განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
190100119002885861
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-176-19

( N0-----------)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 ივნისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ქეთი ინასარიძეს მდივნობით,პროკურორ - ნ-----------------ის;

ბრალდებულ - რ----–----------–---ის;

ადვოკატ - ნ-------------ის;

თარჯიმან - ე-–-------------ის;

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

რ----–----------------------–---------------------–--------–-–--------------------------–----------–-------------------------------------–--------------–--------------------–----–----------–-------------------------–------------------------–---------------------------------------–---------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

2019 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქალაქ რუსთავში ტ----------------–---------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რ----–----------–---მა მეუღლეს, ფ-------–----ს, მოქაჩა თმა და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. რ----–----------–---ის ძალადობრივი ქმედებებით ფ-------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისთვის რ----–----------–---ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ----–----------–---ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის № 0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 06 თებერვალს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ ს---------------–---–ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2019 წლის 06 თებერვალს, ქალაქ რუსთავში ტ----------------–---------–- მცხოვრებმა ფ-------–----მ განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე მის საცხოვრებელ ბინაში, მისმა მეუღლემ რ----–----------–---მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მის (ფ-------–----ს) შვილს მ------–----ს გახადა ქვედა საცვალი და ინტიმურ ადგილას მოკიდა ხელი, რაზეც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი (ტ1. ს.ფ. 1).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორი, მ-----–---------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 06 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც საინფორმაციო სამსახურის ,,112“-ის გამოძახების საფუძველზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თავის მეწყვილე ნ-----------–---–თან ერთად გამოცხადდა ქ. რუსთავში არსებულ ე.წ. ი----------------------–---–---------------------–------–-. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ფ-------–----, რომელმაც უთხრა, რომ ღამით მისმა მეუღლემ რ----–----------–---მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ჩაარტყა თავის არეში და შეაგინა. ასევე მოწმემ განმარტა, რომ რ----–----------–---მა თავის შვილს ზურგის არეში ხელი წაავლო, ხელი კრა და ინტიმურ ადგილებზე ეფერებოდა. სოციალურმა აგენტმაც იგივე ინფორმაცია მიაწოდა, რომლსაც აღნიშნული ინფორმაცია ბავშვმა (მ------–----მ) უთხრა. ამის შემდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, როგორც ფ-------–----ს, ისე მის ქალიშვილზე. ფ-------–----მ საინფორმაციო სამსახურში ,,112“-ში, მას შემდეგ დარეკა, რაც მისი მეუღლე წავიდა სახლიდან, როგორც მან განმარტა მანამდე დარეკვის ეშინოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ თავად არ შესწრებია რ----–----------–---სა და ფ-------–----ს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტს, აღნიშნული ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა ფ-------–----ს გადმოცემით, მას შემთხვევის ადგილზე რ----–----------–---ი არ დახვედრია. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა (ტ.2 ს.ფ.67-69)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სოციალური სამსახურის ფსიქოლოგი მ------------ა, რომელმაც განმარტა, რომ დაგეგმილი იყო მ-------–----ს გამოკითხვა, თუმცა გამოკითხვა ვერ ჩატარდა, რადგან ბავშვმა არ უპასუხა კითხვებს. გამოკითხვისას მ------–----ს ჰკითხეს საიდენტიფიკაციო მონაცემები ( სახელი, გვარი, მისმართი), რასაც არ უპასუხა. მ------–----ს ყურადღება გადაქონდა ოთახში არსებულ ნივთებზე, იხედებოდა ფანჯრიდან და არ სცემდა კითხვებს პასუხს. მოწმის განმარტებით, მათ (ფსიქოლოგმა) მისცა რეკომენდაცია აღარ გაეგრძელებინათ გამოკითხვა, რადგან ბავშვი იყო მცირეწლოვანი და ვერ კონცენტრირდებოდა კითხვებზე, ყურადღება გადაქონდა სათამაშოებზე და სხვადასხვა ნივთებზე. მ------–---- იყო ხალისიანი და ხატავდა. (ტ.2 ს.ფ. 64-66)

 

სასმართლო სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა დაზარალებულ ფ-------–----ს 2019 წლის 06 თებერვალს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც ფ-------–---- ცხოვრობს ქ.რუსთავში, ტ----------------–-----, ბინა N---ში, სამ მცირეწლოვან შვილთან 0--–-–-- მ------–----ს, 0--–-–-------------------–-–----------–--------- და მეუღლესთან რ----–----------–---თან ერთად, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაშია 2018 წლის მარტიდან, ხოლო შვილები ჰყავს პირველი ქმრისგან. რ----–--ს სახლში ხშირად მიჰყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, რაც ფ------ს არ მოსწონს და რ----–--ს რამდენიმეჯერ აუკრძალა სახლში მეგობრების მიყვანა, რის გამოც ერთმანეთში შეკამათდნენ, იჩხუბეს, რა დროსაც ხელიც კი დაურტყავს მისთვის. 2019 წლის 06 თებერვალს ღამით დაახლოებით 22:00 საათზე სახლში იმყოფებოდა თავის 0--–-–-- შვილთან მ------–----სთან ერთად, როდესაც რ----–--ი და ბ------, რომლის გვარიც მისთვის უცნობია სახლში მიიყვანა მათმა საერთო მეგობარმა ფ----მ, რომელიც მალე წავიდა. რ----–--მა მას ჰკითხა შეიძლებოდა თუ არა სახლში დალევა, რაზეც ფ------მ კატეგორიული უარი განაცხადა, რაზეც რ----–----------–---ი გაბრაზდა, მაგრამ შეურაცხყოფა არ მიუყენებია, შემდეგ ცოტახნით შევიდა საპირფარეშოში, გამოსვლისას დაინახა, რომ რ----–--მა ხელი დაარტყა მ-----ს ზურგზე და უთხრა, რომ საწოლში დაწოლილიყო და დაეძინა, ამის დანახვაზე ფ-------–---- გაუბრაზდა რ----–--ს და უთხრა რატომ ურტყავდა მ-----ს ხელს, რაზედაც რ----–--მა ფ------ს თავის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი და მოქაჩა თმა, რის შედეგადაც ფ-------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც შევიდა მ-----სთან ოთახში, მ------–----მ უთხრა, რომ რ----–--მა მას დაარტყა ხელი, ასევ უთხრა, რომ რ----–--მა მას ინტიმურ ადგილას მოჰკიდა ხელი რაც მ-----ს არ ესიამოვნა. სანამ ფ-------–---- ესაუბრებოდა ბავშვს, რ----–--ი და ბ------მ დატოვეს სახლი იმის შიშით, რომ ფ-------–---- გამოიძახებდა პოლიციას. ფ-------–----ს იმ ღამით არ დაურეკავს პოლიციაში, ვინაიდან რ----–--მა დაურეკა მას ტელეფონზე და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით თუ აღნიშნულის შესახებ განაცხადებდა პოლიციაში. დილით რ----–--ი ისევ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და სიტყვიერად განახორციელა მუქარა, კერძოდ დაემუქრა, რომ თუ პოლიციას მიმართავდა, მივიდოდა მასთან სახლში და მის შვილს გააუპატიურებდა, ამიტომ ყოველივე აღნიშნულის დაფიქსირების და პოლიციისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისთვის დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. ფ-------–----მ განმარტებით, მიუხედავად რ----–--ის მუქარისა (ბავშვის გაუპატიურების შესახებ) იგი არასდროს შეუმჩნევია მსგავს ქმედებაში და რაიმე სახის გარყვნილ ქმედებაში. საპატრულო პოლიციის ადგილზე მოსვლისას მან განუმარტა, რომ რ----–--მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასვე განმარტა, რომ მისი შვილის, მ-------–----ს მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება, რაც მისთვის ბავშვისგან გახდა ცნობილი, თავად არ შესწრებია მსგავს ქმედებას, მხოლოდ ის დაინახა, რომ მ-----ს დაუყვირა ,,დაწექი დაიძინეო“ და თან ზურგის არეში დაარტყა ხელი. რაზადაც მოუვიდათ კონფლიქტი და რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე თავის გამოკითხვის ოქმში ასევე განმარტავს, რომ რ----–----------–---ს ზოგადად უყვარს ალკოჰოლის მიღება, რაც მას არ სიამოვნებს და აღნიშნულის გამო ხშირად მოსდით ერთმანეთში კონფლიქტი. 2019 წლის 06 თებერვლის ფაქტამდე რ----–----------–---მა მას 2018 წლის 31 დეკემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში და პირზე აფარებდა ხელს, რათა საშველად არავისთვის დაეძახა. მოწმე განმარტავს რომ 2019 წლის 06 თებერვლის ცემის ფაქტს შეესწრო მისი 0--–-–-- შვილი მ------–----, ხოლო ბ------ იმ დროისთვის იმყოფებოდა სამზარეულოში და არ გამოსულა, შესაბამისად ბ------ს არ დაუნახავს ძალადობის ფაქტი, მაგრამ ჩხუბის ხმას აუცილებლად გაიგებდა. სხვა დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არავინ არ შესწრებია, შესაბამისად ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს მის გარდა ვერავინ დაადასტურებს. მოწმე განმარტავს, რომ რ----–--ს სხვა დროსაც მიუყენებია მის შვილისთვის (მ------–----სთვის) ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ მას აღნიშნულის შესახებ არასდროს არ განუცხადებია სამართალდამცავებისთვის რადგან რ----–--ი ისევ განაგრძობდა მის მუქარას, ასვე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრეს და ტანჯვას, თავს გრძნობდა დამცირებულად, შეურაცხყოფილად. (ტ.1 ს.ფ. 22-24)

 

სამედიცინო ექსპერტიზის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების, ექსპერტის მ--------–----------ის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით : გარეგანი დათვალიერებით ფ-------–----ს 07.02.2019წ სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.1.ს.ფ.26-30)

 

ბრალდებულმა რ----–----------–---მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასება და გაანალიზება სასამართლომ მოახდინა ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების მ-----–---------–-–---–ის და მ------------ას ჩვენებები, ასევე სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე უდაოდ ცნობილი მოწმეების: ლ---------------------------–---–---–-- გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ჩვენებები - რ----–----------–---ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ფ-------–----სგან მიღებულ ინფორმაციას, რომლის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ მოხდა გამოუცხადებლობის გამო.

 

სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )

 

ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად

გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ მოწმის გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლოში გამოქვეყნება.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა რ----–----------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეი იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა რ----–----------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, რ----–----------–---ის ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ყველა მტკიცებულება, რომლიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო მარტო დაზარალებულ ფ-------–----ს სასამართლოში გამოქვეყნებული გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----–----------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც რ----–----------–---ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე-277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----–----------–---ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

 

2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

3. რ----–----------–---ს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ჩამორთმეული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას დამატებითი ღონისძიების სახით;

 

4. განემარტოს რ----–----------–---ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე