განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100119002968277
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ---- ჟ----–---–--ის,ბრალდებულ _ ა---------– შ----ას,ადვოკატ _ ლ-–- მ---------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ა---------– ლ----ის ძე შ----ას, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ.-----–--–-----–-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----–------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------– შ----ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.

ა---------– შ----ას მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ------–--–--------------------–--------------------------------------------ში, ა---------– შ----ამ შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბებიას - ლ---- თ-------ეს. კერძოდ, მხრებზე მაგრად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ა---------– შ----ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის დეკემბრის თვის ბოლოდან 2019 წლის 5 მარტამდე დროის მონაკვეთში, ქ------–--–--------------------–---------------------------------------------ში ა---------– შ----ა აიძულებდა თავის ბებიას - ლ---- თ-------ეს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ქ------–--–--------------------–---------------------------------------------დან წილის დათმობას, კერძოდ, 2018 წლის დეკემბრის თვის ბოლოს, ა---------– შ----ამ ლ---- თ-------ეს მოსთხოვა აღნიშნული ბინიდან წილის დათმობა და 20.000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, - მოკვლით, დაკუწვით, თავის მოჭრით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის თებერვლის თვეში, ა---------– შ----ამ ლ---- თ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით კვლავ მოსთხოვა ხსენებული საცხოვრებელი ბინიდან წილის დათმობა.

2019 წლის 5 მარტს,, დაახლოებით 14:00 საათზე, ა---------– შ----ამ ლ---- თ-------ეს კვლავ მოსთხოვა ზემოაღნიშნული ბინიდან წილის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დანის დემონსტრირებით დაემუქრა აკუწვით, მოკვლით, ტყეში გადაგდებითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ა---------– შ----ა ლ---- თ-------ეს ფსიქიკურად აიძულებდა შეესრულებინა მოქმედება (დაეთმო ბინიდან წილი), რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მესაკუთრის ნება იყო, კერძოდ, ლ---- თ-------ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან წილის დათმობასა და 20.000 ლარის გადაცემას.

ე.ი. ა---------– შ----ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ა---------– შ----ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დათვალიერების ოქმს, საჯარო რეესტრიდან ამონაწერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ იძულება განხორციელებულია ოჯახის წევრის (ბებიის) მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნისას.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანი სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და სიმძიმესთან, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნება და მისგან მომდინარე საფრთხეები.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ა---------– შ----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი არ არის ნასამართლევი და აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბრალდებულის მიერ ასაკოვანი ქალის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა და ასევე ფსიქიკური სახის იძულება, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ გამოხატულა არაერთჯერად დარტყმაში და არ ატარებდა ისეთ დაუნდობელ ხასიათს, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, რის გამოც სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია ა---------– შ----ას მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, რომლის განსაზღვრისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა დაზარალებულის მიმართ განხორციელებული იძულების მოტივი, კერძოდ, ბრალდებული ითხოვდა მისგან ბინიდან წილის გადაცემას, რაც შესაძლოა მომავალშიც განმეორდეს. თუმცა აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს და მათ შორის ხელახალი კონფლიქტის ალბათობა შემცირებულია, ხოლო ლ---- თ-------ეს ა---------– შ----ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა გამოყენებულ იქნეს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია იმ პირობებში, როდესაც მის კმაყოფაზე იმყოფებიან მეუღლე და ახალშობილი ბავშვი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი არის ბრალდებული და შესაბამისად, ბრალდებულის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება უარყოფითად აისახება მისი ოჯახის მდგომარეობაზე. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - ჯარიმას (საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს საბოლოო სასჯელის სახით მათი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რამდენადაც მხედველობაში იღებს ბრალდებულის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, დაცვის მხარის განმარტებით ირკვევა, რომ ა---------– შ----ას ოჯახი განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს, ვინაიდან იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, საკუთარი შემოსავლით იხდის საცხოვრებელი ბინის ქირას და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა მეგობრების დახმარებით გადაიხადა, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ხელი შეეშლება ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი ოჯახი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---------– შ----ას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------– შ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

2. ა---------– შ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა---------– შ----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ ა---------– შ----ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 29 მარტიდან - 2019 წლის 4 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

5. მსჯავრდებულ ა---------– შ----ას ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა---------– შ----ას დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. გაუქმდეს ა---------– შ----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------–ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

7. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები, განთავსებული 2 (ორ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი