გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2019
საქმის ნომერი
130210019002843523
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019002843523

2-82-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20 ივნისი, 2019 წელი ქ. ხ-–-----

ხ-–-----ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - ა---------–--------ძე

წარმომადგენელი - ქე-------------–-ძე

მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------------------------------------------------''

წარმომადგენლები - ო-–---------–---------------------

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს ა---------–--------ძის სასარგებლოდ 23 774 ლარის და 23 თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 23 774 ლარი და 23 თეთრი - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. მას საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავ ნივთზე - 963.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობებზე საკადასტრო კოდით 6----------1 (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.16);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.

მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.22-32), რომლის თანახმად, ა---------–--------ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. შენობაში განვითარებული ბზარები გამოწვეულია ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სავადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით, ახალი ბზარები კი - სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მე-2 ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას;

მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია

 

,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;

3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 23 774 ლარი და 23 თეთრი;

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა---------–--------ძის სახლის აღდგენისათვის საჭიროა 4 005 ლარი და 82 თეთრი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილია მოპასუხე მხარის ნაწილობრივი ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 12 000 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ა---------–--------ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. შენობაში განვითარებული ბზარები გამოწვეულია ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სავადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით, ახალი ბზარები კი - სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მე-2 ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 23 774 ლარი და 23 თეთრი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლის აღდგენისათვის საჭიროა 4005 ლარი და 82 თეთრი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის დასკვნა კი შედგენილია 2018 წლის 3 ოქტომბრის ვიზუალური შესწავლის შედეგად; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად, მშენებლობის ნორმების დარღვევით, ტექნიკური მოუვლელობით, მეწყრული მოვლენებით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით და ნაწილობრივ - აფეთქების შედეგად გამოწვეული წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, მაგრამ იმის დადგენა კერძოდ რომელი მოვლენის შედეგად არის სახლი დაზიანებული და რა პროცენტულობით, შეუძლებელია, რადგან ნებისმიერ ამ მოვლენას შეეძლო მსგავსი დაზიანებების გამოწვევა. აღნიშნულისგან განსხვავებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების ორ მიზეზზე - ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილ მიწისძვრებზე და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულ მრავალჯერად აფეთქებებზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზების შესახებ; მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას; ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები ნაწილობრივ მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. მას ნაწილობრივ ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისათვის. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;

მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, - განმარტავს, რომ მოპასუხე 2019 წლის ბოლოს საქართველოს დატოვებს და გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. მოპასუხე არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნას, - მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემს, ასეთ შემთხვევაში, დაავალდებულოს მოსარჩელე უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება - დეპოზიტზე განათავსოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით მიღებული თანხა; სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თვითონ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ა---------–--------ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. არ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან, მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი 714 ლარი (ს.ფ.15), ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი (ს.ფ.33); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 600 ლარი (ს.ფ.53); წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი (ს.ფ.54). მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრებას; ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 23 774.23 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ: - სახელმწიფო ბაჟის თანხა - 360 ლარი, ექსპერტიზის ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 252 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 600 ლარის ნაწილი - 302 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 151 ლარი ; სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლბით და გადაწყვიტა: 1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' ა---------–------------ სასარგებლოდ გადახდეს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი; 2.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' გადახდეს ა---------–--------ძის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 360 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 252 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი - 302 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 151 ლარი; 3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით; 4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხ-–-----ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ზაზა რამიშვილი