განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002660704
N1/213-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
05.06.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
ბრალდების მხარე: გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი სანდრო გიორგაშვილი;
ბრალდებული: ფა------ მი------ვი;
მამის სახელი: ნა-------–-;
დაბადებული: 21.08.1----–--–-;
პირადი ნომერი:2----------;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა:დაოჯახებული;
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ--------–--
ადვოკატი - ლა-–- ჯა--–--ლი.
თარჯიმანი - რა----- მე-----–--ლი.
კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ფა------ მი------ვს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფა------ მი------ვმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კარაჯალაში, ფა--- ა-–-ევს ხის ნაჭერი გაარტყა სახეში, შემდეგ კი, დანის გამოყენებით, გაუჭრა მარცხენა ხელი, რის შედეგადაც ფა--- ა-–-ევმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ფა------ მი------ვს 2018 წლის 31 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვაგვარი ძალადობა,რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
1. მოწმე იმ---- ა-–-ევის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: სასამართლო სხდომაზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შსაბამისად იშუამდგომლა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, რადგან მას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია და იმყოფება საზღვარგარეთ.
მოწმის ჩვენების მიხედვით, იგი არის ბრალდებულის ცოლის, ელ----- ა-–-ევას ძმა. 2018 წლის 04 აგვისტოს მოწმე და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ მეზობლის საბირ ახმედოვის შვილის ქორწილში. მათი ტრადიციის თანახმად მან და მისმა ოჯახის წევრებმა წასვლის წინ იცეკვეს და წამოვიდნენ ქორწილიდან. მეორე დღეს თავისი დისგან ელ----- ა-–-ევასგან შეიტყო, რომ ფა------ მი------ვს და მოწმის ძმის შვილს ფა--- ა-–-ევს უჩხუბიათ. ელ----- ა-–-ევას განმარტებით ფა------ მი------ვი წასულა სახლში და აუღია ცულის ტარი და დანა, ელ----- ა-–-ევას ქმარი ვერ შეუჩერებია. მოწმე ესაუბრა ფა--- ა-–-ევს და მისგან შეიტყო, რომ ფა------ მი------ვს სურდა ქორწილის ჩაშლა და ფა--- ა-–-ევმა შეუშალა ხელი. ამაზე გაბრაზებულმა ფა------ მი------ვმა გარეთ გაიყვანა ფა--- ა-–-ევი, ცულის ტარი ჩაარტყა თვალში, შემდეგ დანა ამოიღო და მკლავში გაარტყა. მოწმე განმარტავს, რომ ილ--- ა-–-ევი იყო თუ არა ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილას არ იცის.
2. მოწმე თე-–--- ა-–-ევის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: სასამართლო სხდომაზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი243-ე მუხლის შესაბამისად იშუამდგომლა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, რადგან მას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია და იმყოფება საზღვარგარეთ.
მოწმის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 04 აგვისტოს იყო მისი მეზობლის საბირ ახმედოვის შვილის ქორწილი, მაგრამ თვითონ ქორწილში არ წასულა, რადგან არ ელაპარაკება ამ ოჯახს. დაახლოებით 22:00 საათზე იგი თავისი სახლის წინ ქუჩაში გამოვიდა და სახლის წინ იდგა, რა დროსაც დაინახა მომავალი ფა------ მი------ვი, რომელსაც ხელში დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის ჯოხი ეჭირა და იგინებოდა. მოწმემ კითხა ფა------ მი------ვს ვისზე იყო გაბრაზებული, რაზედაც მან უპასუხა, რომ ფა--- ა-–-ევი და იმ----ა უნდა მოვკლაო. მოწმემ სთხოვა წასულიყო სახლში, რადგან ნასვამი იყო და ფხიზელს გაერკვია საკითხი. ფა------ მი------ვმა საქამრედან ამოიღო დაახლოებით 20 სანტიმეტრის დანა და ამბობდა ყელი უნდა გამოვჭრა ფა---ასო და დანა ისევ საქამრეში ჩაიდო. ამასობაში ქორწილიდან გამოვიდა ფა--- ა-–-ევი, რომელიც მივიდა ფა------თან და უთხრა წადი აქედან მთვრალი ხარ და მოშორდიო. ფა------ მი------ვმა ფა--- ა-–-ევს ჯოხი მოუქნია, რომელიც წაართვა ფა---მა და თავისივე ჯოხი თავში ჩაარტყა, რის შემდეგაც ფა------ მი------ვს თავი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა. შემდეგ ფა------ მი------ვმა საქამრედან ამოიღო დანა და მას უქნევდა ფა--- ა-–-ევს, მაგრამ მოარტყა თუ არა მოწმეს არ დაუნახავს. მოწმე განმარტავს, რომ ჩხუბის დროს იმ---- ა-–-ევი საერთოდ არ დაუნახავს, ხოლო ილ--- ა-–-ევი ჩხუბის დამთავრების შემდეგ მოვიდა შემთხვევის ადგილას.
3. ბრალდებულ ფა------ მი------ვმა აჩვენა შემდეგი: იგი 2018 წლის 04 აგვისტოს იმყოფებოდა მეზობლის საბირ ახმედოვის შვილის ქორწილში. მას ქორწილში არ უჩხუბია. ქორწილიდან მომავალი ესაუბრებოდა თე-–--- ა-–-ევს ამ უკანასკნელის სახლის წინ, რა დროსაც ფა--- ა-–-ევმა თავში დაარტყა ჯოხი, ამ დროს მოვიდა ილ---იც, მას ეგონა ილ---ი მიეხმარებოდა , მაგრამ იმანაც დაარტყა. ბრალდებული არ ელაპარაკება ფა---ს და მასთან ქორწილში ჩხუბი არ მოსვლია. ასევე ბრალდებულმა განმარტა, რომ მას დანა საერთოდ არ ჰქონია და ქორწილიდან სახლში არ წასულა. ბრალდებულს მიაჩნია, რომ ყველა ვინც მას უპირისპირდება, არიან ერთმანეთის ნათესავები და ერთმანეთს იცავენ, თვითონ არის მათი სიძე. რადგან მან საჩივარი შეიტანა პოლიციაში, ამიტომ დაუპირისპირდნენ.
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების რო-–-- ალ--------ვის, იმ---- ა-–-ევის, ფა--- ა-–-ევის, ილ--- ა-–-ევის, თო---- ა-–-ევის, ავ--------– და---–იას, ჯა----–--- აბ-----–--ვას გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ფა--- ა-–-ევის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ისეთ მოქმედებაში, რაც ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ისეთ მოქმედებას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება განზრახვაში, ანუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს, ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ფა------ მი------ვის მოსაზრებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და საქმის მასალებით, რომლებიც სადაოდ არ გაუხდიათ მხარეებს, დასტურდება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და მოსაზრება, რომ მას ნათესავები უპირისპირდებიამ, რადგან პოლიციაში იჩივლა წარმოადგენს მის მოსაზრებას და რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფა------ მი------ვმა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფა------ მი------ვმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ფა------ მი------ვის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ფა------ მი------ვის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ფა------ მი------ვს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას.
გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ფა------ მი------ვს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
საქმეზე არ არის დართული ნივთიერი მტკიცებულებები.
საქმეზე არ არის გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების უზრუნველყოფის სახით ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფა------ მი------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს.
3. ფა------ მი------ვის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება- შეთანხმება გასუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე