გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/2-----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - მა--------------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ლე---------ე
მოპასუხეები - ოთ----------------------------–--------------–----------ო
წარმომადგენელი (პ------–--------------–------------ს) - გუ-----------–---–-
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–--------------რის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N10---- აქტით დაყადაღებული და ქალაქი თბილ----------------------------------------6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ე.წ. სამეული (62428, ხის ყავისფერი ჩარჩოთი, ყვითელი ნაჭრით, ერთი დივანი და ორი სავარძელი); 2. სარეცხი მანქანა (6242, ბოში, თეთრი ფერის); 3. მაცივარი (62430, შარფის ფირმის, ორ კამერიანი, ვერცხლისფერი); 4. ტელევიზორი (62431, სამსუნგი, შავი ფერის).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ა-----------------------–-------------–----- და პ------–--------------–------------ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2.2. მოპასუხე ოთ-------------ის პოზიცია უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილ----------------------------------------6-ში (ს/კ 0----------------------) რეგისტრირებულია მა--------------ის საკუთრების უფლება.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 14-15)
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–--------------რის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ე.წ. სამეული (62428, ხის ყავისფერი ჩარჩოთი, ყვითელი ნაჭრით, ერთი დივანი და ორი სავარძელი); 2. სარეცხი მანქანა (6242, ბოში, თეთრი ფერის); 3. მაცივარი (62430, შარფის ფირმის, ორ კამერიანი, ვერცხლისფერი); 4. ტელევიზორი (62431, სამსუნგი, შავი ფერის).
(მტკიცებულება: ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი, ს.ფ. 16-18)
3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 20---–-–---------------ს გაცემული № A1--------------- წერილის მიხედვით, 20---–-–--------------რის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #1----- აქტით დაყადაღებულ სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.
(მტკიცებულება: წერილი, ს.ფ. 51)
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის სს „ლი------------იდან“ გაცემული ანგარიშის ამონაწერით, „ელ------–------------ის“ მიერ გაცემული ცნობით, “Di----------------s”-ის საგარანტიო ტალონით და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე და არ დასტურდება მათი ოთ-------------ისადმი კუთვნილების ფაქტი.
(მტკიცებულება: ანგარიშიდან ამონაწერი, ცნობა, საგარანტიო ტალონი, ს.ფ. 44-47)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და მე-40 მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
6.2 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
6.3 სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მა--------------ის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილ----------------------------------------6-ის (ს/კ 0----------------------) მესაკუთრეა მა--------------ე და არ დასტურდება ოთ-------------ისთვის სადავო მოძრავი ნივთების კუთვნილების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალე ოთ-------------ეს დაეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–--------------რის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N10---- აქტით დაყადაღებული და ქალაქი თბილ----------------------------------------6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ე.წ. სამეული (62428, ხის ყავისფერი ჩარჩოთი, ყვითელი ნაჭრით, ერთი დივანი და ორი სავარძელი); 2. სარეცხი მანქანა (6242, ბოში, თეთრი ფერის); 3. მაცივარი (62430, შარფის ფირმის, ორ კამერიანი, ვერცხლისფერი); 4. ტელევიზორი (62431, სამსუნგი, შავი ფერის).
3. მოპასუხე ოთ-------------ეს მოსარჩელე მა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, რობაქიძის ქ.#7-ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე