გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/6000-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ნ---- ჩ-------
მოპასუხე გ------- ჯ---–---
დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ---- ჩ-------- და გ------- ჯ---–---- შორის 2002 წლის 1---------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. მოპასუხე გ------- ჯ---–---------- არასრულწლოვანი შვილის, რ------- ჯ---–---- (დაბადებული 2003 წლის 1----------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მარტიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება;
1.3. მოპასუხე გ------- ჯ---–---------- არასრულწლოვანი შვილის, ს-------- ჯ---–---- (დაბადებული 2007 წლის 0------------–-), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მარტიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება;
1.4. მოპასუხე გ------- ჯ---–---------- არასრულწლოვანი შვილის, დ--- ჯ---–---- (დაბადებული 2008 წლის 2------------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მარტიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება;
მოსარჩელე ნ---- ჩ------- და მოპასუხე გ------- ჯ---–--- დაქორწინდნენ 2002 წლის 1----------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2003 წლის 1---------- დაბადებული რ------- ჯ---–---, 2007 წლის 0------------–- ს-------- ჯ---–--- და 2008 წლის 2------------ დ--- ჯ---–---. მოპასუხეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მხარეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ქორწინების შესაწყვეტად. მოპასუხე თავს არიდებს შვილების მიმართ მშობლის ვალდებულების შესრულებას. იგი არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში და არ ეხმარება მათ ფინანსურად. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მას კერძო შეკვეთების საფუძველზე სხვადასხვა ობიექტზე გაჰყავს ელექტროგაყვანილობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ცნობს მოთხოვნას ნ---- ჩ------------ ქორწინების შეწყვეტის შესახებ;
2.2. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს რ------- ჯ---–---- ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
2.3. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ს-------- ჯ---–---- ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
2.4. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს დ--- ჯ---–---- ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
მოპასუხე თანახმაა შეწყდეს ქორწინება მოსარჩელე ნ---- ჩ------------. მოპასუხე არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ბავშვების რჩენასა და აღზრდაში. ამ ეტაპზე მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი, რის გამოც იგი ვერ შეძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის სახით ყოველთვიურად თანხის გადახდას. ამასთან მოპასუხე მხარე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ---- ჩ------- და მოპასუხე გ------- ჯ---–--- 2019 წლის 0------------- ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი).
3.1.2. ნ---- ჩ------- არასრულწლოვან რ------- ჯ---–--------, ს-------- ჯ---–-------- და დ--- ჯ---–-------- და დედასთან ერთად ცხოვრობს ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ-–----–----–---------------–---------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე ნ---- ჩ------- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ---- ჩ-------- 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი).
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 27 მაისის მიმართვა N----------- (ს.ფ. 132).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ---- ჩ------- და გ------- ჯ---–--- დაქორწინდნენ 2002 წლის 1----------. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2003 წლის 1---------- დაბადებული რ------- ჯ---–---, 2007 წლის 0------------–- ს-------- ჯ---–--- და 2008 წლის 2------------ დ--- ჯ---–---;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის N- ქორწინების სახლის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა მ---------, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 18, 118);
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა ნ----------, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 15);
_სრს ვაკის სამსახურის განყოფილების მიერ გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 16);
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ------–----- სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17).
3.2.2. ნ---- ჩ-------, გ------- ჯ---–---, არასრულწლოვანი ბავშვები, რ------- ჯ---–---, ს-------- ჯ---–--- და დ--- ჯ---–--- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახს 2016 წლის 13 აპრილიდან მინიჭებული აქვს 5---- სარეიტინგო ქულა და ერიცხება ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) 5 წევრზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ღებულობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს. შესაბამისად, ნ---- ჩ--------- და გ------- ჯ---–---- ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, სააგენტოს მიერ უნდა განხორციელდეს 2016 წლის 13 აპრილიდან ოთხი წლის შემდეგ, თუ აღნიშნულ პერიოდამდე არ იარსებებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული რაიმე სხვა გარემოება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 04 მარტს მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 19);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 15 მაისს მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 119);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 30 მაისს გაცემული ცნობა N-------- (ს.ფ. 136).
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გ------- ჯ---–---- მიერ 2015 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1100 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 220 ლარს;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 24 მაისის მდგომარეობით, გ------- ჯ---–---- მიერ 2018 წლიდან იანვრის თვიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის მაისის თვეში - 875 ლარს, ნოემბრის თვეში - 225 ლარს და 2019 წლის მარტის თვეში - 1211.73 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 01 აპრილს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 40-41);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 27 მაისს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 132-133).
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ასეთი სახის მტკიცებულებას არ წარმოადგენს ინტერნეტის ვებ-გვერდზე მოპასუხის მიერ ელექტროობის მონტაჟის, დაქსელვის და შეკეთების შესახებ რეკლამის განთავსების ამსახველი ფოტოსურათები (ს.ფ. 63-64), ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ არ მიუთითებს მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტზე. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე ელექტროგაყვანილობასა და მონტაჟზე არ მუშაობს.
3.2.4. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ნ---- ჩ-------- სახელზე საკუთრების რეგისტრირებული იყო შემდეგი უძრავი ნივთები: 2008 წლის 22 ივლისის განაცხადით ქალაქ თბილისში, პ--------------------------------–-------------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ცვლილებების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შეთანხმების საფუძველზე სხვენსართული დარეგისტრირდა როგორც ბინა (საცხოვრებელი ფართი). 2017 წლის 07 აპრილს განაცხადით ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთი დაიყო რამდენიმე უძრავ ნივთად. ნ---- ჩ-------- საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დანაყოფ უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდით: 0---------------------------------------------------------------------------. ნ---- ჩ-------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით 0----------------------) გახორციელდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და მიენიჭა ბინას ნომერი: ბ-------- (საკადასტრო კოდი 0-----------------------). 2017 წლის 25 აპრილს აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და დარეგისტრირდა შ-------------–-–---–-- საკუთრების უფლება. ასევე, ნ---- ჩ-------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით 0----------------------) გახორციელდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და მიენიჭა ბინას ნომერი: ბ--------------------------------------------------------). 2017 წლის 25 აპრილს აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და დარეგისტრირდა შ-------------–--–---–-- საკუთრების უფლება.
უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, პ--------------------------------–---------------------–----------–-------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------) რეგისტრირებულია ნ---- ჩ-------- და შ-------------–--–---–-- თანასაკუთრების უფლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 29 მაისს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 142-143).
3.2.5. უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, გ------- ჯ---–---- თანასაკუთრების უფლება 2006 წლის 16 მარტს დარეგისტრირდა უძრავ ნივთზე მისამართით: თბილისი, ვ-–----–----–-----------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2017 წლის 11 იანვარს განცხადების საფუძველზე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა გ--–-------------–---–-- და ნ---- ჩ-------- თანასაკუთრების უფლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 29 მაისს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 142-143).
3.2.6. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ-–----–----–----------------------------–-------------------------------------------------------------------------- საკუთრების უფლებით 06.03.2019 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ნ---- ჯ---–---- სახელზე;
ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, მითითებული უძრავი ქონება ირიცხებოდა მოპასუხე გ------- ჯ---–---- დედის, ი-----–------------- სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.03.2019 წელი (ს.ფ. 79-80);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.11.2017 წელი (ს.ფ. 81);
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 82).
3.2.7. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, გ------- ჯ---–---- სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. ხოლო სატრანსპორტო საშუალება ,,O------------------------------------------------–------–--–-----------------) გ------- ჯ---–---- სახელზე რეგისტრირებული იყო 2006 წლის 28 მარტიდან 2016 წლის 19 აგვისტომდე;
მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია ნ---- ჩ-------- სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ არ მოიპოვება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 24 მაისის მიმართვა (ს.ფ. 134).
3.2.8. მოპასუხე გ------- ჯ---–--- 2018 წლის 01 აპრილიდან 2019 წლის 17 აპრილამდე პერიოდში ფლობდა და სარგებლობდა შ-------------–--–---–-- სახელზე სს ,,ს----------–--------–-“ გახსნილი ე.წ. ,,მ----------------“ ბარათით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი შ-------------–--–---–-- საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 01.01.2018-17.04.2019 წელი (ს.ფ. 65-73).
საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც მოპასუხე გ------- ჯ---–---- მიმართ საბანკო დავალიანების არსებობას და მიმდინარე პერიოდისათვის მის ოდენობას დაადასტურებდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხე გ------- ჯ---–---- ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
4.2. – 4.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით თითოეული არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122 -ე, 1106-ე, 1127-ე, 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე ნ---- ჩ------- და მოპასუხე გ------- ჯ---–--- დაქორწინდნენ 2002 წლის 1---------- (3.2.1).
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
ნ---- ჩ-------- და გ------- ჯ---–---- შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე (3.1.1).
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. მოპასუხე გ------- ჯ---–---- ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ და მიუთითა, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი ნ---- ჩ--------- და გ------- ჯ---–---- შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2., 6.3., 6.4. მოსარჩელე ნ---- ჩ-------- ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, რ------- ჯ---–---, ს-------- ჯ---–--- და დ--- ჯ---–---. (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ---- ჩ------- და მოპასუხე გ------- ჯ---–--- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან დედასთან, ნ---- ჩ------------ (3.1.1., 3.1.2). მოსარჩელე ცხოვრობს დედასთან ერთად ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას ბავშვების აღზრდა-განვითარებაში. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე ნ---- ჩ------- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ---- ჩ-------- 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება (3.1.3). ნ---- ჩ-------, გ------- ჯ---–---, არასრულწლოვანი რ------- ჯ---–---, ს-------- ჯ---–--- და დ--- ჯ---–--- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახს 2016 წლის 13 აპრილიდან მინიჭებული აქვს 5---- სარეიტინგო ქულა და ერიცხება ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) 5 წევრზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ღებულობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს. შესაბამისად, ნ---- ჩ--------- და გ------- ჯ---–---- ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, სააგენტოს მიერ უნდა განხორციელდეს 2016 წლის 13 აპრილიდან ოთხი წლის შემდეგ (3.2.2). ამ ეტაპზე, როგორც მოსარჩელე ნ---- ჩ-------, ისე მოპასუხე გ------- ჯ---–--- კვლავ რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სოციალური სტატუსი არ შეცვლილა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გ------- ჯ---–---- მიერ 2015 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1100 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 220 ლარს; სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, 2019 წლის 24 მაისის მდგომარეობით, გ------- ჯ---–---- მიერ 2018 წლიდან იანვრის თვიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის მაისის თვეში - 875 ლარს, ნოემბრის თვეში - 225 ლარს და 2019 წლის მარტის თვეში - 1211.73 ლარს (3.2.3).
სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოსარჩელე მხარე მითითებით, მოპასუხე ეწევა კერძო საქმიანობას, მუშაობს ელექტროგაყვანილობის მონტაჟზე და აქვს მატერიალური შემოსავალი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა ინტერნეტის ვებ-გვერდზე მოპასუხის მიერ ელექტროობის მონტაჟის, დაქსელვის და შეკეთების შესახებ რეკლამის განთავსების ამსახველი ფოტოსურათები (ს.ფ. 63-64), ვინაიდან აღნიშნული უპირობოდ არ გულისხმობს მიმდინარე პერიოდისათვის მოპასუხის ამ სფეროში დასაქმებასა და არ ადასტურებს ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღებას. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე ელექტროგაყვანილობასა და მონტაჟზე არ მუშაობს. მოპასუხის სახელზე უძრავი ან მოძრავი ნივთი საკუთრების უფლებით არ ირიცხება.
„ბავშვის უფლებების კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაქმებული არც მოსარჩელე და არც მოპასუხე მხარე. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოსარჩელე მხარის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო რამდენიმე უძრავი ქონება. დადგენილია, რომ ამჟამად, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, პ--------------------------------–---------------------–----------–-------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------) და ასევე, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–-----------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აღრიცხულია ნ---- ჩ-------- თანასაკუთრების უფლება (3.2.4., 3.2.5). საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ რაიმე სახით შემოსავლის მიღება. მოპასუხე გ------- ჯ---–--- თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი თითოეული არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 11.06.2019წ.). სახელმწიფოში სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლისათვის შეადგენს 288.9 ლარს (მარტის თვეში), 295.0 ლარს (აპრილის თვეში) და 303.1 ლარს (მაისის თვეში). შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნათ საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესად დასაცავი ინტერესებიდან გამომდინარე და სამსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო ოდენობის გათვალისწინებით ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 100 (ასი) ლარით. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. - 7.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის მიხედვით, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ასევე თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
მოსარჩელე ნ---- ჩ-------, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი განთავისუფლდა სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე გ------- ჯ---–--- ასევე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იგი უნდა გათავისუფლდეს განქორწინებისა და ალიმენტის გადახდის შესახებ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ---- ჩ-------- (პირადი №5----------) სარჩელი მოპასუხე გ------- ჯ---–---- (პირადი №0----------) მიმართ:
1.1. შეწყდეს ქორწინება ნ---- ჩ-------- (დაბადებული 1-----–-–-- 2-------------, პირადი №5----------) და გ------- ჯ---–---- (დაბადებული 1----–-–-- 1-----–---, პირადი №0----------) შორის რეგისტრირებული 2002 წლის 1---------- (ქორწინების მოწმობა №---------, სააქტო ჩანაწერი №--);
1.2. დაეკისროს მოპასუხე გ------- ჯ---–---- (პირადი №0----------) არასრულწლოვანი რ------- ჯ---–---- (დაბადებული 2003 წლის 1----------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მარტიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა;
1.3. დაეკისროს მოპასუხე გ------- ჯ---–---- (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ს-------- ჯ---–---- (დაბადებული 2007 წლის 0------------–-) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მარტიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა;
1.4. დაეკისროს მოპასუხე გ------- ჯ---–---- (პირადი №0----------) არასრულწლოვანი დ--- ჯ---–---- (დაბადებული 2008 წლის 2------------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მარტიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა;
2. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე