გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.06.2019
საქმის ნომერი
120310019002917518
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310019002917518-3/05--19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.06.2019 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე -ა--- კ------–---–-

მოსარჩელის წარმომადგენელი - თ--------------რი

მოპასუხე -ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი -ნ-----–---------–--ა

მესამე პირი- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - ი------------–---–ი

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთნ

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიწის ნაკვეთის იდენტურობაზე უარის თქმის შესახებ და ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

თ--------------რმა, როგორც ა--- კ------–---–-ს რწმუნებულმა, 2018 წლის 19 დეკემბერს, ქ.ქუ-----–ი მიმართა ნოტარიუსს, ხ------ა ჯ---------–ს, წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტი (გ------ი, გ------ის ძე ჯ-------ა და მისი მეუღლის გარდაცვალების მოწმობები, ა--- კ------–---–-ს დაბადების მოწმობა, ა--- კ------–---–-ს ქორწინების მოწმობა, მისი პირადობის მოწმობა, სამკვიდრო ქონების, მდებარე დაბა ბ---------ი, ლ-----ს ქ------–----------) ახლანდელი ა----–-----–-ს ქ.N5-, შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი, ცნობა დახასიათება, ასევე სამკვიდრო ქონების მდგომარეობის შესახებ ცნობა და სხვა. შესაბამისად ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

 

როგორც რწმუნებულმა პირმა, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუგინა თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი თანდართული დისკით და მოითხოვა ა--- კ------–---–-ს სახელზე უძრავი ქონების, მდებარე დაბა ბ---------ი, ლ-----ს ქ------–----------) ახლანდელი ა----–-----–-ს ქ.N5- რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, წარმოება შეაჩერა და 2019 წლის 25 იანვარს წერილით მიმართა ბ----------ს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით (ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, წერილობით არ გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც უმოქმედობით უარის (ვირტუალური უარი) თქმად ითვლება.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და ითხოვა სარჩელის არ დაკმაყოფილება.

 

2.2 მესამე პირს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ა--- კ------–---–მა, როგორც 29.12.2--- წელს გარდაცვლილი გ------ი ჯ------- კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ -შვილმა წინამდებარე სამკვიდრო მოწმობით საკუთრებაში სრულად მიიღო მამკვიდრებლის გ------ი ჯ------- სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ბ---------- დაბა ბ---------ი, ა----–-----–-ს ქ---- (ლ-----ს ქ----0).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა (იხ.სფ.14-16)

 

3.2. 2018 წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა--- კ------–---–-ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია თაობაზე უძრავი ნივთზე მისამართი: ბ---------- დაბა ბ---------ი ა----–-----–-ს ქ----(ყოფ. ლ-----ს ქ----0).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა--- კ------–---–-ს განცხადება(იხ.სფ.52)

 

3.3. საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე.

ამასთან დადგენილია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილია განცხადება N------------ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალსიწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 25 იანვარს N28--- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------ს მუნციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან.

სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2019 წლის წლის 25 იანვარს N28--- წერილზე პასუხის მიღებისთანავე, სარეგისტარციო წარმოება დასრულდება არაუგვიანეს 30 კალენდარულკი დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნიდან. (იხ.სფ.17-18).

 

3.4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის N28--- წერილით ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიისადმი დადგენილია, რომ სსიპ. „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილია ა--- კ------–---–-ს საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- ა----–-----–-ს ქუჩა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ეგზავნებათ ა--- კ------–---–-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დადასტურებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის N28--- წერილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას (იხ.სფ.23).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ(ე.წ. ვირტუალური უარი) ა--- კ------–---–-ს მიმართ, მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ა--- კ------–---–-ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ა--- კ------–---–მა, როგორც 29.12.2--- წელს გარდაცვლილი გ------ი ჯ------- კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ -შვილმა წინამდებარე სამკვიდრო მოწმობით საკუთრებაში სრულად მიიღო მამკვიდრებლის გ------ი ჯ------- სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ბ---------- დაბა ბ---------ი, ა----–-----–-ს ქ---- (ლ-----ს ქ----0).

 

2018 წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა--- კ------–---–-ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია თაობაზე უძრავი ნივთზე მისამართი: ბ---------- დაბა ბ---------ი ა----–-----–-ს ქ----(ყოფ. ლ-----ს ქ----0).

 

საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე.

ამასთან დადგენილია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილია განცხადება N------------ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალსიწინებული მიწს ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 25 იანვარს N28--- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------ს მუნციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან.

სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2019 წლის წლის 25 იანვარს N28--- წერილზე პასუხის მიღებისთანავე, სარეგისტარციო წარმოება დასრულდება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის N28--- წერილით ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიისადმი დადგენილია, რომ სსიპ. „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილია ა--- კ------–---–-ს საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- ა----–-----–-ს ქუჩა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ეგზავნებათ ა--- კ------–---–-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დადასტურებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ა--- კ------–---–-ს განცხადების და საქმის მასალების ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის 25 იანვარს გადაგზავნის შემდეგ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიამ/მისმა წარმომადგენლმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ა--- კ------–---–-ს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის/ წარმომადგენლის უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის ა--- კ------–---–-ს კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიამ ა--- კ------–---–-ს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე ისე უთხრა უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი, რომლითაც ა--- კ------–---–-ს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე ეთქვა უარი, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის/წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.წ. ვირტუალური აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ა--- კ------–---–-ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა--- კ------–---–- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ(ე.წ. ვირტუალური უარი) ა--- კ------–---–-ს მიმართ .

 

1.2. მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ა--- კ------–---–-ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე .

 

2. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელე ა--- კ------–---–-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია