გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.06.2019
საქმის ნომერი
140310919003037940
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310919003037940

საქმე № 3/142-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

17 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი

განმცხადებლები: ზ----- ჯ-----–---–ი, ნ----–- გ--------ე, ა-- გ--------ე

მოპასუხე: ზ---- გ--------ე

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

2-19 წლის 10 ივნისს, გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართეს ზ----- ჯ-----–---–მა (დაბ. 1--- წლის 1- ნ---------, პირ. №5----------), ნ----–- გ--------ემ (დაბ. 1--- წლის 1- დ---------, პირ. №5----------) და ა-- გ--------ემ (დაბ. 2--- წლის 2- დ---------, პირ. №5----------) ზ---- გ--------ის (პირ. №2----------) მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

განცხადების თანახმად, ნ----–- გ--------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ---- გ--------ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ 2(ორი) შვილი: ნ--- გ--------ე (3-.0-.1--- წ.) და ა-- გ--------ე (2-.1-.2--- წ.). ქორწინების შემდეგ, ზ.გ--------ე და ნ.გ--------ე ცხოვრობდნენ ნ.გ--------ის დედის - ზ----- ჯ-----–---–ის საცხოვრებელ ბინაში. თავიდან მათ შორის იყო სტაბილური ურთიერთობა, დაახლოებით 2014 წლიდან, ზ.გ--------ე ნ.გ--------ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, ასევე, იძულებას. ზ.გ--------ე არის ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, რის გამოც ნ.გ--------ეს აიძულებდა როგორც ფიზიკური პირებისგან ფულის გამორთმევას, ისე საკრედიტო დაწესებულებებიდან სესხის აღებას, ასევე ზ.ჯ-----–---–ს სთხოვდა პენსიის თანხას. ნ.გ--------ემ არაერთხელ დაატოვებინა სახლი ზ.გ--------ეს, თუმცა იგი მუქარის შემცველ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს წერდა ნ.გიგაურს და მაინც ბრუნდებოდა სახლში, რის შემდეგაც აგრძელებდა ძალადობას. ზ----- ჯ-----–---–ს იგი აიძულებდა, გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული ბინა, ხან იძულებულს ხდიდა თავად ზ----- ჯ-----–---–ი გაჰყოლოდა სესხის ასაღებად, რომელიც აზარტული თამაშებისთვის სჭირდებოდა.

2019 წლის 10 მაისს, განმცხადებლები იმყოფებოდნენ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ---- გ--------ემ მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყვიროდა, ილანძღებოდა და განმცხადებლებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2-19 წლის 1- მაისს, ზ.გ--------ემ კვლავ გააგრძელა ძალადობა. ზ----- ჯ-----–---–ს ზ.გ--------ემ დაურეკა მობილურზე და დაემუქრა, რომ სახლში ასვლას და სკანდალის მოწყობას აპირებდა. განმცხადებლებს შეეშინდათ, რის გამოც ზ----- ჯ-----–---–მა და ა-- გ--------ემ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რა დროსაც ზ---- გ--------ის მიმართ გამოიცა სამი შემაკავებელი ორდერი. ზ---- გ--------ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც განმცხადებლები ცხოვრობენ, ასევე მათ სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან, აგრეთვე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა საშუალებებით.

განმცხადებლების პოზიციით, ზ---- გ--------ის ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი მხრიდან არ შეწყდება განმცხადებლების მიმართ შეურაცხყოფა. ასევე, თუ ზ.გ--------ის მიმართ არ იქნება დამცავი ორდერი გამოცემული დროებითი ღონისძიების სახით, იგი ისევ განაგრძობს ძალადობას. ამასთან, მიუთითეს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მათ ეზოში იქირავა ბინა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ----- ჯ-----–---–მა, ნ----–- გ--------ემ და ა-- გ--------ემ განცხადებით მომართეს გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვეს ზ---- გ--------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლითაც ზ---- გ--------ეს აეკრძალება ზ----- ჯ-----–---–თან, ნ----–- გ--------ესთან, ა-- გ--------ესთან, მათ საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან, ასევე ნებისმიერი კონტაქტი და კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელების და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

განმცახდებლებმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ განცხადებას და ითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემა, ზემოაღნიშნული პირობებით, 6 (ექვსი) თვის ვადით. მათი ახსნა-განმარტების თანახმად, განმცხადებლების მიმართ ზ---- გ--------ისგან სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები. აღნიშნულ შემთხვევაში მიზანშეწონილია დამცავი ორდერის გამოცემა, 6 თვის ვადით, რათა მოხდეს მსხვერპლების დაცვა მოძალადისგან.

მოპასუხე ზ---- გ--------ე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თარიღის შესახებ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებათა ფარგლები, გააანალიზა განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია რომ განმცხადებლის მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის სხვა პირებთან ერთად ოჯახის წევრად ითვლება, მამა, სიძე, ყოფილი მეუღლე.

სადავო არაა, რომ ზ---- გ--------ე არის ნ----–- გ--------ის ყოფილი მეუღლე, ა-- გ--------ის მამა და ზ----- ჯ-----–---–ის ყოფილი სიძე. ისინი ცხოვრობდნენ ერთად, ერთ საცხოვრებელ სახლში, თუმცა ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

დადგენილია, რომ ზ---- გ--------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზ----- ჯ-----–---–ის, ა-- გ--------ისა და ნ----–- გ--------ის მიმართ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობის განხორციელების და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური ძალადობა არის ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

განმცხადებლების ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ ზ---- გ--------ე მათ მიმართ ახორციელებდა ეკონომიკურ ძალადობას, კერძოდ, აიძულებდა მათ სესხის აღებას და ფიზიკური პირებისაგან თანხის გამორთმევას.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

სადავო არაა, რომ ზ----- ჯ-----–---–ი, ა-- გ--------ე და ნ----–- გ--------ე არიან ზ---- გ--------ის მსხვერპლები, ვინაიდან ზ.გ--------ის ქმედებით ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, აგრეთვე მათ მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, აგრეთვე სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ამავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ ზ---- გ--------ე ზ----- ჯ-----–---–ის, ა-- გ--------ისა და ნ----–- გ--------ის მიმართ ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას, შესაბამისად ის არის მოძალადე.

2019 წლის 12 მაისს შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის მიერ გამოცემული იქნა №0-----, №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები ზ---- გ--------ის მიმართ, რომლის მიხედვითაც მოხდა ზ----- ჯ-----–---–ის(მსხვერპლი), ა-- გ--------ის(მსხვერპლი) და ნ----–- გ--------ის (მსხვერპლი) ზ---- გ--------ის (მოძალადე) ძალადობისგან დაცვა. აღნიშნული ორდერების შედგენის საფუძველი გახდა ზ---- გ--------ის მიერ ზ----- ჯ-----–---–ის, ა-- გ--------ისა და ნ----–- გ--------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეების ახსნა-განმარტებით დასტურდება ზ---- გ--------ის მხრიდან ზ----- ჯ-----–---–ის, ა-- გ--------ისა და ნ----–- გ--------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, აგრეთვე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის განხორციელების ფაქტები. სასამართლო იზიარებს განმცხადებლების პოზიციას, რომ შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის შემდგომ არსებობს საფრთხე, მათზე კვლავ იძალადოს ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ზ.გ--------ემ მათ ეზოში იქირავა ბინა და გადავიდა საცხოვრებლად მათთან ახლოს, რაც ზრდის მისგან მოსალოდნელ საფრთხეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ----- ჯ-----–---–ი, ა-- გ--------ე და ნ----–- გ--------ე წარმოადგენენ მოძალადე ზ---- გ--------ის მსხვერპლებს, რომელიც ახორციელებს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფას ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, რაც ქმნის დამცავი ორდერის გაცემის საკმარის საფუძველს, შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ მსხვერპლებს უნდა მიეცეთ საშუალება, იცხოვრონ ზეწოლისა და რაიმე იძულების გარეშე, ცხოვრების ნორმალური პირობების გათვალისწინებით.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 (ექვსი) თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის სათანადო საფუძვლები, რომლის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ზ---- გ--------ის მიერ მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა განხორციელების ფაქტები, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ 6 (ექვსი) თვის ვადით დამცავი ორდერის გამოცემა იქნება მიზანშეწონილი, მოცემულ ვითარებასთან მიმართებაში.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, 12-ე, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. დაუყოვნებლივ გაიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:

 

ზ---- გ--------ეს აეკრძალოს ზ----- ჯ-----–---–თან, ა-- გ--------ესთან, ნ----–- გ--------ესთან, მათ საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლები - იმყოფებიან, ასევე მათთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო და სოციალური ქსელების მეშვეობით.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით, რაც აითვალოს დამცავი ორდერის გამოცემის (გადაწყვეტილების გამოტანის) დღიდან.

 

4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

7. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ).

6. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 3 (სამი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული