გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017002216875 (2/2315-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2--9 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - სს ,,სა---------–---------’’
წარმომადგენელი - თ-----------–--ა
მოპასუხეები: ჟა---------------------------–---–----------–--–--–----------------–---–--------–--------–--–-----------------–---–--------------–---–----------–--------–---–----–--–----------------------------ა
ნი---------–---–-----------–--------–---–------------------–---–-------–------------ს წარმომადგენელი - ას------------ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ჟან--------------–--–---------------------------------------ის სს ,,სა---------–---------ს” სასარგებლოდ 24.--.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 14 085,89 ლარის, პროცენტის - 4 711,92 ლარის და პირგასამტეხლოს - 6058,55 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;
1.2.20---–-–-ს 2------------- გარდაცვლილი მოპასუხე ნე------------–---–-ს (პირადი №19---------; გარდაცვალების მოწმობის №2---------5) თანასაკუთრებაში არსებულ ზუ--------------–----–------ის სოფელ ნა-------–ი მდებარე №4-.1-.4-.9-- საკადასტრო კოდით უძრავ ქონებაზე (კუთვნილ წილზე) საქა-------–-----------–---------------------------------------------------–----------ოს მიერ ნე------------–---–-ს უფლებამონაცვლის - ზვ-----------–---–ის (პირადი №1----------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
1.3.მოპასუხე ჟან--------------–--–---------------------------------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ჟა----------------------------–---–-----------------–---–---------------–---–--------------–--------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - ზუ--------------–----–------ი, სოფელ ნა--------, მიწის ნაკვეთი მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდი №4-.1-.4-.9--.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ჟა---------------–--–---------------------------------ს კუთვნილი სხვა ქონება (იხ. 14.05.2--9 წლის სხდომის ოქმი, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნეს მხოლოდ ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოითხოვეს მისი შემცირება (იხ. შესაგებელი, 14.05.2--9 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 2--------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–-------კს’’ და მოპასუხე ჟა-----------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსესხებელზე 1-0 თვის ვადით გაიხსნა 5-----0 აშშ დოლარის ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, კრედიტის წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა - 0.5%-დან-48%-მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-23.0--2--- წლის ხელშეკრულება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2.საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2--- წლის 2--------ს ჟა-----------სთან, ზვი----------–---–-------------------–---–-----------------–---–------------------–--------–---–---------------------–---–თან დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მათ თანასაკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - ზუ--------------–----–------ი, სოფელ ნა--------, მიწის ნაკვეთი მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდი №4-.1-.4-.9--.
იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 23/0--2--- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-იპოთეკის ხელშეკრულება;
-29/0------ წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 2--- წლის 2------------–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–-------კსა’’ და მოპასუხე ჟა-----------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 21 900 ლარის ოდენობით, 56 თვის ვადით - 02-------- წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 19 %-ის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საკრედიტო ხელშეკრულება;
-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4.სს ,,ს----------–-------კს” და მოპასუხე ჟა-----------ს შორის 24.--.2--- წელს დადებული საკრედიტო (საბანკო კრედიტის) ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 2------------–ს სს ,,ს----------–-------კს’’, ლა-–---------------------------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა თავდები პირის - ლა-–---------------------------------ს სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი ბანკის წინაშე 4- 800 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საკრედიტო ხელშეკრულება;
-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
-სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5.ძირითადმა მსესხებელმა ჟა-----------მ არაერთხელ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე, არც სოლიდარულმა მოვალემ, თავდებმა ლა-–---------------------------------მ შესარულა 24.--.2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მათი სილიდარული დავალიანება 11.1-.20---–-–-ს მდგომარეობით შეადგენდა ძირი თანხის სახით - 17 885,89 ლარს და პროცენტის სახით - 4711,92 ლარს, ხოლო 14.05.2--9 წლის მდგომარეობით დავალიანება მოპასუხეების მიერ შემცირებულია და არის: ძირი თანხის სახით - 14 085,89 ლარი, პროცენტის ოდენობა კი არ შეცვლილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საკრედიტო ხელშეკრულება;
-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
-სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები;
-ცნობები დავალიანების შესახებ;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6.მოპასუხე ნე-------------–---–ი გარდაიცვალა 20---–-–-ს 2------------- და მისი უფლებამონაცვლეა მოპასუხე ზვ-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-14.05.2--9 წლის სასამართლოს განჩინება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც 11.1-.20---–-–-ს მდგომარეობით იყო 9428,38 ლარი, ხოლო 14.05.2--9 წლის მდგომარეობით მოპასუხეებმა შეამცირეს მისი ოდენობა 3369,83 ლარით და შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს 6058,55 ლარს.
სასამართლო თვლის, რომ მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ცნობა დავალიანების შესახებ;
-სესხის დაფარვები;
-ამონაწერები ანგარიშიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2.მოსარჩელის მოთხოვნას 2--- წლის 2--------ის იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს აგრეთვე ჟა-----------ს, ზვ-----------–---–ის (როგორც ნე-------------–---–ის უფლებამონაცვლის), ინგ----------–---–---------------–---–--------------–--------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული ქონების, ისე სოლიდარული მოვალეების - ჟა---------------–--–---------------------------------ს კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციას, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. დადგენილია, რომ ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის ხელშეკრულებით. კერძოდ, 8.4. მუხლის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-იპოთეკის ხელშეკრულება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,ს----------–-------კსა’’, მოპასუხეებს შორის საბანკო კრედიტის, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ჟა-----------ს სასარგებლოდ გაიცა კრედიტი პროცენტის გათვალისწინებით. ვალდებულების დათქმულ დროს შეუსრულებლობის გამო, სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და იგი ასევე სოლიდარული ვალდებულების ნაწილში არ არის შესრულებული არც სოლიდარული მოვალის, მოპასუხე ლ--–----------------------------------ს მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2--2). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, რომელიც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება ჟა-----------ს მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის გადახდევინება, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჟა-----------ს ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ ლა-–---------------------------------ს მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, აღიარა, რომ გადაიხდის ძირ თანხას და პროცენტს. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულება სოლიდარულ მოვალეთა მიერ დარღვეულ იქნა არაერთხელ და მოსარჩელე მხარეს შეეძლო 11/1-/2--7 წლამდე გაცილებით ადრე შეეწყვიტა ხელშეკრულება, თანაც მხედველობის მიღმა ვერ დარჩება ის უდავო ფაქტიც, რომ 3369,83 ლარი პირგასამატეხლოს სახით გადახდილი აქვს მოპასუხეს. მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 600 ლარის გადახდა. 6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. უდავოდ დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია ჟა----------------------------–---–-----------------–---–---------------–---–--------------–--------–---–-ს და ნე------------–---–-ს (უფლებამონაცვლე ზვ------------–---–-) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №4-.1-.4-.9--. მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელე სს ,,ს----------–-------კს’’, როგორც იპოთეკარს, აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას მოითხოვოს უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების, სოლიდარული მოვალეების ჟა-----------ს, ლ--–----------------------------------ს კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. 6.5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. სახელმწიფო ბაჟი უნდა განაწილდეს პროპორციულად სარჩელი ნაწილობრივ ცნობისა და დაკმაყოფილების გათვალისწინებით. სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 24--244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სს ,,სა---------–---------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1.მოპასუხე ჟა-----------ს, ლ--–----------------------------------ს სს ,,სა---------–---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 24.--.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 14 085,89 ლარის, პროცენტის - 4 711,92 ლარის და პირგასამტეხლოს - 600 ლარის გადახდა;
1.2.20---–-–-ს 2------------- გარდაცვლილი მოპასუხე ნე------------–---–-ს (პირადი №19---------; გარდაცვალების მოწმობის №2---------5) თანასაკუთრებაში არსებულ ზუ--------------–----–------ის სოფელ ნა-------–ი მდებარე №4-.1-.4-.9-- საკადასტრო კოდით უძრავ ქონებაზე (კუთვნილ წილზე) საქა-------–-----------–---------------------------------------------------–----------ოს მიერ აღირიცხოს ნე------------–---–-ს უფლებამონაცვლის - ზვ-----------–---–ის (პირადი №1----------) საკუთრების უფლება;
1.3.მოპასუხე ჟან--------------–--–---------------------------------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ჟა----------------------------–---–-----------------–---–---------------–---–--------------–--------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - ზუ--------------–----–------ი, სოფელ ნა--------, მიწის ნაკვეთი მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდი №4-.1-.4-.9--.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ჟა---------------–--–---------------------------------ს კუთვნილი სხვა ქონება;
2.მოპასუხეებს მოსარჩელის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
3.მოსარჩელე სს ,,ს----------–-------კს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხის სახით 11.1-.2--7 წელს №1-- საგადასახადო დავალებით გადახდილი 9--,79 ლარიდან 665,04 ლარი;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №1-) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა