განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
160100119002886531
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119002886531

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/110-19 22 მაისი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031070319001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მადონა ურუშაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სოფიკო ფცქიალაძე, სამველ ჩობანიანი

 

ბრალდებული: ჯ------ ვ--–---ი

მამის სახელი: ე-–-----

დ----------–----------–-–-------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---------–--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.

 

ბრალდებული: ე-–----- ვ--–---ი

მამის სახელი: იდაიატ

დაბადებული: 1-----–-–---------–---

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ჯ------ ვ--–---მა და ე-–----- ვ--–---მა ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 მარტს, მარნეულის რაიონის სოფელ ა------–--ში, დაახლოებით 21:00 საათზე, ჯ------ ვ--–---ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე, ჯ------ ვ--–---მა ჭერის საწმენდი ჯოხის მუცლის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა მეუღლის ა---- ვ--–---ას მიმართ. იმავდროულად, ჯ------ ვ--–---ის მამამ ე-–----- ვ--–---მა სახის არეში მუშტი დაარტყა რძალს ა---- ვ--–---ას. ამის შემდეგ ა---- ვ--–---ას მეუღლემ ჯ------ ვ--–---მა და მამამთილმა ე-–----- ვ--–---მა დაუწყეს ცემა სახისა და ტანის არეში. ჯ------ ვ--–---ის და ე-–----- ვ--–---ის მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ა---- ვ--–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც შეესწრნენ დაზარალებულის მცირეწლოვანი შვილები 2014 წლის 10 მაისს დაბადებული ვ---- ვ--–---ი და 2015 წლის 02 სექტემბერს დაბადებული ს----- ვ--–---ა. ასევე ბოლო ერთი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ჯ------ ვ--–---ი და ე-–----- ვ--–---ი ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ ა---- ვ--–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ჯ------ ვ--–---ი არის ა---- ვ--–---ას მეუღლე, ხოლო ვ---- ვ--–---ი და ს----- ვ--–---ა არიან მათი არასრულწლოვანი შვილები და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

ასევე დადგენილია, რომ ე-–----- ვ--–---ი არის ჯ------ ვ--–---ის მამა ხოლო დაზარალებული ა---- ვ--–---ა არის მისი შვილის - ჯ------ ვ--–---ის მეუღლე და მისი რძალი. ვ---- ვ--–---ი და ს----- ვ--–---ა კი არიან ე-–----- ვ--–---ის არასრულწლოვანი შვილიშვილები.

 

2019 წლის 8 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N002290219 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ა---- ვ--–---ას 06.03.2019 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 06.03.2019 წლიდან 09.03.2019 წლამდე და დაუდგინდა: მარცხენა თვალბუდის მიდამოს სისხლჩაქცევა , მარჯვენა მტევნის არეში ნაჭდევი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების ა---- ვ--–---ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების კ-------- ვ--–---ას და ა----- ფ-–---ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 7 მარტის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 7 მარტის ვიზუალური დათვალიერების ომქით, ა---- ვ--–---ას სამედიცინო დოკუმენტაციით, სამედიცინო ექსპერტიზის N002290219 დასკვნით დადგენილია, რომ ჯ------ ვ--–---მა და ე-–----- ვ--–---მა - ა---- ვ--–---ას მიმართ განახორციელეს ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი - ვ---- ვ--–---ის და ს----- ვ--–---ას თანდასწრებით.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა ჯ------ ვ--–---მა და ე-–----- ვ--–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნეს დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინა----ნ ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ჯ------ ვ--–---ის და ე-–----- ვ--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ჯ------ ვ--–---ის და ე-–----- ვ--–---ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების ა---- ვ--–---ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების კ-------- ვ--–---ას და ა----- ფ-–---ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 7 მარტის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 7 მარტის ვიზუალური დათვალიერების ომქი, ა---- ვ--–---ას სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის N002290219 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ჯ------ ვ--–---ის და ე-–----- ვ--–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ჯ------ ვ--–---ის და ე-–----- ვ--–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ჯ------ ვ--–---მა და ე-–----- ვ--–---მა - ა---- ვ--–---ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს რომ ჯ------ ვ--–---ი და ე-–----- ვ--–---ი შერიგებულები არიან დაზარალებულთან. ისინი აღიარებენ და ინანიებენ დანაშაულს. გასათვალისწინებელია ასევე ე-–----- ვ--–---ის ჯანმართელობის მდგომარეობა.

 

5.3. ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ჯ------ ვ--–---ს და ე-–----- ვ--–---ს უნდა განესაზღვროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები არ არიან ნასამართლევი და აღიარებენ დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ჯ------ ვ--–---ს და ე-–----- ვ--–---ს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, უნდა ჩაეთვალოთ პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუდგინდეთ 2(ორი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ჯ------ ვ--–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ჯ------ ვ--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ჯ------ ვ--–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

 

ე-–----- ვ--–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ე-–----- ვ--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ე-–----- ვ--–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ჯ------ და ე-–----- ვ--–---ების - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე