გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7421-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - შპს ,,ექ----მ’’
წარმომადგენელი - დ--------–----ე
მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - მა--------------ია
მესამე პირები:
1. სს ,,თი----------’’
წარმომადგენელი -ა---------–--–---–ი
2. შპს ,,სა------------–-----------------’’
წარმომადგენელი-დ--------–----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 ნოემბრის N----------------- განკარგულება;
1.2. დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2018 წლის 27 თებერვლის N1-------- სააღსრულებო ფურცლის სს ,,თი----------სათვის’’ დაბრუნების შესახებ.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
2.2. მესამე პირების პოზიცია:
2.1. მესამე პირი სს ,,თი----------ს’’ წარმომადგენელი ა---------–--–---–ი დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას.
2.2. მესამე პირი, შპს ,,სა------------–-----------------’’ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ შპს ,,-------’’ 2005 წლის 14 ივლისიდან რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის იურიდიულია მისამართია ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გლდანულა, გაზის დასახლება N4.
ასევე დადგენილია, რომ შპს ,,სა------------–-----------------’’ 2004 წლის 30 ნოემბრიდან რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის იურიდიულ მისამართს ასევე წარმოადგენს ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გლდანულა, გაზის დასახლება N4,მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1.,ს.ფ. 15-17)
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1.,ს.ფ. 18-20)
3.2.დადგენილია, რომ შპს ,,ექ----მის’’ საკუთრებაში არსებული, ქ. მცხეთა, სოფელი გლდანი, საკადასტრო კოდით: №72.13.18.1-- იპოთეკის უფლებით დატვირთულ იქნა შპს ,,მ&გ-ის’’ სასარგებლოდ, 2013 წლის 29 მარტის ნოტარიუს მედეა გვაზავას მიერ დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების (რეგ. №1--------) საფუძველზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 05.01.2018წ. (ტ.1.ს.ფ. 43-46);
- 2013 წლის 29 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება, რეგ. №1-------- (ტ.,ს.ფ. 37-42);
3.3. 2018 წლის 27 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა N1-------- სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, 2018 წლის 27 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია NA-------- სააღსრულებო საქმე (კრედიტორი: სს ,,თი----------’’, მოვალეები: შპს სა------------–-----------------, შპს ,,ჯ-------------–-’’, შპს ,,ე-----’’), 2018 წლის 23 აპრილის სს ,,თი----------ს წარმომადგენელმა ა---------–--–---–მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აცნობა, რომ კრედიტორი აღსრულებას ახორციელებდა შპს სადისტრიბუციო კომპანია ,,მ&გ-ს’’ ვალდებულებებიდან გამომდინარე და კრედიტორის მოთხოვნა ამ ეტაპზე შეადგენდა 596.905.00 აშშ დოლარს. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციას დაექვემდებარა შპს ,,-------ს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი:72.13.18.1--)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 23 აპრილის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ტ.1;ს.ფ.111-112)
-2018 წლის 27 თებერვალს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი (ტ.1; ს.ფ. 30-36)
- 2018 წლის 27 აპრილის NA---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ
3.4. საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ შპს ,,სა------------–------------------ს’’ დირექტორმა ირაკლი შანიძემ 2018 წლის 5 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს სადისტრიბუციო კომპანია ,,მ&გ-ს’’ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ირაკლი შანიძის განცხადება (ტ.1.ს.ფ.48)
3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NB---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა შპს ,,სა------------–------------------ის’’ დირექტორის ირაკლი შანიძის განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე, წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 თებერვლის N----------- გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ შპს ,,სა------------–------------------ს’’ დაუდგინა ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს, დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას დაევალა უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ მიღებული და სათანადო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილებების თაობაზე და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განისაზღვრა კომპანიის ვალდებულება ერთი თვის ვადაში ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 თებერვლის N----------- გადაწყვეტილება
3.6. 2018 წლის 27 აპრილის NA---------------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა მოვალეს შპს ,,სა------------–------------------ს’’ მისამართზე ქ. თ---–-------–-------------------–-------–-----------------–------, ასევე მის დირექტორს ი-----–--–------ მისამართზე ქ. თბილისი, დიღმის მასივი,-------------–----------------------------- შპს ,,ჯ-------------–-ს’’ მისამართზე თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ო------------–---------------, ასევე მის დირექტორს გ---------------–---–ს მისამართზე ქ. თბილისი, ვ--------------–---------------------- შპს ,,ე------ს’’ მისამართზე ქ. თბილისი, გ-–-------------------–-------–-------- დასახლება N4, ასევე მის დირექტორს გ--------------–-–---–ს მისამართზე ქ. თბილისი ვ-------–------------
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ჩაბარდა მხოლოდ შპს ,,ჯ-------------–-ს’’ იურიდიულ მისამართზე თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ო------------–---------------, ჩაბარება დადასტურებულია გ. ბიძინაშვილის ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 აპრილის NA---------------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.1.,ს.ფ.138-143)
-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები (ტ.1.,ს.ფ.144-150)
3.7. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 28 მაისის N1--------------- წერილით მიმართა კრედიტორს სს ,,თ----------ს’’ და აცნობა, რომ ძირითადი მოვალე მხარე შპს ,,სა------------–------------------ს’’ არ ჰყავდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35- ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად განუსაზღვრა ერთი თვის ვადა, რათა დაედგინა სს ,,თ----------ს’’ მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა, რომ შეუძლებელი გახდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება და დაუბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 28 მაისის NA1--------------- წერილი (ტ.1.ს.ფ.69)
3.8.2018 წლის 29 მაისს სს ,,თ----------მა’’ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა შპს ,,სა------------–------------------ს’’ მიერ 2015 წლის 22 ივლისს გაცემული მინდობილობა ბადრი ბუთხუზის სახელზე, რის შემდეგაც გაგრძელდა სააღსრულებო წარმოება.
3.9. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2018 წლის 1 ივნისს NA---------004/002 წინადადებით კვლავ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ შპს ,,სა------------–------------------ს’’ იურიდიულ მისამართზე ქ. თ---–-------–-------------------–-------–-----------------–------, ასევე ბადრი ბუთხუზს მისამართზე თბილისი, თემქა, მე-11 მ/რ, 1 კვ., კორპ.14, ბინა 24; ასევე შპს ,,ე------ს’’ მისამართზე ქ. თბილისი, გ-–-------------------–-------–-------- დასახლება N4, მის დირექტორს გ--------------–-–---–ს მისამართზე ქ. თბილისი ვ-------–------------
შპს ,,ე------ს’’ გაგზავნილი გზავნილი კვლავ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა ამ მისამართზე, გზავნილის ჩაბარების წარუმატებელი მცდელობა გაკეთებულია 2018 წლის 6 ივნისს. შპს ,,სა------------–------------------ს’’ გაგზავნილი გზავნილი კვლავ არ ჩაბარდა იურიდიულ მისამართზე იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ იმყოფება ამ მისამართზე, გზავნილის ჩაბარების წარუმატებელი მცდელობა გაკეთებულია 2018 წლის 6 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2018 წლის 1 ივნისს NA---------004/002 წინადადება (ტ.1.ს.ფ.151-155)
-აქტი N-------------- (ტ.1. ს.ფ. 164)
-აქტი N----------------ტ.1. ს.ფ. 170)
3.10. 2018 წლის 19 ოქტომბერს ბადრი ბუთხუზმა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, სადაც აცნობა, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილე მოვალე კომპანიებში აღარ იყო დასაქმებულიო და არცერთის წარმომადგენლობას აღარ ახორციელებდა. შესაბამისად, აღარ გაეგზავნათ წინადადებები, რომელიც ეხებოდა ამ ორგანიზაციებს. ამასთანავე მან აცნობა მოპასუხეს, რომ აღარ ჰქონდა კონტაქტი და ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელობასთან და დამფუძნებლებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 19 ოქტომბრის განცხადება (ტ.1.ს.ფ.73)
3.11. 2018 წლის 26 ივნისის N----- დასკვნის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ შეფასებულ იქნა შპს ,,ე------ის’’ სახელზე რიცხული უძრავი ქონება. ჩატარებული გამოთვლების თანახმად, შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის არის 587000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის 2018 წლის 26 ივნისის N----- დასკვნა (ტ.1.ს.ფ. 2-1-211)
3.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 26 ივნისს მიღებულ იქნა განკარგულებები სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლითაც შპს ,,ე------ს’’ და შპს ,,სა------------–------------------ს’’მიმართ წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გამოქვეყნდა საჯაროდ. საჯარო შეტყობინების გავრცელება განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის (www.nbe.gov.ge ) მეშვეობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებულ იქნა განკარგულებები სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლითაც შპს ,,ე------ს’’ და შპს ,,სა------------–------------------ს’’მიმართ წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გამოქვეყნდა საჯაროდ. საჯარო შეტყობინების გავრცელება განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის (www.nbe.gov.ge ) მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 26 ივნისის NA---------009/002 განკარგულებები (ტ.1., ს.ფ. 212-228)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 30 ივლისის NA---------009/004 NA---------0------ განკარგულებები (ტ.1.ს.ფ.228-249)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის 2018 წლის 25 ივნისის N----- დასკვნა (ტ.1., ს.ფ.201-211)
3.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 ნოემბრის N---------------- განკარგულებით შპს ,,-------ს’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი გლდანი, საკადასტრო კოდი: 72.13.18.1--, შემძენი 2018 წლის 16 ნოემბრის დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს ,,თი----------’’. სს ,,თ----------მა’’ უძრავი ქონება შეიძინა 1------ ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 ნოემბრის N---------------- განკარგულება (ტ.1.ს.ფ.28-29)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“; ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს იმ განკარგულების ბათილად ცნობას (2018 წლის 20 ნოემბრის N-----------------), რომლითაც შპს ,,ე------ის’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი გლდანი, საკადასტრო კოდი: 72.13.18.1--, შემძენი 2018 წლის 16 ნოემბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს ,,თი----------’’. ასევე მოსარჩელე ითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს 2018 წლის 27 თებერვლის N1-------- სააღსრულებო ფურცლის სს ,,თი----------სათვის’’ დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, მის დაინტერესებაში არსებული იძულებითი აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მოვალეს, რომლის მიმართაც განხორციელდა მისი უძრავი ქონების რეალიზაცია, არ ჩაბარებია შეტყობინება ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს აღმასრულებლის მიერ ჩატარებული სააღსრულებო წარმოების კანონიერება, ამ მიმართულებით მის მიერ განხორციელებული სააღსრულებო ქმედებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ამდენად, როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, კრედიტორის მიერ წარდგენილი ზემოხსენებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო შესაბამისი სააღსრულებო საქმის წარმოება.
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. მე-12 პუნქტის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ხოლო ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წინადადება აღსრულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელშიც იყო მითითებული ინფორმაცია სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების თაობაზე, გაეგზავნა შპს ,,სა------------–------------------ს’’ მის: ქ. თ---–-------–-------------------–-------–-----------------–------, ასევე მის დირექტორს ი-----–--–------ მის: ქ. თბილისი, დიღმის მასივი,-------------–----------------------------- შპს ,,ჯ-------------–-ს’’ მის: ქ.თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ო------------–---------------, ასევე მის დირექტორს გ---------------–---–ს მის: ქ. თბილისი, ვ--------------–---------------------- შპს ,,ე------ს’’ მის: ქ. თბილისი, გ-–-------------------–-------–-------- დასახლება N4, ასევე მის დირექტორს გ--------------–-–---–ს მის: ქ. თბილისი ვ-------–------------
მოვალე მხარის მიმართ კვლავ განხორციელდა მეორე შეტყობინების გაგზავნა, კერძოდ, შპს ,,სა------------–------------------ს’’ იურიდიულ მის: ქ. თ---–-------–-------------------–-------–-----------------–------, ასევე ბადრი ბუთხუზს მის: თბილისი, თემქა, მე-11 მ/რ, 1 კვ., კორპ.14, ბინა 24; ასევე შპს ,,ე------ს’’ მის: ქ. თბილისი, გ-–-------------------–-------–-------- დასახლება N4, მის დირექტორს გ--------------–-–---–ს მის: ქ. თბილისი, ვ-------–------------
შპს ,,ე------ს’’ გაგზავნილი გზავნილი კვლავ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ იმყოფება მის იურიდიულ მისამართზე, გზავნილის ჩაბარების წარუმატებელი მცდელობა გაკეთებულია 2018 წლის 6 ივნისს. შპს ,,სა------------–------------------ს’’ გაგზავნილი გზავნილი კვლავ არ ჩაბარდა იმავე საფუძვლით, რომ ადრესატი არ იმყოფება მის იურიდიულ მისამართზე, გზავნილის ჩაბარების წარუმატებელი მცდელობა გაკეთებულია 2018 წლის 6 ივნისს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებულ იქნა განკარგულებები სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლითაც შპს ,,ე------ს’’ და შპს ,,სა------------–------------------ს’’ მიმართ წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გამოქვეყნდა საჯაროდ. საჯარო შეტყობინების გავრცელება განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის (www.nbe.gov.ge ) მეშვეობით.
მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო ფურცლის გამოწერამდე 06.02.2018წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილებით შპს ,,სა------------–------------------ს’’ დაუდგინდა სარეგისტრაციო წარმოების ხარვეზი და შეჩერდა აღნიშნული პირის რეგისტრაციის წარმოება, რომლის საფუძველიც იყო კომპანიის დირექტორის განცხადება ნებაყოფლობით დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ ამ პირობებში სააღსრულებო წარმოების გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლო ზემოაღნიშნული არგუმენტაციას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-5 მუხლის ,,თ’ პუნქტის თანახმად საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა.
ამავე კანონის მე-142-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ ირაკლი შანიძემ 2018 წლის 5 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს სა------------–------------------ს’’ დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 თებერვლის N----------- გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ შპს ,,სა------------–------------------ს’’ დაუდგინა ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს, დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას დაევალა უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ მიღებული და სათანადო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილებების თაობაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განისაზღვრა კომპანიის ვალდებულება ერთი თვის ვადაში ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ, ანუ კომპანია თავად იყო ვალდებული ერთ თვეში დადგენილი ხარვეზი აღმოეფხვრა. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ ერთი თვის გასვლის შემდეგ, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, 17.04.2018წ. ხარვეზის შევსების ვადა გასულია, ამასთან, კომპანიის მიერ ხარვეზი არ აღმოფხვრილა.
სასამართლო მიუთითებს იმ პროცედურაზე, რომელსაც აღნიშნულ შემთხვევაში ითვალისწინებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი ამ გარემოებათა აღმოფხვრისა და კრედიტორების ინტერესების დაცვით მიზნით, კერძოდ, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის პარტნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან დანიშნონ ლიკვიდატორი და გაიარონ ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი პროცედურები. თუ პარტნიორებმა/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირებმა ლიკვიდატორი არ დანიშნეს, იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე.
საგულისხმოა, რომ სააღსრულებო ბიურომ, როდესაც მიიღო ინფორმაცია ხარვეზის დადგენის თაობაზე, გასული იყო ხარვეზის მოქმედების ვადა, ამასთან, წარდგენილი არ ყოფილა ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რასაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებდა და რაც იძლევა საკანონმდებლო გარანტიებს კრედიტორის ინტერესების დაცვის მიზნით.
სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი რეგულაციები, კერძოდ, პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი.
პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.
საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში.
საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 90-ე დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ანდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – საწარმოს ანგარიშზე. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო უფლებამოსილია საწარმოს ანგარიშზე განთავსებული თანხები გამოიყენოს ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს ქონების ნატურით გაყოფის გზით განაწილება, ისინი ვალდებული არიან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარჯებით, ერთ-ერთი პარტნიორისათვის მიბარების გზით შეინარჩუნონ ქონება პირველადი სახით. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე ამ თანხების ან ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრი ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულება.
საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების გასხვისება (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მისი რეალიზაციისა ან/და საწარმოს ქონებით კრედიტორების დაკმაყოფილებისა), დატვირთვა ან კრედიტორების საზიანოდ სხვა ქმედების განხორციელება.
საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 4 თვისა, ხოლო საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში დაცული მასალებით აღნიშნული პროცედურა არ იყო დაწყებული, მიუხედავად არსებული სამართლებრივი საფუძვლებისა და იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში კომპანიის დამფუძნებლებს ეკისრებათ კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამისად, იმ გარანტიების რეალიზაციის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ნორმის იმგვარი განმარტება, რომ ეს გამოყენებულ იქნას თავად კრედიტორის საწინააღმდეგოდ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხისა და მესამე პირის პოზიციას, რომ იმ პირობებში, როდესაც კომპანიას არ ჰყავდა სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით რეგისტრირებული დირექტორი, პარტნიორებს თავად შეეძლოთ აღსრულების მიმდინარეობის პროცესში შეესრულებინათ შპს ,,სა------------–------------------ს’’ ვალდებულებები ბანკის მიმართ, დაენიშნათ წარმომადგენელი, ჩართულიყვნენ აღსრულების მიმდინარეობის პროცესში. საქმეში დაცული მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ თავად კომპანიის იურიდიულ მისამართზე ორჯერ იქნა გაგზავნილი წინადადება ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე მოვალის არყოფნის გამო. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება წინადადების გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ მის ერთერთ დამფუძნებლის- შპს ,,ჯ-------------–-ისათვის’’ ჩაბარება. მოსარჩელის მიერ მითითება კი იმაზე, რომ დამფუძნებლები ვერ თანხმდებოდნენ დირექტორის დანიშვნაზე, არ ქმნის აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოების არამართლზომიერად წარმათვის შეფასების საფუძველს.
მნიშვნელოვანია განიმარტოს მოცემულ შემთხვევაში ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი ავალებდა თუ არა აღმასრულებელს ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც ამ კანონით განსაზღვრულ მის მოვალეობას წარმოადგენდა. მოსარჩელის მოსაზრებით, წარმოდგენილი გარემოებები ქმნიდა იმის საფუძველს, რომ მოპასუხე მხარეს შეეწყვიტა სააღსრულებო საქმის წარმოება და დაებრუნებინა სააღსრულებო ფურცელი უკან.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი ადგენს აღსრულების შეწყვეტის, ამავე კანონის 35-ე მუხლი სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების, ხოლო 36-ე მუხლი აღსრულების შეჩერების სამართლებრივ საფუძვლებს.
აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
ზემოაღნიშნული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს: თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება; სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 28 მაისის N1--------------- წერილით მიმართა კრედიტორს სს ,,თ----------ს’’ და აცნობა, რომ ძირითადი მოვალე მხარე შპს ,,სა------------–------------------ს’’ არ ჰყავდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35- ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად განუსაზღვრა ერთი თვის ვადა, რათა დაედგინა სს ,,თ----------ს’’ მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა, რომ შეუძლებელი გახდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება და დაუბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით. 2018 წლის 29 მაისს სს ,,თ----------მა’’ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა შპს ,,სა------------–------------------ს’’ მიერ 2015 წლის 22 ივლისს გაცემული მინდობილობა ბადრი ბუთხუზის სახელზე, რის შემდეგაც გაგრძელდა სააღსრულებო წარმოება. დამატებით კვლავ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ როგორც კომპანიას, ასევე დამატებით დავით ბუთხუზს. სასამართლოს მოსაზრებით, ის რომ აღმასრულებელმა მიიღო ღონისძიება მოვალის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების კუთხით, არ ქმნის აუქციონის შედეგების გაუქმების პირობას. კანონმდებლობის მოთხოვნების ფორმალური დაცვა, სააღსრულებო ქმედებების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულება, მოვალის უფლებათა დაცვასთან ერთად გულისხმობს ეფექტურ და რეალურ აღსრულებას, კრედიტორის ინტერესების დაცვას. განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებელმა შეასრულა მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნები, კერძოდ ფოსტის მეშვეობით გზავნილის პირველ შემთხვევაში ჩაუბარებლობის შემდგომ, მეორედ გააგზავნა კორესპონდენცია მოვალესთან მის იურიდიულ მისამართზე, ასევე მის მიერ მოძიებულ მინდობილობით აღჭურვილ პირთან, ასევე უძრავი ქონების მესაკუთრესთან, რომლის იურიდიულ მისამართსაც ასევე წარმოადგენს მოვალის იურიდიული მისამართი, თუმცა არცერთ ორგანიზაციას ამჯერადაც არ ჩაბარდათ გაგზავნილი კორესპონდენცია. მხოლოდ აღნიშნული ქმედებების შემდეგ იქნა მიღებული განკარგულება წინადადების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ გარემოებას, რომ აღმასრულებელს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35- ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე უნდა დაებრუნებინა სააღსრულებო ფურცელი, ვინაიდან შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულება.
6.2. სასამართლო, ასევე, მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესს'', რომლის პირველი მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს; ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს პერსონალურად არ ეცნობებათ.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის'' პირველი მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონების შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. ამავე კანონის 75-ე მუხლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონების იძულებით აუქციონზე გატანის შესახებ ცნობილი იყო როგორც მოვალისათვის, ასევე, თავად უძრავი ქონების მესაკუთრისათვის - შპს ,,ე------სათვის’’. აღნიშნული კი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით, რომლითაც დადგინდა, რომ აღმასრულებლის მიერ მისთვის ცნობილ მისამართზე გაგზავნილი წინადადება ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე მხარეს არ ჩაბარდა, მას შემდეგ, რაც სხვაგვარად ვერ ჩააბარა კორესპოდენცია, მიიღო გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ, რაც, მოქმედი კანონმდებლობით, გულისხმობს კონკრეტული პირისათვის დოკუმენტის ჩაბარებას.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ექ----მ’’სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ექ----მ-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი