განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–--,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---------------------------------- - დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დ-------------–-- ა---------–----–----–----------–-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–--------------------------–------------------------------------–----------------------------–--
ადვოკატი - ლ---------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) – ოჯახური ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 05 მარტს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ---–--–--------–-----------------------------------------–------------ საცხოვრებელ ბინაში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------------------------, შელაპარაკებისას, მამას, ა---------------------- ხელები ძლიერად მოუჭირა მკლავებში, რის შემდეგაც ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, ყველა შემთხვევაში ა----------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ-----------------------ს ქმედებით ა---------------------- მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის 05 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ---–--–--------–-----------------------------------------–------------ საცხოვრებელ ბინაში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------------------------, შელაპარაკებისას, მამას, ა---------------------- ხელები ძლიერად მოუჭირა ყელში, რის გამოც ა----------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ-----------------------ს ქმედებით ა---------------------- მიადგა ფიზიკური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-----------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ორივე ეპიზოდთან მიმართებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გ-----------------------ს მიერ ოჯახური ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), უტყუარად დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით, დაზარალებულ ა----------------------- გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: მ-----------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------------------------ ჩაიდინა:
ოჯახური ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
გ-----------------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ გ---------------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის აღიარება, რომელიც ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ აკეთებს განმარტებას ბრალის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა იყოს პირობით მსჯავრად განსაზღვრული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 05 მარტის, დაახლოებით 10:00 საათის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 05 მარტის, დაახლოებით 13:30 საათის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ----------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–------------------
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი