განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
330100117002775435
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 17 აპრილი, 2019 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------–---------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- კ----------–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ყ-----–--------------------–---–----ში, მცხოვრები თ---–--–-------------–------------------------------------------ში;

 

ბრალდებული - გ------- ნ-----–--–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–------------–---–-------------ში;

 

ბრალდებული - ბ--- ც------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–---------------------------------–------–----------------------ში;

 

ბრალდებული - ნ-----–---- ბ-------ე - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ა---------–-----------–--–----------------------------------–------------------ში, მცხოვრები თ---–--–----------------------------------–----------------------------ში;

 

ბრალდებული - ი----- გ-------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–-----–----–----–-----------------–---------------------------ში, მცხოვრები ქ------–--–-------–----–--–------------------–------------------------------------–------------------ში.

 

ადვოკატები - ლ----–---–---ე, გ--–--------–--–---–ი, დ-----------ე, ნ-----–-----–---–-------ი, მ---------------–--ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (რასობრივი დისკრიმინაცია, ე.ი. ქმედება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლების პირდაპირ და არაპირდაპირ შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2016 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისში, მეტრო „რ---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა ორგანიზაცია „ქ--------–-----–ის“ დაახლოებით 150-მდე წევრი, რომელთა შორის იყვნენ ასევე აღნიშნული ორგანიზაციის ე.წ. „ლიდერები“. შეკრებილთაგან რამოდენიმე პიროვნებას შენიღბვის მიზნით სახეზე აფარებული ჰქონდათ შავი ფერის, ე.წ. „ბენდენები“, ხოლო ზოგიერთ მათგანს სახე სრულად ჰქონდათ დაფარული შავი ფერის ნიღბებით. აღნიშული ორგანიზაციის წევრებს ასევე თან ჰქონდათ ე.წ. „მაშხალები“. ისინი მითითებულ ადგილზე, გარკვეული დროის განმავლობაში სხვადასხვა აგრესიული და ძალადობრივი შინაარსის შეძახილებით ფეხით გაემართნენ „გ------- მოედნის“ მიმართულებით.

 

გ------- მოედანზე ყოფნისას, შეკრებილთა „ერთ-ერთმა ლიდერმა“, რომელსაც სახე სრულად ჰქონდა დაფარული შავი ფერის ნიღბით და კარგად იცოდა, რომ ქ. თბილისში, ა----–-----–ის გამზირზე მრავლად იყო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების კუთვნილი ობიექტები, მათ შორის ბარ-რესტორნები და კვების სხვა დაწესებულებები, რასობრივი დისკრიმინაციის, კერძოდ, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით, ადამიანების უფლების პირდაპირ და არაპირდაპირი შეზღუდვის მიზნით გ------- ჟ--–----–---–ს, ნ-----–---- ბ-------ეს, ც------ ც--------–--ლს, ი----- გ-------–---–ს, ბ--- ც------ეს, გ------- ა--------–--ეს, ზ---– კ-–--ს, გ------- ბ----–---–ს, ი-–--------ას, გ------- ნ-----–--–---–ს, გ------- კ----------–-–---–ს, ი-----–- მ--–--–---–სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს მოუწოდა შემდეგი სიტყვებით „წავიდეთ და ა----–------–ი დავანგრიოთ“, რასაც ხსენებული პირები ოვაციებით შეხვდნენ და შეძახილებით დაეთანხმნენ.

 

იმავე დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან 20:30 საათამდე შუალედში, ქ. თბილისი, ა----–-----–ის გამზირზე, ორგანიზაცია „ქ--------–-----–ის“ ე.წ. ლიდერები და წევრები: გ------- ჟ--–----–---–ი, ნ-----–---- ბ-------ე, ც------ ც--------–--ლი, ი----- გ-------–---–ი, ბ--- ც------ე, გ------- ა--------–--ე, ზ---– კ-–--, გ------- ბ----–---–ი, ი-–--------ა, გ------- ნ-----–--–---–ი, გ------- კ----------–-–---–ი, ი-----–- მ--–--–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები, რომლებიც მოქმედებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირ და არაპირდაპირი შეზღუდვის მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მომარჯვებული ხელკეტებით, სხვადასხვა საგნებითა და ე.წ. „მაშხალებით“ დაიწყეს ორგანიზებული, მასობრივი მსვლელობა მეტრო „მ--------–---–ის“ მიმართულებით, რა დროსაც თურქი, არაბი და სხვა ეროვნების მოქალაქეების მიმართ, ხმამაღალი შეურაცხმყოფელი, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების გამომხატველი სიტყვებით, ლანძღვა-გინებით, ძალადობის გამოყენებითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ კვვების ობიექტებსა და სხვა დაწესებულებებს, კერძოდ, ხელკეტებს, მომარჯვებულ სხვა საგნებს, ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ უცხო ეროვნების მოქალაქეთა კუთვნილი რესტორნების მინებს, აზიანებდნენ ქუჩაში მდებარე უცხოური წარწერის მქონე სარეკლამო ბანერებს. გარდა ამისა, მსვლელობის მონაწილეები მოქმედებდნენ რა შეთანხმებულად, უცხო ეროვნების მოქალაქეთა კუთვნილი რესტორნების შენობებში, სადაც მომსახურე პერსონალთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ კლიენტები, შეაგდეს ცეცხლმოდებული ე.წ. „მაშხალები“, რითაც საფრთხე შეუქმნეს მათ ჯანმრთელობას.

 

ამავდროულად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს გ------- ჟ--–----–---–ი, ნ-----–---- ბ-------ე, ც------ ც--------–--ლი, ი----- გ-------–---–ი, ბ--- ც------ე, გ------- ა--------–--ე, ზ---– კ-–--, გ------- ბ----–---–ი, ი-–--------ა, გ------- ნ-----–--–---–ი, გ------- კ----------–-–---–ი, ი-----–- მ--–--–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები გადაადგილდებოდნენ რა ა----–-----–ის გამზირზე, აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს იქ მყოფი მოქალაქეებისა და რესტორნების სტუმრების მიმართ და დააზიანეს მათი კუთვნილი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს აღნიშნულ პირებს დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, შეეწყვიტათ უკანონო ქმედებები, ისინი განაგრძობდნენ ძალადობის გამოყენებასა და ძალადობის მუქარას, უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინებას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. აღნიშნული ქმედებებით დაირღვა ა----–-----–ის გამზირზე მდებარე რესტორნებისა და დაწესებულებების მუშაობის ჩვეული რიტმი, ასევე, შეფერხდა სატრანსპორტო საშუალებების საავტომობილო გზაზე გადაადგილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, გ------- ჟ--–----–---–მა, ნ-----–---- ბ-------ესთან, ც------ ც--------–--ლთან, ი----- გ-------–---–თან, ბ--- ც------ესთან, გ------- ა--------–--ესთან, ზ---– კ-–--სთან, გ------- ბ----–---–თან, ი-–--------ასთან, გ------- ნ-----–--–---–თან, გ------- კ----------–-–---–თან, ი-----–- მ--–--–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად ჯანრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოახდინეს დ------–-----–ის გამზირზე მყოფი უცხო ეროვნების მოქალაქეების ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირება, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. ასევე წინასწარ შეთანხმებული მოქმედებით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნების გამოყენებით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატავს საზოგადოებისადმი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ გ------- კ----------–-–---–მა, გ------- ნ-----–--–---–მა, ბ--- ც------ემ, ნ-----–---- ბ-------ემ და ი----- გ-------–---–მა ჩაიდინეს ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მოწმე ს------ ბ--------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ქ---------–----–---------------, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას დაუკავშირდა ასეულის მეთაური - ბ----- ბ----–---–ი და შეატყობინა, რომ შემადგენლობასთან ერთად უნდა მისულიყო მეტრო ,,რ---------–ის“ მიმდებარედ, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდები და დაეცვა წესრიგი. შემთხვევის ადგილზე შეკრებილი იყო 30-40 ახალგაზრდა, რომელთა ნაწილს ეკეთა ნიღბები, პირბადეები, ჰქონდათ პლასტმასისტარიანი დროშები, ეცვათ სამხედრო ტანისამოსი. როგორც გაიგო, ახალგაზრდები იყვნენ ორგანიზაცია ,,ქ--------–------–ის“ წევრები. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მსვლელობა ,,რ---------–ის“ მეტროდან გაემართებოდა და დასრულდებოდა გ------- მოედანზე. ახალგაზრდები დაიძრნენ გ------- მოედნისკენ, სადაც აანთეს მაშხალები, გამოვიდნენ სიტყვით და გადაწყდა, რომ უნდა წასულიყვნენ ა----–-----–ის გამზირზე. გზად შეჩერდნენ თ----------ის ხიდზე, სადაც სკანდირებდნენ, რომ მტრებისთვის უნდა ეჩვენებინათ, როგორ მოქცეულიყვნენ. ა----–-----–ის გამზირის შუა ნაწილში, რესტორნებთან მიახლოვებისას, ერთი ჯგუფი გამოეყო მსვლელობას, მიცვივდნენ და დაარბიეს ბანერები, ამტვრევდნენ შუშებს, რესტორნებში ისროდნენ მაშხალებს და იწვევდნენ ხალხს, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. მან დაინახა, როგორ მიიღო რესტორანში მყოფმა მოქალაქემ დაზიანება, მას შემდეგ, რაც იქ მაშხალა შეაგდეს, თუმცა ვინ შეაგდო მაშხალა რესტორანში, არ დაუნახავს. მსვლელობა იყო უკვე აგრესიული, ადგილი ჰქონდა შეძახილებს ,,სიკვდილი მტერს“, გინებას უცხოელების, ძირითადად რუსების და ირანელების მიმართ. მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. პოლიცია ცდილობდა შუაში ჩადგომით თავიდან აერიდებინათ მოქალაქეებსა და მსვლელობის მონაწილეებს შორის შეტაკება. ორივე მხრიდან გადაიკეტა ა----–-----–ის გამზირი და გამოიძახეს დახმარება. შემთხვევის ადგილზე იყო ცოტა პოლიციელი (სულ დაახლოებით 7-8 კაცი), რის გამოც ვერ მოხერხდა სამართალდამრღვევთა დაკავება. როდესაც მსვლელობა მიუახლოვდა მ--------–---–ის მოედანს, მან, პატრულის თანამშრომლებს მიუთითა ორ პირზე, ვინც მანამდე გამოირჩეოდა აგრესიულობით, ანგრევდა ბანერებს, შეურაცხყოფას აყენებდა უცხოელებს, რომლებიც იქვე დააკავეს, თუმცა მათი გარეგნობა არ ახსოვს. პირადად მას არავინ დაუკავებია. ყველა პირის დაკავება, ვინც აგრესიულობით გამოირჩეოდა, ვერ მოხერხდა, რადგან მათი ნაწილი გაიქცა.

 

3.2. მოწმე ზ---- რ------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ჩ-------------------------------------–-- ოცმეთაურად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დღის მეორე ნახევარში, მიიღო ინფორმაცია, რომ რ---------–ის გამზირზე შეკრებილი იყო ორგანიზაცია ,,ქ--------–-----–ა“ და აპირებდნენ მშვიდობიან მსვლელობას გ------- მოედნისკენ. როდესაც აქციის მონაწილენი გასცდნენ გ------- მოედანს, მან მიიღო შეტყობინება, რომ მსვლელობა გაგრძლდა ა----–-----–ის გამზირისკენ. იგი იმყოფებოდა თ----------ის ხიდთან, სადაც ახალგაზრდები შეჩერდნენ და დროშებითა და მაშხალებით სკანდირებდნენ - ,,საქართველოს გაუმარჯოს“, რის შემდეგ განაგრძეს სვლა ა----–-----–ის გამზირისკენ. აქციის მონაწილეებს ეკეთათ პირბადეები და სახე ჰქონდათ დამალული. მსვლელობამ მალევე შეიძინა აგრესიული სახე, ადგილი ჰქონდა უცხოელების მიმართ გინებას და შეურაცხყოფას. მან დაინახა, როგორ გამოცვივდა ხალხი რესტორან ,,ს-------დან“, რადგან აქციის მონაწილემ შეაგდო იქ მაშხალა. მან ეჭვი მიიტანა ერთ პირზე, ვისაც მანამდე ხელში ეკავა მაშხალა, ეკეთა ნიღაბი, ეცვა კომუფლირებული ტანისამოსი და იდგა რესტორნის მახლობლად. პოლიციელები იყვნენ გაცილებით მცირე რაოდენობით, ვიდრე აქციის მონაწილენი, რის გამოც მათ დაკავებას შესაძლოა უფრო სავალალო შედეგი მოეტანა. გამოიძახეს დამხმარე ძალა. აქციის მონაწილეები ,,მ--------–---–ის“ მეტრომდე გზადაგზა არბევდნენ ბანერებს და სკანდირებდნენ. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები იყვნენ შეშინებული და ცდილობდნენ თავი აერიდებინათ აგრესიული ახალგაზრდებისთვის, გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მომხდარის გამო. ,,მ--------–---–ის“ მეტროს მიმდებარედ მოხდა აქციის მონაწილეთა ნაწილის დაკავება, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მან დაინახა მისი ასმეთაური - ბ----- ბ----–---–ი, რომელიც თავზე იკიდებდა ხელს, რადგან დროშის ტარი ჩაარტყეს. მსვლელობის შემდეგ, ა----–-----–ის გამზირზე დაზიანებული იყო ბანერები, სარეკლამო განათებები, იყო ჩამტვრეული მინები. მას არავისზე მიუთითებია დასაკავებლად და არც თვითონ დაუკავებია ვინმე.

 

3.3. მოწმე კ---- ხ----------მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეაპარტამენტში, პ------–------------–----–-- პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოცმეთაურის დავალებით გამოცხადდა მეტრო ,,რ---------–თან“, სადაც შეკრებილი იყვნენ ახალგაზრდები, დაახლოებით 120 კაცამდე, რომლებიც ჯერ გაემართნენ გ------- მოედნისკენ, სადანაც შეჩერდნენ 15-20 წუთი და დაიძრნენ ა----–-----–ის გამზირისკენ. მსვლელობის მონაწილენი შეჩერდნენ თ----------ის ხიდზე, დროშებით ხელში გადაიღეს სურათები, აანთეს მაშხალები და განაგრძეს გზა ა----–-----–ის გამზირისკენ. გამზირის შუა ნაწილში დაიწყეს ლანძღვა-გინება, გახდნენ აგრესიულები, ჯგუფურად სკანდირებდნენ და აგინებდნენ უცხოელებს, აზიანებდნენ ბანერებს. მან დაინახა, როგორ შეაგდო აქციის მონაწილემ რესტორანში მაშხალა, თუმცა კონკრეტულად ვინ იყო, არ დაუნახავს. უცხოელები ერიდებოდნენ აქციის მონაწილეებს, გადადიოდნენ გზის სხვა მხარეს. მეტრო ,,მ--------–---–თან“ მან დააკავა გ------- კ----------–-–---–ი, რომელიც სკანდირებდა უწმაწური სიტყვებით.

 

3.4. მოწმე კ---- კ------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---------------------–------------------------------–--------------------–----------------–--- პ------–------------–----–-- ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოცეულის მეთაურის -ს------- ბ--------–--ის მითითებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მივიდა მეტრო ,,რ---------–თან“, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდები. როგორც მოგვიანებით გაირკვა იყვნენ ორგანიზაცია ,,ქ--------–-----–ის“ წარმომადგენლები და გეგმავდნენ მშვიდობიან მსვლელობას. ახალგაზრდები, დაახლოებით 100-150 კაცი, დაიძრა გ------- მოედნისკენ. გზადაგზა ისმოდა მათი შეძახილები - ,,საქართველო ჩვენია“, ,,აფხაზეთი ჩვენია“ და ა.შ. გ------- მოედანზე შეკრების შემდეგ, დაიწყეს მსვლელობა ა----–-----–ის გამზირის მიმართულებით. გზად შეჩერდნენ თ----------ის ხიდზე, აანთეს მაშხალები, იღებდნენ სურათებს. ამასობაში, ოცეულის მეთაურისგან მან მიიღო მითითება, რომ მსვლელობა მიემართებოდა მ--------–---–ის მოედნისკენ, სადაც უნდა მისულიყო. იგი ავტომანქანით იდგა მ--------–---–ის მოედანზე, რა დროსაც დაახლოებით 20:30 საათისთვის, ოცეულის მეთაურმა რაციაში გადასცათ, რომ ა----–-----–ის გამზირზე აუცილებელი იყო დახმარება. იგი, ხედავდა, როგორ იგინებოდნენ აქციის მონაწილეები უცხოელების, ძირითადად რუსების და თურქების მისამართით, ხელში ეკავათ პლასტმასისტარიანი დროშები, დასარტყამი ინსტრუმენტები, ესმოდა მტვრევის ხმა. აქციის ლიდერების, რომლებიც წინ მიუძღვოდნენ ახალგაზრდებს, ეცვათ სპეციალური ტანისამოსი, ხმის გამაძლიერებლებით იძახდნენ უცხოელების შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რასაც იმეორებდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც. მ--------–---–ის მოედანზე მოძრაობა იყო პარალიზებული, რადგან მსვლელობის მონაწილეები გადასული იყვნენ გზის სავალ ნაწილზე. ჩვეულებრივი მოქალაქეები ცდილობდნენ გარიდებოდნენ აქციის მონაწილეებს და გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მომხდარის გამო. მსვლელობის შემდეგ მან ნახა დაზიანებული თურქული რესტორნების ბანერები. ათეულის მეთაურმა გ------- ბ---------ემ მიუთითა გ------- ა--------–--ეზე, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, პოლიციელებს უქნევდა დროშის ტარს და იგინებოდა, რომელიც მან დააკავა.

 

3.5. მოწმე ლ-–- ხ------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ხელმძღვანელობისგან მისთვის ცნობილი იყო, რომ დაგეგმილი იყო ორგანიზაცია ,,ქ--------–------–ის“ მშვიდობიანი აქცია და მსვლელობას უნდა ჩაევლო მის სამოქმედო ტერიტორიაზე - ჩ-----------ის რაიონში. იგი ავტომანქანით მობილიზებული იყო ა----–-----–ისა და თ----------ის გამზირის კვეთაზე. გ------- მოედნიდან მომავალი მსვლელობა გაგრძელდა ა----–-----–ის გამზირზე, რომელსაც იგი ფეხით გაყვა, რათა არ მომხდარიყო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა. მსვლელობაში მონაწილეობდა დაახლოებით 50-70 ახალგაზრდა, რომლებიც სკანდირებდნენ უცხოელების, ძირითადად რუსების და თურქების მისამართით უწმაწურ შეძახილებს. ა----–-----–ის გამზირის შუა ნაწილიდან მსვლელობა გახდა აგრესიული. აქციის მონაწილეებმა რესტორანში შეაგდეს მაშხალა, ხმაურობდნენ, ბანერებს ურტყამდნენ ფეხებს და დროშის ტარებს. მოქალაქეები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, რესტორნებში შეჩერდა სამუშაო პროცესი, შეფერხდა მანქანების მოძრაობა, რადგან აქციის მონაწილეები გადადიოდნენ გზის სავალ ნაწილზე. სამართალდამრღვევთა დაკავება ა----–-------–ის გამზირზე არ მოხდარა, რადგან პოლიცია რაოდენობით ბევრად ჩამოუვარდებოდა აქციის მონაწილეებს. როდესაც მსვლელობა მიუახლოვდა მ--------–---–ის მოედანს, მოხდა აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება. მან დააკავა ც------ ც--------–--ლი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მას არ დაუნახავს კონკრეტულად ვინ შეაგდო მაშხალა რესტორანში, ვინ ჩალეწა მინები, ვინ დააზიანა ბანერები.

 

3.6. მოწმე თ-------- ჯ------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს თბილისის საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ხელმძღვანელობის დავალებით იმყოფებოდა მეტრო ,,რ---------–თნ“, სადაც დაგეგმილი იყო შეკრება სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც აღჭურილი იყვნენ ხმის გამაძლიერებლებით, სამხედრო მოწყობით სკანდირებდნენ პატრიოტულ შეძახილებს. გაემართნენ გ------- მოედნისკენ, სადაც შეჩერდნენ მემორიალთან, აფრიალებდნენ დროშებს, აანთეს მაშხალები და წაიკითხეს ლექსები. მოგვიანებით დაიძრნენ თ----------ის გამზირის გავლით ა----–-----–ის გამზირისკენ. გზად განაგრძობდნენ სკანდირებას. თ----------ის ხიდზე აანთეს მაშხალები, გადაიღეს ფოტოები და გადაინაცვლეს ა----–-----–ის გამზირზე. გამზირის შუა ნაწილში, გახდნენ აგრესიულები, ხმამაღლა ილანძღებოდნენ და აგინებდნენ უცხოელებს, ძირითადად თურქებს და რუსებს, ანგრევდნენ რესტორნის ბანერებს, მაშხალებს ისროდნენ ბარებსა და რესტორნებში, რის გამოც მომსახურე პერსონალი და სტუმრები იყვნენ შეშინებული, შეფერხდა სამუშაო პროცესი. მოქალაქეები იყვნენ აღშფოთებულები. აქციის მონაწილენი იყვნენ გაცილებით მეტნი, ვიდრე სამართალდამცავები, რის გამოც მათი დაკავება მოხდა არა შემთხვევის ადგილზე, არამედ მეტრო ,,მ--------–---–ის“ მიმდებარედ, სადაც მობილიზებული იყო დამხმარე ძალა. მან პირადად დააკავა გ------- ბ----–---–ი, რომელიც იყო იმ აგრესული ახალგაზრდების ჯგუფის წევრი, რომლებიც სკანდირებდნენ სამხედრო წესით.

 

3.7. მოწმე ბ----- ბ----–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა საპატრულო პოლიციის ვ---------------–---------------–------------------–-- მეთაურად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქალაქში მანქანით პატრულირების დროს შენიშნა, რომ ,,რ---------–ის“ მეტროსთან იკრიბებოდნენ ახალგაზრდები. გაიგო, რომ იყვნენ ორგანიზაცია ,,ქ--------–-----–ის“ წევრები და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აპირებდნენ გ------- მემორიალთან აქციის გამართვას. აქციის მონაწილენი გაემართნენ გ------- მოედნის მიმართულებით, სადაც შეჩერდნენ, მაშხალები აანთეს და დაშლის ნაცვლად გზა განაგრძეს თ----------ის ხიდისკენ. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილს ეკეთა ნიღბები. როდესაც ა----–-----–ის გამზირზე ისინი მიუახლოვდნენ უცხოურ ბარ-რესტორნებს, გახდნენ აგრესიულები, აგინებდნენ უცხოელებს, ფეხებს ურტყამდნენ და აზიანებდნენ ბანერებს, აანთეს მაშხალები და ერთ-ერთ რესტორანში შეაგდეს. სამართალდამრღვევთა დაკავებას ვერ ახერხებდნენ, რადგან პოლიციელები იყვნენ ცოტანი, რის გამოც გამოიძახა დამატებითი ძალები. ,,მ--------–---–ის“ მეტროსთან, აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს. არეულობის დროს, მას თავში რაღაც ჩაარტყეს და გარკვეული დროით გონება ჰქონდა დაბინდული, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ მიაყენა დაზიანება. მისი მითითებით დააკავეს აქციის ორი-სამი მონაწილე, რომლებიც იყვნენ გამორჩეულად აგრესიულები, თუმცა არ ახსოვს კონკრეტულად ვის მიუთითა და ვისზე.

 

3.8. მოწმე გ------- ბ---------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათეულის მეთაურად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა დ------ის რაიონში, ვ-----–ის მოედნის მიმდებარედ. საღამოს, რაციაში გადმოსცეს, რომ ახალგაზრდები იკრიბებოდნენ მეტრო ,,რ---------–თან“, სადაც გამოცხადდა, რათა უზრუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. აქციის მონაწილეები, რომლებსაც ჰქონდათ ხმის გამაძლიერებლები და დასარტყამი ინსტრუმენტები, გაემართნენ გ------- მოედნისკენ. გზაში სკანდირებდნენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო. გ------- მოედანზე 20 წუთით შეჩერდნენ და თ----------ის გამზირის გავლით გაემართნენ ა----–-----–ის გამზირისკენ. თ----------ის ხიდზე აანთეს მაშხალები და განაგრძეს გზა. ა----–-----–ის გამზირის შუა ნაწილში, მსვლელობის მონაწილენი გახდნენ აგრესიულები, აგინებდნენ უცხოელებს, ძირითადად რუსებს და თურქებს, ურტყამდნენ ფეხებს და ამტვრევდნენ ბანერებს, ანთებული მაშხალა შეაგდეს ერთ-ერთ რესტორანში. ხალხი იყო შეშინებული და დათრგუნული, ბარების და რესტორნების მეპატრონეები იყვნენ გაბრაზებულები. გამოძახებული იქნა დამატებითი ძალები, რადგან თანაფარდობა პოლიციასა და სამართალდამრღვევთა შორის იყო აშკარა უთანასწორო. მეტრო ,,მ--------–---–თან“ მოხდა ჯგუფის ყველაზე აგრესიული წევრების დაკავება. მას პირადად არავინ დაუკავებია, თუმცა მისი მითითებით დააკავეს ერთი პირი, რომელიც აზიანებდა ბანერებს და მოგვიანებით გაიგო, რომ იყო გვარად ა--------–--ე.

 

3.9. მოწმე ლ---- მ---მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–---------------------------–--- პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს განკარგულება, რომ უნდა წასულიყვნენ აქციაზე, რომელიც უნდა გამართულიყო რ--------–ის მეტროსთან. იგი გ------- მოედნიდან ავტომანქანით მიყვებოდა მსვლელობას. სანამ აქციის მონაწილენი შეუხვევდნენ ა----–------–ზე, მიიღო განკარგულება, რომ უნდა მისულიყო მეტრო ,,მ--------–---–თან“. მან მანქანით გაუსწრო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ფეხით მოძრაობდნენ და მივიდა მეტრო ,,მ--------–---–ის“ მიმდებარედ. იგი მანქანით მიუხლოვდა აქციას, რომლის მონაწილეები უკვე იყვნენ ძალიან აგრესიულები, იგინებოდნენ ძირითადად უცხოელების მისამართით, დროშის ტარებს უქნევდნენ პოლიციელებს და დაწყებული იყო მათი დაკავების პროცესი. მან პირადად დააკავა ზ---– კ-–--, რომელზეც მიუთითა უშუალო ხელმძღვანელმა ს------ ბ--------–---–მა და იყო აგრესიულ ჯგუფში. მოქალაქეები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას აქციის მონაწილეთა ქმედებების გამო.

 

3.10. მოწმე გ------- ხ--–-–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–------------------------------------------–--- პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ მ--------–---–ის მოედანზე საჭირო იყო დახმარება. იგი იყო მ--------–---–ისა და უ-----ის ქუჩების კვეთაზე, მოხვდა საცობში, რის გამოც გადაწყვიტა ფეხით მისულიყო შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც იყვნენ აგრესიულები, იგინებოდნენ, ისროდნენ მაშხალებს, უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ უცხოელებს. მისი უშუალო ხელმძღვანელის - ბ----- ბ----–---–ის მითითებით დააკავა ნ-----–---- ბ-------ე, რომელიც მისი განმარტებით, არღვევდა კანონს, ხმის გამაძლიერებლით აგინებდა უცხოელებს, ძირითადად თურქ და რუს მოქალაქეებს. ნ-----–---- ბ-------ეს დაკავებისას დაუვარდა ხმის გამაძლიერებელი, რომელიც ეკავა ხელში. ბ----- ბ----–---–მა შესაძლოა უთხრა კონკრეტულად რაში გამოიხატა ნ-----–---- ბ-------ის მიერ კანონის დარღვევა, მაგრამ მას არ ახსოვს. ასევე არ ახსოვს ჩაუტარა თუ არა დაკავებულს პირადი ჩხრეკა, რა ეცვა ან ეკეთა თუ არა ნიღაბი ამ უკანასკნელს.

 

3.11. მოწმე ი-----–- ა------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------------------–---–- უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თანამშრომლებთან ერთად იყო ა----–-----–ის გამზირზე, პოლიციის განყოფილებაში, სადაც შენიშნა ათეულობით ადამიანი, რომლებიც თ----------ის გამზირიდან მოძრაობდნენ ,,მ--------–---–ის“ მეტროს მიმართულებით. აქციის მონაწილეებს ეცვათ სამხედრო ტანისამოსი, ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ, ძირითადად უცხოელების მისამართით, აზიანებდნენ ბანერებს, ისროდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. გზა იყო გადაკეტილი. ხმის გამაძლიერებლით ადგილი ჰქონდა მსვლელობის მონაწილეთაგან მოწოდებას, რომელსაც ყვებოდნენ დანარჩენები. მოქალაქეები ცდილობდნენ გაცლოდნენ ამ აგრესიულ ჯგუფს, მიდიოდნენ პოლიციელებთან, ეკითხებოდნენ, რა ხდებოდა, იყვნენ შეწუხებულები. რადგან მათ დაინახეს, რომ ბრბო იყო აგრესიული, გაყვნენ და ,,მ--------–---–ის“ მეტროსთან დაინახეს, რომ პატრულის თანამშრომლები აკავებდნენ მათ. მას პირადად არავინ დაუკავებია.

 

3.12. მოწმე კ--- მ------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს იგი მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–------------–----------------------–--–-----------------------------–-----------–----–-- პატრულ-ინსპექტორად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, პატრულირებდა მ--------–---–ისა და უ-----ის ქუჩების კვეთაზე, რა დროსაც რაციით შეიტყო, რომ ,,მ--------–---–ის“ მოედანზე საპატრულო პოლიციას ესაჭიროებოდა დახმარება. იყო საცობი, რის გამოც მისი მეწვყვილე გ------- ხ--–-–---–ი ჩამოქვეითდა, ის კი მანქანით მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს, სადაც დახვდათ ახალგაზრდების ჯგუფი, უმეტესობა ე.წ. ,,ბენდენებით“, მაშხალებით, ხმის გამაძლიერებლებით, რომლებიც იყვნენ აგრესიულები, ძირითადად უცხოელების მიმართ, ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ. მისმა უშუალო ხელმძღვანელმა - ბ----- ბ----–---–მა მიუთითათ პირზე, რომ იგი იყო აგრესიული, ხელში ეკავა ხმის გამაძლიერებელი და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა, რომელიც მისმა მეწყვილემ - გ------- ხ--–-–---–მა დააკავა. მან არც დაკავებულის ვინაობა იცის, არც სახეზე ახსოვს და არც ის, რა ეცვა ამ უკანასკნელს. მან აიღო ხმის გამაძლიერებელი, რომელიც დაკავებულს დაუვარდა და მოგვიანებით მისგან ამოიღეს გამომძიებლებმა. მან ნახა ა----–-----–ის გამზირზე დაზიანებული ბანერები, როლებიც გაიგო, რომ ამ აგრესიული ჯგუფის მერ იყო დაზიანებული.

 

3.13. მოწმე ნ--–- დ------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, საღამოს, დედასთან ერთად სეირნობდა თ----------ის გამზირიდან ა----–-----–ის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც ,,რკინიგზელთა სახლის“ მიმდებარედ დაინახა ჩხუბი და დარეკა 1---ში, თუმცა პატრული ადგილზე არ მისულა. ჩხუბის შემდეგ, დაინახა, რომ დაზარალებული ჰყავდათ შეჩერებული პოლიციელებს, რომლებსაც აუხსნა, რომ ეს პირი არ იყო დამნაშავე. აქცია მას არ უნახავს.

 

3.14. მოწმე მ------- მ--------მა განმარტა, რომ იგი იყო თბილისში, ა----–-----–ის გამზირი N----ში მდებარე ,-----------ის მფლობელი. 2016 წლის 27 სექტემბერს იყო მსვლელობა ა----–-----–ის გამზირზე, რომლის მონაწილეები (დაახლოებით 100 კაცამდე), იყვნენ აგრესიულები უცხოელების, ძირითადად არაბების და თურქების მისამართით, მოძრაობა იყო შეფერხებული. აქციის ერთმა მონაწილემ ჩატეხა მის კაფეში შუშა, რამაც შეაშინა სტუმრები. იგი დაედევნა ამ პირს და მოუვიდათ ფიზიკური შეხლა-შემოხლა. მალევე მივიდა პოლიცია და ეს პირი დააკავეს. ამ პირის ამოცნობა არ შეუძლია.

 

3.15. მოწმე ა---------– ბ---------მა განმარტა, რომ იგი იყო ა----–-----–ის გამზირი N----ში მდებარე რესტორან ,,ს------ის“ მფლობელი. შემთხვევიდან მეორე დღეს გაიგო, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, იყო მსვლელობა, რა დროსაც მის რესტორანში ისროლეს მაშხალა, რამაც შეაფერხა სამუშაო პროცესი, 2-3 სტუმარი იძულებული გახდა წასულიყო.

 

3.16. მოწმე ე-–--- ბ----–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა ა----–-----–ის N----ში მდებარე მაღაზია ,,ჩ----–-------------ში“. 2016 წლის 27 სექტემბერს, იყო სამსახურში, ემსახურებოდა კლიენტებს, რა დროსაც მაღაზიიდან დაინახა ახალგაზრდები, რომლებსაც სახეზე ჰქონდათ აფარებული და უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ უცხოელებს. მაღაზიაში მყოფი კლიენტები თავს იკავებდნენ ქუჩაში გასვლისგან, რადგან ეშინოდათ. თავადაც იყო შეშინებული. მსვლელობის შედეგად მათი მაღაზია არ დაზიანებულა.

 

3.17. მოწმე მ--- ა------ამ განმარტა, რომ იგი მუშაობდა ა----–-----–ის N----ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში. 2016 წლის 27 სექტემბერს, იყო მაღაზიაში, ემსახურებოდა კლიენტს, იყო ხმაური, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. როდესაც ხალხის მასამ ჩამოიარა გამზირზე, დაინახა, რომ უცნობმა მაღაზიას ჩამოგლიჯა აბრა ინგლისურენოვანი წარწერით (open/close), რომელიც თან წაიღო და გარედან მიუკეტათ კარი. იმავე უცნობმა ხელი კრა უცხოელს, რომელიც იდგა მაღაზიის კიბეზე და ბარბაცით შეაგდო მაღაზიაში. უცხოელმა მას ჰკითხა, რა უნდოდათ მისგან, რაზეც მან ინგლისურად უპასუხა, რომ არ იცოდა. ქუჩაში რომ გავიდა ნახა, რომ იყო მსვლელობა, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. მას შეეშინდა, მაღაზიაში არავინ შესულიყო და მაღაზიის კარი გასაღებით ჩაკეტა. როგორც მოგვიანებით გაიგო, ერთ-ერთ რესტორანში მაშხალა შეაგდეს და ხალხი იყო შეშინებული.

 

3.18. მოწმე მ-----– ბ------–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა ა----–-----–ის გამზირზე მდებარე კაფე-ბარ ,,ა-------–--ში“. 2016 წლის 27 სექტემბერს, იყო საწყობში, რა დროსაც შემოესმა ხმაური. დარბაზში გამოსულმა დაინახა ქუჩაში ადამიანების ჯგუფი (10-20 კაცი), რომლებიც იგინებოდნენ უცხოელების მიმართ, ეცვათ შავები, რომელთაგან ერთმა მაშხალა შეაგდო მის კაფეში. მან აიღო მაშხალა, რომელიც ბოლავდა და გადააგდო. კლიენტები, რომლებიც ინციდენტის დროს კაფეში ისხდნენ, შეშინდნენ და ისე წავიდნენ, რომ ფული არ გადაუხდიათ. იმ საღამოს კაფეში მუშაობა აღარ გაუგრძელებიათ.

 

3.19. მოწმე ვ-------------------–---------მა განმარტა, რომ მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო ,,ვ-------------------–“, რომლის ოფისი მდებარეობდა ა----–-----–ის გამზირი N----ში. 2016 წლის 27 სექტემბერს რა მოხდა, მისთვის უცნობია, თუმცა მოგვიანებით ნახა მისი სააგენტოს სარეკლამო აბრა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ინგლისურ ან არაბულ ენაზე, იყო დაზიანებული და პოლიციამ ამოიღო, როგორც მტკიცებულება. ახალი აბრის დამზადება დაუჯდა 200 ლარი.

 

3.20. მოწმე დ-------- ბ------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მეტრო რ---------–თან დაინახა შეკრებილი ახალგაზრდები. ინტერნეტით იცოდა, რომ დაგეგმილი იყო აქცა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. 50-70-მდე ადამიანი შეიკრიბა, იყო პატრიოტული შეძახილები, დაეწყვნენ მწყობრად და გაემართნენ გ------- მოედნისკენ, სადაც მემორიალთან გამოვიდნენ სიტყვებით, ლექსებით, მოიხსენიეს გმირები და გაემართნენ ა----–-----–ის გამზირისკენ თ----------ის ხიდით. მან დაურეკა მეგობარს ა-------------ეს და დაპატიჟა აქციაზე. თ----------ის გამზირზე უკვე მეგობართან ერთად განაგრძო სვლა. ხიდზე ახალგაზრდები შეჩერდნენ, ამოიღეს ჩირაღდნები, მღეროდნენ, ჰქონდათ ეროვნული დროშები. ა----–-----–ის გამზირზე მსვლელობის მონაწილენი განაგრძობდნენ სიმღერას. მას არანაირი ინციდენტი არ უნახავს. არც ის დაუნახავს, ვინმეს მაშხალა შეეგდოს რესტორანში. მან ბუნდოვნად გაიგო გინება რუსების მისამართით, თურქების მიმართ არ გაუგია. იგი მეტრო ,,მ--------–---–ამდე“ მიყვა მსვლელობას, სადაც დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება. მას ხმის გამაძლიერებელში ყვირილი, გინება არ გაუგია. ი----- გ-------–---–ი აქციის მსვლელობისას არ შეუნიშნავს, პირველად დაინახა მ--------–---–ზე, რომელიც საპირისპირო მხრიდან გადავიდა აქციის მხარეს, სადღაც მიდიოდა, ეცვა სამოქალაქო ტანისამოსი. ი----- გ-------–---–ი გამოესარჩლა პატარა ბიჭს, რომელსაც ხელში ეკავა ბარაბანი და უკრავდა, არაფერს აშავებდა.

 

3.21. მოწმე ე-–----- დ----------მა განმარტა, რომ იგი არის ა----–-----–ის გამზირზე N----ში მდებარე მაღაზია ,,ვ--------------ის“ მფლობელი. 2016 წლის 27 სექტემბერს მაღაზიაში არ ყოფილა და მომხდარის შესახებ შეიტყო საინფორმაციო გამოშვებიდან. მან მეორე დღეს შიდა ვიდეოკამერის ჩანაწერში ნახა, როგორ შევიდა ნიღბიანი უცნობი, რომელმაც მაღაზიის ორენოვანი ტრაფარეტი დააგდო ძირს და დაამტვრია.

 

3.22. მოწმე ა-------------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს საღამოს დაურეკა მეგობარმა დ-------- ბ-------ემ, რომელმაც შესთავაზა აქციაზე მისვლა, რომელსაც მართავდნენ ახალგაზრდები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. მივიდა გ------- მოედანზე, სადაც იყო 100-150 ადამიანი. გამოელაპარაკა ახალგაზრდებს, რადგან ერთი-ორ მათგანს ჰქონდა ნიღბები და აუხსნეს, რომ ეშინოდა არ ეცნოთ, ჰქონდათ დროშები, ხმის გამაძლიერებელი. შეხვდა მეგობარს და ერთად გაყვნენ მსვლელობას, რომელიც მიემართებოდა ა----–-----–ის გამზირისკენ. ახალგაზრდები ორ მწკრივად დაეწყვნენ და გაემართნენ ა----–-----–ისკენ. თ----------ის ხიდზე აანთეს მაშხალები და განაგრძეს გზა. ა----–-----–ის გამზირის დასაწყისში, ხმის გამაძლიერებლით გაისმა შეურაცხმყოფელი შეძახილი, თუმცა მათი მოწოდების შემდეგ, აღარ გაუმეორებიათ. მ--------–---–ის მეტროსთან დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება, თუმცა ამ დროს წესრიგს არავინ არღვევდა. მ--------–---–ის მეტროსთან ხმის გამაძლიერებელში შეურაცხმყოფელ შეძახილებს ადგილი არ ჰქონია. დაკავებების შემდეგ იგი უკან გაუყვა ა----–-----–ის გამზირს და დამტვრეული არაფერი შეხვედრია.

 

3.23. მოწმე ფ------ მ------–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა ა----–-----–ის გამზირზე მდებარე რესტორან ,,ნ----ში“ მოლარედ. 2016 წლის 27 სექტემბერს მოესმა ხმაური, რომელიც უახლოვდებოდათ, თუმცა გარეთ გასვლა ვერ მოახერხა, ვინაიდან რესტორანში იყო ხალხი. ამ დროს რესტორანში შეაგდეს მაშხალა, რომელიც ბოლავდა და დავარდა საკვების მხარეს, რის გამოც ვეღარ შეძლეს საკვების რეალიზაცია. მას შეეშინდა და გაიქცა სხვა ოთახში. ასევე შეშინებული იყო რესტორანში მყოფი ხალხი, რომელთა ნახევარზე მეტი გარეთ გავარდა.იგი იდგა ზურგით და არ დაუნახავს ვინ შეაგდო რესტორანში მაშხალა.

 

3.24. მოწმე მ------ შ-----–--ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს ა----–-----–ის გამზირზე მდებარე რესტორან ,,მ---------–---ის“ წინ მდებარე მაღაზია ,,კ---–---ში“. 2016 წლის 27 სექტემბერს იყო სამსახურში, რა დროსაც დაინახა ჯგუფური მსვლელობა, თუმცა მაღაზიაში ჩართული იყო მუსიკა და დეტალები არ ახსოვს.

 

3.25. მოწმე დ----- ც------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს დაანონსებული იყო აქცია სოხმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. მსვლელობა უნდა დაწყებულიყო რ---------–ის მეტროსთან და უნდა დასრულებულიყო გ------- მოედანზე. 4-5 საათზე მივიდა რ---------–ის მეტროსთან, საიდანაც მივიდნენ გ------- მოედანზე და გაემართნენ ა----–------–ის გამზირისკენ. თ----------ის ხიდზე აქციის მონაწილეებმა აანთეს მაშხალები და განაგრძეს გზა. ა----–-----–ის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებს გამოეყო 10-12 ადამიანი, რომლებმაც დაიწყეს უმისამართო გინება და დააზიანეს ბანერები. აქციაზე მისი ნაცნობი არავინ უნახავს. მან გაიგო მსხვრევის ხმა, იდგა გ------- ჟ--–----–---–ისკენ ზურგით და რომ მიიხედა, გ------- ჟ--–----–---–მა დაიყვირა გაიქეციო. ისიც გაიქცა, თუმცა მალე შენიშნა, რომ კაფედან გამოსული ყველა ადამიანი მას მისდევდა და მას ადებდა ხელს. მოგვიანებით, გ------- ჟ--–----–---–მა აღიარა, რომ თავად ჩაამტვრია მინა.

 

3.26. 2016 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის N------ დასკვნით:

1) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი F-------- (დ----- ა----–-----–ის 1---ს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ბანერი) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 20 ლარს.

2) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი F-------- (დ----- ა----–-----–ის ,,ნ----ის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ბანერი) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 40 ლარს.

3) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი F-------- (დ----- ა----–-----–ის 1---ს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ერთიანი დაფის ბანერი)პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 35 ლარს.

4) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი F-------- (ა----–-----–ის 110) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 55 ლარს.

5) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი F-------- (დ----- ა----–-----–ის 1---ს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული სამკუთხა ბანერი)პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 35 ლარს.

6) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი F-------- (ა----–-----–ის გამზირზე მასაჟის სალონის მდებარე ტროტუარიდან) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 80 ლარს.

7) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი F-------- (ა----–-----–ის 1--) პაკეტში მოთავსებული ბანერის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 55 ლარს.

 

3.27. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------------ამ და ე-–----–--–--–---–მა.

 

3.28. 2016 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის N--------- დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ბანერების ზედაპირზე არსებული დაზიანებები ანჯამების განცალკევების, მუშამბის გახევის, სჭვალების (შურუპი) ამოგლეჯის, დეფორმაციის, ჭყლეტის, გაცურების და ნაკაწრების სახით წარმოქმნილია როგორც ფიზიკური ძალის ზემოქმედების, ასევე რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.

 

3.29. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–------–------ემ.

 

3.30. 2016 წლის 16 ნოემბრის საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის N------ დასკვნით, რესტორან ,,ს------ის“ მიმდებარედ, ტროტუატიდან ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული ყვითელი ფერის მანათობელი მაშხალის მუყაოს კორპუსი არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, არსებული სახით უვარგისია გამოსაყენებლად; რესტორან ,,ნ----იდან“ ამოღებული მუყაოს მილი, ქარხნული წესით დამზადებული ყვითელი ფერის მანათობელი მაშხალის მუყაოს კორპუსი არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, არსებული სახით უვარგისია გამოსაყენებლად.

 

3.31. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა.

 

3.32. 2016 წლის 10 ნოემბრის საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის N------ დასკვნით, ქ.თბილისში, ა----–-----–ის გამზირის N----ში მდებარე კაფე ,-----ისგარე ფასადის ვიტრაჟის მინა-პაკეტის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით) აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა 29,40 ლარი.

 

3.33. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------------–--ემ.

 

3.34. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულების/მოწმეების - ჯ----- ბ-------ის, ი-–---- ბ---------ის, თ----- კ----------ის, ც---–- დ---–--ის, თ----- ს-----ის, ს--–---- ს--–--ს, მ--–----- ი----ის, ნ----- გ---------ის, მ------- პ-------ს, თ----- გ--–-–---–ის, დ----- ჭ--–--ის, თ------------ის, ი----------ის, თ-------------ის, ს-------- კ-----------ის, ნ------------ის, თ-------------ის, ს--–---- გ------–-----ის, ლ-----------ის, ლ-----–------–ის, ლ--–- გ----–--ს, ნ---- ყ----------ს, ვ------- ფ-------–--ის, ბ-----ი ფ-------–--ის, რ------ გ------ის, ს-------- ს--------ის, ი-----–- მ----–--ის, გ------- თ------ს, ჯ-----------–--ს, ლ---- ჭ-----ს, რ--------- ვ------------ს, ვ-–-------- მ-----–--ს, ა------- ლ-–--ს, დ-------- ს-----–-–---–ის, ნ-----–-- ჩ------ის, გ------- ლ-------ის, თ-------- მ-------–-–---–ის, ვ-–----–---ის, გ------- კ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულების გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის 2016 წლის 27 სექტემბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, 2016 წლის 27 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, 2016 წლის 28 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები, ს-----–----------------–--------------–----------------------------–----------- ექსპერტის N--------- დასკვნა, მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.35. სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, ძირითადად დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

3.36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).

 

3.37. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.

 

3.38. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.39. სასამართლომ შეაფასა ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების რელევანტური მტკიცებულებები და განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც (წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე) უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირზე, სადაც მიმდინარეობდა აქცია, შესაძლოა დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და ცალკეული პირების მიერ განხორციელდა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, სწორედ ბრალდებულებმა გ------- კ----------–-–---–მა, გ------- ნ-----–--–---–მა, ბ--- ც------ემ, ნ-----–---- ბ-------ემ და ი----- გ-------–---–მა ჩაიდინეს მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები - ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია, რაზეც სასამართლო დეტალურად იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლიდ საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v. Austria, პუნქტი 15).

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე დამატებით - ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი ჯანმრთელობა. ხულიგნობის შემადგენლობისთვის აუცილებელია დანაშაულის სამი ელემენტის ერთდროულად არსებობა: პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია დანაშაული ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

 

4.4. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პასუხისმგებლობა რასობრივი დისკრიმინაციისთვის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სხვადასხვა ერისა და რასის წარმომადგენელთა თავისუფლება და თანასწორობა, ასევე სხვადასხვა კანის ფერისა და ეთნიკური წარმომავლობის პირთა თანასწორობა, რაც გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. რასობრივი დისკრიმინაცია ობიექტურ მხრივ გამოიხატება ისეთ ქმედებაში, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია - სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ.

 

4.5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლება - იყოს დაცული დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, განმტკიცებულია არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში, რომელთა შორის აღსანიშნავის ადამიანის უფლებათა სფეროში უნივერსალურ დონეზე მიღებული აქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პაქტი ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ’’. პაქტის მე-2 და 26-ე მუხლები კრძალავენ დისკრიმინაციას. მე-2 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო. ე.ი. აღნიშნული დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ პაქტით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. ხოლო პაქტის 26-ე მუხლის მიხედვით: ,,თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან. ეს უკანასკნელი კი არ არის შეზღუდული მხოლოდ პაქტით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობით, არამედ აღნიშნული კრძალავს დისკრიმინაციას ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. დამატებით, დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი მოცემულია ,,ეროვნულ ან ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებისადმი მიკუთვნებულ პირთა შესახებ’’ გაეროს 1992 წლის დეკლარაციაშიც. აღნიშნული დოკუმენტი კონკრეტულად ფოკუსირდება უმცირესობათა უფლებებზე და კრძალავს უმცირესობათა წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ასევე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’, რომლის მე-14 მუხლის მიხედვით, კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად. დისკრიმინაციის შესაძლო ფორმები, რომლებიც ჩამოთვლილია მე-14 მუხლში, ამომწურავი არ არის და დებულება ,,სხვა სტატუსი’’ ფართო დისკრეციას უტოვებს კონვენციის საზედამხედველო ორგანოს, დაადგინოს დისკრიმინაციის არსებობა ისეთ საფუძველზე, რომელიც ნათლად და ერთმნიშვნელოვნად არ არის მოხსენიებული კონვენციის მე-14 მუხლში. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის’’ მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად. აღნიშნულმა მუხლმა გააფართოვა დისკრიმინაციის აკრძალვის არეალი. კერძოდ, ის აღარ არის შემოფარგლული მხოლოდ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით უზრუნველყოფილი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით და ვრცელდება ასევე ადამიანის ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობითაა დადგენილი.

 

4.6. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ დისკრიმინაციის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე, მისი განსაკუთრებული სპეციფიკიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.7. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დაირღვა თუ არა 2016 წლის 27 სექტემბერს თბილისში, დ----- ა----–-----–ის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგი ან ჰქონდა თუ არა ადგილი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებს, არამედ მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ჩაიდინეს თუ არა კონკრეტულმა ბრალდებულებმა გ------- კ----------–-–---–მა, გ------- ნ-----–--–---–მა, ბ--- ც------ემ, ნ-----–---- ბ-------ემ და ი----- გ-------–---–მა მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები - ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა არაერთი ფოტო და ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა 2016 წლის 27 სექტემბერს შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის N------------------- დასკვნით (12.12.2016), ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე და ქენონის ფირმის ფოტოაპარატში არსებულ ფოტო-ვიდეო გამოსახულებებში გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის იდენტიფიკაციისთვის ვარგისი იერსახის გამოსახულებები აღმოჩენილი ვერ იქნა (ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი------------------–---–მა და გ-----------------ემ). ამდენად, გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის ბრალდებებთან ამ მტკიცებულებების პირდაპირი შემხებლობა არ დადასტურდა და სასამართლომ ამ ფოტო და ვიდეოჩანაწერების შინაარსზე, სიღრმისეულად არ იმსჯელა. მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რითაც ირიბად მაინც იქნებოდა მითითება კონკრეტული ბრალდებულების - გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის და ი----- გ-------–---–ის მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლის სამართლებრივ შეფასებაზე სასამართლო ცალკე იმსჯელებდა, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება ბრალდებულ ნ-----–---- ბ-------ეს, სასამართლო განმარტავს, რომ გ------- ხ--–-–---–მა, ვინც 2016 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ დააკავა იგი, აღნიშნა, რომ ბრალდებული მისი ხელმძღვანელის ბ----- ბ----–---–ის მითითებით დააკავა, მაშინ, როდესაც ბ----- ბ----–---–მა დაკითხვისას მართალია გაიხსენა, რომ მისი მითითებით მოხდა აქციის ორი-სამი მონაწილის დაკავება, რომლებიც იყვნენ გამორჩეულად აგრესიულები, თუმცა ვერ აღიდგინა კონკრეტულად ვის მისცა ასეთი მითითება და ვის მიმართ გატარდა მისი მითითებით შემდგომი იძულების ღონისძიებები. ამდენად, სასამართლოსთვის ძნელად წარმოსადგენია ამ ორი არამყარი, არათანმიმდევრული და შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტით არასანდო ჩვენებით, პირის მსჯავრდება. ნ-----–---- ბ-------ის შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველა სხვა ბრალდებულის მიმართ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ სწორედ ამ ბრალდებულებმა ჩაიდინეს 2016 წლის 27 სექტემბერს ა----–-----–ის გამზირზე რასობრივ დისკრიმინაცია, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს ან/და გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.

 

4.9. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებები განხორციელდა დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, ხალხმრავალ ადგილას, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, დათვალიერდა არაერთი დარბეული ობიექტი და ამოღებული იქნა მთელი გამზირის პერიმეტრზე დამონტაჟებული გარე და შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დაინიშნა არაერთი საექსპერტო კვლევა და გაიცა დასკვნა, სასამართლოში, წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ბრალდებულების მიერ კონკრეტული დანაშაულების ჩადენაზე.

 

4.10. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთი მხრივ არასაკმარისია, ხოლო მეორე მხრივ არასანდო და არადამაჯერებელი და მათ საფუძველზე შეუძლებელია ფაქტების უტყუარად დადგენა და მითუფრო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამდენად, ყოველგვარი ეჭვი და ვარაუდი, რომელიც სასამართლო განხილვის შემდგომ არ დადასტურდა კანონით დადგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ------- კ----------–-–---–ის, გ------- ნ-----–--–---–ის, ბ--- ც------ის, ნ-----–---- ბ-------ის და ი----- გ-------–---–ის მიერ ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენა, შესაბამისად, ბრალდებულები გ------- კ----------–-–---–ი, გ------- ნ-----–--–---–ი, ბ--- ც------ე, ნ-----–---- ბ-------ე და ი----- გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და უნდა გამართლდნენ.

 

5. ყადაღის ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან ბრალდებული ი----- გ-------–---–ი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ - ი----- გ-------–---–ის გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად მ--- გ-------–---–ის (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–--–-------–----–--–------------------–------------------------------------–------------------ში (ს-------------------------------), დადებული ყადაღა.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, საქართველოს ეროვნული დროშა, შვიდი ბანერი, „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, შავი ფერის ნიღაბი, ორი დასაკრავი ჯოხი, ცხვირსახოცი ჩონჩხის გამოსახულებით, ორი პირბადე, ერთი შავი ნაჭერი ჩონჩხის გამოსახულებით, ორი მანათობელი მაშხალა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; მინის ნატეხები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; 44 ცალი DVD დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- კ----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გ------- კ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ------- კ----------–-–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. გ------- ნ-----–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. გ------- ნ-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ------- ნ-----–--–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

7. ბ--- ც------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

8. ბ--- ც------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ბ--- ც------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

10. ი----- გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

11. ი----- გ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

12. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ - ი----- გ-------–---–ის გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად მ--- გ-------–---–ის (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–--–-------–----–--–------------------–------------------------------------–------------------ში (ს-------------------------------), დადებული ყადაღა.

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ი----- გ-------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

14. ნ-----–---- ბ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

15. ნ-----–---- ბ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ-----–---- ბ-------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

17. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, საქართველოს ეროვნული დროშა, შვიდი ბანერი, „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, შავი ფერის ნიღაბი, ორი დასაკრავი ჯოხი, ცხვირსახოცი ჩონჩხის გამოსახულებით, ორი პირბადე, ერთი შავი ნაჭერი ჩონჩხის გამოსახულებით, ორი მანათობელი მაშხალა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

 

მინის ნატეხები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

44 ცალი DVD დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

18. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

19. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე