განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/47-2019
(027060319001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 მაისი, 2019 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - რ--------------------–-–---–ი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------------–---–ი, დაბადებული 1993 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ--------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ნ------------–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 მარტს, ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნ------------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღის ვადით - ნ------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის მეუღლესთან ა----------–---–თან მიახლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რის მიუხედავად, 2019 წლის 6 მარტს იგი მივიდა ქარელის რაიონის სოფელ მოხისში ა----------–---–თან საცხოვრებელ სახლში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ნ------------–---–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი №007862, დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის აღიარება, ნივთიერი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ------------–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ------------–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ნ------------–---–ს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული სასჯელით შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
ნ------------–---–ს უნდა დაუბრუნდეს პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს N1 (აგარა) განყოფილებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით;
სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 6 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ ნ------------–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული ნივთები ნ------------–---–ს დაუბრუნდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი