გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/11 - 19) 090310019002983083
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05.06.2019 წელი ქ. ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე - სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------------------------------------–------ი
წარმომადგენელი - მ---------–ი
მოპასუხე - თ-------–--------
დავის საგანი: - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში, ზედმეტად გაცემული ფულადი დახმარების უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე თ-------–--------ს დაეკისროს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,ზედმეტად გაცემული სახელმწიფო ფულადი დახმარების – 300 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
სსიპ ს--–---–-------------------------------------------–----------------------------------–---–---------------------------------–-------ს წარმოებაშია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზედმეტად გაცემული ფულადი დახმარების უკან დაბრუნების საქმე. მოქალაქე თ-------–--------მ ს----------–------ს მიმართა 2----–-–----------–--ს, ვინაიდან შეეძინა შვილი გ-------–----------–--ე. წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და მოითხოვა ზემოთაღნიშნული დახმარების დანიშვნა. დახმარება მოპასუხეს დაენიშნა აგვისტოს თვიდან. 2--- წელს ს----------–------ში განხორციელდა რევიზია და საგენტოს კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლის გ--------–--------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, ბენეფიციარი გ-------–---------–---ს და უფლებამოსილი წარმომადგენელის თ-------–--------ს რეგისტრაციის მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, 2--- წლის აგვისტოდან – 2--- წლის ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, ადასტურებდა სა----------–-----------------------–---–------------------------–-------ე. 2--- წლის აგვისტოდან – 2--- წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ოჯახი ყოველთვიურად, უწყვეტად სარგებლობდა,, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით’’ გათვალისწინებული ფულადი დახმარებით – თვეში 200 ლარის ოდენობით. კონტროლის დეპარტამენტის მიერ, სსიპ გ------–----------------------------–--------------ან, გამოთხოვილი იქნა დეტალური ინფორმაცია (0------- 3-.1-.2--- წ) გ-------–---------–---ს და – ძმის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ადგილმდებარეობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად გაირკვა, რომ ლ-------------–--- ირიცხება ქ--–--------–----------------------------–----------–--–ი, ხოლო ე-–------------–---------–--------------------------–----------–--–-. მოხდა მოპასუხის მე-----–--------------------------–-------- შეხვედრა, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე და შვილები 2--- წლის სექტემბრის თვიდან, საცხოვრებლად გადავიდნენ თ---–--–ი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიწვია ბენეფიციარის თ-------–--------ს შესაბამის საბანკო ანგარიშზე 2--- წლის სექტემბრის თვიდან – 2--- წლის ნოემბრის თვემდე, ფულადი დახმარების – 400 ლარის კანონდარღვევით ჩარიცხვა. შესაბამისად, მას გაეგზავნა გაფრთხილება თანხის უკან დაბრუნების მიზნით და მან გადაიხადა მხოლოდ 100 ლარი, ხოლო დარჩა გადასახდელი 300 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 თ-------–--------მ წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ,, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3- მარტის N262 დადგენილების თანახმად, თ-------–-------- ბავშვის დაბადების გამო, 2--- წლის აგვისტოდან – 2--- წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად, უწყვეტად იღებდა ფულად დახმარებას – 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–-------------------------- მოხსენებითი ბარათი
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ,, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3- მარტის N262 დადგენილების თანახმად, თ-------–--------ს დაენიშნა ყოველთვიური ფულადი დახმარება – 200 ლარის ოდენობით, შვილის – გ-------–---------–---ს დაბადების გამო. 2----–-–-----------------------------–-–-------------------ე პერიოდში გაწეული მუშაობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ,, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ‘’ ფარგლებში თ-------–--------ს ზედმეტად (არასწორად) მიღებული აქვს შვილის გ-------–---------–---ს (პ/ნ 6----------) ფულადი დახმარების თანხა – 400 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე დაბრუნებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–-------------------------- მოხსენებითი ბარათი
3.2.2 თ-------–--------ს სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------------------------------–---–--------------------- ს----------–------ის მიერ, 2----–-–---------–------------------------------–-–-------------------04– 07/1412 წერილებით ეცნობა ზედმეტად დარიცხული ფულადი დახმარების – 400 ლარის უკან დაბრუნების შესახებ; აღნიშნული ვალდებულების შესრულება თ-------–--------ს მხრიდან, მოხდა მხოლოდ ნაწილობრივ, მან გადაიხადა თანხის ნაწილი – 1-0 ლარის ოდენობით, ხოლო მას დარჩა გადასახდელი 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------------------------------–---–--------------------- ს----------–------ის 2----–-–---------–------------------------------–-–-------------------04– 07/1412 წერილები.
დადგენილია, რომ ბენეფიციარი გ-------–---------–--- ,, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის’’ მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდა 201---–-–----------–---. ბენეფიციარი გ-------–----------–--ის და და უფლებამოსილი წარმომადგენლის თ-------–--------ს რეგისტრაციის მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს 2-----–-–-----------------------–-–---------------- ჩათვლით, ყოველთვიურად, ადასტურებდა ს-------------------–-----------------------------–---–----------------------------------–------------------------–---–-----------------------–-------ე. 2--- წ-–-------------------------–-–----------------ს თვის ჩათვლით, ოჯახი ყოველთვიურად უწყვეტად სარგებლობდა ფულადი დახმარებით – თვეში – 200 ლარის ოდენობით. კონტროლის დეპარტამენტის მიერ, სსიპ გ------–---------------------------–--------------ან, გამოთხოვილი იქნა დეტალური ინფომაცია (N 0------- 3-.1-.2---) გ-------–----------–--ის და – ძმის (ლ-----------–-------------–---) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადგილმდებარეობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად გაირკვა, რომ ლ--------------–--- ირიცხება ქ--–--------–-------------------------–--------–--–-, ხოლო ე-–------------–-------–----------–-------------------------–---------–--–ი. ბენეფიციარ გ-------–---------–---ს საცხოვრებელ მისამართზე, ვიზიტი განახორციელა სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის საარსებო ( ფულადი) შემწეობის დანიშვნა – ცვლილების კანონიერების კონტროლის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, რა დროსაც განხორციელდა თ-------–--------ს მე-----–--------------------------–-------- შეხვედრა, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე და მათი შვილები 2017--–-–---------------- თვიდან, გადავიდნენ საცხოვრებლად ქალაქ თ---–--–ი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3- მარტის N01 –---/ნ ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილება ,, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე თ-------–--------მ უკანონოდ მიიღო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში, ფულადი დახმარება 400 ლარი, რაც მას სექტემბრის და ოქტომბრის თვეში, ჩარიცხული თანხა 400 ლარის ოდენობით კანონით აღარ ეკუთვნოდა.
6.2.დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში, ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01 –--- /ნ ბრძანების მეხუთე მუხლის შესაბამისად, ფულადი დახმარების მიღების უფლება აქვს ბენეფიციარს, რომელსაც შეეძინა მესამე, ან მომდევნო შვილი და რომლის ერთ – ერთი მშობელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირია – 200 ლარის ოდენობით.
6.3 დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში, ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01 –--- /ნ ბრძანების მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის და ამავე ბრძანების მეთერთმეტე მუხლის მეორე ქვეპუნქტის შესაბამისად, ა) ფულადი დახმარების შეჩერება ხორციელდება, თუ არსებობს ინფორმაცია ბენეფიციარის მხრიდან, ამ დახმარების მიღების უფლების არასწორად მოპოვების, ან დარღვევის შესახებ, ბ) იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ, ზედიზედ ორი თვის განმავლობაში, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენილი წესით გადამოწმებისას, არ დასტურდება ბენეფიციარის მიმართ დახმარებაზე უფლების განმსაზღვრელი, მათ შორის, ამ წესის მე–5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გარემოებები, დახმარება შეწყდება შეჩერების დღიდან, მიუხედავად ოჯახის ბოლო გადამოწმების შემდეგ წარმოშობილი/გაცხადებული გარემოებებისა’’.
6.4. მოქალაქე თ-------–--------ს ზედმეტად (არასწორად) ჩარიცხული თანხის უკან (სახელმწიფო ბიუჯეტში) დაბრუნების თაობაზე, ეცნობა ორჯერ წერილობით, მიუხედავად გაფრთხილებისა, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ფულადი დახმარების მიმღები ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ, რაც მოპასუხეს არ უცნობებია. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ ექვემდებარება დაბრუნებას, როგორც (ზედმეტად) არასწორად მიღებული.
6.5. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბენეფიციარის თ-------–--------ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც, იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს, მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.6. სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------------------------------–---–--------------------- ს----------–------ის მიერ 20---–-–----------–------------------------------–-–----------------------------- წერილებით, მოპასუხე თ--------–--------- ეცნობა 20---–-–-------------------------------------------------, არასწორად მიღებული თანხის – 400 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე, რაც მოპასუხის მიერ, შესრულდა ნაწილობრივ , კერძოდ, მან გადაიხადა 1-0 ლარი, რისი დამადასტურებელი საგადასახადო დავალების ქვითარიც წარადგინა, ხოლო დღეის მდგომარეობით, მას გადასახდელი დარჩა მხოლოდ –300 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3- მარტის N262 დადგენილების შესაბამისად, მოეხდინა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მიიღო 300 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის - ს--–---–-------------------------------------------–------------------------------ ს----------–------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2.მოპასუხე თ-------–--------ს (პირადი №0----------) დაევალოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების – 300 ლარის უკან დაბრუნება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუ – პორტის ქუჩა N32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური კოსტავას ქ. №13), 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე