განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002658388
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/389-18 08 აპრილი, 2019 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თ----- ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - ხ---- ქ-------–-–---–--,ბრალდებულ - ვ------- ა--------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028190818002 საქმე ვ------- ნ--------- ძე ა--------–---–ის (დაბადებული 1--- წლის 28 აგვისტოს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ვ------- ა--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ზ------------–-, მდინარე თეძამის ნაპირზე, ვ------- ა--------–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - 4 წლის ნ------- ა--------–---–ის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს - თ----- ჯ----–----–---–ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც თ----- ჯ----–----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე ვ------- ა--------–---–ი ყოფილ მეუღლეს თ----- ჯ----–----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ----- ჯ----–----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულმა ვ------- ა--------–---–მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა 2018 წლის 19 აგვისტოს იმყოფებოდა სალოცავში. დაახლოებით 17:00 საათზე უკან დაბრუნებისას მდინარეზე დაინახა ყოფილი მეუღლე და შვილი. დაუძახა შვილს, რომ მასთან წასულიყო, რაზეც ბავშვმა ტირილი დაიწყო. იგი მანქანიდან არ გადმოსულა, არ მიახლოებია ყოფილ მეუღლესა და შვილს. მას თ----- ჯ----–----–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას ყოფილი მეუღლის მიმართ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- გ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს მდინარესთან შეამჩნია ვ.ა--------–---–ი, რომელსაც ავტომანქანის მინა ჰქონდა ჩამოწეული და ესაუბრებოდა ყოფილ მეუღლეს და შვილს. ვ------- ა--------–---–ი მანქანიდან არ გადმოსულა და დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- გ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:00-17:00 საათზე, მდინარესთან შეამჩნია თ----- ჯ----–----–---–ი, რომელიც ბავშვს აბანავებდა, სადაც ავტომანქანით მისული იყო ვ------- ა--------–---–ი, რომელსაც მინა ჰქონდა ჩამოწეული და ესაუბრებოდა მათ. ვ-------ი მანქანიდან არ გადმოსულა. მათი საუბარი დაახლოებით 3-4 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ დაზარალებულმა აიყვანა შვილი და წავიდა სახლისკენ, ხოლო ბრალდებული ავტომანქანით წავიდა ცენტრალური გზისაკენ. მდინარეზე ბავშვებისა და მისი ძმის გარდა არავინ არ შეუნიშნავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ბ-----–---- განმარტა, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს იმყოფებოდა სალოცავში, სადაც ასევე იყო ვ------- ა--------–---–იც. სალოცავიდან წამოსვლისას მდინარესთან დაინახა მასზე ადრე წამოსული ვ------ ა--------–---–ი, რომელიც ავტომანქანიდან ესაუბრებოდა ყოფილ მეუღლეს და შვილს. იგი მანქანიდან არ გადმოსულა. ცოტა ხანში დაზარალებულმა აიყვანა შვილი და წავიდა სახლში, ხოლო ვ-------ი ავტომანქანით წავიდა ცენტრალური გზისაკენ. მას აღნიშნულ დღეს მდინარეზე ბავშვების გარდა სხვა არავინ დაუნახავს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ბრალდებულ ვ------- ა--------–---–ის პოზიცია საქარტველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მისი უდანაშაულობასთან დაკავშოირებით და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----- ჯ----–----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლეა. მათ ჰყავთ საერთო შვილი - ნ------- ა--------–---–ი. თანაცხოვრებისას ბრალდებული უმიზეზოდ აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეჭვიანობდა, თავიდან ითმენდა, შემდეგ უკვე გაუსაძლისი გახდა მასთან ერთად ცხოვრება, გაშორდა და მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. გაშორების შემდეგაც ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, შვილი წაიყვანა მდინარეზე საბანაოდ. ნ------- ა--------–---–მა შეამჩნია, რომ მდინარის პირას ავტომანქანით იყო მისული მამა - ვ------- ა--------–---–ი, რომელმაც შესთავაზა გაყოლოდა მას, რაზეც ნ-------მა დაიწყო ტირილი და დედას სთხოვდა, რომ მამამისი წასულიყო. ვ.ა--------–---–ი მივიდა მასთთან, ხელი დაუჭირა და მარჯვენა ლოყაში დაარტყა ხელი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ბუჩქებში ჩავარდა. აღნიშნულს უყურებდა მისი შვილიც, რომელსაც ხელი ჰკრა ვ------- ა--------–---–მა და ბავშვი ქვებზე დაეცა. იგი შვილთან ერთად დაიმალა. ვ------- ა--------–---–ი ეძახდა და მოკვლით ემუქრებოდა. მას ძალიან შეეშინადა და პოლიციაში დარეკა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---- ხ--–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებული თ----- ჯ----–----–---–ი მისი შვილია. 2018 წლის 19 აგვისტოს, თ----- ჯ----–----–---–მა მდინარეზე წაიყვანა შვილი, სადაც ავტომანქანით მივიდა ვ.ა--------–---–ი. მის დანახვაზე ბავშვმა დაიწყო ტირილი. ვ.ა--------–---–მა თ-----ს დაარტყა ხელი, რის შედეგადაც იგი წაიქცა. ბრალდებულმა ბავშვსაც ხელი ჰკრა, რომელიც წაიქცა და მიიღო დაზიანებები. თ----- ჯ----–----–---–მა მოახერხა ბუჩქებში დამალვა და დარეკა პოლიციაში. მის შვილს ლოყა ჰქონდა გაწითლებული და დასიებული. შვილიშვილსაც ჰქონდა დაზიანებები. აღნიშნული ინციდენტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა შვილის მონაყოლით. ბრალდებული ძალიან აგრესიული პიროვნებაა. იგი მის შვილს აცხოვრებდა ფიზიკური და მორალური ზეწოლის ქვეშ.
2018 წლის 19 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ თ----- ჯ----–----–---–ი, გამომძიებელი ზ------ ა--–-------, ექსპერტ-კრიმინალისტი დ----- დ---–--–---–-. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო კასპის რაიონის სოფელ ახალქლაქიდან, სადაც წაკითხული იქნა თ----- ჯ----–----–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ვ------- ა--------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 19 აგვისტოს 21:45 საათზე.
სასამართლო-სამედიცინო №--------- დასკვნით დასტურდება, რომ თ----- ჯ----–----–---–ს 2018 წლის 20 აგვისტოს, 14:42 საათზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინაღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: მ----- ჭ----------–მა, გამომძიებელმა: ზ------ ა--–------მა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა: გ------- კ---–--–---–მა, მ-----– გ------–---–მა, მოწმეებმა: ნ---- ჩ---------მა, ი-----–- გ---------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია დაზარალებულისათვის, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ვ------- ა--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმეების: თ----- ჯ----–----–---–ის და ნ---- ხ--–-–---–ის ჩვენებებით. თ----- ჯ----–----–---–მა დაადასტურა ბრალდებულის მიერ მისთვის, როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, ასევე მუქარის განხორციელების ფაქტი. თ----- ჯ----–----–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება სრულ თანხვედრაშია გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო №--------- დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, თ----- ჯ----–----–---–ს 2018 წლის 20 აგვისტოს, 14:42 საათზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინაღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ამყარებს დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელშიც ასახული დაზიანებები სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან, რასაც ასევე ადასტურებს ნ---- ხ--–-–---–ის ჩვენებაც, რომლის თანახმადაც, თ----- ჯ----–----–---–ს, მდინარიდან დაბრუნებისას, ლოყა ჰქონდა გაწითლებული და დასიებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოწმეების: გ------- გ------–---–ის, დ----- გ------–---–ისა და ლ---- ბ-----–--ის ჩვენებებს თითქოს ვ------- ა--------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ყოფილი მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ვინაიდან ისინი არიან ბრალდებულის მეგობრები, ახლო ურთიერთობა აქვთ ბრალდებულთან და მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები მიმართულია ვ------- ა--------–---–ის მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისაკენ. ამასთან, მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში გამოვლენილი იქნა გარკვეული უზუსტობები, კერძოდ მოწმეების: დ----- გ------–---–ის და გ------- გ------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენების თანახმად, მათ ბავშვების გარდა სხვა პირი მდინარესთან ახლოს არ დაუნახავთ. სხვა პიროვნება არ დაუნახავს ასევე მოწმე ლ---- ბ-----–--ესაც, მაშინ როცა სამივე მათგანი შეესწრო ვ------- ა--------–---–ის შეხვედრას ყოფილ მეუღლესთან და შვილთან, შესაბამისად მათ, შემთხვევის ადგილის მდებარეობის და მათი განლაგების გათვალისწინებით, ჰქონდათ ყველანაირი საშუალება დაენახათ და უნდა დაენახათ კიდეც ერთმანეთი. აღნიშნული კი მიუთითებს მათი ჩვენებების არასანდოობაზე.
გარდა აღნიშნულისა, ვ------- ა--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, რომელთა სისწორეც დაადასტურეს სხდომაზე დაკითხულმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელმა და მასში მონაწილე პირებმა, ასევე ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა დაკითხულმა ექსპერტმა.
საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ა--------–---–ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. დამდგარ შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, დამოკიდებულებას მომხდართან და მიაჩნია, რომ ვ------- ა--------–---–ს საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------- ა--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ------- ა--------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ------- ა--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 აგვისტოდან.
ვ------- ა--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე