გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210019002899765
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5458 - 19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - მ-------------–---–ი

მოპასუხე - გ----------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ------------ა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გ----------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------------ს დაბადებული ს------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 18 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე მ-------------–---–ი და მოპასუხე გ----------------–---–ი დაქორწინდნენ 2----–-–-----------------ს. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------------ს, შეეძინათ შვილი, ს------------–---–ი. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–----------------ს. არასრულწლოვანი ს------------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან მ-------------–---–თან ერთად და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს არასრულწლოვანს აუცილებელი საჭიროებებით. მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში. მოპასუხე გ----------------–---–ი დასაქმებულია და უფიქსირდება ყოველთვიური შემოსავალი.

(მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა 2019 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომაზე);

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, იგი თანახმაა თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ს------------–---–ის (დაბადებული 2-----–-–------------------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ-------------–---–ი და გ----------------–---–ი დაქორწინდნენ 2----–-–-----------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------------ს შეეძინათ შვილი, ს------------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ.13);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15).

 

3.1.2. მოსარჩელე მ-------------–---–ი და მოპასუხე გ----------------–---–ი განქორწინდნენ 2----–-–----------------ს. არასრულწლოვანი ს------------–---–ი ცხოვრობს დედასთან, მ-------------–---–თან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 14).

 

3.1.3. მოპასუხე გ----------------–---–ი 2----–-–-------------ს დაქორწინდა ი-----–-----------–---–ზე; მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------–ს შეეძინათ შვილი, ლ-------------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 52).

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 53).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მ-------------–---–ის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1000 ლარს, მარტის თვეში - 1000 ლარს, აპრილის თვეში - 1037.5 ლარს, მაისის თვეში - 1000 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1125 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2--------- წლის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 25, 27);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მოპასუხე გ----------------–---–ის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1468.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1500 ლარს, მარტის თვეში - 1500 ლარს, აპრილის თვეში - 1875 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარს, ივნისის თვეში - 1500 ლარს, ივლისის თვეში - 1500 ლარს, აგვისტოს თვეში - 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს, ნოემბრის თვეში - 1500 ლარს, დეკემბრის თვეში - 1875 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1125 ლარს და თებერვლის თვეში - 1500 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2--------- წლის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 25-26);

 

3.2.3. გ----------------–---–ს სს ,,თ------------“-გან მიღებული აქვს საკრედიტო დავალიანება 24 889 ლარის ოდენობით. სესხის დასაფარად მოპასუხე ყოველთვიურად იხდის თანხას 730 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,თ------------“ ამონაწერი მსესხებელი გ----------------–---–ის სასესხო ვალდებულებებზე (ს.ფ. 43-48);

 

3.2.4. მოპასუხე გ----------------–---–ი მეუღლესთან ი-----–-----------–---–თან და არასრულწლოვან შვილთან, ლ-------------–---–თან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიური ქირის გადასახადი შეადგენს 300 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0--------- წლის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 50-51);

 

3.2.5. გ----------------–---–ს მოსარჩელე მ-------------–---–ის ანგარიშზე 01.01.2018 წლიდან 11.04.2019 წლის ჩათლით გადარიცხული აქვს შემდეგი ოდენობის თანხები: 09.01.2018 წელს - 50 ლარი, 16.02.2018 წელს - 50 ლარი, 18.04.2018 წელს - 50 ლარი, 17.05.2018 წელს - 100 ლარი, 15.06.2018 წელს - 100 ლარი, 03.07.2018 წელს - 100 ლარი და 07.03.2019 წელს - 80 ლარი, სულ 530 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მ-------------–---–ის საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 77);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მ-------------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2-----–-–------------------ დაბადებული ს------------–---–ი.

 

მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე მ-------------–---–ი და მოპასუხე გ----------------–---–ი განქორწინდნენ 2----–-–----------------ს. არასრულწლოვანი ს------------–---–ი ცხოვრობს დედასთან, მ-------------–---–თან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ს------------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან მ-------------–---–თან და ძირითადად ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ ხარჯებს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, გ----------------–---–ს მოსარჩელე მ-------------–---–ის ანგარიშზე 01.01.2018 წლიდან 11.04.2019 წლის ჩათლით გადარიცხული აქვს შემდეგი ოდენობის თანხები: 09.01.2018 წელს - 50 ლარი, 16.02.2018 წელს - 50 ლარი, 18.04.2018 წელს - 50 ლარი, 17.05.2018 წელს - 100 ლარი, 15.06.2018 წელს - 100 ლარი, 03.07.2018 წელს - 100 ლარი და 07.03.2019 წელს - 80 ლარი, სულ 530 ლარი. მოპასუხის მხრიდან სხვა სახის მატერიალური დახმარების აღმოჩენის ფაქტს, მოსარჩელე მ-------------–---–ი არ ადასტურებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე გ----------------–---–ი 2----–-–-------------ს დაქორწინდა ი-----–-----------–---–ზე. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------–ს შეეძინათ შვილი, ლ-------------–---–ი. მოპასუხე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიური ქირის გადასახადი შეადგენს 300 ლარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი.

 

დადგენილია მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მ-------------–---–ის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1000 ლარს, მარტის თვეში - 1000 ლარს, აპრილის თვეში - 1037.5 ლარს, მაისის თვეში - 1000 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1125 ლარს.

 

სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე იმყოფება ქორწინებაში ი-----–-----------–---–თან და ჰყავს არასრულწლოვანი შვილი - ლ-------------–---–ი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მოპასუხე გ----------------–---–ის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1468.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1500 ლარს, მარტის თვეში - 1500 ლარს, აპრილის თვეში - 1875 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარს, ივნისის თვეში - 1500 ლარს, ივლისის თვეში - 1500 ლარს, აგვისტოს თვეში - 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს, ნოემბრის თვეში - 1500 ლარს, დეკემბრის თვეში - 1875 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1125 ლარს და თებერვლის თვეში - 1500 ლარს. სხვა სახის შემოსავალი მოპასუხე მხარეს არ უფიქსირდება.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. განსახილველ საქმეზე, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს ამ პერიოდისათვის გააჩნია სტაბილური შემოსავალი, თუმცა ამავადროულად გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესები. მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ არასრულწლოვანი ს------------–---–ის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები მცირეწლოვანი შვილის ინტერესიც. მოპასუხეს შვილების მიმართ თანაბრად გააჩნია რჩენის ვალდებულება.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოპასუხე მხარეს ერიცხება სასესხო ვალდებულება ბანკის წინაშე. კერძოდ, მას სს ,,თ------------“-გან მიღებული აქვს საკრედიტო დავალიანება 24 889 ლარის ოდენობით. სესხის დასაფარად მოპასუხე ყოველთვიურად იხდის თანხას 730 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით არ იკვეთება მოპასუხის მიერ სესხის მიღების მიზნობრიობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გ----------------–---–ი თავისი მატერიალური მდგომარეობისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვანი ს------------–---–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაიხადოს 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია მშობლის სხვა ვალდებულებებთან შედარებით. ალიმენტვალდებული პირის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი ს------------–---–ის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 (ორასი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე გ----------------–---–სს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გ----------------–---–ს (პირადი №1----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა, არასრულწლოვანი შვილის, ს------------–---–ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს) სასარგებლოდ, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 18 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. გ----------------–---–ს (პირადი №1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა