განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------------------–-–---–- - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–------------------------------------------------–--
ადვოკატი - გ--------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი - სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
გ---------------–-–---–- მეუღლესთან, ლ-------------–-–---–---- და შვილთან, ნ-------------–-–---–---- ერთად ცხოვრობს თ---–--–-------------–------------------------------------------------–-- ბოლო ორი წლის განმავლობაში, გ---------------–-–---–-- და მის შვილს, ნ-------------–-–---–- შორის დაიძაბა ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა მამის მხრიდან შვილის მიმართ სისტემატური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–- თავს გრძნობდა დამცირებულად, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
2016 წლის 26 აგვისტოს, იმის გამო, რომ ნ-------------–-–---–- გასულიყო ოთახიდან, გ---------------–-–---–-- მასზე განახორციელა ძალადობა და დაამცირა ის. კერძოდ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ათრევდა თმით, ურტყამდა სახეში, აფურთხებდა და ლანძღავდა, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და თავს გრძნობდა დამცირებულად.
2017 წლის 11 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, გ---------------–-–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს, ნ-------------–-–---–-, კერძოდ, აგინებდა უცენზურო სიტყვებით და ურტყამდა ხელებს თავის არეში, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2017 წლის 12 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების ნიადაგზე, გ---------------–-–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს, ნ-------------–-–---–- და დაამცირა იგი. კერძოდ, ურტყამდა ხელებს, ითრევდა თმით, გახადა სახლის ფეხსაცმელი და ურტყამდა ქუსლით, ხელებით სცემდა სახის, თავის, ზურგის არეში და ხელებზე და აფურთხებდა მას, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და თავს გრძნობდა დამცირებულად.
2. სასამართლომ დაადგინა:
გ---------------–-–---–- მეუღლესთან, ლ-------------–-–---–---- და შვილთან, ნ-------------–-–---–---- ერთად ცხოვრობს თ---–--–-------------–------------------------------------------------–-- ბოლო ორი წლის განმავლობაში, გ---------------–-–---–-- და მის შვილს, ნ-------------–-–---–- შორის დაიძაბა ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა მამის მხრიდან შვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–- თავს განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.
2016 წლის 26 აგვისტოს, იმის გამო, რომ ნ-------------–-–---–- გასულიყო ოთახიდან, გ---------------–-–---–-- მასზე განახორციელა ძალადობა და დაამცირა ის. კერძოდ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ათრევდა თმით, ურტყამდა სახეში, აფურთხებდა და ლანძღავდა, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2017 წლის 11 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, გ---------------–-–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს, ნ-------------–-–---–-, კერძოდ, აგინებდა უცენზურო სიტყვებით და ურტყამდა ხელებს თავის არეში, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2017 წლის 12 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების ნიადაგზე, გ---------------–-–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს, ნ-------------–-–---–- და დაამცირა იგი. კერძოდ, ურტყამდა ხელებს, ითრევდა თმით, გახადა სახლის ფეხსაცმელი და ურტყამდა ქუსლით, ხელებით სცემდა სახის, თავის, ზურგის არეში და ხელებზე და აფურთხებდა მას, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ---------------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ შეურაცხყოფა სისტემატიურია, თუ იგი განხორციელებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სამჯერ მაინც და დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფიზიკური ტკივილი ჯერ არ აქვს დაზარალებულს განელებული და კვლავ ადგილი აქვს შეურაცხყოფას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ გ---------------–-–---–-- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ-------------–-–---–- 2016 წლის 26 აგვისტოს, 2017 წლის 11 სექტემბერს და 2017 წლის 12 სექტემბერს. ვინაიდან გ---------------–-–---–-ს მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს შორის, კერძოდ, 2016 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდსა და 2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდებს შორის შუალედი არის დიდი, ამასთან 2017 წლის სექტემბრის თვის ორი ეპიზოდი არ იძლევა ქმედების სისტემატიურად შეფასების სამართლებრივ საფუძველს, გ---------------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, არის არასწორი. შესაბამისად, გ---------------–-–---–- მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს და მას მსჯავრი უნდა დაედოს თითოეული ქმედებისთვის ცალ-ცალკე. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------–-–---–- მსჯავრი უნდა დაედოს შემდეგი კვალიფიკაციით: 2016 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდისთვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; 2017 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდისთვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 2017 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდისთვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ვინაიდან, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ---------------–-–---–-სთვის წარდგენილი ბრალდება იცვლება, სასამართლოს სურს დამატებით განმარტოს, რომ ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ აქვს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისთვის (მატოჩია იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (პელისიერი და სასი საფრანგეთის წინააღმდეგ (Pélissier and Sassi v. France), განაცხადი no. 25444/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, პუნქტი 62). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როცა სამართალწარმოების განმავლობაში ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა (ბლოკი უნგრეთის წინააღმდეგ (Block v. Hungary), განაცხადი no. 56282/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 24). აგრეთვე, ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუთინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99.
განსახილველ შემთხვევაში გ---------------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტი იყო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკური და სირტვიერი შეურაცხყოფის განხორციელება და სასამართლომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება შეაფასა სწორედ მის მიერ განხორციელებული ძალადობის ფარგლებში. ამდენად, სასამართლოს მიერ გ---------------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამი ეპიზოდი) ბრალდებულისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება გ---------------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლასთან მიმართებით, თანხვედრაშია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნასთან, რომლის თანახმად თუ დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო ვალდებულია დასაბუთებულად შეცვალოს ბრალდებულის სასარგებლოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, გ---------------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლოს მიერ გ---------------–-–---–-ს ქმედების სამართლებრივი შეფასება არის ბრალდებულის სასარგებლო და არ აუარესებს მის მდგომარეობას.
გ---------------–-–---–-ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ-------------–-–---–-ს ჩვენებით, მოწმეების - ლ-------------–-–---–----------–----------–---------------------–---–-----------------------------------------–---–---------------------------------------------------------------–---–----–------------------–-–---–-- ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემაკავებელი ორდერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ---------------–-–---–-- ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
გ---------------–-–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, გ---------------–-–---–- ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (2017 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა - შფოთვის ნევროზი და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ---------------–-–---–- შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გამოყენებული უნდა იქნეს მსუბუქი სასჯელი და მისი აღსრულების ისეთი ფორმა, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით გ---------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ---------------–-–---–-ს მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---------------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (სამი ეპიზოდი).
გ---------------–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ---------------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი იყო პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, გ---------------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-34-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია.
მსჯავრდებულ გ---------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------------------------–-–------------------ ჩათვლით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით ჩათვლილი დრო - 2----–-–------------------- 2----–-–---------------–-- ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი