გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/16843-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან კუჭავა
სხდომის მდივანი თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე - გი-------–----–---–---ი
მოპასუხე - სა---------–----–-------–--------–-------------------–---ი
წარმომადგენელი - მა-------------–---–ი, მა-------------------ე, მო------------ე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სა---------–----–-------–--------–-------------------–---ს გი-------–----–---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 56 550 ლარის გადახდა.
1.2. სა---------–----–-------–--------–-------------------–---ს გი-------–----–---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0,07% ოდენობით, რაც შეადგენს 4 წელსა (1460 დღე) და 5 თვეზე (152 დღე) გაანგარიშებით 63810 ლარს.
მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
2005 წლის 27 მაისს გი-------–----–---–---ი სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის რიგგარეშე ყრილობაზე არჩეული იქნა შ----–---ის თან----------------ედ.
2005 წლის 9 ივლისის N- ბრძანებით გი-------–----–---–---ის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 650 ლარით.
მოსარჩელის განმარტებით, თან----------------ედ მუშაობის პერიოდში 2005 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 24 დეკემბრამდე, მიღებული აქვს 14 თვის ხელფასი.
2013 წლის 24 დეკემბერს გამართულ შ----–---ის ყრილობამ შ----–---ის თავმჯდომარედ აირჩია ჰა--–--------ა, რომელმაც მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის 15 იანვარს, მასსა და შ----–---ის ყოფილ მეორე თან----------------ეს ირ---–------------თან დადო შეთანხმება და საქართველოს შ----–---მა აიღო ვალდებულება 2017 წლის 13 იანვრამდე გაესტუმრებინა სახელფასო დავალიანება 56550 ლარის ოდენობით, რაც არ განხორციელდა.
1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იურიდიული პირი თავის ფინანსურ საქმიანობას ახორციელებს საბუღალტრო დოკუმენტაციის საფუძველზე. ხელფასის გაცემის უწყისი წარმოდგენილი არ არის და ხელფასის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები სა---------–----–-------–-----------–---ში არ მოიპოვება.
ხელფასის გაცემა არის დასაბეგრი ოპერაცია და შესაბამისი ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ბიუჯეტიდან. 2005 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში სა---------–----–-------–-----------–---ის მიერ თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება ჟუ-----–-----------–---ში არ მოიძებნება.
ჰა--–--------ასა და თან----------------ეებს შორის შეთანხმება სა---------–----–-------–-----------–---ის მმართველი ორგანოებისთვის ცნობილი არ არის, რომლის ეგზემპლიარი კავშირის დოკუმენტებში არ მოიპოვება. მხარის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 15 იანვრის შეთანხმების ნამდვილობა სადავოა და მისი არსებობა ეჭვს იწვევს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2005 წლის 27 მაისს, გი-------–----–---–---ი სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის რიგგარეშე ყრილობაზე არჩეული იქნა შ----–---ის თან----------------ედ და აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებდა 2013 წლის 24 დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2013 წლის 24 დეკემბერს გამართულ შ----–---ის ყრილობამ შ----–---ის თავმჯდომარედ აირჩია ჰა--–--------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 24 დეკემბრის ყრილობის ოქმი N- (ს.ფ. 60-64).
3.1.3. 2013 წლის 24 დეკემბერს შე------------------–---ის ყრილობის მიერ დამტკიცებული სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის წესდებით, შე------------------–---ის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში მართვის ორგანოა შე------------------–---ის გამგეობა. შე------------------–---ის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია, შე------------------–---ის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის საქმიანობას, არის შე------------------–---ის თავმჯდომარე (5.1. მუხლი).
წესდების 11.1. მუხლით შე------------------–---ის თავმჯდომარე არის პირი, რომელიც წარმართავს შემოქმედებით კავშირის პრეზიდიუმს და გამგეობის საქმიანობას. შემოქმედებით კავშირს წარმოადგენს საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ, ფიზიკურ პირებთან საქმიან ურთიერთობებში, უძღვება გამგეობისა და პრეზიდიუმის სხდომებს. უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას და დემოკრატიული პრინციპებით გადაწყვეტილებების მიღებას, ხელს აწერს და პასუხისმგებელია გამგეობის, პრეზიდიუმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე.
11.6. მუხლით შე------------------–---ის თავმჯდომარეს უფლება აქვს წინამდებარე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე, შეარჩიოს და ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნოს შესაბამისი კომპეტენციის პირები, კავშირის ეფექტური მენეჯმენტის განსახორციელებლად, როგორც ანაზღაურებად ასევე საზოგადოებრივ საწყისებზე (ფინანსური შესაძლებლობებიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე). მათ შორის, მოადგილეები, თანაშემწე და სხვა.
12.3. შე------------------–---ი უფლებამოსილია საკუთარი ქონება გამოიყენოს ამ წესდებით გათავლისწინებული მიზნებისათვის. აკრძალულია მისი განაწილება შე------------------–---ის წევრებს შორის, ხოლო მოზიდული თანხების (მათ შორის გრანტები, შემოწირულობები, დახმარებები და სხვა) 50 პროცენტით დაფინანსდეს მიზნობრივი ღონისძიებები. მათ შორის, ხელფასი, პრემია, საორგანიზაციო ხარჯი, მივლინებები და ა.შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წესდება (ს.ფ. 119-135);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თან----------------ეთა 2005 წლის 9 ივლისის N- ბრძანებით გი-------–----–---–---ის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 650 ლარით (2005 წლის 9 ივლისის N- ბრძანება (ს.ფ.17));
3.2.2. 2014 წლის 15 იანვარს, გაფორმდა #-- შეთანხმება (შედარების აქტი) ერთის მხრივ, სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თავმჯდომარეს ჰა--–--------ას და მეორეს მხრივ, 2005 წლის 27 მაისიდან 2013 წლის 24 დეკემბრამდე, სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თან----------------ეებს: გი-------–----–---–---სა და ირ---–------------ შორის (შეთანხმება, ს.ფ. 18, 53).
შ/კ თავმჯდომარე ჰა--–--------ამ აღნიშნულით დაადასტურა, რომ გი-------–----–---–---ის ხელფასი შეადგენდა 650 ლარს თვეში, თანახმად 2005 წლის 0------ N- ბრძანებისა. 2005 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 24 დეკემბრამდე ანუ 101 თვის მანძილზე მას მიღებული აქვთ 14 თვის ხელფასი 9100 ლარის ოდენობით, ხოლო სახელფასო დავალიანება გი-------–----–---–---ის მიმართ შეადგენდა 56550 ლარს.
ამავე შეთანხმებით, საქართველ----–-------–--------–--------------------–---მა აიღო ვალდებულება აღნიშნული სახელფასო დავალიანება გი-------–----–---–---ისათვის დაეფარა ეტაპობრივად (შესაძლებლობის ფარგლებში), მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა. აღნიშნული შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში გი-------–----–---–---ი უფლებამოსილი იყო ემოქმედა საქართველოს კანონმდებლობით.
აღნიშნული შეთანხმების ნამდვილობას სადავოდ ხდის მოპასუხე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო გარიგება დადებულია ნების გამოვლების ნაკლის პირობებში და არ შეესაბამებოდა სავარაუდო მოვალის ნებას, აკისრია მოპასუხეს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 15 იანვრის შეთანხმება, დადებული ერთის მხრივ, სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თავმჯდომარის ჰა--–--------ას და მეორეს მხრივ, სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თან----------------ეებს: გი-------–----–---–---სა და ირ---–------------ შორის, ხელმოწერილია, როგორც სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თავმჯდომარის ჰა--–--------ას, ისე კავშირის თან----------------ეების გი-------–----–---–---ისა და ირ---–------------ მიერ.
მოპასუხის განმარტებით, შეთანხმების თაობაზე სა---------–----–-------–-----------–---ის მმართველი ორგანოებისთვის არ არის ცნობილი, რომლის ეგზემპლიარი არ მოიპოვება კავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, მისი არსებობა ეჭვს იწვევს. საქმის მასალებით გარდაცვლილი კავშირის თავმჯდომარის ჰა--–--------ას ინტერესი - მოეწერა ხელი ხანდაზმული ვალის აღიარებისათვის, არ იკვეთება.
საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მითითებულ შეთანხმებაზე შ----–---ის თავმჯდომარის ხელმოწერის ნამდვილობას გამორიცხავდა. აღნიშნული არ დადასტურდა არც საქმეზე ჩატარებული ხელმოწერის ექსპერტიზის საფუძველზე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------- დასკვნის თანახმად, გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერა ჰა--–--------ას სახელით, განლაგებული 2014 წლის 15 იანვრის თარიღით შედგენილ შეთანხმებაზე (შედარების აქტზე, ს.ფ.53) მარცხენა მხარეს, გრაფაში: ,,ჰა--–--------ა“, შესრულებულია თუ არა ჰა--–--------ას მიერ, შეუძლებელია ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულების, გამოვლენილი ინფორმაციის ნიშნების და ნიმუშების სიმცირის გამო.
ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ის გარემოება, რომ 2017 წლის 17 იანვრის ჩათვლით ირ---–----------ა და გი-------–----–---–---ი სარგებლობდნენ შეთანხმებაზე დასმული სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის ბეჭდით, არ ადასტურებს შეთანხმებაზე კავშირის თავმჯდომარის ჰა--–--------ას სახელით ხელმოწერის სხვა პირის მიერ განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულიდან ამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას სადავო ფაქტებთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელწერილს გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 56550 ლარის ანაზღაურება, ხოლო აღნიშნული თანხის ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 341-ე, 50-ე, 327-ე, 361-ე მუხლებით.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით მოვალე არამხოლოდ უნდა ადასტურებდეს ვალის არსებობას, არამედ უნდა კისრულობდეს ვალდებულებას მის შესრულების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა. ამდენად, ვალის აღიარების ხელშეკრულება თავად წარმოადგენს მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 15 იანვრის შეთანხმება დადებული ერთის მხრივ, სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თავმჯდომარის ჰა--–--------ას და მეორეს მხრივ, სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თან----------------ეებს: გი-------–----–---–---სა და ირ---–------------ შორის, ხელმოწერილია, როგორც სა---------–----–-------–--------–-------------------–---ის თავმჯდომარის ჰა--–--------ას, ისე გი-------–----–---–---ის მიერ.
შ----–---ის წესდების 11.1 და 11.6. მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შ/კ თავმჯდომარე ჰა--–--------ამ აღნიშნულით დაადასტურა, რომ გი-------–----–---–---ის ხელფასი შეადგენდა 650 ლარს თვეში, თანახმად 2005 წლის 0------ N- ბრძანებისა. ამასთან, 2005 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 24 დეკემბრამდე ანუ 101 თვის მანძილზე მას მიღებული ჰქონდა 14 თვის ხელფასი 9100 ლარის ოდენობით, ხოლო სახელფასო დავალიანება შეადგენდა გი-------–----–---–---ის მიმართ 56550 ლარს.
ამავე შეთანხმებით, საქართველ----–-------–--------–--------------------–---მა აიღო ვალდებულება აღნიშნული სახელფასო დავალიანება გი-------–----–---–---ისათვის დაეფარა ეტაპობრივად (შესაძლებლობის ფარგლებში), მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა. აღნიშნული შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში გი-------–----–---–---ი უფლებამოსილი იყო ემოქმედა საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეების მხრიდან სახეზე არ არის ნების გამოვლენა მიმართული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ, ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარიგება იმ შემთხვევაშიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ბათილად, თუ მართალია გარეგნულად სახეზეა ნების გამოვლენა, თუმცა აღნიშნული არ ემთხვევა და ეწინააღმდეგება შინაგან ნებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო გარიგება დადებულია ნების გამოვლების ნაკლის პირობებში და არ შეესაბამებოდა სავარაუდო მოვალის ნებას, აკისრია მოპასუხეს, რაც ვერ იქნა დადასტურებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 15 იანვრის შეთანხმება შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, კერძოდ, მასში მითითებულია კონკრეტული დავალიანება 56 550 ლარის ოდენობით, რომელიც გააჩნია სა---------–----–-------–--------–------------------–---ს გი-------–----–---–---ის მიმართ, ასევე მითითებულია ვალდებულების შესრულების დრო. შესაბამისად, გი-------–----–---–---ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვს უფლება სა---------–----–-------–--------–------------------–---ს მოსთხოვოს 2014 წლის 15 იანვრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ დავაზე მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი ვალის აღიარების ხელწერილით აღიარებული თანხა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა. მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი სადავო თანხა - 56 550 ლარი, რის გამოც მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
7.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% - 63 810 ლარის გადახდას, სასამართლოს მიაჩნია, როიმ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
როგორც აღინიშნა, ვალის არსებობა, მისი ძირითადი ვალდებულებისაგან დამოკიდებელი ბუნების გამო, თავად წარმოშობს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს უშუალოდ 2014 წლის 15 იანვრის ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მოვალემ მოსარჩელის მომართ იკისრა ძირითადი სახელფასო დავალიანების (მათ შორის, გასული პერიოდის, 2005 წლიდან 2013 წლამდე დროის მონაკვეთში მიუღებელი ხელფასის) გადახდა.
სსკ-ის 418.2 მუხლის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2014 წლის 15 იანვრის ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას დაყოვნებული თანხის ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება აღნიშნული შეთანხმებით არ უკისრია. შესაბამისად, აღნიშნულ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დავის საგნის ღირებულების 56550 ლარის 3%-ის - 1695,5 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 39.1 „ა“) დაეკისრება მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი-------–----–---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სა---------–----–-------–--------–------------------–---ს გი-------–----–---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 56 550 ლარის გადახდა;
3. გი-------–----–---–---ის სარჩელი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. სა---------–----–-------–--------–------------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1696,5 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან კუჭავა