განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №0201001190028421-9 (1/71-19)
განაჩენი
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი -მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე- პროკურორი ლე------------
ადვოკატი- კა------------------------–-------------
ბრალდებული-ლე------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ლე------------ მიმართ
მამის სახელი: მა-–-----
დაბადებული: 07.01.1--- წელს
პირადი ნომერი:19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ--------------–----–----------------–----------
რეგისტრირებული: ზუ--------------–----–----------------–----------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლე-----------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2018 წლის 26 ნოემბერს, დილის საათებში, ლე----------- სანადირო თოფით შეიარაღებული მივიდა ზუ--------------–----–-------ს სოფელ ერ-----–- მდებარე ბიძის - გო----------- საცხოვრებელ სახლთან და სანადირო თოფიდან დამიზნებით ორჯერ გაისროლა ეზოში მყოფი გო----------- მიმართულებით, რის შემდეგ იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლე----------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ ლე------------ მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწი- ნააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
მოწმე მა----–--------- განმარტავს, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს მისი შვილები რო----------------------- იმყოფებოდნენ მასთან სახლში, მოვიდა შვილიშვილი ლე-----------, რომელსაც შეკამათება მოუვიდა გო------- და წასვლისას უთხრა, რომ ამ საკითხზე მოუწევდა პასუხის გაცემა, გ---- დილით ადრე ადგა და გარეთ გავიდა, უცებ გაიგო გასროლის ხმა, მიირბინა, მისი შვილი გარდაცვლილი ნახა და გონება დაკარგა, გ----ს ცოლი არ ჰყავდა, ის უვლიდა სახლს და იცის, რომ მას თოფი არ ჰქონდა.
მოწმე ლა------------ განმარტავს, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, მისი მაზლის გო----------- ეზოდან მოესმა სანადირო თოფიდან ორი გასროლის ხმა და მაშინათვე წავიდა მისი სახლისკენ, დაინახა გ---- იწვა პირაღმა და სისხლში ცურავდა, ამ დროს ლე----------- ჭიშკრიდან ქუჩაში გადიოდა, ხოლო მის გარდა ეზოში არავინ იყო, წინა ღამით მათ სახლში გ----ს და ლე---- შორის მოხდა შელაპარაკება, რადგან გ----ს ეეჭვებოდა, რომ მისი ცოლი ლე--------- ღალატობდა, ისინი დააშოშმინეს, ლე---- წავიდა, ხოლო გ---- იმ ღამეს მათთან დარჩა.
მოწმე რო------------ განმარტებით 2018 წლის 25 ნოემბერს მისი ძმა გ---- ა------ და ძმისშვილი ლე---- იმყოფებოდნენ მათთან სახლში და მოუვიდათ შელაპარაკება, რადგან გ----ს ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ცოლი ლე--------- ღალატობდა და დაშორების დროს თქვეს, რომ ნახავდნენ ერთმანეთს. მეორე დილით ტანზე იცმევდა როდესაც გაიგონა გასროლის ხმა, მიირბინა უცებ და დაინახა, რომ მისი ძმა მიწაზე ეგდო, დაიწყო ყვირილი, ამ დროს ნახა, რომ ჭიშკრიდან ქუჩაში გადიოდა ლე-----------, მას თოფი ეკავა ხელში, მიაძახა ეს რა ქენიო, მაგრამ პასუხი არ გასცა, მის ძმას თოფი არასდროს ჰქონია, ხოლო ლე---- ნადირობდა. ის თოფი მერე მეზობლის კართან ამოიღეს.
მოწმე ნი------–---- თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს მოესმა თოფიდან ორჯერ გასროლის ხმა და რო------------ ყვირილი, რომელიც ითხოვდა დახმარებას, გამოუძახეს სასწრაფოს, მერე გაიგო, რომ ლე-----------მ ესროლა გო-----------, მანამდე მათ შორის კონფლიქტის არსებობის შესახებ არ გაუგია.
მოწმე ელ--------------- განმარტავს, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს დილით გაიგონა კივილი და გაიქცა გო----------- სახლისკენ, ეზოში ხალხი იყო შეკრებილი, ეზოში ეგდო- გო----------- დედა, ხოლო გ---- ტახტზე ესვენა, გაიგო, რომ ლე-----------მ ესროლა ბიძას და რადგან მისი შვილის კლასელი იყო, დაურეკა მობილურ ტელეფონზე და ჰკითხა თუ რატომ გააკეთა, ლე----- უთხრა მოკვდაო და გაუთიშა ტელეფონი, შემდეგ გაიგო, რომ გამოცხადებულა პოლიციაში.
მოწმე ვა-–--------–----- განმარტავს, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 10:00 საათზე დაურეკა ლე-----------მ და თხოვა მისულიყო ერ-----–-, ის დახვდა სოფლის ცენტრში, იყო აღელვებული და უთხრა, რომ ესროლა ბიძას და კითხვაზე მოკვდა თუ არა, პასუხი არ გასცა, მისი თხოვნით მიიყვანა და-----–-- პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე რა-----–---–--- განმარტავს, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს და-----–-- პოლიციის განყოფილებაში იყო პასუხისმგებელი მორიგე, სადაც ბრალის აღიარებით გამოცხადდა ლე----------- და განმარტა, რომ სოფელ ერ-----–- სანადირო თოფიდან გასროლით ჩაიდინა თავისი ბიძის, გო----------- მკვლელობა და თოფი გადააგდო. ოქმის შედგენის შემდეგ დაურეკა გამომძიებელს, რომელმაც იგი დააკავა.
მოწმე და--------–-–--- განმარტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, როგორც ექსპერტმა ზუ-------- რაიონის სოფელ ერ-----–- მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, შუა ეზოში ნახეს სანადირო თოფის ორი ცალი მასრა, რომელიც ამოიღეს, აივნიდან ამოიღეს სისხლის ლაქა და ქაღალდის ნაგლეჯი, ჭიშკრის გარეთ, გზაზე, ღობის გვერდით იდო დაშლილი სანადირო თოფი (ცალ-ცალკე იყო ლულა და კონდახი), ამოღებული საგნები დალუქა და გადასცა გამომძიებელს, გი-------–-----–----, რომელმაც შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რასაც მოაწერა ხელი.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შო–--------------- და აღნიშნა, რომ და--------–-–---თან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ეზოდან ამოიღეს ორი ცალი მასრა, აივნიდან სისხლის ლაქა და ქაღალდის ნაგლეჯი, ხოლო ეზოს გარეთ, ღობესთან დაშლილად ეგდო თოფი, ეს ნივთები ამოიღეს, დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს, მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.
მოწმე გი-------–-----–---- განმარტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს სოფელ ერ-----–- ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტების მონაწილეობით გო----------- ეზოდან ამოიღეს ორი ცალი მასრა, აივნიდან სისხლისმაგვარი ლაქები და ქაღალდის ნაგლეჯები, ჭიშკრიდან დაახლოებით 40 მეტრში ამოიღეს ორლულიანი სანადირო თოფი, რომელიც გადახსნილი ეგდო ტროტუარზე - მიწაზე, კონდახი და ლულა იდო ცალ-ცალკე ერთმანეთის გვერდით. ერთ ღვედზე, რომელიც ამოიღეს ექსპერტებმა და დალუქეს. გო----------- გვამი ესვენა ტახტზე და გარეგნული დათვალიერებით ჰქონდა ნაფლეთი ჭრილობა, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
მოწმე გრ-----–-------------- განმარტებით 2018 წლის 26 ნოემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე გო----------- სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გო----------- გვამი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ზუ-------- რაიონის სოფელ ერ--------- გადაასვენა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტში, ექსპერტ გი---------------–-–---–-- მონაწილეობით გო----------- გვამიდან აიღო თმის, ფრჩხილის, ხელის ანაწმენდების ნიმუშები და ამოიღო გო----------- ტანსაცმელი, მოწმის სახით დაკითხა ექსპერტი გი---------------–-–---–-, რომლის განმარტებით გო----------- გვამის გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა შუბლის წინა მარცხენა მხარეს და გულმკერდის წინა მხარეს ცეცხლნასროლი ჭრილობები.
მოწმე ნი----------–---–-- განმარტავს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გო----------- მკვლელობის ფაქტზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და მის ფარგლებში ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, დაკითხა ლე----------- და მოწმეები, დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოითხოვა და ამოიღო მეხსიერების ბარათი, რომელიც შეეხებოდა გო----------- და მის მეუღლეს შორის საუბარს, აღნიშნული დაათვალიერა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
მოწმე ირ---–------------- განმარტავს, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს ზუ-------- რაიონული სამმართველოს და-----–-- პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულის სახით დააკავა და პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ლე------------, ის ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში, შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში.
მოწმე აბ----–----------------- განმარტებით დადასტურებულია, რომ გო----------- მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის სახით გამოკითხა ლე-----------, რის შედმეგ საექსპერტო კვლევისათვის მისგან ადვოკატის და ექსპერტის მონაწილეობით აიღო თმის, ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, სახის და ხელის მიდამოდან ანაწმენდები, თითების ანაბეჭდები, ასევე ლე------------გან ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს, შეადგინა შესაბამისი ოქმები, რასაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.
მოწმე ეკ-------------------–---–- განმარტავს, რომ გ---- ა------ იყო მისი მეუღლე, ის ეჭვიანობდა, რომ ლე------------თან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა და ამ ნიადაგზე ჰქონდათ კონფლიქტი, ძალადობდა მასზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აიძულა, რომ ეღიარებინა ლე--------- ურთიერთობის შესახებ, რისი ჩანაწერიც გაუკეთებია და სწორედ ეჭვიანობა გახდა მიზეზი, რომ ისინი ერთ წელიწადში დაშორდნენ ერთმანეთს, გო----------- ხელში და სახლში მას იარაღი არასდროს უნახავს. ლე------------ გო------- დაქორწინებამდე იცნობდა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქე----------------–-–---–-- განმარტა, რომ სეროლოგიურ - გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დაადგინა, რომ სავალი გზის ტროტუარიდან ამოღებული სანადირო თოფის სასხლეტზე, დამცავ რკალსა და კონდახზე, მასზე დახვეულ საიზოლაციო ლენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლე------------, ლულასა და ტიბჟირზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გო-----------. საკიდ ქამარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გო-----------, ხოლო მინორული წილი ლე------------. მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ქაღალდის ნაგლეჯზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები, მოლურჯო ფერის ქურთუკზე, ჯინსის შარვალზე და სპორტულ ფეხსაცმელზე, საცვალზე, წინდაზე, მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გო-----------.
ბიომასალასთან კონტაქტის შედეგად თოფის საკიდ ქამარზე არის შერეული პროფილი. შემხებლობა ჰქონდა თუ არა არ იცის, მაგრამ ბიომასალა აღმოჩნდა.
მოწმე გი---------------–-–---–-- განმარტებით დადასტურებულია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გო----------- გვამის გამოკვლევით დადგინდა, რომ მას აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი ორი დაზიანება - პირველი გულმკერდის და მუცლის ღრუს მიდამოში შემავალი ჭრილობა გულის პერანგის, მარცხენა ფილტვის ქვედა წილის და ღვიძლის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულება მარცხნიდან-მარჯვნივ, წინიდან უკან, ხოლო მეორე ბრმა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე და მესამედში კუნთების, მაგისტრალური სისხლძარღვების, დიდი და მცირე წვივის ძვლების დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულება მარჯვნიდან-მარცხნივ, წინიდან უკან, დაზიანება მიყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის-საფანტის გასროლის შედეგად და ორივე ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, სიკვდილის უშუალო მიზეზია ზემოაღნიშნული დაზიანებებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენა. კანის პრეპარატის გამოკვლევით დადგინდა, რომ გასროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან, მაგრამ არა მიბჯენით. ორივე გასროლით მიყენებულ ჭრილობას შეეძლო გამოეწვია გო----------- სიკვდილი, გო----------- ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი უსწორო კიდეებიანი ჭრილობები და ნაჭდევები, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიზეზობრივ კავშირში არ არის გო----------- სიკვდილთან.
მოწმე ნა----–------–------ განმარტებით დადასტურებულია, რომ ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა სანადირო თოფი, მასრები და ტანსაცმელი, მიიღო დასკვნა, რომ წარმოდგენილი იარაღი იყო 1- კალიბრის, სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი თოფი, რომელიც სამი ერთეული იარაღის ნაწილების გამოყენებით იყო დაკომპლექტებული და ტექნიკურად გაუმართავი, ტიბჟირის მოხსნისას ჩამოვარდა ხის დეტალი და ქაღალდი, რომლის მეშვეობით იყო სპეციალური ჭრილი გამაგრებული, რის გარეშეც თოფის გადატენვა და გასროლა იყო შეუძლებელი, ექსპერიმენტული გასროლისას დააფიქსირა ეს ნაწილები და ოთხჯერ მოახდინა გასროლა, ბოლო გაწმენდის შემდეგ ორივე ლულიდან იყო ნაწარმოები გასროლა, გამოსაკვლევი ორივე მასრა წარმოადგენდა ამ კატეგორიის თოფებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს და ნასროლი იყო გამოსაკვლევი იარაღიდან, გო----------- ქურთუკზე, როლინგზე და მაისურზე არსებული დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემავალია და განვითარებულია სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი მეტალ - ტყვიის ჭურვების დიდი ძალის ინტენსივობით ძლიერ ახლო მანძილიდან გასროლით.
ბრალდებული ლე----------- განმარტავს, რომ გ---- ა------ იყო მისი ბიძა, 2018 წლის 26 ნოემბერს მივიდა ბიძამისის სახლში და ჰკითხა თუ რატომ წამებდა ცილს, გ---- ა------ შევიდა ოთახში და გამოიტანა სანადირო თოფი, რომელიც ეჭირა მარჯვენა ხელში, მას შეეშინდა, მივარდა, უნდოდა იარაღის წართმევა, თოფს ჩაავლო ორივე ხელი, ბიძამისს თოფის ღვედზე ეკიდა ხელი, რა დროსაც მოხდა პირველი გასროლა და წამებში გავარდა მეორე ტყვია, ნახა, რომ მას ჰქონდა ჭრილობა და სდიოდა სისხლი, გვერდითა სახლიდან მეორე ბიძა და ბიცოლა მორბოდნენ, ის წავიდა აღელვებული, ჭიშკართან თოფი გადახსნა და დააგდო, შემდეგ დაურეკა მეზობელმა და მისგან გაიგო, რომ გ---- გარდაიცვალა, ნაცნობი ტაქსისტის ავტომანქანით გამოცხადდა და-----–-- პოლიციის განყოფილებაში, მას გო----------- მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა, სალაპარაკოდ და საკითხის გასარკვევად მივიდა, იარაღის წართმევის დროს ლულა თუ საით იყო მიმართული არ ახსოვს. თოფისთვის გადახსნის ადგილზე ჰქონდა ხელი ჩაჭიდებული და ლულა არც ერთისკენ არ იყო მიმართული. იდგნენ პირისპირ, ერთ მეტრამდე მანძილი აშორებდა, თოფი გამოწია და გავარდა. აღნიშნავს, რომ არის უდანაშაულო და ითხოვს გამართლებას.
ლე------------ ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:
ზუ-------- რაიონული სამმართველოს და-----–-- პოლიციის განყოფილებაში ლე------------ ბრალის აღიარებით გამოცხადების შესახებ 2018 წლის 26 ნოემბრის ოქმით (ს.ფ 5)
2018 წლის 26 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურე- ბულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ზუ-------- რაიონის სოფელ ერ-----–- მდებარე გარდაცვლილ გო----------- ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო ეზოს, ეზოში ჭიშკრიდან მარცხენა მხარეს 7.27 მეტრში დევს გასროლილი მასრა, ხოლო მის გვერდით ჭიშკრიდან 8.25 მეტრში მეორე გასროლილი მასრა, სახლის აივანზე ბეტონზე ამჩნევია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, აივანზე სისხლისმაგვარი ლაქების გვერდით ყრია ქაღალდის ნაფლეთები, დივანზე ასვენია გადასაფარებელ პლედში გახვეული მამრობითი სქესის გვამი, რომელსაც ორივე ხელის მტევნებზე, სახეზე და გულმკერდის არეში ეტყობა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ტანსაცმელი გაჟღენთილია სისხლით, ჭიშკრიდან გარეთ, მარცხენა მხარეს 41 მეტრში, სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხარეს, ტროტუარზე დევს ორლულიანი სანადირო თოფი, შავი ფერის ღვედით და კონდახზე ლენტით გადახსნილ მდგომარეობაში, დათვალიერების შედეგად ამოღებულია ორი ცალი მასრა, ქაღალდის ნაგლეჯები, ერთი ცალი ორლულიანი თოფი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები (ს.ფ. 17-26, ტ.1)
ზუ-------- რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 102-104, ტ. 1)
2018 წლის 26 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლე------------ მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თეთრი ფერის კორპუსის მქონე „NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი (ს.ფ. 6-13).
2018 წლის 26 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმით დადასტურებულია, რომ შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის ბრალდებულ ლე------------ პირის ღრუდან ექსპერტ ლე-–-------- მიერ მისი თანხმობით აღებულია ნერწყვის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელიდან, სახის მარჯვენა და მარცხენა მიდამოდან ანაწმენდების ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან ფრჩხილის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის, კეფის, თხემის და შუბლის მიდამოებიდან თმის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის თითებიდან და ხელის გულებიდან ანაბეჭდები ( ს.ფ 57-58, ტ.1)
2018 წლის 26 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლე------------გან ექსპერტ ლე-–-------- მონაწილეობით ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ლურჯი ფერის „დუტის“ ქურთუკი, წინა მხარეს ელვაშესაკრავით და გვერდებზე ელვაშესაკრავიანი ორი ჯიბით, შავი ფერის ჯინსის შარვალი მუხლის მიდამოში ელვაშესაკრავით, ერთი წყვილი „REEBOK”-ის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი (ს.ფ. 61-62, ტ.1)
ზუ-------- რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლე------------ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ.106-108, ტ.1)
2018 წლის 26 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტ გი---------------–-–---–-- მიერ გო----------- გვამიდან აღებულია სისხლის ნიმუში, თმების ნიმუში, ფრჩხილების და მტევნების ანაწმენდების ნიმუში და მეტალის უცხო სხეულები (ს.ფ. 68-71, ტ1).
ზუ-------- რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გო----------- გვამიდან საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშების აღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 114-11-, ტ1)
2018 წლის 26 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტ გი---------------–-–---–--გან ამოღებულია გარდაცვლილ გო----------- ტანსაცმელი, შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი, შავი ფერის სვიტერი, შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ყავისფერი ტყავის ქამრით, საცვლები, წინდები და სპორტული ფეხსაცმელი თასმებზე შესაკრავით (ს.ფ. 75-79, ტ.1)
ზუ-------- რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტ გი---------------–-–---–-- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 110-112, ტ.1 )
ზუ-------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 2018 წლის 20 დეკემბრის ოქმით მა----–---------სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი- „ჩიპი“ (ს.ფ 1-8-170, ტ.1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის №0-------- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით ორლულიან თოფზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები (ს.ფ. 202-225, ტ1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 აპრილის №0-------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით სავალი გზის ტროტუარიდან ამოღებულ სანადირო თოფის სასხლეტზე, დამცავ რკალზე, კონდახსა და მასზე დახვეულ საიზოლაციო ლენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლე------------, ლულასა და ტიბჟირზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სიხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გო-----------, საკიდ ქამარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გო-----------, ხოლო მინორული წილი ლე------------.
მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გო-----------.
მონაცისფრო ქაღალდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გო-----------.
მონაცისფრო ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო, ურთიერთგარდა მავალი ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გო-----------.
გო----------- გვამიდან ამოღებულ წყვილ ბოტასზე, ქვედა საცვალზე, წყვილ წინდაზე, მოკლესახელოებიან მაისურზე, გრძელსახელოებიან მაისურზე, როლინგზე, ჯინსის შარვალსა და ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გო-----------.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის №0-------- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1- კალიბრის, სანადირო დანიშნულების, გლუვლულიან и---- მოდელის, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, მის დეტალებზე არსებული სანომრე აღნიშვნების მიხედვით „у 9----------------------- მინიმუმ სამი ერთეული იარაღის ნაწილების გამოყენებით დაკომპლექტებულ თოფს. იგი ტექნიკურად გაუმართავია, მაგრამ შესაძლებელია გასროლის წარმოება მანიპულაციებით და მისი ორივე ლულიდან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ.
გამოსაკვლევი ორი მასრა წარმოადგენს სანადირო დანიშნულების 1- კალიბრის გლუვლულიანი თოფებისათვის, მათ შორის ზემოთხსენებული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს. ისინი ნასროლია გამოსაკვლევი იარაღიდან, ამასთან მასრა აღნიშვნით „№1 ობიექტი“ მარჯვენა, ხოლო მასრა აღნიშვნით №2 ობიექტი- მარცხენა ლულიდან.
გამოსაკვლევი ლითონის 5 (ხუთი) ობიექტი წარმოადგენს სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნის ჭურვის შემადგენელ კომპონენტებს, სავარაუდოდ ქარხნული წესით დამზადებულ წვრილი საფანტის მარცვლებს.
გამოსაკვლევად წარმოდგენილ „გო-----------“ ნივთებიდან ქურთუკზე, როლინგზე, მაისურებზე და შარვალზე კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული №1-3 დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია მეტალ-ტყვიის ჭურვების, როგორიც უნდა იყოს საფანტი, მოქმედების შედეგად ძლიერ ახლო, შესაძლო მიბჯენით, ტანსაცმლის მიმართ: ქურთუკის შემთხვევაში წინა მარცხენა, ხოლო შარვლის შემთხვევაში უკანა მარჯვენა მხრიდან სროლისას.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ლე------------ განმარტებას, რომ იგი არ მოქმედებდა გო----------- მოკვლის განზრახვით და რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, მართალია, ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მაგრამ მისი განმარტება არ არის დამაჯერებელი და სარწმუნო, სასამართლოს მიაჩნია, რომ მან ვერ ახსნა როგორ და რა ვითარებაში მოხდა გასროლა, საით იყო მიმართული იარაღის ლულა, თუ ის იყო ერთი მიმართულებით და გასროლა განხორციელდა ზედიზედ, წამის შუალედში, ასეთ შემთხვევაში რატომ გააჩნია გო----------- სხვადასხვა ადგილას გულმკერდის და წვივის არეში დაზიანებები, რაც დადასტურებულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლე----------- აღნიშნავს, რომ თავდაცვის მიზნით წაართვა იარაღი, თუმცა რეალურად თავდასხმის არსებობის საფრთხეზე (არ არსებობდა) არ უთითებს, რადგან გო----------- მისი განმარტებით მარჯვენა ხელში ეჭირა თოფი და მისთვის არ დაუმიზნებია, არც წინასწარ მუქარას ჰქონდა ადგილი, ხოლო გასროლის და დაზიანების მიყენების შემდეგ მან მიატოვა ბიძამისი და არც უცდია მისთვის დახმარების გაწევა ან საშველად ვინმეს მოხმობა, ხოლო რო------------ პასუხიც არ გასცა ისე მიატოვა იარაღით ხელში შემთხვევის ადგილი, მისი განმარტებით შემთხვევას ადგილი ჰქონდა საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, მაშინ როდესაც მკვლელობის საცხოვრებელი სახლის გარეთ ჩადენა დადასტურებულია გამოკვლეული მტკიცებულებებით - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურებულია, რომ გო----------- სახლში თოფი არ გააჩნდა, ხოლო ლე----------- ნადირობდა და თოფი ჰქონდა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნიდან და ექსპერტ ნა----–------–------ ჩვენებიდან გამომდინარე თოფიდან, მისი ტექნიკური გაუმართაობის გათვალისწინებით, გასროლამდე გარკვეული მანიპულაციის ჩატარება იყო საჭირო, ტიბჟირში არსებული დეტალების დამაგრების გზით, რისი ცოდნაც წინასწარ უნდა ჰქონოდა პირს, რომელიც აღნიშნული იარაღიდან აწარმოებდა გასროლას, ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე----------- მოქმედებდა გო----------- მოკვლის განზრახვით და მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლე------------ უდანაშაულოდ ცნობის და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე-----------მ ჩაიდინა გო----------- განზრახ მკვლელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის სიცოცხლე კანონით დაცულ ძირითად უფლებას წარმოადგენს, ამ სიკეთის დაცვა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუ- ციის, სისხლის სამართლის კოდექსის და სხვა კანონმდებლობის საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად ,,ადამიანის სიცოცხლე დაცულია და მას იცავს კანონი’’.
სხვისთვის მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ სიცოცხლის მოსპობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და იწვევს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ობიექტური მხრივ ლე------------ მიერ დანაშაული ჩადენილია მოქმედებით, მისი მხრიდან სანადირო თოფიდან დამიზნებით ორჯერ გასროლის შედეგად მიღებულ დაზიანებას მოჰყვა გო----------- სიკვდილი და შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი ლე------------ ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ამასთან ლე----------- მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუ- ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ლე-----------მ ჩაიდინა გო----------- განზრახ მკვლელობა.
ამდენად, ლე------------ ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლე------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებუ- ბულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ლე-----------მ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ხელყო ადამიანის სიცოცხლის უფლება, რომელიც ამავე დროს არის მისი ნათესავი - ბიძა, რის გამოც ჩადენილი ქმედებისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მასრა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ქაღალდის ნაგლეჯი, ლე------------ ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, ანაბეჭდის ნიმუში, გო----------- გვამიდან აღებული მეტალის უცხო სხეული, ანაწმენდის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, თმის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ორლულიანი თოფი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
ლე------------გან ამოღებული ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის შარვალი, „REEBOK”-ის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ლე------------ ოჯახს.
გო----------- ტანსაცმელი, შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი, შავი ფერის სვიტერი, შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ყავისფერი ტყავის ქამრით, შავი ფერის საცვლები, წინდები, სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გო----------- ოჯახს.
მა----–---------სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას დამნაშავედ ლე----------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
2.ლე------------ მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 26 ნოემბრის 09:35 საათიდან.
3.ლე------------ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მასრა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ქაღალდის ნაგლეჯი, ლე------------ ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, ანაბეჭდის ნიმუში, გო----------- გვამიდან აღებული მეტალის უცხო სხეული, ანაწმენდის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, თმის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ორლულიანი თოფი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
ლე------------გან ამოღებული ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის შარვალი, „REEBOK”-ის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ლე------------ ოჯახს.
გო----------- ტანსაცმელი, შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი, შავი ფერის სვიტერი, შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ყავისფერი ტყავის ქამრით, შავი ფერის საცვლები, წინდები, სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გო----------- ოჯახს.
მა----–---------სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია