გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2019
საქმის ნომერი
080310018002336892
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/ 161-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - მ--–---- ჩ-----იძე

სხდომის მდივანი - გ------ი ე---ე

 

მოსარჩელე - რ----- ქ---------–აძე

მოპასუხე - სსიპ შ------ვლების ს-------რი

წარმომადგენელი - მ------ა გ-–--ე

მოპასუხე - საქართველოს ფ-------ა ს--------როს დ----ის გ-----–ვის ს---ო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შ------ვლების ს-------რის 2017 წლის 05 ოქტომბრის N26920 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ----- ქ---------–აძის ადმინისტრაციული საჩივარი.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შ------ვლების ს-------რის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი Nცბ 792503.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფ-------ა ს--------როსთან არსებული დ----ის გ-----–ვის ს---ოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება N4853/2/2017 ადმინისტრაციულ საჩივარზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სადაო ოქმის მიხედვით, თითქოს გადაჰქონდა საქონელი ზედნადების გარეშე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მას ჰქონდა გამოწერილი ზედნადებები, თუმცა დაშვებული იქნა შეცდომა ზედნადების შევსების გრაფაში, კერძოდ: შეცდომით მიეთითა გადაზიდვის დასრულების ადგილად ბათუმი და შეცდომით იქნა შევსებული გრაფები. აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის არ მიუყენებია ზიანი, რადგან გადასატანი სალარო აპარატით სრულად აქვს დაფიქსირებული რეალიზაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ შ------ვლების ს-------რის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფ-------ა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ფ-------ა ს--------როს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ რ----- ქ---------–აძე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძველზე, 2017 წლის 30 მარტის N CB738388 ოქმით, დაჯარიმდა 500 ლარით.

მტკიცებულება: მოსარჩელის განმარტება. საქართველოს ფ-------ა ს--------როსთან არსებული დ----ის გ-----–ვის ს---ოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება N4853/2/2017 (ტ.1. ს/ფ. 26-29; სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ სსიპ შ------ვლების ს-------რის მიერ 2017 წლის 05 ოქტომბერს გამოიცა N26920 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ----- ქ---------–აძის ადმინისტრაციული საჩივარი.

აღნიშნული საჩივრის საფუძველზე რ----- ქ---------–აძე ითხოვდა 2017 წლის 21 აგვისტოს NჩB792503 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას. შ------ვლების ს-------რმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი იყო დაუსაბუთებელი და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

მტკიცებულება:

- ბრძანება N 26920 (ს/ფ 21-23)

 

3.2.2. დადგენილია, რომ საქართველოს ფ-------ა ს--------როსთან არსებული დ----ის გ-----–ვის ს---ოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება N4853/2/2017 ადმინისტრაციულ საჩივარზე, რ----- ქ---------–აძე აღიარებს ჩადენილ ფაქტს, თუმცა ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას. მითითებული გარემოებები ს---ომ არ მიიჩნია სარწმუნოდ, ვინაიდან რ----- ქ---------–აძე, მსგავსი სამართალდარღვევისათვის 2017 წლის 30 მარტს N CB738388 განსახილველი ფაქტის გამოვლენამდე, იყო დაჯარიმებული, რის გამოც საქართველოს ფ-------ა ს--------როსთან არსებული დ----ის გ-----–ვის ს---ოს გადაწყვეტილებით რ----- ქ---------–აძეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

მტკიცებულება:

- 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება N4853/2/2017 (ს.ფ. 26-29).

 

3.2.3. დადგენილია, რომ სსიპ შ------ვლების ს-------რის საგადასახადო მონიტორინგის მიერ, რ----- ქ---------–აძის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N ჩB792503 2017 წლის 21 აგვისტოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 5000 ლარი.

მტკიცებულება:

- სამართალდარღვევის ოქმი N CB792503. (ს/ფ 34)

 

3.2.4. 2018 წლის 17 აგვისტოს N 43399/08/17 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა ი/მ რ----- ქ---------–აძის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები) სახეობა, რაოდენობა და საბაზრო ღირებულება. რომლის მიხედვითაც საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 8706.3 ლარი და მოხდა მერსედესის მარკის სატრანსპორტო საშუალებაში სახ. ნომრით BC-411-DB ში განთავსებული საქონლის ფოტოგადაღება.

მტკიცებულება:

- ექსპერტიზის დასკვნა N 43399/08/17 (ს/ფ 41-52)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის გ-----–ვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შ------ვლების ს-------რის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი Nცბ 792503; სსიპ შ------ვლების ს-------რის 2017 წლის 05 ოქტომბრის N26920 ბრძანება და საქართველოს ფ-------ა ს--------როსთან არსებული დ----ის გ-----–ვის ს---ოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება N4853/2/2017, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფ-------ა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 მულის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს ფ-------ა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის ბრძანებით № 994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე 72-ე მუხლის მიხედვით:

 

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/ შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

 

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფ-------ა ს--------როს საგამოძიებო ს-------რის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფ-------ა ს--------როს საგამოძიებო ს-------რის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები.

 

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფ-------ა ს--------როს საგამოძიებო ს-------რის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

 

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

 

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

 

გ) საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნიან შ------ვლების ს-------რის იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------ვლების ს-------რის თანამშრომელთა მიერ, 2017 წლის 21 აგვისტოს სრულიად კანონიერად იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი NCB 792503 და შესაბამისად არ არსებობს 2017 წლის 05 ოქტომბრის N26920 ბრძანების, შ------ვლების ს-------რის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის Nცბ 792503 ოქმის და საქართველოს ფ-------ა ს--------როსთან არსებული დ----ის გ-----–ვის ს---ოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება N4853/2/2017 გაუქმების რაიმე საფუძველი.

 

სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

 

სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში, ერთის მხრივ, ფიზიკურ პირსა და საგადასახადო ს-------რს, მეორეს მხრივ, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულად უზრუნველყვეს გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერების დასაბუთება, როგორც ფორმალური, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს. სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიულ ფაქტის დადგენა დაფიქსირებას ნიშნავს, რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს. სასამართლოს მოსაზრებით სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომვლენ მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ - ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნული, რასაკვირველია, არ გამორიცხავს სამართალდარღვევის გამომვლენის მიერ უზუსტობას ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას. როგორც მიეთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე დროს, კანონმდებელი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გ-----–ვის ეტაპზე, მოპასუხე მხარის მიერ უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ რ----- ქ---------–აძის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა. სასამართლო იშველიებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შე---ლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შე---ლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. სასამართლო ასევე უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გ-----–ვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სადავო გარემოებების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი შინაგანი რწმენით, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოახდინოს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა და მათი რეალური შეფასება.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60.1 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, მოსარჩელის პოზიცია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოიწვია უცოდინრობამ, ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებული ვინაიდან მოსარჩელე მსგავსი სამართალდარღვევისათვის 2017 წლის 30 მარტის N CB738388 ოქმით, განსახილველი ფაქტის გამოვლენამდეც იყო დაჯარიმებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------ვლების ს-------რის მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის Nცბ 792503 ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა სსიპ შ------ვლების ს-------რის 2017 წლის 05 ოქტომბრის N26920 ბრძანების და საქართველოს ფ-------ა ს--------როსთან არსებული დ----ის გ-----–ვის ს---ოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილების N4853/2/2017 ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ისინი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა დარჩეს (ჩაირიცხოს) სახ. ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს რ----- ქ---------–აძის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. /ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მ--–---- ჩ-----იძე