გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210017001940575
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13674-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 მარტი 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა

სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი

მოსარჩელე - ნა----------ე

წარმომადგენელი - ნი------------–ი, თე-----------------ე

მოპასუხე - შპ------------–--------------------“

წარმომადგენელი - ნო---------–---–ი

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპ-----------–--------------------ს“ ნა----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 3200 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

ნა----------ე დასაქმებულია შპ------------–--------------------ში“ 2016 წლის 01 თებერვლიდან მთ-----------–---ის თანამდებობაზე. მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებული იყო სასურსათო და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობასთან (სუპერმარკეტი).

 

მოსარჩელე მოპასუხესთან დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ყოველ თვიური ხელფასი შეადგენს 800 ლარს.

 

2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით მოპასუხეს გადახდილი აქვს ხელფასი სრულად, ხოლო ასანაზღაურებელი აქვს 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის ხელფასები. 2017 წლის აპრილის თვიდან მოსარჩელემ გააგრძელა ხელფასების გაცემა.

 

მოსარჩელეს ასანაზღაურებელი აქვს 4 თვის: 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის ხელფასები, სულ 3200 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.2. შპ------------–--------------------ს“ ნა----------ესათვის ანაზღაურებული აქვს 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი.

 

2017 წლის 30 იანვარს სა--------–------ ბ--–--------------ში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა შპ------------–--------------------ს“ კუთვნილი მაღაზია, ,,ფი--------ი“, სადაც მოსარჩელე მუშაობდა. მოსარჩელე თებერვლის და მარტის თვეში არ ასრულებდა სამუშაოებს, შესაბამისად აღნიშნული თვეების ხელფასები ვერ გაიცემოდა.

 

ხანძრის შედეგად კომპანიას მიადგა 753 000 ლარის მატერიალური ზიანი. მოპასუხემ მის მიერ დაქირავებული თანამშრომლები და ნა----------ეც, მოგვიანებით დაასაქმა სხვა მაღაზიაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნა----------ე დასაქმებული იყო შპ------------–--------------------ში“ მთ-----------–---ის თანამდებობაზე, კერძოდ, შპ------------–--------------------ს“ კუთვნილ მაღაზია, ,,ფი--------ში“. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 800 ლარს (ხელზე მისაღები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა (ს.ფ.14);

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–------------------------ოს 2017 წლის 8 თებერვლის N------ ცნობით შპ-------------–--------------------ს“ მისივე წერილის პასუხად ეცნობა, რომ 2017 წლის 30 იანვარს, ქ. თ---–-------------------------–---------ში, სს-----------------–-----–--------------ში“ ნამდვილად გაჩნდა ხანძარი.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბ--–---------–-–-------------------ის დი-------------------ის სამმართველოს M---------------- ცნობით აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბ--–---------–-–-------------------ის დი-------------------ის სამმართველოს პოლიციის მე-----ე განყოფილების წარმოებაშია.

 

ცნობაში აღნიშნულია, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შპ------------–--------------------ს“ დირექტორის განმარტებით ქ. თბილისი, თე----------------–---------ში მდებარე სა--------–------ ,,ბ--–--------------ს“ ნულოვან სართულზე განთავსებული იყო შპ------------–--------------------ს“ კუთვნილი მაღაზია ,,ფი--------ი“ 500 კვ.მ. 2017 წლის 30 იანვარს სა--------–------ ,,ბ--–--------------ში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად კი სრულად გაუნადგურა არსებული პროდუქცია, ინვენტარი და ფულადი თანხა, რითაც ჯამში მიადგა 753 000 ლარის მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი);

- M---------------- ცნობა (ს.ფ. 56);

-317089 ცნობა (ს.ფ.57).

 

3.1.3. ასევე მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2017 წლის თებერვლისა და მარტის თვეში მოსარჩელეზე ხელფასი 1600 ლარი (800+800) არ გაცემულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ მიუღია 2016 წლის დეკემბრისა და 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი 1600 (800+800) ლარი.

 

მოპასუხის მითითებით, 2016 წლის დეკემბრის და 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი, მოსარჩელისავე თანხმობით, გადახდილი იქნა სხვა პირის მეშვეობით. აღნიშნული გარემოების დასტურად მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საგადახდო დავალებები და საბანკო ანგარიშიდან ამოანაწერები, რომელთა მიხედვით, 2016 წლის დეკემბრის თვეში ი/მ ლა-–----------ათვის ჩარიცხული იქნა 509 და 200 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია, როგორც ხაჩიძის ხელფასის თანხა, იგივე ოდენობის თანხები ლა-–---------- მიერ გადარიცხულ იქნა ირ---–-------–---–ის საბანკო ანგარიშზე (ს.ფ. 69-74). საქმეში ასევე წარმოდგენილი 2017 წლის თებერვლის საგადახდო დავალებებით (ს.ფ.75-77) დგინდება თებერვლის თვეში შპ-----------–------------------იას“ მიერ ლა-–----------ათვის 642,39 ლარის ჩარიცხვა და ლა-–---------- მიერ 490 ლარის გადარიცხვა ვა-----------------–---–ის ანგარიშზე. კომპანიის მიერ ლა-–----------ათვის თანხის ჩარიცხვის დანიშნულებად მითითებულია 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი (კონკრეტული პირის აღნიშვნის გარეშე).

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა შპ------------–--------------------ს“ თანამშრომლებმა ლა-–--------ემ (მე-------ი) და ვა-----------------–---–მა განმარტეს, რომ ნა----------ის საბანკო ანგარიში იყო დაყადაღებული და მისივე თხოვნით, ხელფასის მიღებაში თანამშრომლები ეხმარებოდნენ. მათ ანგარიშზე ირიცხებოდა ხელფასი და შემდგომ გადასცემდნენ მოსარჩელეს. აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებს მოსარჩელე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება ნა----------ის მიერ სხვა პირისათვის თანხის ჩარიცხვაზე თანხმობის გაცემის შესახებ, ასევე არ არის წარმოდგენილი თანამშრომლებისათვის დარიცხული ნა----------ის ხელფასის მისთვის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფაქტის უარყოფის პირობებში კი მხოლოდ მოწმეთა ჩვენება სასამართლოს მიერ საკმარის და სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

ამდენად, არ დასტურდება ნა----------ისათვის 2016 წლის დეკემბრისა და 2017 წლის იანვრის ხელფასის გადახდის ფაქტი.

 

3.2.2. სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის თებერვალსა და მარტში მოსარჩელე არ ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ რაიმე სახის სამუშაოს შპ-----------–------------------იაში“.

 

სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეფუძნება შემდეგს:

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 30 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა მისი კუთვნილი მაღაზია, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, რითაც მას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა შპ------------–--------------------ს“ თანამშრომლებმა ლა-–--------ემ და ვა-----------------–---–მა დაადასტურეს, რომ სა--------–------ ბ--–--------------ში ხანძრის გაჩენის შემდეგ 2 თვის (თებერვალი, მარტი) განმავლობაში მაღაზია აღარ ფუნქციონირებდა, მაღაზიაში დასაქმებული თანამშრომლები, მათ შორის ნა----------ე, არ ასრულებდნენ რაიმე სახის სამუშაოს. მათ მუშაობა განაახლეს აპრილის თვიდან, როდესაც მაღაზია ,,ფი--------ის“ თანამშრომლები ხანძრის შემდგომ გადაყვანილი იქნენ ახალ სამუშაო ობიექტზე.

 

აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელეც მიუთითებს, რომ ხელფასის გადახდა მოპასუხემ განაახლა 2017 წლის აპრილის თვიდან, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 9 აპრილის შრომის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც ნა----------ე დაინიშნა მთ-----------–---ის პოზიციაზე შპ------------–--------------------ში“.

 

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ 2017 წლის თებერვლის და მარტის თვეებში მოსარჩელე არ ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, რის შედეგადაც მას არ დაერიცხა აღნიშნული თვეების ხელფასი.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელეის სასარგებლოდ დაეკისროს ორი თვის შრომის ანაზღაურება 1600 ლარის ოდენობით, დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე მას უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31.1.-ე მუხლის მიხედვით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“.

 

მოცემულ შემთვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, შრომის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის 31-ე მუხლიდან (31.1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 31.2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.) გამომდინარეობს.

 

მხარეები არ დავობენ, რომ მოსარჩელე 2016 წლის დეკემბრის თვეში და 2017 წლის იანვრის თვეში ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (შდრ. სუსგ № ას-98-94-2016, 26.07.2016). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ანუ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ფაქტი, რითაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა გამოირიცხებოდა.

 

მოპასუხის განმარტებით, შპ------------–--------------------ს“ ნა----------ესათვის ანაზღაურებული აქვს 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი. მისი განმარტებით, ნა----------ე კუთვნილ ხელფასს იღებდა თანამშრომლების დახმარებით, ირიცხებოდა მათ ანგარიშზე და შემდგომ გადასცემდნენ მას. აღნიშნულ გარემოებებზე მიუთითეს მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა შპ------------–--------------------ს“ თანამშრომლებმაც. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხე ასევე მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილ საგადახდო დავალებებზე. მოსარჩელე აღნიშნულს არ ეთანხმება.

 

სსკ-ის 373-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიიღოს შესრულება; თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „შესრულების მიმღებად, უპირველეს ყოვლისა, ითვლება კრედიტორი. ზოგჯერ შესრულება შეიძლება, განხორციელდეს კრედიტორის ნაცვლად, სხვა პირის მიმართ. შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს. კრედიტორის ნაცვლად შესრულების მიმღები მესამე პირის უფლებამოსილება შეიძლება, სხვადასხვაგვარად დადგინდეს, მაგალითად, როგორიცაა წერილობითი საბუთი, რომლითაც დგინდება მესამე პირის ვინაობა; მინდობილობა; სადამფუძნებლო დოკუმენტები (იურიდიული პირების მიმართ) ან გამომდინარეობდეს საქმის გარემოებებიდან“ (შდრ. სუსგ №ას-1003-924-2017, 01.12.2017). მოცემულ შემთხვევაში, კი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ გასცა თანხმობა მისი კუთვნილი ხელფასი დარიცხვოდა მესამე პირს (თანამშრომელს), საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება თანამშრომელთა მიერ ნა----------ისათვის თანხის გადაცემის (ხელფასის) ფაქტი. შესაბამისად, არ დგინგება შპ------------–--------------------ს“ მიერ ნა----------ისათვის 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრის თვის ხელფასის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად: 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი შპ------------–--------------------ს“ ნა----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის დეკემბრის თვის ხელფასის 800 ლარის და 2017 წლის იანვრის თვის ხელფასის 800 ლარის (ჯამში 1600) ოდენობით ანაზღაურება.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის თებერვლის და მარტის თვეების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან, როგორც სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, არ დადასტურდა 2017 წლის თებერვლის და მარტის თვეებში მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტი. შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე კი დასაქმებულისათვის ანაზღაურება გაიცემა დამსაქმებლის სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ ხანძრის გამო კომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტის გათვალისწინებით, ასევე სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით დასაქმებულის იძულებითი მოცდენა (სშკ-ის 32-ე მუხლი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 1600 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება, სსსკ-ის 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. 100 ლარის ოდენობით.

 

სსსკ-ის 53.1. მუხლით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს ორივე მხარე. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 1600 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო 1600 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული მომსახურების ხარჯი დაკმაყოფილებული ნაწილის გათვალისწინებით, 1600 ლარის 4% - 64 ლარი, უნდა გადახდეს მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში - 1600 ლარის 4%- 64 ლარი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც საბოლოო ჯამში გაქვითულ უნდა იქნეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნა-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. შპ------------–--------------------ს“ ნა----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის დეკემბრის თვის და 2017 წლის იანვრის თვის ხელფასის ანაზღაურება ჯამში 1600 ლარის ოდენობით.

 

1.2. ნა----------ის სარჩელი 2017 წლის თებერვლისა და მარტის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპ------------–--------------------სა“ და ნა----------ეს ერთმანეთის სასარგებლოდ დაეკისროთ ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება თითოეულს 64-64 ლარის ოდენობით, რაც გაქვითულ უნდა იქნეს.

 

3. შპ------------–--------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან კუჭავა