განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
200100119002906855
დავის ტიპი
236 4 , 236 3 , 108
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119002906855

#1/87-19 (№------------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ-–-------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე-–------------–--------ი - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–---------------------–-.

 

ადვოკატი - ზ------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 01 თებერვალს, დღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯლის ცენტრში არსებული მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–------------–--------ი ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული მივიდა რ-----------------თან, რომელთანაც წარსულში ჰქონდა კონფლიქტი, რის გამოც ე-–------------–--------ს შურისძიების მოტივით გადაწყვეტილი ჰქონდა რ-----------------ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე-–------------–--------მა, ,,BERETAS“ სიტემის პისტოლეტიდან დამიზნებით განახორციელა 4 გასროლა რ-----------------ის მიმართულებით, რომელსაც თავისა და ტანის არეში მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობები, მიღებული მძიმე ჭრილობების გამო რ-----------------ი ადგილზე გარდაიცვალა. მიზნის მიღწევის შემდეგ ე-–------------–--------ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ე-–------------–--------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, 9 მმ კალიბრის, კუსტარულად დამზადებული, ,,BERETTA“ სისტემის პისტოლეტი გათვლილი 9X19მმ კალიბრის ვაზნებზე და აღნიშნული პისტოლეტისთვის განკუთვნილი 4 ცალი საბრძოლო მასალა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

 

2019 წლის 01 თებერვალს, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ე-–------------–--------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ, ,,BERETTA“ სისტემის პისტოლეტსა და აღნიშნული პისტოლეტისთვის განკუთვნილი 4 ვაზნა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დათვალიერების ოქმები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთები და სხვ.) ერთობლიობა ე-–------------–--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–------------–--------მა განზრახ მკვლელობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე-–------------–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულის შესახებ დაუყონებლივ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს, ხასიათდება დადებითად. რაც შეეხება დამამძიმებელ გრემოებებს იგი ბრალდებულს არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

ამასთან სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ე-–------------–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-–------------–--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე-–------------–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე-–------------–--------ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ე-–------------–--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: სისხლისმაგვარი ლაქა, 4 ცალი მასრა, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, მეტალის უცხო სხეულები განადგურდეს. კეპიანი ქუდი და ტანსაცმელები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცეს შს სამინისტორ შეიარაღების სამსახურს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე