გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
140310018002765260
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002765260

საქმე № 3/332-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ვ-–-------- ქ----–---–ი

წარმომადგენლები: დ----- ქ----–---–ი, ნ----- ჯ-----–---–-, მ------ ჩ------

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ო-–--- გ----–----, ე------ ნ-------–---–ი

წარმომადგენელი: ტ---- რ-------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე 3270 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ---- ქ----–---–ის სახელზე № 6--2--0--2-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 26 აგვისტოს ჩანაწერის ბათილად ცნობა (ტომი 1, ს. ფ. 277).

 

1.2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე 3270 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის ო-–--- გ----–----ს სახელზე № 6--6--0--1-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი 6--2--0--2--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 აგვისტოს № 88206483753-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტომი 1, ს. ფ. 4, 277).

 

1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, № 6--6--0--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ე------ ნ-------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 8 ოქტომბრის № 892018860589-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტომი 1, ს. ფ. 4, 277).

 

1.4. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 26 დეკემბრის № 892018936979-15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტომი 2, ს. ფ. 53).

 

1.5. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 იანვრის № 892018936979-16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტომი 2, ს. ფ. 53).

 

1.6. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 12 თებერვლის № 51569 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტომი 2, ს. ფ. 53).

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ვ-–-------- ქ----–---–ს (პირ. № 5----------) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში საკუთრებაში გააჩნია ს------ ქ----–---–ისგან მემკვიდრეობით მიღებული სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, თავდაპირველად, 2003 წელს სისტემური რეგისტრაციით არასწორად აღრიცხულა გ---- ქ----–---–ის სახელზე, შემდეგ ასევე უკანანოდ დაურეგისტრირებია მის მემკვიდრე ო-–--- გ----–----ს (პასპორტ. № 7---------), ხოლო ამ უკანასკნელმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ე------ ნ-------–---–ზე (პირ. № 5----------), რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ეს უძრავი ქონება ვ-–-------- ქ----–---–ს ეკუთვნოდა.

 

2. მოპასუხეებისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ გ---- ქ----–---–ის სახელზე როგორც სისტემური, ასევე მისი მემკვიდრის - ო-–--- გ----–----ს სახელზე დაზუსტებული რეგისტრაცია განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით; მოსარჩელე ვ-–-------- ქ----–---–ს არ გააჩნია უტყუარი სახის მტკიცებულება, რომ მას სოფელ ტ-------ში საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი: საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნი, სადაც მისი მამკვიდრებლის - ს------ ქ----–---–ის სახელზე დაფიქსირებულია 0,78 ჰა მიწის ფართობი, ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გ------- (გ----) ქ----–---–ის (კ-----–---–ის) სახელზე ტექბიუროს არქივის 1966-1985 წლების სააღრიცხვო მონაცემებით ირიცხებოდა გორში, მ--------------------ი № 1, ოთახი 33-34, 37,60 მ2 ფართით;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 აგვისტოს № TT2015068809 ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს. ფ. 88).

 

3.2.2. გ---- ქ----–---–ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან, მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიის საფუძველზე, საჯარო რეესტრში (მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--2--0--2-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3270 მ2 მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2015 წლის 6 ოქტომბრის № 94 საარქივო ამონაწერი (ტომი 1, ს. ფ. 61), მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ტომი 1, ს. ფ. 66-68), შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 6 მარტის № 21-02-1/24390 მომართვაზე თანდართული ბ--–----ის საკრებულოს მიწის გადასახადის გადამხდელთა 2007 წლის სია (ტომი 2, ს. ფ. 64-67), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებული ორთოფოტო (ყავისფერი გრაფიკული აღნიშვნა, ტომი 2, ს. ფ. 33).

 

3.2.3. გ---- ქ----–---–ის სისტემურ რეგისტრაციაში (ყავისფერი გრაფიკული აღნიშვნა) არ შედის მისი საკუთრების ჩრდილოეთით მდებარე შენობა-ნაგებობა (ყვითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნა);

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებული ორთოფოტო (ტომი 2, ს. ფ. 33).

 

3.2.4. გ------- (გ----) ქ----–---–ი გარდაიცვალა 2005 წელს, რომლის სამკვიდროც მიიღო მისმა 1-ლი რიგის მემკვიდრე ო-–--- გ----–----მ;

 

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს. ფ. 85), სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს. ფ. 89-92).

 

3.2.5. ო-–--- გ----–----ს განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე გ---- ქ----–---–ის სახელზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 3270 მ2 მიწა და № 1 საცხოვრებელი შენობა № 6--6--0--1-- საკადასტრო კოდით 2016 წლის 12 აგვისტოს დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა ო-–--- გ----–----ს სახელზე; ნაკვეთის წინა ნომრად მიეთითა საკადასტრო კოდი № 6--2--0--2-- (გ---- ქ----–---–ზე სისტემური რეგისტრაციით რიცხული მიწის ნაკვეთი);

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 აგვისტოს № 88206483753-07 გადაწყვეტილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 93-95).

 

3.2.6. ამ რეგისტრაციის დროს ო-–--- გ----–----ს მიერ წარდგენილი იქნა სისტემური რეგისტრაციისაგან განსხვავებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი - დაზუსტებულ რეგისტრაციაში ნაწილობრივ მოქცეულია გ---- ქ----–---–ის სახელზე არსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით დაფიქსირებული ფართი, ხოლო ნაწილი რჩება დაზუსტებული რეგისტრაციის გარეთ; ამავე დროს, დაზუსტებული რეგისტრაციის ნაწილი სცდება გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებული ორთოფოტო (შავი ფერის გრაფიკული აღნიშვნა არის გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაცია, წითელი - ო-–--- გ----–----ს მიერ დაზუსტებული რეგისტრაცია, ტომი 2, ს. ფ. 34).

 

3.2.7. ამ რეგისტრაციის დროს ო-–--- გ----–----ს დაზუსტებული მონაცემებში მოექცა გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციის ჩრდილოეთით მდებარე შენობა-ნაგებობა;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებული ორთოფოტო (შავი ფერის გრაფიკული აღნიშვნა არის გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაცია, წითელი - ო-–--- გ----–----ს მიერ დაზუსტებული რეგისტრაცია, ყვითელი - შენობა-ნაგებობა, ტომი 2, ს. ფ. 34).

 

3.2.8. საკუთრების ამ ფორმით, კონფიგურაციით და პარამეტრებით რეგისტრაციას საფუძვლად დაედო თვით ო-–--- გ----–----ს მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი 2016 წლის 25 ივლისის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იქნა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ ბ--–----ის ადმინისტრაციულ ერთეულში;

 

მტკიცებულება: ო-–--- გ----–----ს განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტომი 1, ს. ფ. 72-74).

 

3.2.9. მითითებული უძრავი ქონება, 2018 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 8 ოქტომბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა და დღემდე ირიცხება ე------ ნ-------–---–ის სახელზე;

 

მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 8 ოქტომბრის № 892018860589-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 108-113).

 

3.2.10. ს------ ქ----–---–ის სახელზე ტექბიუროს არქივის სააღრიცხვო მონაცემებით ირიცხებოდა გორში, ტ--------ის ქ. № 10-ში მდებარე უძრავი ქონება;

 

მტკიცებულება: ტექბიუროს მასალები (ტომი 2, ს. ფ. 171, 175).

 

3.2.11. ბ--–----ის თემის საკრებულოს სოფელ ტ-------ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ს------ ქ----–---–ი (გარდაცვლილია 1992 წელს); კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 20 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1972 წელს; მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება; ბ--–----ის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებისა და 1996-1988 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნების საარქივო ჩანაწერებში ს------ ქ----–---–ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო დამატებით შესულ 1989 წლის ბ--–----ის საკრებულოს საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნში დაფიქსირებულია ს------ ქ----–---–ი და მის სახელზე ირიცხება: 58 X 134 = 7772 = 0,78 ჰა; საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 8 ნოემბრის № 27/145469 მიმართვა, აზომვის წიგნისა და საკომლო წიგნის ასლები (ტომი 1, ს. ფ. 228-232) და გორის არქივის 2019 წლის 6 მარტის № 27/25282 მიმართვა (ტომი 2, ს. ფ. 76).

 

3.2.12. ს------ ქ----–---–ი გარდაიცვალა 1992 წლის 18 დეკემბერს, რომლის სამკვიდროც მიიღო მეორე რიგის მემკვიდრე ვ-–-------- ქ----–---–მა;

 

მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს. ფ. 16-20), გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება (ტომი 1, ს. ფ. 209-210).

 

3.2.13. ვ-–-------- ქ----–---–მა 2018 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე 5783 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა ზედდება მოხდა ე------ ნ-------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე; ამავე დროს, საჯარო რეესტრის მოსაზრებით, ვერ დადგინდა ს------ ქ----–---–ის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი სადავო მიწაზე, რადგან საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია;

 

მტკიცებულება: სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 26 დეკემბრის № 892018936979-16 (ტომი 1, ს. ფ. 251), სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 იანვრის № 892018936979-16 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 12 თებერვლის № 51569 გადაწყვეტილებები (ტომი 1, ს. ფ. 54-59).

 

3.2.14. ვ-–-------- ქ----–---–ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მის საკუთრებაში ექცევა ე------ ნ-------–---–ის საკუთრების ნაწილი, შენობა-ნაგებობა, გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციის ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთით სცდება ორივე რეგისტრირებულ მონაცემს;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებული ორთოფოტო (შავი ფერის გრაფიკული აღნიშვნა არის გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაცია, წითელი - ე------ ნ-------–---–ის დაზუსტებული რეგისტრაცია, ლურჯი - ვ-–-------- ქ----–---–ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ყვითელი - შენობა-ნაგებობა, ტომი 2, ს. ფ. 34).

 

3.2.15. საქმეზე საჯარო რეესტრის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერსა და 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებული იქნა ერთსა და იმავე ობიექტზე 2 გასხვავებული მონაცემების შემცველი ორთოფოტო: 2018 წლის 10 დეკემბერს მომზადებულ ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობა მოქცეულია გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციის საზღვრებში, ხოლო 2019 წლის 14 თებერვლის № 54056 მომართვაზე თანდართულ, 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებულ ორთოფოტზე - ამ საზღვრების გარეთ;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბერს მომზადებული ორთოფოტო (ყვითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნა არის გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაცია, წითელი - ე------ ნ-------–---–ის დაზუსტებული რეგისტრაცია, აღმოსავლეთით - შენობა-ნაგებობა, ტომი 2, ს. ფ. 100); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვალს მომზადებული ორთოფოტო (ყავისფერი გრაფიკული აღნიშვნა არის გ---- ქ----–---–ის სისტემურ რეგისტრაცია, ყვითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნა ჩრდილოეთით მდებარე შენობა-ნაგებობა, ტომი 2, ს. ფ. 1-3, 33-34).

 

3.2.16. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის № 170391 მომართვის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული რეგისტრირებული მონაცემების (სააღრიცხვო ბარათი და მასზე თანდართული საკადასტრო რუკა) მიხედვით, № 6--2--0--2-- საკადასტრო კოდით სისტემური წესით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებში არ მდებარეობს მითითებული შენობა-ნაგებობა; № 6--2--0--2-- საკადასტრო კოდით სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს შეესაბამება და ზუსტად ასახავს 2019 წლის 14 თებერვალს № 54056 მომართვაზე თანდართული სიტუაციური ნახაზი (ტომი 2, ს. ფ. 1-3, 33-34). ამასთან, სააგენტოში დაცული სისტემური აღწერის დაუზუსტებელი გრაფიკული მონაცემები რიგ ტერიტორიებზე არ შეესაბამება და ხშირ შემთხვევაში აცდენილია სისტემური წესით რეგისტრირებული და საჯარო რეესტრში დაცულ სააღრიცხვო ბარათებზე ასახული საკადასტრო მონაცემებისა და ასევე ფაქტობრივად არსებული მდგომარეობისაგან;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის № 170391 მომართვა, 2019 წლის 17 მაისის ორთოფოტო (ტომი 2, ს. ფ. 141-142).

 

3.2.17. ბ--–----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ კ--- თ-----–---–ის მიერ 2019 წლის 13 მარტს ხელმოწერით დადასტურებული იქნა სოფელ ტ-------ში მცხოვრებ კ---- ქ---------ის, ლ---- ნ--------ისა და ნ-------- ნ--------ის მიერ შედგენილი აქტი მასზედ, რომ ს------ ქ----–---–ი 1992 წლამდე (გარდაცვალებამდე) ცხოვრობდა და ფლობდა სოფელ ტ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინასა და ნაკვეთს; ბინა ააშენა ს------ ქ----–---–მა ბიძაშვილის - გ---- ქ----–---–ის ნაკვეთში. ს------ ქ----–---–ის გარდაცვალების შემდეგ გ---- ქ----–---–ი დაბრუნდა სოფელში და შესახლდა ს------ ქ----–---–ის აშენებულ ბინაში (არავის კუთვნილ ნაკვეთში). აქტის ხელმოწერით დამოწმება კ--- თ-----–---–მა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას;

 

მტკიცებულება: 2019 წლის 13 მარტის აქტი (ტომი 2, ს. ფ. 109), სხდომის ოქმი (ტომი 2, ს. ფ. 81-91).

 

3.2.18. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ბ--–----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ კ--- თ-----–---–ისა და სადავო მიწის მომიჯნავედ მცხოვრებ თ----- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სადავო ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი) აშენებულია ს------ ქ----–---–ის მიერ.

 

მტკიცებულება: (ტომი 2, ს. ფ. 81-91, 124-134).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ო-–--- გ----–----ს სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მის საკუთრებაში მოექცა ს------ ქ----–---–ის საკუთრებაში მყოფი სახლი, რომელიც არ შედის გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციით განხორციელებულ საზღვრებში, და ამ ნაწილში ო-–--- გ----–----ს საკუთრების რეგისტრაცია ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

საქმის მასალების მიხედვით, გ---- ქ----–---–ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან, მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიის საფუძველზე, საჯარო რეესტრში (მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--2--0--2-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3270 მ2 მიწის ნაკვეთი.

 

აღნიშნული მიწა და № 1 საცხოვრებელი შენობა № 6--6--0--1-- საკადასტრო კოდით 2016 წლის 12 აგვისტოს დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა გ---- ქ----–---–ის მემკვიდრე ო-–--- გ----–----ს სახელზე.

 

ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ჯერ სისტემური რეგისტრაციით გ---- ქ----–---–ის, ხოლო შემდეგ დაზუსტებული რეგისტრაციით ო-–--- გ----–----ს საკუთრებაში მოექცა ს------ ქ----–---–ის (ვ-–-------- ქ----–---–ის მამკვიდრებელი) საკუთრების ნაწილი, და ამის გამო ითხოვს ორივე რეგისტრაციის ბათილად ცნობას.

 

ვ-–-------- ქ----–---–მა რეგისტრაციისათვის წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც მოიცავს როგორც გ---- ქ----–---–ის სისტემური, ასევე ო-–--- გ----–----ს დაზუსტებული რეგისტრაციით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებს (იხ. 2019 წლის 11 თებერვლის ორთოფოტო, ტომი 2, ს. ფ. 34).

 

მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა გაირკვეს, სადავო ადგილზე რომელს გააჩნია საკუთრების უფლება: გ---- ქ----–---–ს, ო-–--- გ----–----ს (იმ ნაწილში, რომელიც არ ემთხვევა გ---- ქ----–---–ის სისტემურ მონაცემებს), თუ ს------ ქ----–---–ს.

 

ამ საკითხის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები) რომელიც შეიცავს მოდავე მხარეთა საკუთრების შესახებ საკადასტრო ან/და სხვა მონაცემებს და, ამავე დროს, გააჩნია უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე მიწაზე გ---- ქ----–---–ს საკუთრების უფლება გააჩნია მიწის საგადასახადო სიის, ხოლო ს------ ქ----–---–ს, მოსარჩელის მითითებით - საკომლო და საკარმიდამო წიგნების ჩანაწერების საფუძველზე.

 

ამ საკუთრებებიდან მიწის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემი არსებობს მხოლოდ გ---- ქ----–---–ზე სისტემური რეგისტრაციის სახით, ხოლო ს------ ქ----–---–ის საკუთრებაზე ასეთი მონაცემი არ არსებობს.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 2007 წლის 11 მაისის № 4741 კანონით) მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.

 

,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

როგორც აღინიშნა, გ---- ქ----–---–ის სახელზე, მითითებული კანონმდებლობის საფუძველზე - სისტემური რეგისტრაციით, აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე 3270 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

მოსარჩელის მითითებით, ეს რეგისტრაცია უკანონოა იმის გამო, რომ იმ ადგილზე საკუთრება გააჩნია ს------ ქ----–---–ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ სისტემური რეგისტრაციის ეს მონაცემები უზუსტო და უკანონოა, რადგან ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მისი მხრიდან არ წარმოდგენილა.

 

საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით სადავო ადგილზე ს------ ქ----–---–ის საკუთრება საერთოდ არ ფიქსირდება.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების მე-8-მე-9 პუნქტების თანახმად, ამ ბრძანებულების 5-7 პუნქტებში აღნიშნული სამუშაოები განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებებს და მიწის მფლობელთათვის ხორციელდებოდა უსასყიდლოდ; მიწის რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ზონის რეგისტრატორებს შეეძლოთ, ესარგებლათ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოების შედეგებით და დოკუმენტებით (სარეგისტრაციო ბარათები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთის გეგმები და საკადასტრო რუკები), აგრეთვე გამოეყენებინათ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტების განხილვისა და მოწონების შემდეგ ზონის რეგისტრატორი რეგისტრაციას ახორციელებდა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის სიზუსტისა და საიმედოობისათვის პასუხისმგებელი იყო მისი შემსრულებელი, ხოლო მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვოდა ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდებოდა ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ;

 

ამგვარი ჩანაწერი (რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ) გ---- ქ----–---–ის სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო ჩანაწერს თან არ ახლავს, რაც მასში მოყვანილი მონაცემების სიზუსტეზე მიუთითებს.

 

იმავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

 

ამ პუნქტში მითითებული აუცილებელი დაზუსტება გულისხმობდა მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე მონაცემების დაზუსტების და არა მიწაზე საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის თვალსაზრისით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული სისტემური რეგისტრაციით დასტურდება, რომ რეგისტრატორის მიერ გ---- ქ----–---–ის სახელზე სადავო ადგილზე განხორციელდა მიწის ნაკვეთის აღრიცხვა; მის მიმდებარედ აღრიცხულია ასევე სხვა მესაკუთრეები, მათი ნაკვეთების კონფიგურაცია, საზღვრები, კოორდინატები, თუმცა, როგორც აღინიშნა, ს------ ქ----–---–ის საკუთრების შესახებ რაიმე ჩანაწერი მის მიმდებარედ არ ფიქსირდება.

 

რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ნაკვეთის შესახებ, დამატებითი დოკუმენტაცია; დაინტერესებული მხარე კი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა რეგისტრატორის მოთხოვნა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისტემური რეგისტრაციის განხორციელებისას წარდგენილი მონაცემები საკმარისად ჩაითვალა გ---- ქ----–---–ის საკუთრებების რეგისტრაციისათვის.

 

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.).

 

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

მითითებული კანონის 33.4 მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მიწა შეიძლება, არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ გ---- ქ----–---–ის სახელზე სისტემური რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები. ხსენებული ბრძანებულების შემდგომ გამოცემული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის №327 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა გ---- ქ----–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას; ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა (იხ. სუს იგივე განჩინება).

 

გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- ქ----–---–ის სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და გაზიარებულიც უნდა იქნეს.

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც ს------ ქ----–---–ის რაიმე სახის უფლება გ---- ქ----–---–ის სისტემურად რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში არ დასტურდება, ამ რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

სისტემური ან/და დაზუსტებული რეგისტრაცია ბათილად შეიძლება, გამოცხადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება სადავო მიწაზე სხვა პირის საკუთრების დამადასტურებელი უტყუარი სახის მტკიცებულება, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა თავდაპირველი რეგისტრაციის კანონიერებასა და სიზუსტეს.

 

იმგვარი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ სადავო ადგილზე საკუთრების უფლება გააჩნდა არა გ---- ქ----–---–ს, არამედ ს------ ქ----–---–ს, ვ-–-------- ქ----–---–ის მხრიდან არ წარმოდგენილა და ვერც სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა.

 

იმ ფაქტს, რომ გ------- (გ----) ქ----–---–ის (კ-----–---–ის) სახელზე, ტექბიუროს არქივის 1966-1985 წლების სააღრიცხვო მონაცემებით, ირიცხებოდა გორში, მ--------------------ი № 1-ში მდებარე უძრავი ქონება (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 3.2.1. პუნქტი), სოფელ ტ-------ში მის საკუთრებასთან მიმართებაში რაიმე სახის მნიშვნელობა არ აქვს; ისევე, როგორც ს------ ქ----–---–ის სოფელ ტ-------ში მდებარე საკუთრებასთან არც იმ ფაქტს, რომ ს------ ქ----–---–ის სახელზე, ტექბიუროს არქივის სააღრიცხვო მონაცემებით, ირიცხებოდა გორში, ტ--------ის ქ. № 10-ში მდებარე უძრავი ქონება (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 3.2.10. პუნქტი).

 

საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულ იქნენ კ--- თ-----–---–ი, ჟ--–---- და თ----- ნ--------ეები და ბ------ დ-----------ი.

 

კ--- თ-----–---–ის ჩვენებით (ბ--–----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი), სოფელ ტ-------ის მოსახლეობისაგან გადმოცემით იცის, რომ სადავო ადგილზე მიწის ნაკვეთები ჰქონდათ გ---- და ს------ ქ----–---–ებს, რომლებსაც პირადად არ იცნობდა. ადგილზე გასვლისას ნახა, რომ მიწაზე ემჩნევა ღობის მცირე კვალიც. მოსახლეობის გადმოცემით, სადავო ადგილზე პატარა ქოხი, მიწური, მცირე შენობა აუშენებია ს------ ქ----–---–ს გ---- ქ----–---–ის ნაკვეთში. მას ახსოვს, რომ გ---- და მისი შვილი - ტ------–- ცხოვრობდნენ ს------ს აშენებულ შენობაში; მან ო-–--- გ----–----ს მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ხელი მოაწერა იმის გამო, რომ ის ნაკვეთი გ---- ქ----–---–ს ეკუთვნოდა; გ---- ქ----–---–ი იყო სოფელ ტ-------ის მუდმივი მაცხოვრებელი, ეძლეოდა სოციალური დახმარებები; გ----ც და მისი შვილი - ტ------–-ც მითითებული შენობიდან გაასვენეს; მოსახლეობის გადმოცემით, ს------ ქ----–---–ს ბინა ჰქონდა ქალაქ გორში, წ-------–--–ის დასახლებაში.

 

ჟ--–---- ნ--------ის ჩვენებით, 1975 წელს გათხოვდა სოფელ ტ-------ში; იმ დროს სახლი უკვე აშენებული იყო. ქ----–---–ები იყნენ მისი მომიჯნავე მეზობლები. დღეის მდგომარეობით კი მათ ჰყოფთ თ----- ნ--------ე, რომლის მიწის ნაკვეთიც ადრე ქ----–---–ებს ეკუთვნოდათ. იმ ადგილზე 1992 წლამდე (გარდაცვალებამდე) ცხოვრობდა ს------ ქ----–---–ი, რომელიც სადავო სახლიდან გაასვენა მეუღლემ. მის შემდეგ იქ საცხოვრებლად გადავიდა გ---- ქ----–---–ი, შვილთან ერთად. მანამდე გ---- ქ----–---–ი ცხოვრობდა ქალაქ გორში. დაახლოებით 3-4 წელია, გ---- ქ----–---–ის შვილი - ტ------–- გარდაიცვალა, რომელიც დამ - ო-–--- გ----–----მ გაასვენა. ტ------–- იმ სახლში ცხოვრობდა. მოსახლეობისაგან გადმოცემით იცის, რომ იქ ადრე ცხოვრობდა გ---- ქ----–---–ის დედა.

 

თ----- ნ--------ის ჩვენებით, სადავო სახლი ს------ ქ----–---–მა ააშენა, რაშიც ეხმარებოდნენ თვითონ და გ---- ქ----–---–ი. ვის მიწის ნაკვეთზე განთავსდა ეს შენობა, მისთვის უცნობია. გადმოცემით იცის, რომ სახლის აშენებამდე იქ განთავსებული იყო ხის სახლი, სადაც ცხოვრობდა გ---- ქ----–---–ის დედა. სახლის რომ აშენდა, მუდმივად ცხოვრობდა ს------, რომელმაც შემდგომში იმ ტერიტორიაზე მიიყვანა გ---- და დაასახლა. ს------ს ნებართვით თ----- ნ--------ემ მათ ნაკვეთში ააშენა სახლი, რა დროსაც გ----ც და მისი შვილიც ცოცხლები იყვნენ.

 

ბ------ დ-----------ის ჩვენებით, მოქალაქეების დაკვეთით აწარმოებს საკადასტრო აზომვით ნახაზების შედგენას; ო-–--- გ----–----ს (წარმომადგენლის) თხოვნით ადგილზე აზომა დაახლოებით 1 ჰა მიწის ნაკვეთი, რაშიც მოექცა ძველი სახლიც; ტერიტორია აზომა მთლიანად და შემდეგ შეამცირეს ფართობები, რადგან ექცეოდა ტყის მასივში. აზომვის აქტში მოსაზღვრეების ვინაობა აღნიშნა დამკვეთის მითითებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, სისტემური რეგისტრაციაში ასახულ მიწაზე ვის გააჩნია საკუთრების უფლება: გ---- ქ----–---–სა თუ ს------ ქ----–---–ს.

 

კ--- თ-----–---–ისა და თ----- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სადავო ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი) აშენებულია ს------ ქ----–---–ის მიერ, ხოლო ჟ--–---- ნ--------ის ჩვენების მიხედვით, ეს სახლი აშენებულია 1975 წლამდე.

 

სასამართლო არ მსჯელობს 1989 წლის ბ--–----ის საკრებულოს საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნის საფუძველზე ს------ ქ----–---–ს გააჩნია თუ არა საკუთრების უფლება 0,78 ჰა მიწის ნაკვეთზე (საჯარო რეესტრის სამსახური არ მიიჩნევს მას უფლების დამდგენ საბუთად, რადგან წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია), თუმცა აღნიშნავს, რომ გ---- ქ----–---–ის სისტემურ რეგისტრაციით და ო-–--- გ----–----ს დაზუსტებული რეგისტრაციით განსაზღვრულ მიწაზე მისი საკუთრება არ დგინდება.

 

იმ საკითხის გარკვევის საჭიროება, 1989 წლის ბ--–----ის საკრებულოს საკარმიდამო მიწების აზომვის წიგნის საფუძველზე ს------ ქ----–---–ს გააჩნია თუ არა საკუთრების უფლება 0,78 ჰა მიწის ნაკვეთზე, შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ვ-–-------- ქ----–---–ი სხვა ტერიტორიაზე მოითხოვს საკუთრების რეგისტრაციას და ამ საფუძვლით ეთქმება უარი.

 

ამ სარჩელთან მიმართებაში მითითებული საკითხის გარკვევას მნიშვნელობა ეკარგება, რადგან, თუნდაც ჩაითვალოს, რომ აღნიშნული წიგნი წარმოადგენს მიწაზე ს------ ქ----–---–ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, გ---- ქ----–---–ის სისტემურ რეგისტრაციით და ო-–--- გ----–----ს დაზუსტებული რეგისტრაციით განსაზღვრულ მიწაზე მისი საკუთრება არ დგინდება.

 

ამავე მიზეზის გამო, სასამართლო არ მსჯელობს, რამდენად სწორად და ზუსტად მოხდა ო-–--- გ----–----ს სახელზე დაზუსტებული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთის ნაწილში და შეესაბამება თუ არა გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს, რადგან ამ მიწაზე ს------ ქ----–---–ის (შესაბამისად, ვ-–-------- ქ----–---–ის) უფლება არ იკვეთება.

 

ბ--–----ის თემის საკრებულოს სოფელ ტ-------ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით დგინდება, რომ კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ს------ ქ----–---–ი (გარდაცვლილია 1992 წელს); კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 20 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1972 წელს; მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება; ბ--–----ის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებისა და 1996-1988 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნების საარქივო ჩანაწერებში ს------ ქ----–---–ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

 

საკომლო წიგნის ამ ჩანაწერში ასახული მონაცემების ნამდვილობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

ჩანაწერში მითითებული საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ---- ქ----–---–ის სისტემურ რეგისტრაციაში არ შედის მისი საკუთრების ჩრდილოეთით მდებარე შენობა-ნაგებობა, ხოლო ო-–--- გ----–----ს სახელზე განხორციელებულ დაზუსტებული მონაცემებში ეს შენობა მოქცეულია მის საკუთრებაში (იხ. საჯარო რეესტრის 2019 წლის 11 თებერვლის ორთოფოტო, ტომი 2, ს. ფ. 34).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო-–--- გ----–----ს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სწორედ ამ შენობის ნაწილში, რამდენადაც ის არ წარმოადგენს გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციით განსაზღვრული საკუთრების ნაწილს, ო-–--- გ----–---- კი სადავო რეგისტრაციით სწორედ გ---- ქ----–---–ის დანატოვარი სამკვიდროს მესაკუთრე გახდა.

 

ამავე დროს, ამ შენობაზე დასტურდება ს------ ქ----–---–ის საკუთრების უფლება, კერძოდ: ბ--–----ის თემის საკრებულოს სოფელ ტ-------ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით დგინდება, რომ ს------ ქ----–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 20 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1972 წელს.

 

ზემოთ მითითებულ მოწმეთა ჩვენების მიხედვით, სადავო ტერიტორიაზე სახლი ს------ ქ----–---–მა ააშენა, ჟ--–---- ნ--------ის ჩვენების მიხედვით კი, ეს სახლი აშენებულია 1975 წლამდე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები ცალსახად და უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენდა გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციით განსაზღვრული საკუთრების უფლების ობიექტს, და არც ო-–--- გ----–----ს, როგორც გ---- ქ----–---–ის დანატოვარი სამკვიდროს მესაკუთრის სახელზე უნდა აღრიცხულიყო.

 

ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ ბ--–----ის თემის საკრებულოს სოფელ ტ-------ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში დაფიქსირებული სახლი ო-–--- გ----–----ს საკუთრებაში შემავალი შენობა-ნაგებობა არაა.

 

აქედან გამომდინარე, ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ეს შენობა გ---- ქ----–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწაზეა აგებული, არ არსებობს: კ--- თ-----–---–ის ჩვენებით (ბ--–----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი), სოფელ ტ-------ის მოსახლეობისაგან გადმოცემით იცის, რომ სადავო ადგილზე მიწის ნაკვეთები ჰქონდათ გ---- და ს------ ქ----–---–ებს, სადავო ადგილზე კი პატარა ქოხი, მიწური, მცირე შენობა აუშენებია ს------ ქ----–---–ს გ---- ქ----–---–ის ნაკვეთში; იგივე შინაარსია გადმოცემული კ--- თ-----–---–ის მიერ 2019 წლის 13 მარტს ხელმოწერით დადასტურებულ, სოფელ ტ-------ში მცხოვრებ კ---- ქ---------ის, ლ---- ნ--------ისა და ნ-------- ნ--------ის მიერ შედგენილი აქტში, რომ ბინა ააშენა ს------ ქ----–---–მა ბიძაშვილის - გ---- ქ----–---–ის ნაკვეთში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ ს------ ქ----–---–ის გარდაცვალების შემდეგ გ---- ქ----–---–ი დაბრუნდა სოფელში და შესახლდა ს------ ქ----–---–ის აშენებულ ბინაში - არავის კუთვნილ ნაკვეთში (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 3.2.17. პუნქტი).

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ქ----–---–ის საკუთრების უფლება დასტურდება ო-–--- გ----–----ს დაზუსტებულ რეგისტრაციაში მოქცეულ შენობა-ნაგებობაზე;

 

ამავე დროს, როგორც აღინიშნა, ვ-–-------- ქ----–---–ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მის საკუთრებაში ექცევა ო-–--- გ----–----ს (ამჟამად ე------ ნ-------–---–ის) საკუთრების ნაწილი, გ---- ქ----–---–ის სისტემური რეგისტრაციის ნაწილი, აღმოსავლეთით სცდება ამ სისტემურ რეგისტრაციას, ხოლო ჩრდილოეთით - ორივე რეგისტრირებულ მონაცემს (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 3.2.14. პუნქტი).

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც სადავო მიწაზე ს------ ქ----–---–ის (შესაბამისად, ვ-–-------- ქ----–---–ის) უფლება არ იკვეთება, სასამართლო მოსარჩელესთან მიმართებაში ვერ იმსჯელებს, კანონიერია თუ არა ო-–--- გ----–----ს დაზუსტებული რეგისტრაცია იმ ნაწილში, რაც სცდება გ---- ქ----–---–ის სისტემურ რეგისტრაციას და მოქცეულია ო-–--- გ----–----ს საკუთრებაში (ტომი 2, ს. ფ. 34).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ნაწილში, რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა, ო-–--- გ----–----ს სახელზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს მოსარჩელის მამკვიდრებლის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ნაწილში და შესაბამისად, ამ ნაწილში ექვემდებარება ბათილად ცნობას.

 

მოსარჩელე ასაჩივრებს სადავო უძრავი ქონების ე------ ნ-------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 8 ოქტომბრის № 892018860589-03 გადაწყვეტილებას, თუმცა ამ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებული ან ბათილად ცნობილი არ არის; შესაბამისად, მითითებული გადაწყვეტილების უკანონობა არ დგინდება.

 

იმ გარემოებს გათვალისწინებით, რომ ე------ ნ-------–---–ზე უძრავი ქონების რეგისტრაციის გადაწყვეტილების უკანონობა არ დგინდება, კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 26 დეკემბრის № 892018936979-15, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 28 იანვრის № 892018936979-16 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 12 თებერვლის № 51569 გადაწყვეტილებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერება; შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობად უნდა განისაზღვროს 100 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე გადახდილია 100 ლარი (ტომი 1, ს. ფ. 24).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმეს თან ერთვის მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯების გაღების დოკუმენტაცია (სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი), თუმცა იგი არ შუამდგომლობს ხარჯების ანაზღაურების შესახებ; შესაბამისად, მოპასუხეზე ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება ვერ მოხდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე 3270 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ---- ქ----–---–ის სახელზე № 6--2--0--2-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 26 აგვისტოს ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე 3270 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის ო-–--- გ----–----ს სახელზე № 6--6--0--1-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი 6--2--0--2--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 აგვისტოს № 88206483753-07 გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობის ნაწილში.

 

1.2.1. ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი ამ აქტის სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, № 6--6--0--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ე------ ნ-------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 8 ოქტომბრის № 892018860589-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.4. ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 26 დეკემბრის № 892018936979-15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.5. ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 იანვრის № 892018936979-16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.6. ვ-–-------- ქ----–---–ის სარჩელი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 12 თებერვლის № 51569 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დ----- ქ----–---–ის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი