერით - დ---------–----------------–---------------ი. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ნოემბრის №A---------0------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ე-----------–---–ისა და რ---------------------–---–ის გზავნილი, გაგზავნილი მისამართზე - ქ. თბილისი, ს------–-------------–-------------------------------, დაბრუნდა შემდეგი მინაწერით - დ---------–------------------------ი, ხოლო რ---------------------–---–ის გზავნილი, გაგზავნილი მისამართზე - მ–--------------–---------ნი დაბრუნდა შემდეგი მინაწერით - აღარ ცხოვრობს მისამართზე.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-147 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. მიმართვა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული მომსახურების საფასური დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
კერძო აღმასრულებელმა ვ--–------------–---–მა 2017 წლის 20 ოქტომბერს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, გამოსცა №A---------0------ განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. მოვალეს - ე-----------–---–ს საჯარო შეტყობინების გზით მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 07 დღის ვადაში ნოტარიუს მ-----–-------–---–ის შემცვლელი პირის - ლ--–-------–---–ის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ. გვერდზე. შესაბამისად, იგი ჩაბარებულად ჩაითვალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით.
კერძო აღმასრულებელმა ვ--–------------–---–მა 2017 წლის 07 ნოემბერს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, გამოსცა №A---------0------ განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. მოვალეებს - ე-----------–---–სა და რ---------------------–---–ს საჯარო შეტყობინების გზით მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 07 დღის ვადაში ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ 2017 წლის 03 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ. გვერდზე. შესაბამისად, იგი ჩაბარებულად ჩაითვალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით.
რაც შეეხება აუქციონის დაწყებისა და ჩატარების თაობაზე მოსარჩელის ინფორმირებულობის საკითხს:
სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატრების ფორმებსა და წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამრიგად, ცალსახაა, რომ მოსარჩელეთა პერსონალური ინფორმირება იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის შესახებ მოპასუხეს არ ევალებოდა, შესაბამისად აღნიშნული მითითება, ვერ გახდება სადავო განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 17 იანვრის A---------------- განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადასტურებს სადაო აქტის დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელე ვერ აბათილებს აქტის დასაბუთებას წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტებით.
7.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ---------------------–---–ისა და ე-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი