განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
330100119002985224
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: თ----- ყ---–-----–---–-

ადვოკატი: ა---- ს---------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ნ--- შ--------ე

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჭ-----------------–-------–--------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 03.04.2019წ. 14:30 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ--- შ--------ის მიმართ, საქრთველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ნ--- შ--------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა-----------ე 2014 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ--- შ--------ესთან, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინდა 2017 წლის ნოემბერში. 2018 წლის შემოდგომიდან ა-----------ეს და მის ყოფილ მეუღლეს ნ--- შ--------ეს ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია, ვინაიდან ნ--- შ--------ე მას სთხოვდა შერიგებას, რაზეც ა-----------ე უარს ეუბნებოდა. აღნიშნული კონფლიქტის დროს, კერძოდ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ნ--- შ--------ემ არაერთხელ მიაყენა ა-----------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და როგორც პირადად, ასევე შეტყობინებების გაგზავნის გზით დაემუქრა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 06:33 საათზე, ნ--- შ--------ემ ბ---- ო---ის მობილური ტელეფონის ნომრიდან: 5-----------, ქ. თბილისში, კ------–-----------------------ში მყოფ თავის ყოფილ მეუღლეს - ა-----------ეს მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე: 5-----------, მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, შემდეგი შინაარსით: ,,მ------- მანქანას ცოტა ბენზინი ასხია და დ-----–- არ გაუშვა, ცოტაზე მეტიც.“ წინარე ქმედების გათვალისწინებით, ა-----------ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, როგორც საკუთარი თავის, ასევე მისი მამის მ----- ზ------ის მიმართ.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, მობილურ ტელეფონში არსებული შეტყობინებების დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ნ--- შ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, შერიგება დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ნ--- შ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) თვის ვადით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი უნდა იქნას პირობითი მსჯავრი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ--- შ--------ე (პ№5----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ნ--- შ--------ეს განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

ნ--- შ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

ნ--- შ--------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 03 აპრილიდან 2019 წლის 06 ივნისის ჩათვლით და ნ--- შ--------ე დაუყონებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ანაწმენდის ნიმუშები, საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ა/მანქანა ,,მიცუბიში იოს“ მიმდებარედ გაზონიდან ამოღებული მიწის ნიმუში, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ერთჯერადი ხელსახოცების პაკეტი, მოლურჯო ფერის პლასტმასის მომრგვალო ფორმის ბოთლის სახურავის დეტალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

ნ--- შ--------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 01(ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე