გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/4000-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----- ბანკი"
წარმომადგენელი - ქ------------------ე
მოპასუხე - ე-–-----------–---–ი
წარმომადგენელი - ვ----–----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ მოპასუხე ე-–-----------–---–ს დაეკისროს:
1.1. 2018 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1056.69 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1006.84 ლარი, პირგასამტეხლო 498.52 ლარი.
1.2. 2017 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4503.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3545.27 ლარი, პროცენტი - 815.81 ლარი და პირგასამტეხლო 1421.73 ლარი.
1.3. 2017 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4839.65 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3896.52 ლარი, პროცენტი - 800.79 ლარი და პირგასამტეხლო 1423.39 ლარი.
1.4. 2016 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2736.81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2198.26 ლარი, პროცენტი - 423.55 ლარი და პირგასამტეხლო 1150.63 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
1. 2018 წლის 28 იანვარს სს "თ----- ბანკსა" და მოპასუხე ე-–-----------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 2420 ლარი, კრედიტის ვადა 376 დღე (12 გადახდა), საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 118.58 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0%; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის 203.57 ლარის გადახდის გზით; ყოველდღიური ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%; საკომისიო წინსწრებით დაფარვისთვის 2%; საკომისიო სესხის დაფარვისათვის 1.90 ლარი ყოველთვიურად (ჯამში 22.80 ლარი) ;
ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობების შესაბამისად მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის სექტემბერში, როდესაც განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი სესხის დასაფარად, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა;
აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ე-–-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 1505.36 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის - 1006.84 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და პირგასამტეხლო - 498.52 ლარი.
2. 2017 წლის 01 ივნისს სს "თ----- ბანკსა" და მოპასუხე ე-–-----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის N--------- ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 3600 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 16656 კალენდარული დღე; თანხის განაღდების ლიმიტი 3600 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 33% ბანკომატით და სავაჭრო ობიექტებში თანხის ათვისების შემთხვევაში, 55 დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 0%; თანხის განაღდების საკომისიო 2.9%, მინიმალური 5.5 ლარი. თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის გზით, ათვისებული თანხის 5% და საპროცენტო სარგებელი; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%;
საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2017 წლის 01 ივნისის N--------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაფარვის პირობების შესაბამისად მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის მაისში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა;
აღნიშნული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ე-–-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 5782.81 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის - 3545.27 ლარი, პროცენტი - 815.81 ლარი და პირგასამტეხლო - 1421.73 ლარი.
3. 2017 წლის 27 ივლისს სს "თ----- ბანკსა" და მოპასუხე ე-–-----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის N--------- ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 3900 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 16600 კალენდარული დღე; თანხის განაღდების ლიმიტი 3600 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 33% ბანკომატით და სავაჭრო ობიექტებში თანხის ათვისების შემთხვევაში, 55 დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 0%; თანხის განაღდების საკომისიო 2.9%, მინიმალური 5.5 ლარი. თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის გზით, ათვისებული თანხის 5% და საპროცენტო სარგებელი; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%;
საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2017 წლის 27 ივლისის N--------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაფარვის პირობების შესაბამისად მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის ივლისში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა;
აღნიშნული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ე-–-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 6120.70 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის - 3896.52 ლარი, პროცენტი - 800.79 ლარი და პირგასამტეხლო - 1423.39 ლარი.
4. 2016 წლის 9 ნოემბერს სს "თ----- ბანკსა" და მოპასუხე ე-–-----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის N---------------- ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2200 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 13208 კალენდარული დღე; თანხის განაღდების ლიმიტი 3600 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 33% ბანკომატით და სავაჭრო ობიექტებში თანხის ათვისების შემთხვევაში, 55 დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 0%; თანხის განაღდების საკომისიო 2.9%, მინიმალური 5.5 ლარი. თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის გზით, ათვისებული თანხის 5% და საპროცენტო სარგებელი; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%;
საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2016 წლის 9 ნოემბრის N---------------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაფარვის პირობების შესაბამისად მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის ივნისში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა;
აღნიშნული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ე-–-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 3772.44 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის - 2198.26 ლარი, პროცენტი - 423.55 ლარი და პირგასამტეხლო - 1150.63 ლარი.
საკრედიტო ვალდებულებები მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია.
წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზეც ე-–-----------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ ყველა ხელშეკრულების ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსა და პროცენტის ნაწილში მოთხოვნები საერთოდ არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5. 3.1.1. 2018 წლის 28 იანვარს სს "თ----- ბანკსა" და მოპასუხე ე-–-----------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 2420 ლარი, კრედიტის ვადა 376 დღე (12 გადახდა), საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 118.58 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0%; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის 203.57 ლარის გადახდის გზით; ყოველდღიური ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%; საკომისიო წინსწრებით დაფარვისთვის 2%; საკომისიო სესხის დაფარვისათვის 1.90 ლარი ყოველთვიურად (ჯამში 22.80 ლარი) ;
ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობების შესაბამისად მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის სექტემბერში, როდესაც განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი სესხის დასაფარად, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა;
აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ე-–-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 1505.36 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის - 1006.84 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და პირგასამტეხლო - 498.52 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.01.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.2. 2017 წლის 01 ივნისს სს "თ----- ბანკსა" და მოპასუხე ე-–-----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის N--------- ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 3600 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 16656 კალენდარული დღე; თანხის განაღდების ლიმიტი 3600 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 33% ბანკომატით და სავაჭრო ობიექტებში თანხის ათვისების შემთხვევაში, 55 დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 0%; თანხის განაღდების საკომისიო 2.9%, მინიმალური 5.5 ლარი. თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის გზით, ათვისებული თანხის 5% და საპროცენტო სარგებელი; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%;
საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2017 წლის 01 ივნისის N--------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაფარვის პირობების შესაბამისად მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის მაისში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა;
აღნიშნული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ე-–-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 5782.81 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის - 3545.27 ლარი, პროცენტი - 815.81 ლარი და პირგასამტეხლო - 1421.73 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.06.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება.
3.1.3. 2017 წლის 27 ივლისს სს "თ----- ბანკსა" და მოპასუხე ე-–-----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის N--------- ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 3900 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 16600 კალენდარული დღე; თანხის განაღდების ლიმიტი 3600 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 33% ბანკომატით და სავაჭრო ობიექტებში თანხის ათვისების შემთხვევაში, 55 დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 0%; თანხის განაღდების საკომისიო 2.9%, მინიმალური 5.5 ლარი. თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის გზით, ათვისებული თანხის 5% და საპროცენტო სარგებელი; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%;
საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2017 წლის 27 ივლისის N--------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაფარვის პირობების შესაბამისად მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის ივლისში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა;
აღნიშნული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ე-–-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 6120.70 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის - 3896.52 ლარი, პროცენტი - 800.79 ლარი და პირგასამტეხლო - 1423.39 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.07.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება.
3.1.4. 2016 წლის 9 ნოემბერს სს "თ----- ბანკსა" და მოპასუხე ე-–-----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის N---------------- ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2200 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 13208 კალენდარული დღე; თანხის განაღდების ლიმიტი 3600 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 33% ბანკომატით და სავაჭრო ობიექტებში თანხის ათვისების შემთხვევაში, 55 დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 0%; თანხის განაღდების საკომისიო 2.9%, მინიმალური 5.5 ლარი. თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის გზით, ათვისებული თანხის 5% და საპროცენტო სარგებელი; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%;
საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2016 წლის 9 ნოემბრის N---------------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაფარვის პირობების შესაბამისად მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის ივნისში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია, შესაბამისად ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა;
აღნიშნული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ე-–-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 3772.44 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის - 2198.26 ლარი, პროცენტი - 423.55 ლარი და პირგასამტეხლო - 1150.63 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 09.11.2016 წლის საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ე-–-----------–---–ს სს „თ----- ბანკის“ მიმართ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად არ აქვს შესრულებული და დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დროისთვის (07.02.2019 წელი) ერიცხება შემდეგი დავალიანება:
ა) 2018 წლის 28 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1505.36 ლარი, საიდანაც თანხის ძირი არის - 1006.84 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და პირგასამტეხლო - 498.52 ლარი.
ბ) 2017 წლის 01 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5782.81 ლარი, საიდანაც თანხის ძირი არის - 3545.27 ლარი, პროცენტი - 815.81 ლარი და პირგასამტეხლო - 1421.73 ლარი.
გ) 2017 წლის 27 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6120.70 ლარი, საიდანაც თანხის ძირი არის - 3896.52 ლარი, პროცენტი - 800.79 ლარი და პირგასამტეხლო - 1423.39 ლარი.
დ) 2016 წლის 9 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3772.44 ლარი, საიდანაც თანხის ძირი არის - 2198.26 ლარი, პროცენტი - 423.55 ლარი და პირგასამტეხლო - 1150.63 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
აღნიშნული თანხებიდან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო ბანკის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხების ნაწილში, კერძოდ: 1006.84 ლარის ნაწილში, 3545.27 ლარის ნაწილში, 3896.52 ლარის ნაწილში და 2198.26 ლარის ნაწილში, ხოლო პროცენტებისა და პირგასამტეხლოს ნაწილში საერთოიდ არ ცნობს სარჩელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07/02/2019 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----- ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე-–-----------–---–ისთვის დავალიანების ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრება.
5.1.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1).
ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საკრედიტო ხელშეკრულებებზე კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანებას. აღნიშნულ ნაწილში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო საკმარის საფუძვლად მიიჩნევს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.
5.2. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ე-–-----------–---–ისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ერთ ხელშეკრულებაზე ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო დანარჩენ სამ ხელშეკრულებაზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. ამიტომ, უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის ერთ ხელშეკრულებაზე ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ით, ხოლო დანარჩენ სამ ხელშეკრულებაზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებებით დადგენილი ოდენობის 10-ჯერ შემცირებული ოდენობა, კერძოდ:
ა) 2018 წლის 28 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 49.85 ლარი;
ბ) 2017 წლის 01 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 142.17 ლარი;
გ) 2017 წლის 27 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 142.34 ლარი;
დ) 2016 წლის 9 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 115 ლარი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე (ძირითადი თანხის 10646.89 ლარის ნაწილში) გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 319.40 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 10646.89 ლარის ნაწილში, სს „თ----- ბანკის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის პროპორციული ბაჟის თანხა - 319.40 ლარი. ასევე ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე-–-----------–---–ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის (2040.15 ლარი პროცენტი და 449.36 ლარი შემცირებული პირგასამტეხლო, ჯამში 2489.51 ლარი) პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 74.68 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში (4044.91 ლარი) გადახდილი სახ ბაჟი 121.34 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----- ბანკი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ე-–-----------–---–ს სს ,,თ----- ბანკი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებაზე 1056.69 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1006.84 ლარი, პირგასამტეხლო 49.85 ლარი.
3. ე-–-----------–---–ს სს ,,თ----- ბანკი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებაზე 4503.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3545.27 ლარი, პროცენტი - 815.81 ლარი და პირგასამტეხლო 142.17 ლარი.
4. ე-–-----------–---–ს სს ,,თ----- ბანკი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაზე 4839.65 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3896.52 ლარი, პროცენტი - 800.79 ლარი და პირგასამტეხლო 142.34 ლარი.
5. ე-–-----------–---–ს სს ,,თ----- ბანკი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაზე 2736.81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2198.26 ლარი, პროცენტი - 423.55 ლარი და პირგასამტეხლო 115 ლარი.
6. ე-–-----------–---–ს სს ,,თ----- ბანკი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 74.68 ლარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
7. სს ,,თ----- ბანკი"-ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25.02.2019წ. №-- საგადახდო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 515.44 ლარიდან (გადამხდელი - სს ,,თ----- ბანკი" (ს/ნ 2--------), გადამხდელის ბანკი - სს თ----- ბანკი; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 319.40 ლარი.
8. მოსარჩელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 121.34 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
9. მოსარჩელეს უარი ეთქვას საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე