გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1982-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ი“
წარმომადგენელი - ვ---------–----ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ა------–-----–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N0------ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმდა შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ში“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობა, რის თაობაზეც 2018 წლის 05 ივლისს შედგა შემთხვევითი შემოწმების №2------------ აქტი.
2018 წლის 05 ივლისის №2------------ აქტის სამოტივაციო ნაწილში მითითებული შერჩევითი შემოწმების შედეგების (გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები) ფაქტობრივი აღწერისა და სამართლებრივი შეფასების (შედეგები) თანახმად:
შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ ბენეფიციარი - გ----------–---–ი, ლ------------–--ე, მ------------------–---–ი, ს----------------–--ე, გ---------–-------ა, ფ-------------–-ა, ლ------------–-–---–ი, თ-----–---–-----ი, მ--------------–---–ი:
შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს N--- ბენეფიციარების მომსახურების შესახებ მოწოდებული ინფორმაციით გ----------–---–ს, ლ------------–--ეს, მ------------------–---–ს, ს----------------–--ეს, გ---------–-------ას, ფ-------------–-ას, ლ------------–-–---–ს, თ-----–---–-----ს და მ--------------–---–ს 10 დღიანი სარეაბილიტაციო კურსით გათვალისწინებული სეანსები ჩაუტარდათ 2016 წლის 21 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
2016 წლის 21 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით დღეების რაოდენობა შეადგენდა ცხრა დღეს (რვა სამუშაო დღე). ამდენად, გ----------–---–ი, ლ------------–--ე, მ------------------–---–ი, ს----------------–--ე, გ---------–-------ა, ფ-------------–-ა, ლ------------–-–---–ი, თ-----–---–-----ი და მ--------------–---–ი ვერ მიიღებდნენ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 26 თებერვლის N102 ბრძანებით დამტკიცებული 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის რეაბილიტაცია/ადაპტაციის ქვეპროგრამის დანართი 1.3.-ს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამის მომსახურებას.
შედეგად ჩაითვალა, რომ გ----------–---–ის, ლ------------–--ის, მ------------------–---–ის, ს----------------–--ის, გ---------–-------ას, ფ-------------–-ას, ლ------------–-–---–ის, თ-----–---–-----ის და მ--------------–---–ის მომსახურებისათვის ანაზღაურებული თანხა, თითოეულისათვის - 308 ლარის ოდენობით ექვემდებარებოდა აღდგენას სახელმწიფო ბიუჯეტში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/ადაპტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტი - ს/ფ 14-23
3.1.2. შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------მა“ 2018 წლის 31 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტის ბათილად ცნობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 24-26
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N0------ გადაწყვეტილებით შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N0------ გადაწყვეტილება - ს/ფ 40-42.
3.1.4. შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ნევროლოგიის დოქტორის - ი-----–----------–---–ის და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორის - მ-------------ის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, გ----------–---–ს, ლ------------–--ეს, მ------------------–---–ს, ს----------------–--ეს, გ---------–-------ას, ფ-------------–-ას, ლ------------–-–---–ს, თ-----–---–-----ს და მ--------------–---–ს ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდათ 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე, ვინაიდან ამ შუალედში არის ათი დღე და ათდღიანი კურსი შესრულედა შაბათ-კვირის დამატების ხარჯზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ნევროლოგიის დოქტორის - ი-----–----------–---–ის და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორის - მ-------------ის მოხსენებითი ბარათი - ს/ფ 27-32
3.1.5. ლ------------–--ის ბებიის - დ-----------------ის განცხადებით, დგინდება, რომ ლ------------–--ეს 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა.
მ------------------–---–ის მშობლის - ე-–----------–-–---–ის განცხადებით, დგინდება, რომ მ------------------–---–ს 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა.
ს----------------–--ის მშობლის - შ-------------------ის განცხადებით, დგინდება, რომ ს----------------–--ეს 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა.
გ---------–-------ას მშობლის - ხ-----------–--–--ას განცხადებით, დგინდება, რომ გ---------–-------ას 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა.
ფ-------------–-ას მშობლის - ე-–----------–---–-ას განცხადებით, დგინდება, რომ ფ-------------–-ას 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა.
თ-----–---–-----ის მშობლის - მ--------–-–---–ის განცხადებით, დგინდება, რომ თ-----–---–-----ს 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დ-----------------ის განცხადება - ს/ფ 33-34
- ე-–----------–-–---–ის განცხადება - ს/ფ 35
- შ-------------------ის განცხადება - ს/ფ 36
- ხ-----------–--–--ას განცხადება - ს/ფ 37
- ე-–----------–---–-ას განცხადება - ს/ფ 38
- მ--------–-–---–ის განცხადება - ს/ფ 39
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები - „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტი, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N0------ გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციაა მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დანართი N1-ის პირველი მუხლის მიხედვით, პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება. ამავე პროგრამის 1.3. დანართის პირველი მუხლის მიხედვით, ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამავე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია: ა) ბავშვთა ცერებრული დამბლის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ჰემი, პარა და ტეტრაპლეგიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგების, ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგების, პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები; ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2015 წლის პროგრამის დანართი 1.3-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმდა შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ში“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობა, რის თაობაზეც 2018 წლის 05 ივლისს შედგა შემთხვევითი შემოწმების №2------------ აქტი.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა საჭიროების შესაბამისი მომსახურებების (ათდღიანი კურსის, რომელიც სრულად უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში), ჯამში არანაკლებ 22 სეანსის ჩატარება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაუჩერი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
2018 წლის 05 ივლისის №2------------ აქტის სამოტივაციო ნაწილში მითითებული შერჩევითი შემოწმების შედეგების (გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები) ფაქტობრივი აღწერისა და სამართლებრივი შეფასების (შედეგები) თანახმად:
შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ ბენეფიციარი - გ----------–---–ი, ლ------------–--ე, მ------------------–---–ი, ს----------------–--ე, გ---------–-------ა, ფ-------------–-ა, ლ------------–-–---–ი, თ-----–---–-----ი, მ--------------–---–ი:
შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს N--- ბენეფიციარების მომსახურების შესახებ მოწოდებული ინფორმაციით გ----------–---–ს, ლ------------–--ეს, მ------------------–---–ს, ს----------------–--ეს, გ---------–-------ას, ფ-------------–-ას, ლ------------–-–---–ს, თ-----–---–-----ს და მ--------------–---–ს 10 დღიანი სარეაბილიტაციო კურსით გათვალისწინებული სეანსები ჩაუტარდათ 2016 წლის 21 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
2016 წლის 21 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით დღეების რაოდენობა შეადგენდა ცხრა დღეს (რვა სამუშაო დღე). ამდენად, გ----------–---–ი, ლ------------–--ე, მ------------------–---–ი, ს----------------–--ე, გ---------–-------ა, ფ-------------–-ა, ლ------------–-–---–ი, თ-----–---–-----ი და მ--------------–---–ი ვერ მიიღებდნენ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 26 თებერვლის N102 ბრძანებით დამტკიცებული 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის რეაბილიტაცია/ადაპტაციის ქვეპროგრამის დანართი 1.3.-ს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამის მომსახურებას.
შედეგად ჩაითვალა, რომ გ----------–---–ის, ლ------------–--ის, მ------------------–---–ის, ს----------------–--ის, გ---------–-------ას, ფ-------------–-ას, ლ------------–-–---–ის, თ-----–---–-----ის და მ--------------–---–ის მომსახურებისათვის ანაზღაურებული თანხა, თითოეულისათვის - 308 ლარის ოდენობით ექვემდებარებოდა აღდგენას სახელმწიფო ბიუჯეტში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ნევროლოგიის დოქტორის - ი-----–----------–---–ის და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორის - მ-------------ის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, გ----------–---–ს, ლ------------–--ეს, მ------------------–---–ს, ს----------------–--ეს, გ---------–-------ას, ფ-------------–-ას, ლ------------–-–---–ს, თ-----–---–-----ს და მ--------------–---–ს ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდათ 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე, ვინაიდან ამ შუალედში არის ათი დღე და ათდღიანი კურსი შესრულედა შაბათ-კვირის დამატების ხარჯზე. ასევე ლ------------–--ის ბებიის - დ-----------------ის განცხადებით, დგინდება, რომ ლ------------–--ეს 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა. მ------------------–---–ის მშობლის - ე-–----------–-–---–ის განცხადებით, დგინდება, რომ მ------------------–---–ს 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა. ს----------------–--ის მშობლის - შ-------------------ის განცხადებით, დგინდება, რომ ს----------------–--ეს 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა. გ---------–-------ას მშობლის - ხ-----------–--–--ას განცხადებით, დგინდება, რომ გ---------–-------ას 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა. ფ-------------–-ას მშობლის - ე-–----------–---–-ას განცხადებით, დგინდება, რომ ფ-------------–-ას 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა. თ-----–---–-----ის მშობლის - მ--------–-–---–ის განცხადებით, დგინდება, რომ თ-----–---–-----ს 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ჩაუტარდა 10 სარეაბილიტაციო პროცედურა. მოსარჩელის განმარტებით, ყველა ბენეფიციარს სარეაბილიტაციო პროცედურა ჩაუტარდა 2016 წლის 21 ნოემბრიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის გამოცემის საფუძველი.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იზიარებს მოსარჩელის განმარტებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შესრულებულია მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ათდღიანი კურსის განხორციელებას 30 კალენდარული დღის დარღვევით, საქმეს არ ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტი.
6.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 53-მე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------მა“ 2018 წლის 31 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტის ბათილად ცნობა. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N0------ გადაწყვეტილებით შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს კანონშეუსაბამოდ მიაჩნია „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტი, ასევე თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N0------ გადაწყვეტილება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტი, ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N0------ გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/ადაპტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი.ბ---------------–----------------------------–------ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2------------ აქტი, ასევე ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N0------ გადაწყვეტილება.
3. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი