განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
330100119002897415
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ლ----------------

ბრალდებულ _ თ----------–------–---–-ს,ადვოკატები _ ქ------–------–-------------–------–---- მონაწილეობით,განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ თ-------------------–------–---–----------------------–-------–-–------------------------–----------–----------------–--------------------------------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–-----------------------------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2000 წლიდან თ----------–------–---–- და ა----------- იმყოფებიან ფაქტობრივ ქორწინებაში, მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი. დაახლოებით ოთხი წლის წინ თ----------–------–---–- გაემგზავრა კ------–- სამუშაოდ, წასვლამდე განქორწინდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც იმყოფებოდნენ თანაცხოვრებაში. 2019 წლის 04 თებერვალს, შუადღის საათებში, ქ------–---------------–-------------------------------------------–-, თ----------–------–---–-- ეჭვიანობის ნიადაგზე ა-----------ს თავის არეში ჩაარტყა მობილური ტელეფონი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 05 თებერვალს ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ----------–------–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-----------ს. კერძოდ, უწმაწური სიტყვებით მიმართა და ორჯერ ჩაარტყა მუჭი თავის მარცხენა არეში, აღნიშნული დარტყმების შემდეგ დაზარალებული გავიდა სააბაზანოში, საიდანაც მალევე მობრუნდა საძინებელ ოთახში, სადაც ფეხზე დამდგარი დახვდა თ----------–------–---–-, რა დროსაც მან გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაზე, აღნიშნული ქმედების შედეგად ა-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ------–---------------–----------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თ----------–------–---–-- და მის სიმამრს დ--------------- შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც თ----------–------–---–-- დ--------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახეში გაარტყა გასაღებების აცმა, რის გამოც დ--------------- დაუზიანდა მარჯვენა ლოყისა და ცხვირის მიდამო. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1. მტკიცებულებები:

ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

დაზარალებულ დ--------------- ჩვენებით, 2019 წლის 5 თებერვალს მისი შვილი ა----------- მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი და აპირებდა სახლიდან პირადი ნივთების წამოღებას. ა--- მისვლის შემდგომ, მალევე მივიდა თ----------–------–---–-, რომელიც კითხულობდა მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზს. თ----------–------–---–- მასთან საუბრის შემდგომ წავიდა სახლიდან, ხოლო ა-----------მ სთხოვა მეუღლის სახლში გაყოლა პირადი ნივთების წამოსაღებად. ა----------- დაუკავშირდა ნათესავებს - მ--–------–----------------------------------- და სთხოვა მათ დახმარება მეუღლის სახლიდან ნივთების წამოღებაში. თ----- საცხოვრებელ სახლთან მისვლისას, იგი მის ნათესავებთან გ---------------------------–----------------------- ერთად შეხვდა საცხოვრებელ კორპუსთან. ა-----------მ მეუღლეს უთხრა, რომ მისული იყო საკუთარი ტანსაცმლის წასაღებად. თ----------–------–---–- იყო აღელვებული და ა--- გამოართვა საცხოვრებელი სახლის გასაღებების აცმა. მას და თ----------–------–---–- შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც თ----- სახეში გაარტყა გასაღებების აცმა, რა დროსაც ტკივილი არ უგრძვნია, თუმცა როგორც შემდგომ ნახა დაზიანება მიყენებული ჰქონდა სახის არეში. მოწმის განმარტებით, თ----------–------–---–---- ჰქონდა ხუთ წუთიანი დაპირისპირება და მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა პირველად თავად არ დაურტყამს. თ----------–------–---–-ს ხელში გარდა გასაღების აცმისა სხვა ნივთი არ შეუნიშნავს. შემოესმა მხოლოდ ა------------ ნათქვამი, რომ ხელში დანა აქვსო. ამჟამად თ----------–------–---–---- კონფლიქტი ამოწურულია.

სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ა-----------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

მოწმე მ--–------–----------- ჩვენებით, 2019 წლის 5 თებერვალს დილის საათებში დაუკავშირდა ნათესავი დ---------, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილს ა-----------ს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლე თ------–------–---–---- და სურდა სახლიდან პირადი ნივთების წამოღებაში დახმარება. თ------–------–---–-- საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა ა--------------, დ---------სთან და მათ საერთო ნათესავთან დ---------------- ერთად. სადარბაზოსთან შეხვდათ თ------–------–---–- ორ თანმხლებ მამაკაცთან ერთად. დ---------მ თ----- განუმარტა, რომ ა---------- სურდა სახლიდან მისი პირადი ნივთების წაღება, რაზეც მან განაცხადა უარი, სანამ არ მოაგვარებდნენ ლომბარდის საკითხს. მის ნათქვამზე ყურადღება არ მიუქცევია და სთხოვა მას დასალაპარაკებლად ცალკე გასვლა. ამ დროს დ---------ს და თ------–------–---–- შორის მოხდა შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება. გაიგო ა---------- ყვირილი „ვაიმე დანაო“ და დაინახა თ------–------–---–- ხელში ვერცხლისფერი დასაკეცი დანა, რომელიც გააგდებინა ხელიდან. მოწმის განმარტებით, დაზიანებები აღენიშნებოდა თ------–------–---–-აც და დ---------საც, რომელსაც ნაკაწრი ჰქონდა სახეზე, ხოლო თ------–------–---–- მთლიანად დაწითლებული ჰქონდა სახე. წაქცეული თ------–------–---–- მას არ დაუნახავს. კონფლიქტის დროს ვერ ხედავდა რას აკეთებდნენ თ------–------–---–-- თანმხლები მამაკაცები, ვინაიდან ძირითადად ორიენტირებული იყო, რომ დანა მოეშორებინა ადგილიდან.

მოწმე დ----------------- ჩვენებით, 2019 წლის 05 თებერვალს იმყოფებოდა მისი ნათესავის - დ---------- საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ა--------------, დ---------სთან და მ--–--------------- ერთად მივიდა თ------–------–---–-- საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც ა---------- სურდა სახლიდან მისი პირადი ნივთების წამოღება. კორპუსის ეზოსთან დახვდათ თ------–------–---–-, რომელმაც ა---------- უთხრა, რომ პირად ნივთებს გაატანდა გარკვეული საკითხების დაზუსტების შემდგომ. სწორედ ამ დროს კონფლიქტი მოხდა თ------–------–---–-ა და დ---------ს შორის. პირველად თ------–------–---–--, სავარაუდოდ მუშტი დაარტყა დ---------ს თავის არეში, რის შემდეგაც დ---------მაც დაარტყა თ------–------–---–-. დ---------ს სისხლი სდიოდა ლოყიდან. თ------–------–---–-- ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი ვერცხლისფერი დანა, თუმცა მან და მ--–----------- შეძლეს მისი ხელიდან გაგდება. მოწმის განმარტებით, დაზიანება ასევე აღენიშნებოდა თ------–------–---–-, რომელსაც ცხვირში ჰქონდა დაზიანება მიყენებული.

მოწმე ც------------------- ჩვენებით, 2019 წლის 05 თებერვალს სიმამრთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც შეხვდა თ------–------–---–-. ეზოში იმყოფებოდნენ ასევე ა---------, მამასთან დ---------სთან და კიდევ ორ პიროვნებასთან ერთად, რომლებსაც არ იცნობს. ა--------- მეუღლეს ეუბნებოდა, რომ მისული იყო პირადი ნივთების წასაღებად, ხოლო თ------–------–---–- სთხოვდა სახლის გასაღების დაბრუნებას. მათ საუბარში ჩაერთო დ--------- და მოხდა შელაპარაკება. დ---------მ ხელი წაავლო თ------–------–---–-, მაისურით მოქაჩა მისკენ და სანამ გასაშველებლად მივიდოდნენ დააგდო ძირს, რის შემდეგაც ფეხი ამოარტყა სახეში. ცდილობდნენ მათ გაშველებას, რა დროსაც დ--------- კიდევ იწევდა მისკენ, რომელიც ეკითხებოდა მას თუ რატომ დაარტყა ხელი. იმ დროს, როდესაც დ--------- იწევდა დასარტყმელად, თ------–------–---–-- მოუქნია გასაღებიანი ხელი, რაც გაარტყა სახეში. მოწმის განმარტებით, პირველად დ---------მ მოკიდა ხელი თ------–------–---–-, მოქაჩა, დააგდო ძირს და ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც ხელი მოუქნია თ------–------–---–--. მისი როლი გამოიხატება მათ გაშველებაში. მოწმის განმარტებით, ჩხუბის დროს არავის ხელში დანა არ დაუნახავს. თ------–------–---–- ცხვირიდან სდიოდა სისხლი და მთლიანი სახე ჰქონდა წითელი.

მოწმე გ------------------ ჩვენებით, 2019 წლის 05 თებერვალს, სიძესთან - ც----------------- ერთად იმყოფებოდა ეზოში, სადაც შეხვდათ თ------–------–---–-. ამ დროს მანქანით მივიდა თ------–------–---–-- სიმამრი ორ პიროვნებასთან ერთად, რომლებმაც თქვეს, რომ მისულები იყვნენ ა---------- პირადი ნივთების წასაღებად. ა---------- ხელში ეჭირა გასაღები, რაც გამოართვა მეუღლემ და უთხრა „შენ აღარ გეკუთვნისო“. მეუღლეებს შორის საუბარში ჩაერია დ--------- და მოხდა შელაპარაკება. დ---------მ დაიჭირა თ------–------–---–- და წააქცია, რის შემდეგაც თ------–------–---–-- გასაღებიანი ხელი დაარტყა დ---------ს. დ--------- განწყობილი იყო აგრესიულად, თუმცა რა იყო ამის მიზეზი მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, დ---------მ ფეხი ამოარტყა თ------–------–---–- სახის არეში, რის გამოც მას მთელი სახე დასისხლიანებული ჰქონდა. ერთხელ დარტყმის ფაქტი ზუსტად ახსოვს, თუმცა დ---------- მხრიდან მეორედ დარტყმის ფაქტი არ ახსოვს. მოწმის ჩვენებით, თ------–------–---–- გასაღებების ასხმა ეჭირა მარჯვენა ხელით, მის ხელში დანა არ დაუნახავს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–--------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–-------------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #------------------------ დასკვნები, რომლის თანახმად, 2019 წლის 05 თებერვალს, მოქ. დ--------------- პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) აღენიშნებოდა დაზიანებები სახის მარჯვენა ნახევარში ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

2019 წლის 05 თებერვალს, მოქ. ა-----------ს პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ქ---------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------------–- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, თ----------–------–---–- სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ჭრილობა, ცხვირის, მარჯვენა მხრის და მარჯვენა მტევნის მიდამოში სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, თ----------–------–---–- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 05 თებერვალს 17:21 საათზე.

 

ბ) დაცვის მხარის მტკიცებულებები.

მოწმე ნ------–------- ჩვენებით, 2019 წლის 05 თებერვალს დილის საათებში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ფანჯრიდან დაინახა ძირს დაგდებული მამაკაცი, რომელსაც სცემდა მეორე მამაკაცი. მამაკაცი იყო სისხლიანი და თავდაპირველად გაუჭირდა მისი ცნობა, თუმცა როდესაც იგი წამოაყენეს, დაინახა, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო თ------–------–---–-. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მამაკაცი, რომელიც ძირს დაგდებულ თ------–------–---–- ურტყამდა იყო მისი სიმამრი - დ---------. თ------–------–---–- გახეთქილი ჰქონდა შუბლი და სდიოდა სისხლი. მის ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს. დ---------- შვილი - ა--------- იქ მყოფ ორ პირს სთხოვდა დახმარებას. თავად ა--------- ჩხუბის დროს დადიოდა ავტოფარეხების წინ და ხმას არ იღებდა.

მოწმე ო----------------- ჩვენებით, 2019 წლის 5 თებერვალს დილის საათებში ეზოდან შემოესმა ჩოჩქოლის ხმა. აივანზე გასულმა დაინახა თუ როგორ წვდა მხრებში დ--------- თ------–------–---–- და როგორ დააგდო ძირს. ადგილზე მყოფი მამაკაცები ცდილობდნენ მათ გაშველებას. ამის შემდგომ, თ------–------–---–- და მისი სიმამრი მოეფარნენ აივანს და ვერ ხედავდა რა ხდებოდა. დაინახა ქალბატონი, რომელიც ეძებდა გასაღებს. როდესაც ეზოში ჩავიდა კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად დ---------მ დააგდო ძირს თ------–------–---–-, რომელიც ფეხის მოქნევით ცდილობდა მის მოგერიებას, თუმცა დ---------მ ზემოდან ჩაარტყა ფეხი. საბოლოოდ, თ------–------–---–- ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. აივნიდან ვერ შეძლო იმის დანახვა ვის რა დაზიანებები ჰქონდა მიღებული.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ თ----------–------–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა თ----------–------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თ----------–------–---–-ს მიერ ა------------ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი თუ ვინ მიაყენა ა-----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–--, დადგენილია, რომ 2019 წლის 05 თებერვალს, მოქ. ა-----------ს პირადი შემოწმებისას, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 05 თებერვალს, მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა თ----------–------–---–-ს მიერ მეუღლე ა-----------ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ა-----------ზე განხორციელებული ძალადობის და მიყენებული ზიანის შესახებ, არის თავად დაზარალებული ა-----------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება თ----------–------–---–- და დ--------------- შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდს, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ თ----------–------–---–-ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. ბრალად შერაცხულ ქმედებაში თ----------–------–---–-ს მონაწილეობის დადგენისათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ც------------------- და გ------------------- ჩვენებებზე, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ფიზიკური დაპირისპირების დროს თ----------–-----–---–-- და დ--------------- გაშველებაში და დანამდვილებით შეუძლიათ იმის თქმა, რომ თავდაპირველად სწორედ დ--------------- მოკიდა ხელი თ----------–------–---–-, მაისურით მოქაჩა მისკენ, დააგდო ძირს და ფეხი დაარტყა სახის არეში. გაშველების მიუხედავად იგი კვლავ ცდილობდა თ----------–------–---–-კენ დასარტყმელად გაწევას, რა დროსაც თ----- გასაღებიანი ხელი მოუქნია მას. სასამართლოზე ჩვენების მიცემისას მოწმეებმა კატეგორიულად გამორიცხეს თ----------–------–---–-ს ხელში დანის ჭერის ფაქტი და მიუთითეს, რომ ბრალდებულს ხელში ეჭირა მხოლოდ გასაღებების აცმა, რაც დ--------------- მოუქნია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და კვლავ ცდილობდა მისკენ დასარტყმელად გაწევას.

თ----------–------–---–-ს ხელში დანის არსებობის ფაქტს გამორიცხავს მოწმე ნ------–------, რომელმაც თავად დაინახა სახლის ფანჯრიდან თუ როგორ ურტყამდა დ-------------- ძირს დაგდებულ თ----------–------–---–-, რომელსაც სახის არეში ეტყობოდა დაზიანებები, გახეთქილი ჰქონდა შუბლი და სდიოდა სისხლი.

2019 წლის 05 თებერვალს თ----------–------–---–- და მის სიმამრს შორის სიტყვიერი შელაპარაკების დროს, პირველად დ--------------- მხრიდან თ----------–------–---–--- ხელის დარტყმის ფაქტს ადასტურებს მოწმე ო----------------, რომელმაც სასამართლოზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თავდაპირველად სწორედ დ-------------- სწვდა მხრებში თ----------–------–---–-, დააგდო ძირს და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ძირს დაგდებული თ----------–------–---–- ფეხების მოქნევით ცდილობდა თავდამსხმელის მოგერიებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 5 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების დროს, თ----------–------–---–-- პირველმა დაარტყა ხელი დ---------ს. დაზარალებულმა სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში მართალია განმარტა, რომ პირველს თავად არ დაურტყამს თ----------–------–---–-სთვის, თუმცა მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ თ----------–------–---–---- ჰქონდა რამდენიმე წუთიანი ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც დაზიანება მიიღო, როგორც მისმა სიძემ, ისე თავად მან, რა დროსაც ტკივილი არ განუცდია. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაზარალებულმა დ--------------- კატეგორიულად უარყო თ----------–------–---–-ს ხელში დანის არსებობის ფაქტი, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის თავად ბრალდების მხარის მოწმეების მ--–------–----------- და დ----------------- ჩვენებებთან, რომლებიც უთითებენ ფიზიკური დაპირისპირების დროს თ----------–------–---–-ს ხელში ვერცხლისფერი დასაკეცი დანის ჭერის ფაქტს. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დ--------------- აღენიშნებოდა მხოლოდ ნაკაწრი სახის არეში, ხოლო თ----------–------–---–- მთლიანად იყო გაწითლებული, სდიოდა სისხლი და დაზიანებული ჰქონდა ცხვირი. მხედველობაშია მისაღები ასევე ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება შემთხვევის ადგილიდან ან ბრალდებულ თ----------–------–--–----- დანის ამოღების ფაქტი.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ თ----------–------–---–-ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ----------–------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც თ----------–------–---–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ----------–------–---–- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2----–-–---------------–-- განჩინებით, თ----------–------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვენლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ თ----------–------–---–- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი