განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- გ-------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - უ-- ს------ ძე ჯ----, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 6------ს, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–--–-- ც----------------- ქ.#3--, ბინა #1--–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. უ-- ჯ---- ცხოვრობდა დედის დეიდაშვილთან თ----- ფ-–---–-----თან თ---–--–-- ც----------------- ქ.#3--, ბინა #1--–ი და მასთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
1.2. 2019 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------ს სამმართველოს მე-9 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0----- უ-- ჯ----ს მიმართ. შემაკავებელი ორდერით უ-- ჯ----ს აეკრძალა თ----- ფ-–---–-----თან, მის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც თ----- ფ-–---–-----ი შეიძლება იმყოფებოდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, უ-- ჯ----მ 2019 წლის 11 თებერვალს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ დაახლოებით 18:00 საათზე, თავის საცხოვრებელ ბინაში მისულ თ----- ფ-–---–-----ს სახლში დახვდა უ-- ჯ----, რომელიც ხსენებულ ბინაში ასევე იმყოფებოდა 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 00:05 საათზე, რა დროსაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა უ-- ჯ----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----- ფ-–---–-----ის, მოწმეების - ქ------- მ------–-–---–ის, ს---–------ ლ------ის, გ------- ბ------–---–ის, მ------ ჯ----ს გამოკითხვის ოქმებს, #0----- შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია უ-- ჯ----ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი კი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ფსიქოლოგიურ ძალადობას დიდი ზიანი მოაქვს მსხვერპლისთვის და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, მთლიანად პიროვნებას. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
3.3.საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ უ-- ჯ----მ დაარღვია 2019 წლის 8 თებერვლის შემაკავებელი ორდერის პირობები და ორდერის მოქმედების ვადაში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით 2019 წლის 11 და 13 თებერვალს იმყოფებოდა თ----- ფ-–---–-----ის საცხოვრებელ სახლში და დაამყარა მასთან ორდერით აკრძალული კომუნიკაცია - აღნიშნული ქმედება იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.5. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა უ-- ჯ----ს ბრალეულობა.
3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა უ-- ჯ----მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. უ-- ჯ----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი, ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და დაზარალებულის მოწყვლადობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს: ქმედებათა ჩადენას პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, დანაშაულის რეციდივს, ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის), ჩადენილი დანაშაულის მასშტაბს (ორდერის პირობა დაირღვა 2019 წლის 11 და 13 თებერვალს), დაზარალებულის მოწყვლადობას მისი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (ხანდაზმულობა, შიზოფრენიის პარანოიდული ფორმა).
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განაჩენით უ-- ჯ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის 67-ე, 59-ე მუხლების თანახმად დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4------ლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით უ-- ჯ----ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 1(ერთი) წლით და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 16 აპრილის წერილის თანახმად, უ.ჯ----ს გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2020 წლის 14 თებერვალს. ბრალდებულის ნასამართლობიდან გამომდინარე სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
5.5. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: ბრალის აღიარებას, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რის გამოც მაქსიმალურად დაიზოგა მართლმსაჯულების რესურსი და დრო, რაც აისახება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით.
5.6. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და რეციდივის მხედველობაში მიღებით უ-- ჯ----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
5.7. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს უ-- ჯ---- იყო პრობაციონერი, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უ-- ჯ---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განაჩენით განსაზღვრული 2(ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და უ-- ჯ----ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით უ-- ჯ----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 თებერვლიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა