განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
330100118002612756
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---- ვ-------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ნ------- ტ------–ის ძე ტ-------–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული: თბილისი, ლ------------------–-------------------–-------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–--------------ში

 

ადვოკატი - ლ---- მ-------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–---------–ისს ღამის საათებში, საქართველოს შსს სამინისტრომ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში, კ-----ის გ-------–--–ი №-----ში მდებარე სუპერმარკეტ ,,--------დან” სხვადასხვა დასახელების პროდუქციის ქურდობის ფაქტზე.

 

შემთხვევის ადგილზე გასული პოლიციის თანამშრომლების მიერ ქ.თბილისში, ს-------ის დასახლება 25-ე კორპუსის მიმდებარედ შეჩერებული იქნენ ნ------- ტ-------–---–ი და პ----ა ფ-----–---–ი, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში და უცენზურო სიტყვებით, ხმამაღალი შეძახილებით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოწოდებაზე დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, განაწყენებულმა ნ------- ტ-------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ნ------- ტ-------–---–ის და პ----ა ფ-----–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავება საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით და გადაყვანილი იქნენ ქ.თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ------- ტ-------–---–ი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციის თანამშრომლების მიმართ და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა მათ მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, ნ------- ტ-------–---–ი აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რა დროსაც ნ------- ტ-------–---–ი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მოულოდნელად თავს დაესხა მასთან ახლოს მდგომ, ქ.თბილისის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ი----- ქ-------–-–---–ს, რომელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და თავი ძლიერად ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც ი----- ქ-------–-–---–მა მიიღო ნახეთქი ჭრილობა ტუჩზე და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე ლ-–- ჩ-------ის განმარტებით, არის შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2----–-–---------–ისს, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება კ-----ის გ-------–--–ზე მდებარე მაღაზია „ნ------ას“ გაქურდვის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მისმა თანამშრომელმა ი----- ქ-------–-–---–მა, შემთხვევის ადგილზე კი გავიდნენ მ-----–-----–---–ი, დ--------–---–ი და კ--------ე. ხსენებული პირების მიერ ი-------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში შეყვანილი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ი, რომელსაც ასდიოდა ალკოჰოლის სუნი და ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ის სიფხიზლე-სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. მოწმის განმარტებით, ნ------- ტ-------–---–ი გამოხატავდა აგრესიას განურჩევლად ყველა სამართალდამცავის მიმართ და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. არაერთი გაფრთხილებისა და მოწოდების მიუხედავად, ნ.ტ-------–---–მა არ შეწყვიტა ლანძღვა-გინება და სცადა თვითდაზიანების მიყენება, რის გამოც პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, ი----- ქ-------–-–---–ი მიუახლოვდნენ მას და ამშვიდებდნენ. მოულოდნელად ნ------- ტ-------–---–მა, მასთან ახლოს მისულ ი---------–-–---–ს თავი ჩაარტყა სახის არეში და გაუხეთქა ტუჩი. მოწმის ჩვენებით, ნ.ტ-------–---–ის აგრესიული და არაადეკვატური ქმედებები დაფიქსირდა პოლიციის განყოფილების შიდა კამერების და საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერებზე.

 

ადმინისტრაციული დაკავების №--------- ოქმის თანახმად, 2----–-–---------–ისს, თბილისში, ს-------ის დასახლება №-- კორპუსის მიმდებარე, ნ------- ტ-------–---–ი იგინებოდა ხმამაღლა უშვერი სიტყვებით და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს, რომ შეეწყვიტა გინება და პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით (გამომძიებელი მ-----–-----–---–ი, მონაწილე პირები: კ--------ე და დ--------–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: მ-----– ს---–-----–---–მა (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი), დ-------ი ო-----–---–მა (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე) და კ---- ნ------ემ (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი) დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2----–-–---------–ისს, ქ.თბილისი ი-------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლები: დ--------–---–ი, მ-----–-----–---–ი და კ--------ე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათთვის ცნობილი გახდა კ-----ის გ-------–--–ზე მდებარე სუპერმარკეტ ,,--------ში“ მომხდარი ქურდობის ფაქტი. ინფორმაციის მიღებისთანავე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა გზად, ს-------ის დასახლების №---ე კორპუსის მიმდებარედ შენიშნეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ქუჩაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხმამაღლა იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლების მიახლოებისას ერთ-ერთმა მათგანმა შეწყვიტა გინება, ხოლო მეორემ - ნ------- ტ-------–---–მა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნ------- ტ-------–---–ი არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და განაგრძობდა მათი მისამართით ლანძღვა-გინებას. პოლიციის თანამშრომლებმა კანონის სრული დაცვით ადგილზევე დააკავეს ნ------- ტ-------–---–ი ადმინისტრაციული წესით. დაკავების შემდეგაც ნ------- ტ-------–---–ი აგრძელებდა სამართალდამცველების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ი გადაიყვანეს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც იგი განაგრძობდა პოლიციის თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას, პატივისა და ღირსების შემლახველი ფრაზებით მიმართავდა მათ და აგრესიულად გამოხატავდა უპატივცემულობას არა მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების, არამედ ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოებს თანამშრომლების მიმართ. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილი თანამშრომლები ცდილობდნენ აგრესიული ნ------- ტ-------–---–ის დამშვიდებას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოულოდნელად ი----- ქ-------–-–---–ს მთელი ძალით თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუსკდა ტუჩი. გამოძახების საფუძველზე, ნ------- ტ-------–---–ის ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების მიზნით, განყოფილებაში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც, რომელთა მიმართაც ასევე განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ნ------- ტ-------–---–ის მხრიდან. მოწმეებმა განმარტეს, რომ ნ------- ტ-------–---–ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თავად ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები - პოლიციელთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ი---------–-–---–ისათვის დაზიანების მიყენება კი დაფიქსირდა როგორც პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების, ისე პოლიციის განყოფილების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერზე.

 

დაზარალებულ ი----- ქ-------–-–---–ის ჩვენებით, არის შსს ი-------------ის სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2----–-–---------–ისს, ღამის საათებში, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება კ-----ის გ-------–--–ზე მდებარე სუპერმარკეტ „ნ------ას“ გაქურდვის თაობაზე. ი---------–-–---–მა დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე კი გავიდნენ მისი თანამშრომლები: დ--------–---–ი, კ--------ე და მ-----–-----–---–ი. ხსენებულმა პირებმა მალევე განყოფილებაში შემოიყვანეს ორი პირი, რომელთაგან ერთი - ნ------- ტ-------–---–ი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით. ნ.ტ-------–---–ი, რომელიც განათავსეს განყოფილების კამერებით აღჭურვილ ოთახში, იყო ნასვამ მდგომარეობაში, აგრესიას გამოხატავდა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციელთა მოწოდებაზე რომ დამშვიდებულიყო, ნ.ტ-------–---–ი ხდებოდა უფრო აგრესიული და სცადა თვითდაზიანების მიყენება, კერძოდ, მაგიდაზე თავის დარტყმა. პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის თავადაც, შეეცადნენ უსაფრთხოების დაცვის მიზნით მის შეკავებას, რა დროსაც მოულოდნელად ნ.ტ-------–---–ი სკამიდან წამოიწია და ახლოს მისულს ი---------–-–---–ს თავი ჩაარტყა სახის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუსკდა ტუჩი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, მომხდარის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ნ------- ტ-------–---–ი კი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ბ------- ჯ-----–---–მა და დ----- ბ----------ემ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2----–-–---------–ისს, დ----- ბ----------ე და ბ------- ჯ-----–---–თან ერთად სამსახურებრივი ა/მანქანით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ღამის საათებში, დაახლოებით 04:00 მივიდნენ ქ.თბილისში, ვ---------ის პირველ მიკრო რაიონში მდებარე შსს ი-------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გამოძახებაზე, მოქალაქის ,,ალკოტესტით’’ შემოწმების მიზნით. პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში პირველი შევიდა დ.ბ----------ე, მეწყვილე კი ელოდება ა/მანქანაში. პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იგრძნობოდა ალკოჰოლის სპეციფიური სუნი. ნ.ტ-------–---–ი იყო აგრესიული და არაადეკვატური, პოლიციის ყველა თანამშრომელს აგინებდა დედის მისამართით, მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით და არ ემორჩილებოდა არცერთი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გარდა ამისა, ცდილობდა პოლიციელებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, მან რამდენჯერმე სცადა სკამის მოქნევა, იქნევდა ფეხებს რომელიმე პოლიციელისათვის დარტყმის მიზნით. ნ------- ტ-------–---–მა პირადად დ.ბ----------ესაც არერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ვერ მოახერხა, ვინაიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ერიდებოდა მასთან ახლოს მისვლას. ბრალდებულმა სცადა თვითდაზიანების მიყენებაც, რის გამოც მასთან ახლოს მივიდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ-–- ჩ-------ე და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი----- ქ-------–-–---–ი, რომლებიც ცდილობდნენ ნ------- ტ-------–---–ის დაწყნარებას და მოუწოდებდნენ სიმშვიდისაკენ, ნ------- ტ-------–---–მა კი მოულოდნელად თავი მოუქნია ი----- ქ-------–-–---–ს და ჩაარტყა სახის არეში და გაუხეთქა ტუჩი, რის შემდეგაც იგი აგრძელებდა ლანძღვა-გინებას და ცდილობდა პოლიციის სხვა თანამშრომლებისათვისაც მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ.ბ----------ის ჩვენებით, მას თან ჰქონდა სამხრე კამერა, რომელიც ჩართო განყოფილებაში მისვლისთანავე, ვინაიდან დახვდა მოქალაქე, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა და არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. დ.ბ----------ის შესვლიდან მალევე, პოლიციის განყოფილებაში შევიდა ბ------- ჯ-----–---–იც, რომელსაც ასევე ჩართული ჰქონდა სამხრე კამერა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნ------- ტ-------–---–ს განუმარტეს, რომ უნდა შეემოწმებინათ ,,ალკოტესტით’’ სიმთვრალე-სიფხიზლეზე, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა და განაგრძო სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მოგვიანებით, კვლავ შესთავაზეს „ალკოტესტით“ შემოწმება და ამჯერად ნ.ტ-------–---–მა თანხმობა განაცხადა, შემოწმების შედეგად კი დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობა. დ.ბ----------ე და ბ--------–---–ი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზ/აღნიშნულ განყოფილებაში და ამ დროის მანძილზე ნ------- ტ-------–---–ი აგრძელებდა აგრესიულ ქმედებებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლების მიმართ. დაახლოებით 6 საათისათვის ბ--------–---–ისა და დ.ბ----------ის მორიგეობა დასრულდა, რის გამოც ისინი ჩაანაცვლა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟმა. ნ------- ტ------–---–ის აგრესიული, შეურაცხმყოფელი ქმედებები პოლიციის თანამშრომელთა მიმართ და ი---------–-–---–ისათვის დაზიანების მიყენების ფაქტი დაფიქსირდა სამხრე კამერების ჩანაწერში.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2----–-–---------–ისს 06:05 საათზე, ქ.თბილისში, ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ------- ტ------–ის ძე ტ-------–---–ი (გამომძიებელი გ-------ა). გამომძიებელმა გ-------ამ და 2----–-–---------–ისის ფაქტის შემსწრე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ყველა პირმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ.ტ-------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც მან თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა ი---------–-–---–ზე.

 

ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2----–-–---------–ისს, მოქ. ნ------- ტ-------–---–მა უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე (ოქმის შემდგენი გამომძიებელი მ-----–-----–---–ი, პატრულ-ინსპექტორი დ.ბ----------ე).

 

ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2----–-–---------–ისს, ნ------- ტ-------–---–ს ალკოტესტით შემოწმებისას დაუდგინა სიმთვრალე - 1.284 პრომილე (ოქმის შემდგენი გამომძიებელი მ-----–-----–---–ი, პატრულ-ინსპექტორი დ.ბ----------ე).

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 ივლისს, დათვალიერდა დაზარალებულ ი----- ქ-------–-–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №----, სადაც მითითებულია პიროვნების დემოგრაფიული მონაცემები - ი----- ქ-------–-–---–ი; სასწრაფო დახმარების გამოძახების თარიღი და დრო - 2----–-–---------–ისი 06:50 საათი; აგრეთვე დაფიქსირებულია, რომ ავადმყოფს აღენიშნება ზედა ტუჩის არეში დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დათვალიერების შემდეგ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №---- დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი გ-------ა, დაზარალებული ი---------–-–---–ი).

 

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 აგვისტოს, ქ.თბილისი, გ---–---ს ქ------10-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინების საფუძველზე, შსს ერთობლივი ოპერაციების დეპარტამენტის ,,ცენტრის’’ თანამშრომლის ო----- ო-----–-–---–ისაგან გამოთხოვილი იქნა შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების: დ----- ბ----------ის №---- სამხრე კამერით და ბ------- ჯ-----–---–ის №---- სამხრე კამერით გადაღებული კადრები 2----–-–---------–ისის 04:00 საათიდან 2----–-–---------–ისის 06:00 საათამდე. გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები 1 (ერთი) ცალი DVD დისკზე დაილუქა სათანადო წესით და დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი გ-------ა).

 

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 აგვისტოს, ქ.თბილისი, გ---–---ს ქ------10-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინების საფუძველზე, შსს ერთობლივი ოპერაციების დეპარტამენტის ,,ცენტრის’’ სპეციალისტის უ-- მ----–---იასაგან გამოთხოვილი იქნა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში არსებული გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 2----–-–---------–ისის 02:30 საათიდან 2----–-–---------–ისის 07:00 საათამდე. გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები 6 (ექვსი) ცალ DVD დისკზე დაილუქა სათანადო წესით და დაერთო სს საქმეს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საპატრულო პოლიციის წევრების: დ----- ბ----------ის №---- სამხრე კამერით და ბ------- ჯ-----–---–ის №---- სამხრე კამერით გადაღებული, 27.07.2018 წლის 04:01-06:00 საათის დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერები. ზ/აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში სკამზე ზის ნ------- ტ-------–---–ი, რომელსაც ხელებზე უკან ადევს ხელბორკილები და თავზე ადგას პოლიციის თანამშრომელი. მას უახლოვდება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი „ალკოტესტით“ ხელში და უხსნის, რომ უნდა შეამოწმოს სიფხიზლე-სიმთვრალეზე, რაზეც ნ.ტ-------–---–ი უარს აცხადებს, გამოხატავს აგრესიას და აგინებს პოლიციის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. დაახლოებით 04:16 საათზე ნ.ტ-------–---–ი დგება სკამიდან და იწევს პოლიციის თანამშრომლებისაკენ, პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის ი---------–-–---–იც უახლოვდებიან და ცდილობენ მის შეკავებას, რა დროსაც ნ.ტ-------–---–ი წამოიწევა სკამიდან და მთელი ძალით, განზრახ ურტყამს თავს ი---------–-–---–ს სახის არეში. ი---------–-–---–ი იხევს უკან და ხელს იკიდებს ტუჩებზე. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 1 საათის მანძილზე, გრძელდება ნ.ტ-------–---–ის მხრიდან პოლიციის თანამშრომლთა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, აგრესიის გამოხატვა, ფეხების ქნევა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა. დაახლოებით 05:10 საათისათვის, ვინაიდან ვეღარ ხერხდება ნ.ტ-------–---–ის შეკავება, იგი პოლიციის თანამშრომლებს აჰყავთ ხელში და აწვენენ იატაკზე, ნ.ტ-------–---–ი კი აგინებს და აფურთხებს მათ. ვიდეოჩანაწერში ასევე დაფიქსირებულია, რომ არაერთი მოწოდების შემდეგ, საბოლოოდ, ნ.ტ-------–---–მა ნებაყოფლობით გაიარა შემოწმება „ალკოტესტზე.“

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების 27.07.2018 წლის 02:00-07:00 სთ დროის მონაკვეთის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რა დროსაც დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 02:45 საათზე ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციის ორ თანამშრომელს შეყავს ნ------- ტ-------–---–ი.

· განყოფილებაში მყოფ ნ------- ტ-------–---–ს ხელებზე უკან ადევს ხელბორკილები და ზის სკამზე, რა დროსაც თავზე ადგას პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ნ------- ტ-------–---–ი არის აგრესიული, 04:18 საათზე დგება სკამიდან და ფეხებს იქნევს პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, შეკავების მიზნით მას უახლოვდება პოლიციის თანამშრომელი ი----- ქ-------–-–---–ი, რომელსაც ნ------- ტ-------–---–ი განზრახ, მთელი ძალით თავს ურტყამს სახის არეში და დაზარალებული ტუჩზე იკიდებს ხელს.

· 05:09 საათზე ნ------- ტ-------–---–ი ფეხს იქნევს პოლიციის თანამშრომლის მიმართულებით და ვინაიდან ვეღარ ხერხდება ნ------- ტ-------–---–ის შეკავება, პოლიციის თანამშრომლებს ხელებითა და ფეხებით ნ------- ტ-------–---–ი აჰყავთ ხელში, რის შემდეგაც ხდება მისი იატაკზე დაწვენა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----დან, ი----- ქ-------–-–---–ს დახმარება აღმოეჩინა 27.07.2018 წელს 06:50 საათზე. სასწრაფოს ჩანაწერში აღწერილია ზედა ტუჩის მიდამოში სისხლნაჟღენთი.

 

27.07.2018 წელს მოქალაქე ი----- ქ-------–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ სისხლნაჟღენთის სახით /ამავე ტუჩის ლორწოვანზე მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით/.

 

დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი-–-- გ--------ემ და გ------ი გ-----ამ დაადასტურეს ნ.ტ-------–---–ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ბრალდებულ ნ------- ტ-------–---–ის ჩვენებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით, თავად პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თავს იცავდა. მანვე განმარტა, რომ ი-------------ის პოლიციის მაღალჩინოსნებს უკვე წლებია მის მიმართ აქვთ პირადი ინტერესი და არაერთხელ დააკავეს უკანონოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პოლიციელზე თავდასხმა - ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, ჯანმრთელობის ხელყოფაში, რაც გულისხმობს როგორც სხეულის დაზიანების მცდელობას, ისე ფაქტობრივ დაზიანებას, ამასთან აღნიშნული ქმედება კავშირში უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან და პოლიციელის ქმედება დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა იყოს მართლზომიერი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, დაზარალებულისა და მოწმეთა ურთიერთშეთანხმებული, თანმიმდევრული და სანდო ჩვენებებით უტყუარად დადგინდა, რომ 2----–-–---------–ისს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ------- ტ-------–---–ი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციის თანამშრომლების მიმართ, აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყენებდა მათ მიმართ სიძულვილის ენას, იქნევდა ფეხებს მათთვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად. მიუხედავად პოლიციის თანამშრომელთა არაერთგზის მოწოდებისა, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება და დამშვიდებულიყო, ნ------- ტ-------–---–ი კვლავ განაგრძობდა დაუმორჩილებლობას და მოულოდნელად თავს დაესხა მის შესაკავებლად ახლოს მისულ ი----- ქ-------–-–---–ს, მთელი ძალით მოქნეული თავი ჩაარტყა სახის არეში, რა დროსაც ი---------–-–---–ს გაუსკდა ტუჩი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, ი---------–-–---–ისათვის მიყენებული დაზიანების ლოკალიზაცია, ხარისხი და ხასიათი სრულად არის დადასტურებული სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელთა თანახმად, ი----- ქ-------–-–---–ს დახმარება აღმოეჩინა 27.07.2018 წელს 06:50 საათზე და დაუდგინდა ზედა ტუჩის მიდამოში მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული, მსუბუქი ხარისხის დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით /ამავე ტუჩის ლორწოვანზე მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით/. აღსანიშნავია, რომ მასზე თავდასხმის მომენტში, ი---------–-–---–ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მისი მხრიდან ნ.ტ-------–---–ის მიმართ რაიმე არამართლზომიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო.

 

მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში არცერთი ზ/აღნიშნული გარემოება არ გამოვლენილა, უფრო მეტიც, მათი ჩვენებები არათუ ურთიერშესაბამისი და თანმიმდევრულია, არამედ სრულ შესაბამისობაშია ობიექტური რეალობის ამსახველ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებთან - საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან, შესაბამისად, არ არსებობს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ ვერ უარყო ი---------–-–---–ისათვის დაზიანების მიყენების ფაქტი, თუმცა შეეცადა აღნიშნული აეხსნა შემთხვევითობით, კერძოდ, თითქოსდა ნ.ტ-------–---–ს პოლიციის თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეს უკანასკნელი ცდილობდა თავის დაცვას. სასამართლო ბრალდებულის ხსენებულ ვერსიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იგი მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებით საფუძველს და უფრო მეტიც, არსებით წინააღმდეგობაშია სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან (მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები), რომელთა გამოკვლევის შედეგები დაარწმუნებს ნებისმიერ ობიექტურ პირს, რომ არათუ ნ.ტ-------–---–ია პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, არამედ თავად არის აგრესორი და თავდამსხმელი, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს პოლიციის ყველა თანამშრომელს განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა მასთან რაიმე შემხებლობა.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მცდელობას მოახდინოს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების დისკრედიტაცია ორ გარემოებაზე აპელირებით კერძოდ:

 

1. მოწმეთა ჩვენებების იდენტურობა - სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს ე.წ. copy-paste-ს, თუმცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ყველა მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თანხვედრაშია და უფრო მეტიც, სრულად შეესაბამება ობიექტური რეალობის ამსახველ უტყუარ მტკიცებულებებს - სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ვიდეოჩანაწერებს, რაც ლოგიკურიცაა, ვინაიდან ყველა მათგანი არის ერთი ფაქტის თვითმხილველი და შემსწრე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ/აღნიშნულ გარემოებაზე აპელირებით მოწმეთა ჩვენებების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება საფუძველს მოკლებულია.

 

2. ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მაღალჩინოსანთა პირადი ინტერესი - სასამართლო აღნიშნავს, რომ არ დგინდება ბრალდებულის მიერ დასახელებული მაღალჩინოსნების განსახილველ სს საქმესთან შემხებლობის ფაქტი და ალოგიკურია, საუბარი ვინმეს მხრიდან რაიმე პირად ინტერესსა და აღნიშნულის საფუძველზე ნ.ტ-------–---–ის განზრახ უკანონო დაკავებაზე იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის ძალადობრივი, დანაშაულებრივი ქმედება დაფიქსირებულია ვიდეოჩანაწერებზე, შესაბამისად, უსაფუძვლოა საუბარიც სამართალდამცველთა მხრიდან რაიმე პროვოკაციაზე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულის მიერ არჩეული სტრატეგია პოლიციის თანამშრომელთა უკანონო ქმედებებში დადანაშაულების თაობაზე იდენტურია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გამამართლებელ განაჩენში ასახულ ბრალდებულის სტრატეგიასთან და აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ნ.ტ-------–---–ის ვარაუდით, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი გახდა მოწმე პოლიციელების ჩვენებების დისკრედიტაცია, თუმცა იმავე განაჩენში სასამართლოს მიერ დაფიქსირებულია, რომ ნ.ტ-------–---–ის ბრალეულობა ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რადგან პოლიციელთა ჩვენებები არ იყო გამყარებული სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ამდენად, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- ტ-------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ------- ტ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. ნ------- ტ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:

· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.

 

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, ნ.ტ-------–---–ის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, არა მხოლოდ კონკრეტული პოლიციელის, არამედ ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ გამოხატული უპატივცემულობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესასრულებლად, ნ------- ტ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით, ნ------- ტ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, თუმცა ვინაიდან აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ნ------- ტ-------–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ------- ტ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ნ------- ტ-------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 24 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ სს საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------–ისიდან 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 7 (შვიდი) ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია