განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-82-2019
(130100119002994292)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიომული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა,ნანა ლ-----ის მდივნობით,პროკურორ რ----- ს----–--ს,ბრალდებულ გ------- ლ-----ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- დ-----ის ძე ლ-----ის (პ/ნ 5----------, დაბადებული 1973 წლის 12 აგვისტოს ხაშურში, ცოლშვილიანი, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხაშურში, ს-------–---–ის ქ. N97-ში) მიმართ, საქართველოს სსკ 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- ლ-----ეს ბრალად ედება სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის თებერვლის თვეში, გ------- ლ-----ემ ქ. ხაშურში ს-------–---–ის ქ. N97-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოაწყო მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარი რეგისტრაციის გარეშე, რაც 2019 წლის 26 მარტს გამოვლენილ იქნა გარემოსდაცვიტი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ.
2019 წლის 25 აპრილის დადგენილებით გ------- ლ-----ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო 3000 ლარი.
წინასასამართლო სხდომა გაიმართა 2019 წლის 3 ივნისს. მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და საქმე გადაცემულ იქნა არსებითი განხილვისათვის.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (გ------- ლ-----ის, ნ----- ე---–---–ის, ზ---- ნ-------–---–ის და გ---–- ქ-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ტექნიკური და საქონელთმცოდნეობის ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოკვლეული მასალები, ნივთიერი მტკიცებულებები) ერთობლიობა გ------- ლ-----ის სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუქნტისა, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც ინახება გ------- ლ-----ესთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, უნდა მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებაში საპროცესო კონფისკაციის ფორმით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ლ-----ე (პ/ნ 5----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად და დაუდგინდეს გამოსაცდელ ვადად 1 (ერთი) წელი.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ბრალდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრედებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. გ------- ლ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება ე.წ. „ლენტური ხერხი“ და წიწვოვანი ჯიშის 2მ3 დახერხილი ფიცარი (ინახება გ------- ლ-----ესთან ქ. ხაშურში, ს-------–---–ის ქ. N97-ში) მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი