განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
330100118002586468
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-------------–---

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-------–-------------–--–--------------------------–-------–-–--------------------------–----------–--------------------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: მ–------------------–---------------------–---

ადვოკატი - დ------------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვა.

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 22 მარტს, გ----------------–----–----------------–----------–- მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N-----–-------–-----------–----------–-------------------------------–------ საკანში მოთავსებული მსჯავრდებული, ნ-----–------------ ინახავდა აკრძალულ საგანს - დაშლილი ერთჯერადი სამართებლის ბასრ პირს, რაც ჩამოერთვა იმავე დღეს, დაახლოებით 16:45 საათზე, დაწესებულების თანამშრომლების მიერ.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----–------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

ექსპერტ მ-------------- ჩვენებით, ნ-----–------------ ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტ ა------------–-------- ერთად, ჩაატარა ორი ექსპერტიზა - სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული. ორივე შემთხვევაში გაიცა ერთი და იმავე შინაარსის დასკვნა, კერძოდ: ნ-----–------------ აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, კერძოდ, 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16:45 საათზე, ნ-----–------------ აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ნ-----–------------ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ნ-----–------------ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ნ-----–----------- იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ნ-----–------------ აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ნ-----–----------- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ექსპერტიზის დასკვნას ადასტურებდა შემდეგი ანამნეზური მონაცემები: გადატანილი ქალა-ტვინის ტრამვის შემდგომ იმგვარი პათოხასიათობრივი თავისებურებების გამოვლენა, როგორიცაა ემოციური გაუწონასწორებლობა, ადვილგამღიზიანებლობა, აფექტურობა, აგზნებადობა, კონფლიქტურობა, ინტეპერსონალური ურთიერთობებისა და სოციალური ადაპტაციის გაძნელება, მიდრეკილება ასოციალური ქცევისა და თვითდაზიანებებისადმი. ამავეს მოწმობდა იმჟამინდელი სტაციონალური საექსპერტო გამოკვლევისას გამოვლენილი: ემოციური ლაბილობა, ნებელობის სისუსტე, მეხსიერებისა და ყურადღების ერთგვარი დაქვეითება, ფსიქიკურ პროცესთა ტემპის შენელება, ინერტულობა, რიგიდობა, განლევადობა, ნათელი ცნობიერების, სწორი ორიენტაციის, შინაარსით გასაგები, ურთიერთდაკავშირებული ასოციაციების, ფსიქოზური სიმპტომატიკის (ბოდვა, ჰალუცინაციები) არარსებობის და საკმარისი კრიტიკის ფონზე. მის მიერ ექსპერტიზის ჩატარება მოხდა გამოსაკვლევ პირთან ურთიერთობის, სამედიცინო ისტორიის და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად. „------------------------–-------------------------------–----–----------- ერთად ექსპერტიზის ჩატარება და საერთო დასკვნის გაცემა ვერ მოხდა, რადგან მათი ექსპერტები არ ეთანხმებოდნენ მათ მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას.

ექსპერტ ა------------–---- ჩვენებით, ექსპერტ მ---------------- ერთად, ნ-----–------------თან მიმართებით ჩაატარა ორი ექსპერტიზა და ეთანხმება მის მიერ გაცემულ დასკვნებს. ექსპერტიზის ჩატარების დროს იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებით, სამედიცინო დოკუმენტაციით და ასევე შემოწმებული იქნა გამოსაკვლევი პირი. ნ-----–-----------მ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 12 წლის ასაკში მოყვა ავარიაში და გადაიტანა თავის ტვინის ტრამვა და ამის შემდეგ ის გარკვეულწილად შეიცვალა ხასიათით, გახდა იმპულსური და აგზნებადი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ანამნეზის შეკრება და გამოსკვლევ პირთან გასაუბრება, რაც არის გასათვალისწინებელი, რადგან სამედიცინო დოკუმენტაცია, სრულყოფილი სახით, შეიძლება არც არსებობდეს. მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-----–------------ აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის ფსიქოპატია, ანუ ხასიათის გარკვეული პათოლოგია, რაც შეიძლება ჩამოყალიბდეს ადამიანს თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. ვინაიდან „------------------------–-------------------------------–----–-------- ჰქონდა განსხვავებული პოზიცია დიაგნოზთან დაკავშირებით, მათ ცალკე დაწერეს დასკვნა. დიაგნოზი, რაც დასვეს „------------------------–-------------------------------–----–--------- ექსპერტებმა, ანუ F70.1, ეს არის მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით. გონებრივი ჩამორჩენილობა კლასიკური გაგებით დაავადება არ არის. მედიცინა შეისწავლის ჯანმრთელობის პათოლოგიებს, მაგრამ ჯანმრთელობის პათოლოგია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს არის დაავადება. დაავადებას უნდა ჰქონდეს თავისი მახასიათებლები - გამომწვევი მიზეზი, განვითარების დინამიკა და ა.შ. მითუმეტეს ამ დიაგნოზს არ ქვია დაავადება, როდესაც საუბარია შერაცხადობის საკითხზე. შერაცხადობის ფორმულა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად და გააჩნია კრიტერიუმი - სამედიცინო და იურიდიული. იურიდიული კრიტერიუმი გულისხმობს, რომ პირს არ შეუძლია შეიგნოს საკუთარი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა ან/და უხელმძღვანელოს მას ე.ი. დარღვეული უნდა იყოს ან ინტელექტუალური სფერო ან ნებელობითი სფერო, ან ორივე ერთად, რაც უნდა იყოს შედეგად იმისა, რომ მას უნდა აღენიშნებოდეს სამედიცინო კრიტერიუმიდან ერთ-ერთი პათოლოგია. სამედიცინო კრიტერიუმის ჩამონათვალი შედგება ოთხი ნაწილისგან, ეს არის ქრონიკული ფსიქიკური დაავადება, დროებითი ფსიქიკური აშლილობა, ჭკუასუსტობა და ფსიქიკის სხვა ავადმყოფობა. ნ-----–------------ დიაგნოზი შედის ჭკუასუსტობაში. რაც შეეხება ქრონიკულ ფსიქიკურ დაავადებას, რა დიაგნოზიც დასვა „------------------------–-------------------------------–----–--------- ექსპერტებმა, მასში იგულისხმება ენდოგენური ფსიქიკური დაავადებები, როგორიცაა შიზოფრენია, მანიაკალური დეპრესიული ფსიქოზი, შიზოტიკური აშლილობა და ა.შ ეს არის დაავადებები, რომლებიც არაგარეგანი ზემოქმედების გარეშე აღმოცენდება. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა უალტერნატივოდ არ ნიშნავს შეურაცხადობას, რადგან გონებრივ ჩამორჩენილობას აქვს ეტაპები - მსუბუქი, გამოხატული, მძიმე და ღრმა. მძიმე და ღრმა სახის გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევაში ცალსახად არის საუბარი შეურაცხადობაზე. რაც შეეხება მსუბუქი გონებრივ ჩამორჩენილობას, ამ შემთხვევაში კონკრეტული ქმედების დროს, პირი შეიძლება იყოს შერაცხად მდგომარეობაში და შეიძლება არა. „------------------------–-------------------------------–----–--------- დიაგნოზი გულისხმობს, რომ ნ-----–------------ აქვს ინტელექტუალური შეფერხება და მისი ინტელექტის კოეფიციენტი ასაკთან შეფარდებაში შეესაბამება 9-12 წლის ასაკის ბავშვის განვითარებას, რაც მისი შეფასებით ასე არ არის და ნ-----–----------- 12 წლის ბავშვთან შედარებით ბევრად განვითარებულია. ნ-----–------------ ათვისების უნარი ნამდვილად გააჩნია და მისი ეს მდგომარეობა პედაგოგიური ჩამორჩენილობის ბრალია და არა გონებრივი ჩამორჩენილობის.

ექსპერტ ნ-------------–---–-- ჩვენებით, ნ-----–------------ ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ორჯერ. არცერთ შემთხვევაში სამხარაულის ექსპერტების მიერ გაცემულ დასკვნას არ გაცნობია და არც სისხლის სამართლის საქმის მასალები შეუსწავლია, შესაბამისად, მისთვის უცნობია ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტებმა რის საფუძველზე გასცეს თავიანთი დასკვნა. მის მიერ დასმული დიაგნოზი - მსუბუქი გონივრული ჩამორჩენა არის იმგვარი მდგომარეობა, რაც არ მწვავდება და რა მდგომარეობაც პაციენტს ექნებოდა დანაშაულიც ჩადენის დროს, ის ექნება ყოველთვის. როდესაც მის მიერ მოხდა ნ-----–------------ შემოწმება, მას ჰქონდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, აღნიშნულიდან გამომდინარე დაწერა, რომ 2018 წლის 22 მარტსაც მას ასეთივე მდგომარეობა ჰქონდა. მისი დიაგნოზი გულისხმობს, რომ პაციენტი ავტომატურად არის უკრიტიკო საკუთარი ქცევების მიმართ და ავადმყოფური მდგომარეობის მიმართ. მისი გონება არის 9-12 წლამდე ასაკის გონების ბავშვის განვითარების.

ექსპერტ ა-–----------------–--–---–-- ჩვენებით, ვინაიდან მაგნიტორეზონანსული დასკვნით ორგანიკა არ იქნა გამოვლენილი, ნ-----–------------ დაუდგინეს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა. მოცემულ შემთხვევაში ნ-----–------------ აქვს თანდაყოლილი გონებრივი ჩამორჩენილობა, თუმცა მისი ქცევების მეტ-ნაკლებად მოწესრიგება შესაბამისი ექიმის დახმარების შემთხვევაში შესაძლებელია.

ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნის თანახმად, ნ-----–------------ აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგია (F70.1 - დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია და ამჟამინდელი კვლევის შედეგები: გუნებ-განწყობის დაქვეითება, იოლი გამღიზიანებლობა, ხშირი უმიზეზო თვალცრემლიანობა, დათრგუნულობა, სასოწარკვეთა, სააზროვნო პროცესების შენელება, სუიციდალური ფიქრების მოჭარბება და ნებელობის სისუსტე, რაც გამოიხატება სუიციდალურ ქცევებში, თვითდანაშაულისა და თვითგვემის ტენდენცია. ამჟამად, აღნიშნული დაავადება ნ-----–------------ ხელს უშლის სასჯელის მოხდაში. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ნ-----–----------- საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონალურ მკურნალობას ბ------–---–--------–---------------------–-------------–----------------–-–------–-, აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე, რის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.

სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ნ-----–------------ აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი F07.0, დაავადებათ საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ნ-----–------------ აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ნ-----–------------ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ნ-----–------------ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ნ-----–----------- იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ნ-----–------------ აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ნ-----–----------- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნის თანახმად, ნ-----–------------ აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკის შეფერხებული, არასრული განვითარება - მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგია (F70.1 - დაავადებათ საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია და ამჟამინდელი კვლევის შედეგები. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში ნ-----–------------ მიერ მიცემული ჩვენებები უნდა შეფასებული იქნეს როგორც ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით დაავადებული პირის მიერ მიცემული ჩვენება. ნ-----–------------ აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16:45 საათზე, ნ-----–----------- იყო ავად ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით - მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგია (F70.1 - დაავადებათ საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში ნ-----–------------ არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან/და ეხელმძღვანელა მისთვის. ნ-----–----------- დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური დაავადებით, რომ თავის ფსიქიკური მდგომარეობით მსჯავრდება, ბრალდება ან დასჯა ვერ მოახდენს მასზე გამასწორებელ ზემოქმედებას. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ნ-----–----------- საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონალურ მკურნალობას ბ------–---–--------–---------------------–-------------–----------------–-–------–-, აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე, რის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.

ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ნ-----–------------ აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი F07.0, დაავადებათ საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, კერძოდ 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16:45 საათზე, ნ-----–------------ აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ნ-----–------------ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ნ-----–------------ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტიების მიღების უნარი. ნ-----–----------- იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ნ-----–------------ აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ნ-----–----------- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - თ-------------------------------------–---------------–-------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N----–- დასკვნა, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, დალუქული ფუთის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, ვიდეოჩანაწერი, აკრძალული საგანი და სხვა მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშვედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნ-----–------------ დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ნ-----–------------ მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვა, უტყუარად დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - თ-------------------------------------–---------------–-------------------–---–--, ნ-----–------------ გამოკითხვის ოქმებით, აკრძალული საგნის დათვალიერების ოქმით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N----–- დასკვნით, პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებიდან მიღებული დოკუმენტაციით ნ-----–------------თან დაკავშირებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა ნ-----–------------ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, არამედ სადაოა საკითხი - უნდა შეერაცხოს თუ არა ბრალად ნ-–------------ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ნ-----–------------ აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა).

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნის თანახმად, ნ-----–----------- 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16:45 საათზე, იყო ავად ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით - მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით, მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგიით და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან/და ეხელმძღვანელა მისთვის.

ექსპერტების - მ-------------- და ა------------–---- ჩვენებების თანახმად, ექსპერტიზა ჩაატარეს სამედიცინო დოკუმენტაციაზე და სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, ასევე შეამოწმეს თავად ნ-----–----------- და გასცეს დასკვნა - კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით იყო თუ არა ნ-----–----------- შერაცხად მდგომარეობაში. რაც შეეხება ექსპერტებს - ნ-------------–---–- და ა-–----------------–--–---–-- მათი ჩვენებების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ გაცნობიან, არამედ, სამედიცინო დოკუმენტაციაზე და ნ-----–------------ შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ მას ჰქონდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, რაც არის ქრონიკული და შესაბამისად, დასკვნაში დაწერეს, რომ დანაშაულის ჩადენის დროსაც, მას არ შეეძლებოდა გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან/და ეხელმძღვანელა მისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს ექსპერტების - ა-–----------------–--–---–-- და ნ-------------–---–-- ჩვენებებს და მათ მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას, გამოდის, რომ ნ-----–----------- ყოველთვის, ყველა ქმედებასთან მიმართებით იმყოფება შეურაცხად მდგომარეობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავად ექსპერტ ა-–----------------–--–---–-- ჩვენებით, გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირის ქცევების მეტ-ნაკლებად მოწესრიგება შესაბამისი ექიმის დახმარების შემთხვევაში შესაძლებელია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ „------------------------–-------------------------------–----–--------- ექსპერტებს აუცილებლად უნდა გამოეკვლიათ ქმედების ჩადენის დროს, კერძოდ 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16:45 საათზე, რამდენად მოწესრიგებული იყო ნ-----–------------ ქმედებები და აქედან გამომდინარე უნდა განესაზღვრათ კონკრეტულად იმ მომენტში შეეძლო თუ არა გაეცნობიერებინა მას თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან/და ეხელმძღვანელა მისთვის.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით, გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა, რომელსაც გააჩნია ოთხი სტადია: მსუბუქი, გამოხატული, მძიმე და ღრმა. ექსპერტების - ნ-------------–---–-- და ა-–----------------–--–---–-- ჩვენებების თანახმად, გონებრივი ჩამორჩენილობის ოთხივე ფორმა ავტომატურად იძლევა შეურაცხადობის მდგომარეობას, რადგან მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დროს პირის გონება არის 9-12 წლამდე ასაკის გონების ბავშვის განვითარების. ექსპერტ ა------------–---- ჩვენების თანახმად კი, მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობის დროს პირი იმდენად უკონტროლოა საკუთარი ქმედებების მიმართ, რომ ავტომატურად მოიაზრება შეურაცხად მდგომარეობაში მყოფად, ხოლო მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დროს, პირი შესაძლებელია იყოს შერაცხად მდგომარეობაშიც, რადგან მართალია მისი ინტელექტის კოეფიციენტი ასაკთან შეფარდებაში შეესაბამება 9-12 წლის ასაკის ბავშვის განვითარებას, თუმცა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაშია მისაღები მთელი რიგი გარემოებები, თუნდაც კონრეტული დანაშაულის ჩადენის დროს რა ასაკის იყო ქმედების ჩამდენი, რა ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, კონკრეტულად რა ასაკის ბავშვის გონება ჰქონდა პირს ქმედების ჩადენის დროს, 9 წლის ასაკის, თუ 12 წლის ასაკის და ა.შ. სასამართლო იზიარებს ექსპერტ ა------------–---- მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნ-----–----------- მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის გამო დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ექსპერტთა მიერ კვლევა უნდა ჩატარებულიყო კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, რა დროსაც ექსპერტს სამედიცინო ასპექტების გარდა უნდა გაეთვალისწინებინა კონკრეტული ქმედების ჩადენის სახე, ფორმა, ხერხი და ა.შ., რაც „------------------------–-------------------------------–----–--------- ექსპერტების მიერ არ მომხდარა. ექსპერტ ა------------–---- განმარტებით, ნ-----–------------ ათვისების უნარი ნამდვილად გააჩნია და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა პედაგოგიური ჩამორჩენილობის ბრალია და არა გონებრივი ჩამორჩენილობის. აღსანიშნავია, რომ არც აღნიშნული გარემოება გამოუკვლევია ფ----------------------–-------------------------------–----–--------

სასამართლო აღნიშნავს, რომ „------------------------–-------------------------------–----–--------- მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრულყოფილი და თანმიმდევრული, პირიქით, იწვევს ბუნდოვანებას და მათი პასუხები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ერთის მხრივ, ექსპერტი ამბობს, რომ ნ-----–----------- შემოწმების დროს იყო ავად ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით - მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგიით, რის გამოც იგივე მდგომარეობა ექნებოდა დანაშაულის ჩადენის დროსაც, მანამდეც და შემდგომშიც. მეორეს მხრივ წერს, რომ ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ნ-----–----------- საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონალურ მკურნალობას აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა. შესაბამისად, სასამართლოს უჩნდება კითხვა, თუ ამოწურვადია ნ-----–------------ ამჟამინდელი მდგომარეობა, მაშინ რატომ არ ჩატარდა კვლევა კონკრეტულად ქმედების ჩადენის მომენტთან მიმართებით და თუ მისი მდგომარეობა ქრონიკულია და არ ექვემდებარება გამოსწორებას, რატომ მსჯელობს ექსპერტი მის მკურნალობაზე აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე?!

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს „------------------------–-------------------------------–----–--------- მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნას, მათ მიერ დასმულ დიაგნოზს და მიიჩნევს, რომ 2018 წლის 22 მარტს, როდესაც პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, ნ-----–------------ ინახავდა აკრძალულ საგანს - დაშლილი ერთჯერადი სამართებლის ბასრ პირს, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ის აცნობიერებდა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათს და მართლწინააღმდეგობას და შეეძლო ეხელმძღვანელა მისთვის.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ნ-----–------------ მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით ნ-----–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ-----–------------ მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ-----–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 (ერთი) წლით, 02 (ორი) თვით და 20 (ოცი) დღით თავისუფლების აღკვეთა და 05 (ხუთი) წელი პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის, 08 (რვა) თვის და 20 (ოცი) დღის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ნ-----–------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 06 მაისიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ ვიდეოჩანაწერი 01 ცალი DVD-R დისკი, დალუქული 01 (ერთი) პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შესახვის ვადით;

_ აკრძალული საგანი (დაშლილი ერთჯერადი სამართებლის ბასრი პირი), დალუქული 01 (ერთი) ფუთად, რაც ინახება ს----------–-----------–-------------------------------------------------------------–------------------–--–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი