გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
330210018002715225
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/32742-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე რკ ,,პ------–-------------------–---ი"

წარმომადგენლები თ----- ნ------, ა-----– ვ-–----ე

მოპასუხე დ----- გ------–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ----- გ------–---–ს მოსარჩელე რკ პ------–-------------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 7346.02 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე დ----- გ------–---–ს მოსარჩელე რკ პ------–-------------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, სესხის ძირ თანხაზე, 2010.39 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის წლიური 30%, ყოველთვიურად 49.57 ლარის, 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.3 მოპასუხე დ----- გ------–---–ს მოსარჩელე რკ პ------–-------------------–---ის სასარგებლოდ, დაეკისროს გადასახდელი თანხის 3 218.28 ლარის (ძირი 2010,39 და დარიცხული პროცენტი - 1207,89 ლარი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.35% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველდღიურად 11.26 ლარის გადახდა 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, რკ ,,პ------–-------------------–---ის’’ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის #--- განკარგულების საფუძველზე დაიწყო რკ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას წინ უძღოდა საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 30 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე დაწყებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის კავშირის ხელმძღვანელი პირების მიერ კანონით დადგენილი და წესების და აკრძალვების საწინააღმდეგოდ ამორალური მიზნით დადებული გარიგებები, რასაც საბოლოო შედეგად მოჰყვა კავშირის გაკოტრებამდე მიყვანა. კავშირის ხელმძღვანელობა სისტემატიურად არღვევდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმატივებს, მათ შორის ლიკვიდურობის ნორმატივს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ კავშირის ხელმძღვანელობა წინასწარ გამიზნულად, შეგნებულად არასწორ ინფორმაციას აძლევდა საქართველოს ეროვნულ ბანკს, რაც მიზნად ისახავდა კავშირის ხელმძღვანელ პირთა მიერ კავშირის ფინანსების და სხვა აქტივების გადამალვას, რათა მათი განკარგვა მომხდარიყო კანონით და მარეგულირებლის მიერ დადგენილი შეზღუდვების და წესების დარღვევით. აღნიშნული მოქმედებები ემსახურებოდა მხოლოდ კავშირის ხელმძღვანელი პირების და მათთან დაკავშირებული კომპანიების პირად ინტერესებს და სარგებელს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კავშირის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ,,,პორტფელისა და სხვა მოთხოვნების პრობლემატურობა მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ს----------------–---ის მმართვლობით ორგანოების-სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის არაადეკვატურ დამოკიდებულებას და კავშირისთვის დამაზიანებელ ქმედებებს. აღბიშნული შეეხება როგორც ფინანსურ საკითხებს, რამაც კავშირის გადახდისუუნარობა განაპირობა, ისე მნიშვნელოვან იურიდიულ დარღვევებს. შემოწმების აქტით ასევე დგინდება, რომ კავშირს აეკრძალა ინსაიდერული სესხების გაცემა და მოეთხოვა გაცემულის დაფარვა. შემოწმების აქტით დგინდება, რომ ,,ს----------------–---ის’’ ჯამური მოთხოვნა ინსაიდერების მიმართ შეადგენს 2,87 მილიონ ლარს, რაც მთლიანი აქტივების 56 %-ია, ამ მოთხოვნების 38 % არაუზრუნველყოფილია.

 

2015 წლის 27 მაისს გაიცა არაუზრუნველყოფილი სესხი დ----- გ------–---–ზე 2070 ლარის ოდენობით, 25 თვის ვადით, წლიური 30%-ის დარიცხვით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი, ხოლო ვადის ბოლოს სესხის თანხა სრულად. აღნიშნული სესხის დაფარვის გრაფიკი დარღვეულია, ასევე გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მიუხედავად ამისა, მსესხებელი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, ხოლო ბოლო გადახდა სესხზე განხორციელებულია 2015 წლის 2 ივლისს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის 0,35%-ის ოდენობით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კავშირის ხელმძღვანელ პირთა და მსესხებლების არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა, ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია კავშირის გაკოტრება და მას გააჩნია 4000000 ლარამდე დავალიანება მეანაბრეებისა და სხვა კრედიტორების წინაშე, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათი აღსრულება.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხის დავალიანებას მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს სესხის ძირი თანხა - 2010,93 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1207,89 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 3301,55 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 826,19 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები დაანგარიშებულია ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან სარჩელის შემოტანამდე. მსესხებლის მიერ სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად, რა დროსაც დაიფარებოდა როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე სარგებელი. სესხის სრული დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 017 წლის 27 ივნისს. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ივნისის თვის ვალდებულება მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულებულია. მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 10 ოქტომბერს მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით ასევე განმარტა, რომ მოპასუხესგან ასევე ითხოვდნენ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანს იმ ოდენობით, რა ოდენობთაც იყო სესხის სარგებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე მოითხოვა სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ჯამური ოდნეობიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,35%-ის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ----- გ------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2015 წლის 27 მაისს დ----- გ------–---–ს და რ/კ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და გაიცა არაუზრუნველყოფილი სესხი 2070 ლარის ოდენობით, 25 თვის ვადით, წლიური 30 %-ის სარგებლის დარიცხვით.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, სესხის თანხაზე პროცენტის დარიცხვა იწყება მსესხებლისთვის და თანამსესხებლისთვის სესხის თანხის მიცემის დღიდან.

 

ხელშეკრულების 2.3[პუნქტის მიხედვით, პროცენტის დარიცხვა გრძელდება და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებითი ან მსესხებლის და თანამსესხებლის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ გამსესხებელი ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას.

 

ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, სესხის მთლიანი თანხა მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად გადახდილი უნდა იქნეს სესხის გაცემის დღიდან 25 თვის ვადაში.

 

ვალდებულება შესრულებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაზე დართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად (2.4. პუნქტი).

 

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი და თანამსესხებელი გადააცილებს ხელშეკრულების 2.6 მუხლით გათვალიწინებულ სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი და თანამსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,35 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 27 მაისის სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 21-23)

- სესხის გაცემის ამონაწერი (ს.ფ. 24)

 

4.2. წარმოდგენილი გადახდის გრაფიკის მიხედვით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება უნდა შეესრულებინა 25 თვის განმავლობაში ყოველთვიურად, 2015 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 27 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად 112,35 ლარის ოდენობით, ხოლო ბოლო - 25-ე თვეს კი - 116,84 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 27 მაისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22)

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23)

 

4.3. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე 2015 წლის 27 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 7346,02 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2,010,39 ლარი, პროცენტი - 1,207,89 ლარი, პირგასამტეხლო - 3,301.55 ლარი, ხოლო 826,19 ლარი მიუღებელი შემოსავალი.

 

მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 02 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 27)

- გადახდების ისტორის (ს.ფ. 25-26)

 

4.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის #--- განკარგულებით დადგენილია, რომ რკ ,,პ------– ს----------------–---ს’’ გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაცია. ლიკვიდატორად დაინიშნა ა-----– ვ-–----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განკარგულება (ს.ფ. 20)

- საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით რკ ,,პ------–-------------------–---ი’’-ს საერთო ფინანსური მდგომარეობის შემოწმების აქტი (ს.ფ. 28-36)

 

4.5. დ----- გ------–---–ს 2018 წლის 10 ოქტომბერს ლიკვიდატორის მიერ გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის თაობაზე, მაგრამ მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (ს.ფ. 38)

 

4.6. საქმეში წარმოდგენილი გადახდის გრაფიკის თანახმად, მოპასუხის მიერ 2015 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 27 ივნისამდე პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 743.24 ლარს, ხოლო სესხის ძირი თანხა 2070.00 ლარი.

 

დ----- გ------–---–ის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 02 ივლისს, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხიდან 59.61 ლარი მოაკლდა სესხის ძირ თანხას, ხოლო 52.74 ლარი მოაკლდა სესხის პროცენტს.

 

ამდენად, გადასახდელი პროცენტის ოდენობამ შეადგინა 690,50 ლარი, ხოლო სესხის ძირი თანხიდან გადასახდელი დარჩა 2010,39 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გრაფიკი (ს.ფ. 23)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რკ ,,პ------–-------------------–---ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 411-ე, 412-ე მუხლები

 

,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – ს----------------–---ების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და მე-15 მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – ს----------------–---ების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ------–ი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – ს----------------–---ებზე (შემდგომში – ს----------------–---ი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, ს----------------–---ი სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებზე, ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით რკ ''პ------–-------------------–---სა'' და მსესხებელს ანუ მოპასუხეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მაისს გაიცა არაუზრუნველყოფილი სესხი დ----- გ------–---–ზე 2070 ლარის ოდენობით, 25 თვის ვადით, წლიური 30 %-ის დარიცხვით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი, ხოლო ვადის ბოლოს სესხის თანხა სრულად. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პ------–ი ნაწილის პ------–ი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეს ჯეროვნად არ შეუსრულებია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

მხარეთა შორის არსებული 2015 წლის 27 მაისის ხელშეკრულება დადებული იყო 25 თვის ვადით ანუ 2017 წლის 27 ივნისამდე. წარმოდგენილი გადახდების ისტორიის, გრაფიკის და მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად მოპასუხის მიერ 2015 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 27 ივნისამდე პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 743.24 ლარს, ხოლო სესხის ძირი თანხა 2070.00 ლარი. დ----- გ------–---–ის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 02 ივლისს, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხიდან 59.61 ლარი მოაკლდა სესხის ძირ თანხას, ხოლო 52.74 ლარი მოაკლდა სესხის პროცენტს. ამდენად, გადასახდელი პროცენტის ოდენობამ შეადგინა 690,50 ლარი, ხოლო სესხის ძირი თანხიდან გადასახდელი დარჩა - 2010,39 ლარი.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ----- გ------–---–ის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გრაფიკში მითითებული ოდენობით დავალიანების არსებობას.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 09 ნოემბრის თვის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სესხის ძირი თანხის ნაწილში შეადგენს 2010,39 ლარს, ხოლო გადასახდელი პროცენტი კი არის 690,50 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი და თანამსესხებელი გადააცილებს ხელშეკრულების 2.6 მუხლით გათვალიწინებულ სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი და თანამსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,35 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში. აღნიშნული შემცირება მიზნად ისახავს, რომ უსაფუძვლოდ არ მოხდეს კრედიტრის გამდიდრება მოვალის ხარჯზე.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მოთხოვნილი 3301.55 ლარის ნაცვლად (იხ. სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოება) მოპაუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გონივრულ ოდენობამდე შემცირებული ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.

 

ასევე მოპასუხე დ----- გ------–---–ს რკ პ------–-------------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელი თანხის 3 218.28 ლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.35% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველდღიურად 11.26 ლარის გადახდა 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

 

7.3. განსახილველი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე დ----- გ------–---–ს მოსარჩელე რკ პ------–-------------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, სესხის ძირ თანხაზე, 2010.39 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის წლიური 30%, ყოველთვიურად 49.57 ლარის, 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება, ანუ მოაპსუხეს უნდა ჰქონოდა მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვანი შესრულების შედეგად დღის წესრიგში დამდგარი მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით მოპასუხეს რეალური მოლოდინი უნდა ჰქონოდა ზიანის სავარაუდო ოდენობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, ამდენად, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ მოხდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ოდენობით მიიღებდა შემოსავალს და მისი არ მიღება სწორედ მოპასუხის ქმედების შედეგად დადგა. აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულება იყო 25 თვის ვადით დადებული და შესაბამისად, ვალდებულების შესრულების გრაფიკიც სწორედ 25 თვეზე იყო გაწერილი. ყოველთვიურად ვალდებულების შესრულებით იფარებოდა სესხის ძირი თანხა, ასევე სარგებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2017 წლის 27 ივნისს, შესაბამისად, სარჩელის შემოტანის დროისთვის 2018 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით უკვე დადგენილი იყო ის ზიანი, რომელიც მოპასუხის არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია მოსარჩელის მიმართ, შესაბამისად, არ არსებობს სამომავლოდ არსებული ზიანი ვალდებულების შეუსრულებლობითა თუ არაჯეროვანი შესრულებით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის პ------–ი სასარჩელო მოთხოვნა ეხება როგორც სესხის ძირ თანხას, ასევე სარგებელს ანუ იმ შემოსავალს, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე, თუკი მოპასუხე ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებდა. აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში კი გონივრულ ოდენობამდე შეამცირა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 105.02 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რკ პ------–-------------------–---ის (ს/კ 4--------) სარჩელი მოპასუხე დ----- გ------–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე -დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე დ----- გ------–---–ს მოსარჩელე რკ პ------–-------------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 2010.39 ლარის, პროცენტის - 690.50 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა.

 

1.2. მოსარჩელის მე-2 სასარჩელო მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის სახით, სესხის ძირ თანხაზე, 2010.39 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიცენტის წლიური 30%, ყოველთვიურად 49.57 ლარის, 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილეს.

 

1.3 მოპასუხე დ----- გ------–---–ს მოსარჩელე რკ პ------–-------------------–---ის სასარგებლოდ, დაეკისროს გადასახდელი თანხის 3 218.28 ლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.35% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველდღიურად 11.26 ლარის გადახდა 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

 

2. მოპასუხე დ----- გ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის თანხა - 105.02 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე