განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/139-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
13 ივნისი, 2019წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე: ბრალდებული – მ--- ბ-----ე დაბ. 0-.0-.1--- წელს ა---––---ში, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ქ.ა---––--- გ-----ს ქ.№5;
ადვოკატი - ტ------–----–-----–---–ი;
თარჯიმან დიქტალოლოგი - მ--- კ----–-–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ--- ბ-----ეს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დადგენილების თანახმად, ქ.ა---––---სი გ-----ს ქუჩა №5-ში მცხოვრები მ--- ბ-----ე წარსულში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დედას ლ---- ბ-----ეს, არ აძლევდა თავისუფლად საკვების მიღების შესაძლებლობას, ყველანაირად უქმინდა პირობებს რათა დაეტოვებინა და წასულიყო საცხოვრებელი სახლიდან, 2019 წლის 11 მარტს კი დილით დაახლოებით 10:00 საათზე სახლში მყოფმა მ--- ბ-----ემ კვლავ, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო ასაკოვან დედას ლ---- ბ-----ეს ხელების ტანსაცმელზე ჩაჭიდებით და წინააღმდეგობის გაწევით არ მისცა საშუალება საკვები პროდუქტების მიღების, რის შემდეგ ხელების დარტყმით თავის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ლ---- ბ-----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული მ--- ბ-----ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო სახის მტკიცებულებებად. ორივე მხარე სრულად დაეთანხმა უდავო სახის მტკიცებულებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
დაცვის მხარემ სადაოდ გახადა მხოლოდ ლ---- ბ-----ის 11.03.2019 წ მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, თ---------------–---–ის 11.03.2019 წ მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, ლ----------------ის 11.03.2019 წ მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, შესაბამისად, სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია მხოლოდ ეს მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
რაც შეეხება დაზარალებულის ლ---- ბ-----ის ჩვენებას მან გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - შვილს მ--- ბ-----ეს
მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, ცხოვრობს ა---––--ის გ-----ს ქუჩა N2-ში. 2019 წლის 11 მარტს დაახლოებით 10:00 საათზე მიდიდა მეზობელთან ლ----------------ესთან. მიირთმევდნენ ყავას, რა დროსაც მივიდა მეზობელი ლ---- ბ-----ე, რომელიც ტიროდა და კანკალებდა. მათ შველას სთხოვდა და ეუბნეოდა, რომ თავში ურტყავდა მ--- ბ-----ე, უფრო ზუსტად ლ---- ბ-----ეს თავზე ხელები ეჭირა იმის ნიშნად, რომ მ--- ბ-----ე თავში ურტყავდა, შველას ითხოვდა და ეუბნეოდა, რომ პოლიციაში დაერეკათ და წაეყვანათ მ--- ბ-----ე. სანამ დარეკავდნენ, ლ---- ბ-----ეს არაერთხელ ჰკითხეს მომხდარის შესახებ, ის ისევ თავზე იდებდა ხელებს იმის ნიშნად, რომ თავში ჩაარტყა შვილმა, დაუწერეს, ხელწერილი დააწერინეს, თუმცა გადაყარეს არ ეგონათ თუ დასჭირდებოდათ. საბოლოოდ დარეკეს 112-ზე. მოსულმა პოლიციელებმა მ--- ბ-----ე წაიყვანეს.
ლ---- ბ-----ე მასთან ხშირად მიდიოდა და ეუბნეოდა, რომ მისი შვილი მ--- ბ-----ე 2-3 დღე პურს არ აჭმევდა, მას ეცოდებოდა და აპურებდა, ასევე ეშინოდა სახლში შესვლისა და დაძინებამდე მასთან იყო, ამბობდა, რომ ეშინოდა მ--- ბ-----ის რათა ღამით არ მოეკლა. ერთხელ მივიდა მათთან სახლში, მ--- ბ-----ეს ხელში რკინა ეჭირა და უკაკუნებდა, ისე ხელში რკინა სულ ეჭირა. შიშით ვეღარც შევიდა და ამ დროს ლ---- ეზოში იყო ისიც ვერ შედიოდა სახლში, მან უთხრა, რომ მისმა შვილმა წყალი მიასხა და სულ სველი იყო. ლ---- ბ-----ისთვის სისხლისმაგვარი ლაქები არ შეუნიშნავს და არც ჭრილობები. მაგრამ ყოველ მეორე-მესამე დღეს მიდიოდა და ეუბნეოდა, რომ ცემდა და საჭმელს არ აჭმევდა ამის გამო ეცოდებოდა და უმასპინძლდებოდა. დარტყმის ფაქტი არასოდეს დაუნახავს. მას კარგი ურთიერთობა აქვს დედა-შვილთან, მანამდე ლ---- ბ-----ეს არ უთქვამს, რომ პოლიციაში დაერეკათ. მხოლოდ 11 მარტს დარეკეს პოლიციაში ლ---- ბ-----ის ინიციატივით.
მოწმე ლ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 მარტს დილით დაახლოებით 10:00 საათზე იმყოფებოდა სახლში მეზობელთან თ-----------–---–თან ერთად. მათთან მივიდა ლ---- ბ-----ე ატირებული, ამბობდა, რომ შვილმა მ--- ბ-----რმ თავში ჩაარტყა და წყალიც შეასხა. ლ---- ბ-----ეს არ ესმის და ქაღალდზე დაუწერა დაერეკათ თუ არა პოლიციაში. იგი ითხოვდა, რომ დაერეკათ რადგან იმ საღამოს მოკლავდა. მხოლოდ ამის შემდეგ დარეკეს 112-ზე. წარსულშიც მოუყოლია ლ---- ბ-----ეს ძალადობის ფაქტები, ეუბნეოდა, რომ საჭმელს არ აჭმევდა და სიცივეში იყო, რადგან ღუმელს არ ანთებინებდა. ლ---- ბ-----ეს ძალიან ეშინოდა. იმის გამო, რომ ლ---- ბ-----ეს სმენა არა აქვს, დაუწერეს ფურცელზე და ისე გაარკვიეს გარემოებები, თუმცა ის დაწერილები გადაყარეს არ შეუნახიათ. მათ ყოველთვის კარგი მეზობლობა ჰქონდათ.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებიდან ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მტკიცებულებებზე:
2----–-–-------------ს საგამოძიებო ოქმით დადგენილია, რომ შსს ა---––--ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ა-–-------------------–---–ის მიერ, ექსპერტის ფ-----------------ისა და გარეშე პირის მ-----------------–---–ის მონაწილეობით, ქ.ა---––---ში გ-----ს ქ. №5-ში მდებარე ლ---- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში 2----–-–-------------ს 0-:10 საათიდან 2----–-–-------------ს 0-:35 საათამდე პერიოდში მოხდა საგამოძიებო მოქმედება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. დათვალიერების დროს აღწერილ იქნა საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის აღწერა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს საქმისთვის მნიშვნელობის რაიმე საგანი ვერ იქნა ნანახი.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------ს N1--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ---- ბ-----ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------ის N0-------- სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--- ბ-----ეს აღენიშნბა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნლოვანი აშლილობით (კოდი F70.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული ქმედება მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ--- ბ-----ეს აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შეურაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას ამჟამად შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მმისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მ--- ბ-----ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარ ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. მ--- ბ-----ე იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭირობს.
2----–-–-------------ს დაკავების ოქმით დადგენილია რომ, ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგენილია შსს ა---––--ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ა-–-------------------–---–ის მიერ, ოქმის შედგენა დაიწყო 2019 წლის 12 მარტს 00:35 საათზე და დასრულდა 00:50 საათზე. შსს ა---––--ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ნ----------–---–ის, გ-------–---------–---–ის და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ა-–-------------------–---–ის მიერ 00:20 საათზე ქალაქ ა---––---ში რ---------–ის ქ.N5-ში ყოველგვარი წინააღმდეგობისა და იძულების გარეშე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ--- ბ-----ე.
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით 2019 წლის 11 მარტის სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ლ---- ბ-----ე (პ/ნ 7---------) ცნობილი იქნა დაზარალებულად.
ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე შეაფასა უდავო და სადავო მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გარანტირებულია პირის საპროცესო უფლებები, მე-7 ნაწილი ადგენს, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში მ--- ბ-----ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ მ--- ბ-----ემ მისი ოჯახის წევრის, დედის ლ---- ბ-----ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. ამასთან, განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური შეურაცხყოფის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ბრალდებულს ბრალი ედებოდა დედის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, დაზარალებულს სხეულზე დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. ლ---- ბ-----ემ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა სასამართლოს. დაკითხული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, მათ ინფორმაცია მიიღეს ლ---- ბ-----ისგან, ხოლო რამდენად ობიექტური იყო ლ---- ბ-----ის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია ჩვენთვის არ არის ცნობილი. ამასთან, ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო იმ გარემოებაზე, რომ ლ---- ბ-----ეს არ გააჩნია სმენა, მას შეუძლია საუბარი, თუმცა შეფერხებით. მოწმეთა განმარტებით მათ შორის კომუნიკაცია შედგა წერილობით, თუმცა რა ინფორმაციას შეიცავდა ეს ჩანაწერი ჩვენთვის უცნობია.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მ--- ბ-----ე შესაძლოა სისტემატურად აყენებდა შეურაცხოფას დედას, რაც ასევე წარდგენილ ბრალდებაშია მითითებული, სასამართლო ამ ნაწილშიც მიიჩნევს, რომ ბრალდება დაუსაბუთებელი, რადგან არ არის მითითებული, რომ ასეთი ქმედებებით ლ---- ბ-----ე განიცდიდა ტანჯვას. ასეთი გარემოება ვერ დასტურდება ვერც წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
ამდენად, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას მ--- ბ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ხოლო ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, მ--- ბ-----ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--- ბ-----ე (პ/№4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ--- ბ-----ე მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს დაა იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი