გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N160210017002185775
N2/1135-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივნები: ვერიკო ნინიაშვილი, სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - ელ--------------ი
წარმომადგენელი - ომ----------------–---ი (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - სა-------------ა
წარმომადგენლები: თა------–-----ა, მა-----------ე (არ გამოცხადნენ)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - მა------–--------ე (არ გამოცხადდა)
თარჯიმანი - ნა--–-------------ა
დავის საგანი - ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ელ--------------ისათვის, შვილთან - 2008 წლის 28 ივლისს დაბადებულ ფა----------------ასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა იმგვარად, რომ ელ--------------ს მიეცეს ბავშვის ნახვის უფლება პირველი თვის განმავლობაში შაბათ-კვირას 11:00 საათიდან - 15:00 საათამდე, სახლში წაყვანის უფლებით; მეორე თვის განმავლობაში შაბათ-კვირას 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე, სახლში წაყვანის უფლებით; ხოლო ორი თვის შემდეგ პარასკევს 17:00 საათიდან - შაბათს 15:00 საათამდე, სახლში წაყვანისა და ღამე მასთან დარჩენის უფლებით (იხ. 2018 წლის 22 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი 17:50:36-17:58:39);
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2006 წლიდან სა-------------ა და ელ--------------ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ქორწინების რეგისტრაცია განახორციელეს 2016 წელს. ერთად ცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ერთი შვილი: 2008 წლის 28 ივლისს დაბადებული ფა----------------ა. 2017 წელს მხარეები განქორწინდნენ. მოსარჩელის მითითებით, განქორწინების შემდეგ სა-------------ა არ აძლევს შვილთან ურთიერთობის უფლებას (იხ. სარჩელი ს.ფ. 46-57).
2. მოპასუხე სა-------------ას პოზიცია
მოპასუხე სა-------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაშორების შემდეგ ელ--------------ი ნახულობდა ბავშვს, თუმცა მამასთან შეხვედრის შემდეგ ბავშვი ხშირად ტიროდა, შფოთავდა და ნერვიულობდა, დედას სთხოვდა აღარ გაეშვა მამასთან შესახვედრად, რადგან მამის სახლში თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მოპასუხის მითითებით, ბავშვს არ სურს მამის ნახვა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 90-110).
2018 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე სა-------------ამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ბავშვს არ სურს მამის ნახვა (იხ. 26.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 16:08:06-16:10:48).
21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სა-------------ა მეუღლესთან დაშორების შემდეგ შვილთან ფა----------------ასთან ერთად ცხოვრობს ქ. მა-------––----------ს ქ. N15-ში, მშობლების საცხოვრებელ სახლში. სა-------------ას საცხოვრებელი არის ერთსართულიანი კეთილმოწყობილი შენობა, სადაც დაცულია უსაფრთხოების ნორმები და სხვა სახის რისკები. სა-------------ა მუშაობს მა-------–-------------------–ის სამშობიარო სახლში ექთნის პოზიციაზე, ასევე კერძო აფთიაქში ფარმაცევტად. სა-------------ას განმარტებით, მის ყოფილ მეუღლეს ელ--------------ს შვილი ფა----- არ უნახავს თითქმის 1 წელია, მას 2016 წლიდან დღემდე, ბავშვის ნახვის მცდელობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ.
ელ--------------ი მეუღლესთან დაშორების შემდეგ ცხოვრობს ქ. მა-------––---------------------ს ქ.N2-ში. ელ--------------ის საცხოვრებელი სახლი არის ერთსართულიანი, საცხოვრებლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არის უსაფრთხო გარემო. ელ--------------ი აშენებს სახლს, რომელიც თითქმის დასრულებულია. ელ--------------ს სურვილი აქვს ჰქონდეს შვილთან ურთიერთობა, მოინახულოს იგი სახლში წაყვანის უფლებით. ელ--------------ის განმარტებით, 2 წლის განმავლობაში მას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა შვილის ნახვის, მან ბავშვს საჩუქრად გაუგზავნა მობილური ტელეფონი, თუმცა უკან დაუბრუნეს იმ მიზეზით, რომ არ მუშაობს. ელ--------------მა ტელეფონი გადაცვალა სხვა მოდელში და კვლავ გაუგზავნა შვილს, თუმცა 2 დღის შემდეგ კვლავ უკან გაუგზავნეს, რადგან ბავშვი აღარ ამზადებდა გაკვეთილებს და მუდმივად დაკავებული იყო ტელეფონით. ელ--------------ი ასევე უთითებს, რომ შვილს პერიოდულად უგზავნის თანხას.
ფა----------------ა არის მე-4 სკოლის მოსწავლე, ბავშვი არის ჯანმრთელი, თუმცა მას ჩატარებული არ აქვს ასაკის შესაბამისი არცერთი აცრა. სა-------------ას განმარტებით, იგი გეგმავს შვილს ჩაუტაროს პროფილაქტიკური აცრა. გოგონა არის საშუალო დონის მოსწავლე. ფა----------------ა მამის ხსენებაზე იწყებს ტირილს, არ სურს მასთან ურთიერთობა და განმარტავს, რომ ელ--------------ი მისთვის უცხო პიროვნებაა (იხ. სოციალური მუშაკის დასკვნა ს.ფ. 130-131).
სასამართლო სხდომაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვი მამაზე არც დადებითად საუბრობს და არც უარყოფითად, არ დადგინდა, რომ მამასთან ურთიერთობა ბავშვზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. პირიქით, უნდა მოხდეს მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობა (იხ. 26.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 16:29:34).
21. ფსიქოლოგის პოზიცია
ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესში განხორციელებულ შეხვედრებზე ბავშვი გამოხატავდა მშობლიურ, თბილ დამოკიდებულებას დედის მიმართ, აღნიშნავს, რომ აქვს სურვილი იცხოვროს მხოლოდ მასთან ერთად. მამის მიმართ არასრულწლოვანი ავლენს განსახვავებულ დამოკიდებულებას ერთდროულად, პროექციულ სავარჯიშოებში აღნიშნავს: ,,მგონია, რომ მამაჩემს არ ვუყვარვარ“, მინდა, რომ მამაჩემს შევუყვარდე“; ნახევრდ სტრუქტურირებულ ინტერვიუში მიუთითებს, რომ ბავშვი ბედნიერია როცა დედ-მამას უყვარს, როცა მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობს და პირიქით, უსიამოვნო ემოციები წარმოიშვება, როცა მშობლებს, მამას არ უყვარს. არასრულწლოვანი მამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას სისტემატიურად ცრემლიანდება, გამოხატავს წუხილს. ბავშვს შეხვედრაზე განემარტა, რომ მამამ გამოხატა სურვილი, რომ შეხვდეს და იზრუნოს მასზე, რაზეც დედამ აღნიშნა ,,რატომ ადრე არ ჰქონდა ეს სურვილი“, გამოხატა წყენა ბავშვის მამის მიმართ. ფა-----მ განმარტა, რომ ახლა მას არ უნდა და არ აპატიებს მამას. ბავშვი შეხვედრაზე იხსენებდა დედასთან მამის მხრიდან განხორციელებულ უსიამოვნო მომენტს, ასევე განმარტა, რომ მამა მას არაფერს არ ყიდულობს. დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, რომ უყიდა მობილური ტელეფონი, მაგრამ არ სურს მისი გამოყენება.
შეფასების პროცესში მამა სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა ფა-----ზე, გამოხატავდა სურვილს შეხვდეს შვილს და ჰქონდეს ურთიერთობა, იზრუნოს მასზე. საუბრისას განმარტა, რომ მისი სურვილით ფა----- დადიოდა ცეკვაზე და უნდა კვლავ აღადგინოს ბავშვმა ცეკვაზე სიარული. მამის განმარტებით, ბავშვს უნდა მასთან ურთიერთობა, მხოლოდ დედის სურვილის გათვალისწინებით ფა----- თავს არიდებს მამასთან ურთიერთობას.
ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ფა----------------ას განვითარებია შეესაბამება მის ასაკს. ბავშვს დედის მიმართ აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა, მამის მიმართ ვლინდება გაორებული დამოკიდებულება - ცრემლიანდება, განიცდის მამის მხრიდან შექმნილი ურთიერთობის დეფიციტს, მეორეს მხრივ კატეგორიულია, აღნიშნავს, რომ არ უნდა მამასთან ურთიერთობა. ბავშვის ქცევაზე და ემოციაზე დაკვირვებით ვლინდება, რომ უფროსებს შორის არსებული კონფლიქტური დამოკიდებულება, მშობლების დაშორება, მშობლიური ურთიერთობაში შექმნილი დეფიციტი, წარსულში ურთიერთობაში მამის მხრიდან შესაძლო უსიამოვნო გამოვლინებები, მოცემულ მომენტში დედის მხრიდან მამის მიმართ გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება, კატეგორიული პოზიცია, მატრავმირებელია და უარყოფით გავლენას ახდენს ფა-----ს მდგომარეობასა და განვითარებაზე, აფერხებს მშობლიურ ადამიანებთან კომუნიკაციის პროცესს.
მნიშვნელოვანია მშობლიური ურთიერთობის აღდგენა - წარსულში, ურთიერთობაში არსებული შესაძლო უსიამოვნო მოვლენები/შედეგები, პოზიტიური ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიცვალოს. ხელი შეეწყოს ემოციური კავშირების, მიჯაჭვულობის აღდგენა/განახლებას, აუცილებელია არასრულწლოვანს სწორედ მიეწოდოს ინფორმაცია მოცემულ მომენტში, მშობლის პოზიტიური განზრახვებისა და მცდელობების შესახებ შვილთან მიმართებაში, აღნიშნული ხელს შეუწყობს მშობლებთან კომუნიკაციას, პიროვნული განვითარებისა და იდენტიფიკაციის პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში უგულვებელყოფილი იქნება ბავშვის ძირითადი ემოციური საჭიროებები, რაც უარყოფითად აისახება მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე (იხ. ფსიქოლოგის დასკვნა ს.ფ. 191-193).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლიდან ელ--------------ი და სა-------------ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
3.1.2. ელ--------------სა და სა-------------ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2008 წლის 28 ივლისს დაბადებული ფა----------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15);
3.1.3. 2017 წლიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ელ--------------ი სა-------------ასთან დაშორების შემდეგ ცხოვრობს პირველ მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 130-131).
3.1.4. სა-------------ა მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში, ქ. მა-------–----------ს ქ. N15.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 130-131).
3.1.5. ელ--------------ი ცხოვრობს ქ. მა-------––---------------------ს ქ.N2-ში. ელ--------------ის საცხოვრებელი სახლი არის ერთსართულიანი, საცხოვრებლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არის უსაფრთხო გარემო. ელ--------------ი აშენებს სახლს, რომელიც თითქმის დასრულებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 130-131).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს სა-------------ას მიერ მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მამასთან ურთიერთობა ბავშვზე ცუდ ზეგავლენას ახდენს და თვითონ არასრულწლოვანს არ სურს მამის ნახვა. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების დადგენის მიზნით საქმეში ჩართული იქნა ფსიქოლოგი, ასევე სასამართლოს სხდომაზე გამოკითხული იქნა მცირეწლოვანი ფა----------------ა. შეკითხვაზე სურდა თუ არა მამის ნახვა, ბავშვმა უპასუხა, რომ არ უნდოდა ნახვა, თუმცა აღნიშნულის მიზეზი არ დაუსახელებია.
ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ფა----------------ას დედის მიმართ აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა, მამის მიმართ ვლინდება გაორებული დამოკიდებულება - ცრემლიანდება, განიცდის მამის მხრიდან შექმნილი ურთიერთობის დეფიციტს, მეორეს მხრივ კატეგორიულია, აღნიშნავს, რომ არ უნდა მამასთან ურთიერთობა. ბავშვის ქცევაზე და ემოციაზე დაკვირვებით ვლინდება, რომ უფროსებს შორის არსებული კონფლიქტური დამოკიდებულება, მშობლების დაშორება, მშობლიური ურთიერთობაში შექმნილი დეფიციტი, წარსულში ურთიერთობაში მამის მხრიდან შესაძლო უსიამოვნო გამოვლინებები, მოცემულ მომენტში დედის მხრიდან მამის მიმართ გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება, კატეგორიული პოზიცია, მატრავმირებელია და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე, აფერხებს მშობლიურ ადამიანებთან კომუნიკაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მშობლიური ურთიერთობის აღდგენა - წარსულში, ურთიერთობაში არსებული შესაძლო უსიამოვნო მოვლენები/შედეგები, პოზიტიური ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიცვალოს. ხელი შეეწყოს ემოციური კავშირების, მიჯაჭვულობის აღდგენა/განახლებას, აუცილებელია არასრულწლოვანს სწორედ მიეწოდოს ინფორმაცია მოცემულ მომენტში, მშობლის პოზიტიური განზრახვებისა და მცდელობების შესახებ შვილთან მიმართებაში, აღნიშნული ხელს შეუწყობს მშობლებთან კომუნიკაციას, პიროვნული განვითარებისა და იდენტიფიკაციის პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში უგულებელყოფილი იქნება ბავშვის ძირითადი ემოციური საჭიროებები, რაც უარყოფითად აისახება მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.
სასამართლოს სხდომაზე გამოკითხვის დროს ფსიქოლოგმა მაკა კობრავამ აღნიშნა, რომ მამასთან ურთიერთობის არქონა ბავშვისთვის ძალიან მტკივნეულია, თუ მას არ მიეცემა შესაძლებლობა მამასთან ჰქონდეს ახალი პოზიტიური ურთიერთობა, იგი დარჩება ამ ტრამვაში. ფსიქოლოგის მითითებით, თუ ორივე მშობლის მხრიდა იქნება სწორი მოქმედებები, შეიძლება მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მითითებით, ვერ დადგინდა, რომ მამასთან ურთიერთობა ბავშვზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. პირიქით, უნდა მოხდეს მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26.06.2018 წლის სხდომის ოქმი);
- ფსიქოლოგის დასკვნა (ს.ფ. 191-193);
- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 130-131);
- არასრულწლოვან ფა----------------ას ჩვენება (26.06.2018 წლის სხდომის ოქმი 16;14:13-16:26:43);
- ფსიქოლოგ მაკა კობრავას ჩვენება (26.06.2018 წლის სხდომის ოქმი 16:32:03-16:44:22);
- სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ჩვენება (26.06.2018 წლის სხდომის ოქმი 16:29:34).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ელ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-1199-ე, 1202-ე მუხლები, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის წესი. შესაბამისად, შვილებთან ურთიერთობა არა მარტო მშობლის უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, თუმცა მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები. ბავშვის ინტერესში კი იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ბავშვის უპირატესი ინტერესია, ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.
გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, დამკვიდრებულია ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან, როგორც დედასთან, ისე - მამასთან. მშობლებისა და შვილების ურთიერთობის აუცილებლობის საკანონმდებლო რეგულირება გამომდინარეობს თავად ამ ურთიერთობის ხასიათის თავისებურებიდან; კერძოდ, მშობელსა და შვილს შორის, მითუმეტეს არასრულწლოვან შვილსა და მშობელს შორის, განსაკუთრებული ბუნებრივი სიახლოვეა. ისინი ბუნებრივად ერთმანეთთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები არიან, რაც თავის მხრივ, გენეტიკური კავშირით არის განპირობებული.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ,,ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას’’.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს’’.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკის დასკვნის, ფსიქოლოგის დასკვნისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ აუცილებელია ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან, როგორც დედასთან, ასევე მამასთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ელ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. და ელ--------------ს შვილთან, 2008 წლის 28 ივლისს დაბადებულ ფა----------------ასთან ურთიერთობის წესი უნდა განესაზღვროს შემდეგნაირად: ელ--------------ს უნდა მიეცეს არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 28 ივლისს დაბადებულ ფა----------------ას ნახვის უფლება პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს 11:00 საათიდან - 15:00 საათამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე სახლში წაყვანის უფლებით. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ ელ--------------ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 28 ივლისს დაბადებულ ფა----------------ას ნახვის უფლება ყოველი კვირის პარასკევს 17:00 საათიდან - შაბათს 15:00 საათამდე, სახლში წაყვანისა და ღამე მასთან დარჩენის უფლებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ელ--------------ის სარჩელი ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა თავისი შინაარსით განეკუთვნება არაქონებრივი დავის კატეგორიას. შესაბამისად, მოპასუხე სა-------------ას, მოსარჩელე ელ--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ელ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ელ--------------ს შვილთან, 2008 წლის 28 ივლისს დაბადებულ ფა----------------ასთან ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგნაირად:
2.1. ელ--------------ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 28 ივლისს დაბადებულ ფა----------------ას ნახვის უფლება პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს 11:00 საათიდან - 15:00 საათამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათსა და კვირა დღეს 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე სახლში წაყვანის უფლებით. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ ელ--------------ს მიეცეს არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 28 ივლისს დაბადებულ ფა----------------ას ნახვის უფლება ყოველი კვირის პარასკევს 17:00 საათიდან - შაბათს 15:00 საათამდე, სახლში წაყვანისა და ღამე მასთან დარჩენის უფლებით.
3. მოპასუხე სა-------------ას მოსარჩელე ელ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე