გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210019002990216
საქმე № 2/643-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
მოსარჩელე - შპს „ს----------–-------–------–-ა“
წარმომადგენელი - ზ------------ი
მოპასუხე - ნ-----–----------–--ლი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნ-----–----------–--ლს დაეკისროს შპს „ს----------–-------–------–-ის“ სასარგებლოდ სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 45 ლარის ოდენობით
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 12 ივლისს შპს „ს----------–-------–------–-ის“ კომერციის ჯგუფის სპეციალისტის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ზერტის ტერიტორიაზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით ნ-----–----------–--ლს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96.4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი 250 ლარის ოდენობით, სამელიორაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. იმავე დღეს შედგა სარწყავი წყლის დატაცებით შპს „ს----------–-------–------–-აზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის თანახმადაც ზიანის ოდენობამ შეადგინა 45 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. 2019 წლის 23 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა მოპასუხე ნ-----–----------–--ლის შესაგებელი, რომელმაც სრულად სცნო სარჩელი და ასევე თანხმობა განაცხადა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ს----------–-------–------–-ა“ წარმოადგენს სახელმწიფოს (100%) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.1.2. 2018 წლის 12 ივლისს შპს „ს----------–-------–------–-ის“ კომერციის ჯგუფის სპეციალისტის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ზერტის ტერიტორიაზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ნ-----–----------–--ლის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96.4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - სამელიორაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების - ფაქტზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა 250 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.06.2018წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №001249.
3.1.3. სარწყავი წყლის დატაცებით შპს „ს----------–-------–------–-აზე“ მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 45 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.07.2018წ. ზიანის გაანგარიშების აქტი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოახდინა რა მათი ანალიზი და ურთიერთშეჯერება, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „ს----------–-------–------–-ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოშობილია ზიანის მიყენების - დელიქტის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
6.4. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ნ-----–----------–--ლმა ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე სრულად სცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და ასევე წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სრულად სცნო სარჩელი, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. და მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბრუნდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს----------–-------–------–-ის“ სარჩელი ნ-----–----------–--ლის მიმართ, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნ-----–----------–--ლს მოსარჩელე შპს „ს----------–-------–------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 45 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე შპს „ს----------–-------–------–-ას“ (ს/კ: 2--------) დაუბრუდეს მის მიერ 12.04.2019 შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება №197).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი