გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002368320
საქმე №2/282-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე: შპს ლ------
წარმომადგენელი: მ-----–-------–---–ი
მოპასუხე: თ--–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი: ა--------–----–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე თ--–----------–----–--------------ას შპს ,,ლ------’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 58 678.57 ლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, 2017 წლის 18 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სოფელ ფ–----––ი სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციას. შპს ,,ლ------’’-მ პირნათლად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების პირობების თანახმად შემსყიდველს (თელავის თემის მუნიციპალიტეტს) წარუდგინეს აკრედიტირებული საექსპერტო დაწესებულების დასკვნა სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ შემსყიდველი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო მათთან გაეფორმებინა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი და გადმოერიცხა შესაბამისი ღირებულება, კერძოდ, 58678.57 ლარი. თუმცა მათი არაერთგზის სიტყვიერი და წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად თელავის თემის მუნიციპალიტეტი არ იღების მათგან სამუშაოების შესრულების აქტს და არ ურიცხავს კუთვნილ თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის 18 მაისს თ--------------–------------–--ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლ------’’-ს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ლ------’’-ს ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მას შემდეგ, როდესაც აღნიშნული კომპანია მოიტანდა შესრულებული სამუშაოების ხარისხის დამადასტურებელ დადებით დასკვნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციიდან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს ,,რ---–-----------’’ ინსპექტირების ანგარიში და არა შესრულებული სამუშაოების ხარისხის დამადასტურებელი დადებითი დასკვნა. აღნიშნულის გამო არ მოხდა მათ მიერ საბოლოო ანგარიშსწორება მოსარჩელესთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 18 მაისს თ--------------–------------–--ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლ------’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია: სოფ. ფ–----–ი - სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 138726 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------- ხელშეკრულება (ს.ფ 15-18)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი აქტების საფუძველზე სასამართლო მოსარჩელის მხრიდან ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების ფაქტს დადასტურებულად მიიჩნევს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია: დ) წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოებზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა. 4.2 თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია: გ) უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. 6.1 თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, როგორც სამუშაოს მიწოდების დროს, ისე ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. 6.2 თანახმად, ხელშეკრულების ინსპექტირებას განახორციელებს თ--–----------–----–-------ს ინსპექტირების ჯგუფი. 6.3 თანახმად, შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, ინსპექტირების ჯგუფი, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნდებული შესყიდვის ობიექტი, მიმწოდებელი ვალდებულია 20 დღეში გამოასწოროს წუნი, იმ შემთვევაში თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს ღირებულება დაუბრუნოს შემყიდველს აღნიშნული წუნდებული სამუშაოს ღირებულება. 6.4 თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ეტაპობრივ ინსპექტირებას განახორციელებს თ--------------–------------–--ის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფი, რის საფუძველზეც მოხდა საერთო ღირებულების 80%-ის ანაზღაურება, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ, ექსპერტის ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს ,,რ---–-----------’’ ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად, შპს ,,ლ------’’-ს მიერ, თ--–----------–----–-------ს სოფ. ფ–----––ი სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოებზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 133925.06 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილი 134 013.37 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 88.31 ლარს.
მოპასუხე მხარის განმარტებით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლს ახორციელებდნენ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი გადახდილი აქვთ მოსარჩელისათვის.
2017 წლის 25 მაისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში გრუნტის დამუშავება ექსკავატორით. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ დამუშავდა IV კატეგორიის გრუნტი - 1100 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - ტრანშეის ძირისა და კედლების დამუშავება ხელით IV კატეგორიის გრუნტში.
2017 წლის 30 მაისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში გრუნტის დამუშავება ექსკავატორით. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ დამუშავდა IV კატეგორიის გრუნტი - 1068.12 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - ტრანშეის ძირისა და კედლების დამუშავება ხელით IV კატეგორიის გრუნტში.
2017 წლის 04 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეის ძირისა და კედლების დამუშავება ხელით. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ ტრანშეის ძირისა და კედლების დამუშავდა IV კატეგორიის გრუნტი ხელით - 200 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - პოლიეთილენის მილების სამონტაჟო სამუშაოები.
2017 წლის 07 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეის ძირისა და კედლების დამუშავება ხელით. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ ტრანშეის ძირისა და კედლების დამუშავდა IV კატეგორიის გრუნტი ხელით - 154 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - პოლიეთილენის მილების სამონტაჟო სამუშაოები.
2017 წლის 12 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში პოლიეთილენის მილის მონტაჟი სხვადასხვა დიამეტრის. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების მონტაჟი ტრანშეიში. გამოყენებული სამშენებლო მასალებისა დანაკეთობების დასახელება: პოლიეთილენის მილები: დ-75 პნ-10-120 გ/მ; დ-63 პნ-10-210 გ/მ; დ-50 პნ-10-390 გ/მ; დ-40 პნ-10-460 გ/მ; დ-32 პნ-10-615 გ/მ; დ-25 პნ-10-1120 გ/მ; დ-20 პნ-10-1300 გ/მ. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - ტრანშეიში მილების გარშემო ქვიშის დამცავი ფენის მოწყობა.
2017 წლის 19 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში პოლიეთილენის მილის მონტაჟი სხვადასხვა დიამეტრის. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების მონტაჟი ტრანშეიში. გამოყენებული სამშენებლო მასალებისა დანაკეთობების დასახელება: პოლიეთილენის მილები: დ-75 პნ-10-93 გ/მ; დ-63 პნ-10-144 გ/მ; დ-50 პნ-10-495 გ/მ; დ-40 პნ-10-573 გ/მ; დ-32 პნ-10-580 გ/მ; დ-25 პნ-10-621 გ/მ; დ-20 პნ-10-400 გ/მ. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - ტრანშეიში მილების გარშემო ქვიშის დამცავი ფენის მოწყობა.
2017 წლის 21 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში მილების გარშემო ქვიშის დამცავი ფენის მოწყობა. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ ტრანშეიში მილების გარშემო ქვიშის დამცავი ფენის მოწყობა - 650 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - ტრანშეის შევსება ადგილობრივი გრუნტით დატკეპნით.
2017 წლის 22 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში მილების გარშემო ქვიშის დამცავი ფენის მოწყობა. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ ტრანშეიში მილების გარშემო ქვიშის დამცავი ფენის მოწყობა - 311 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - ტრანშეის შევსება ადგილობრივი გრუნტით დატკეპნით.
2017 წლის 25 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №-, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში შევსება ადგილობრივი გრუნტით დატკეპნით. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ ტრანშეის შევსება ადგილობრივი გრუნტით დატკეპნით - 760 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - გრუნტის მოსწორება ხელით.
2017 წლის 26 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №-0, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში შევსება ადგილობრივი გრუნტით დატკეპნით. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ ტრანშეიში შევსება ადგილობრივი გრუნტით დატკეპნით - 591 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება. ნება ეძლევათ აწარმოონ შემდეგი სამუშაოები - გრუნტის მოსწორება ხელით.
2017 წლის 27 ივნისის ფარული სამუშაოების აქტი №--, განხორციელებული იქნა შესრულებული სამუშაოების დათვალიერება ტრანშეიში შევსება ადგილობრივი გრუნტით და მოსწორება ხელით. შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა: პოლიეთილენის მილების სამონტაჟოთ ტრანშეიში ტრანშეის შევსება ადგილობრივი გრუნტით და მოსწორება ხელით - 62.2 მ3. მოქმედ სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან, მუშა ნახაზებთან შეესაბამება.
სასამართლოს მოსაზრებით წინამდებარე სამოქალაქო დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია გაირკვეს: თ--–----------–----–--------------ის მიერ შპს ,,ლ------’’-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე აღმოჩენილი ნაკლოვანებანი გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სამუშაოთა უხარისხოდ შესრულების შედეგად თუ განპირობებულია მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
სადავო თანხის გადაუხდელობის მოტივს მოპასუხის განმარტებით წარმოადგენს ის გარემოება, რომ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მას შემდეგ, როდესაც აღნიშნული კომპანია მოიტანდა შესრულებული სამუშაოების ხარისხის დამადასტურებელ დადებით დასკვნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციიდან.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, შპს ,,--------’’-ს მიერ მომზადებული ,,თ--–----------–----–-------ს სოფელ ფ–----–ის წყარმომარაგების პროექტი’’ შესრულებულია ხარვეზებით, რასაც შესაძლოა გამოეწვია სოფ. ფ–----–ის მოსახლეობის არასრულფასოვანი წყალმომარაგება. შპს ,,--------’’-ს მიერ მოზადებული ,,თ--–----------–----–-------ს სოფელ ფ–----–ის წყარმომარაგების პროექტის’’ ექსპერტიზა შპს ,,ს---–---------------------------------’’ მიერ არასრულყოფილად არის შესრულებული.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულდა სამუშაოები შპს ,,ლ------’’-ს მიერ.
საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლის შინაარსით შეიძლება დავასკვნათ, რომ შპს ,,ლ------’’-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე აღმოჩენილი ნაკლოვანებანი გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სამუშაოთა უხარისხოდ შესრულების შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------- ხელშეკრულება (ს.ფ 15-18)
- ინსპექტირების ანგარიში, შესრულებული სამუშაოების აქტი #2 (ს.ფ. 27-32);
- ფარული სამუშაოების აქტები (ს.ფ. 33-45);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს ,,ლ------’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 629-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. წარმოდგენილ შემთხვევაში შპს ,,ლ------’’-ს და თ--–----------–----–--------------ას შორის სოფელ ფ–----––ი სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციის თაობაზე არსებული შეთანხმება წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შპს ,,ლ------’’-ს მხრიდან ვალდებულებათა სრულყოფილად შესრულება მიაჩნია დადასტურებულად და შესაბამისად მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის გადახდაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე შპს ,,ლ------’’-ს სასარჩელო მოთხოვნა მისაღები ანაზღაურების სრულად გადახდის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1761 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ლ------’’-ს სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე თ--–----------–----–--------------ას დაეკისროს 58 678.57 ლარის გადახდა.
2. თ--–----------–----–--------------ას შპს ,,ლ------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1761 ლარის ანაზღაურება. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასრგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 2000 ლარის გადახდა.;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი