გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310518002677472
№ 3/87-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მაისი 2019 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევან ქირია
მოსარჩელე სს ,,ე----- ჰ--------–---’’
წარმომადგენლები ა------ ხ--–---, თ-- დ----–--
მოპასუხეები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ამავე სააგენტოს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი შ------- ღ-----
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ბათილად იქნას ცნობილი ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- ს--------- ცენტრის უფროსის N04-09/2922 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2 ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოს უფროსის 2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილება (დანართი 2), ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- ს--------- ცენტრის უფროსის მოადგილის N04-09/2922 გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პაციენტის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე, გადაწყვეტილებაში უარის თქმის მიზეზად მითითებულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით შემთხვევა არ ანაზღაურდება, თუ: ,,ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%’’.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი წესით, სწორად იქნა დაფიქსირებული სათანადო ინფორმაცია, მათ შორის სწორად იქნა დაფიქსირებული შესაბამისი კოდები, არ არის დარღვეული ინფორმაციის მიწოდების ვადა, გაუგებარია რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. ხსენებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის N04/49483 გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
N04-09/2922 გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა მხარის მონაწილეობის გარეშე (სზაკ-ის 95.2 მ.), განხილვაში არ იქნა უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა, არ მიეცათ საკუთარი მოსაზრებისა და შუამდგომლობის წარდგენის საშუალება (სზაკ-ის 98-ე მ.), არ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ადმინისტრაციული წარმოების მასალას (სზაკ-ის 99-ე მ.). მაკონტროლებლის მხრიდან რაიმე არგუმენტი, მტკიცებულება სამართალდარღვევის არსებობის შესახებ აქტში არ მოიპოვება, რითაც დარღვეულია სზაკ-ის 53.5 მუხლი ადმინისტრაციული წარმოების დროს დარღვეულია სზაკ-ის 96.1.2 მუხლები.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი კოდი, დამატებითი კოდის ანაზღაურებაზე უარი ეთქვათ და დაჯარიმდნენ ძირითადი კოდის 10%-ით.
გადაწყვეტილებაში მითითებულია: მიმწოდებელი არ დაეთანხმა, შესაბამისად შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება’’, შესაბამისად გაუგებარია რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაწყვეტილება არ დაეფინანსებინა მათივე მიერ ასანაზღაურებლად აღიარებული თანხა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაეთანხმნენ დაკისრებულ სახდელს. ასეთი მოსაზრება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპს - კანონიერებას.
N04-09/2224 გადაწყვეტილება მათ მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის N04/49483 გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელია, რაც ექვემდებარება ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
საჩივართა განხილვის ორივე ეტაპზე ჩატარდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. მხარეები მიწვეულნი იყვნენ წერილების საშუალებით. ყველა შემთხვევაზე წარმოდგენილია ფორმა 100, რომლებშიც არის დარღვევები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- ცენტრმა ყველა საკითხი განიხილა ს--------------ს წარმომადგენლის მეშვეობით. მოთხოვნილია ანაზღაურება 2 პროგრამული კოდით, აქედან ერთი არის არასწორად დაფიქსირებული.
მოსარჩელე, რ----- ნ------ას შემთხვევაზე ითხოვს 32.62 ლარის ანაზღაურებას, გ------- ტ------–-ს მიმართ 152.32 ლარის ანაზღაურებას, კ---- ნ------ს მიმართ 236.11 ლარის ანაზღაურებას, დანარჩენ ნაწილში ორივე კოდის ანაზღაურება მოთხოვნილია, მაშინ, როდესაც ნ-----–---- გ----------ს უნდა აუნაზღაურდეს 622.50 ლარი (არ ანაზღაურდება 132.17 ლარი), ი----- ლ--------ს უნდა აუნაზღაურდეს 319.47 ლარი (არ ანაზღაურდება 297.56 ლარი), დ--–- ჩ-----–---–ს უნდა აუნაზღაურდეს 925.20 ლარი (არ ანაზღაურდება 262.80 ლარი), ე---–-- ტ-----------ს უნდა აუნაზღაურდეს 256.21 ლარი (არ ანაზღაურდება 244.47 ლარი).
ოთხივე პაციენტი იმყოფებოდა თერაპიულ განყოფილებაში, შემდეგ მეორე დონეზე, როცა ქვედა დონე საჭირო არ იყო.
2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი მითითებულია შეცდომით (მექანიკური შეცდომა), უნდა იყოს მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი.
ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- ს--------- ცენტრის 2018 წლის 17 აპრილის N04-09/2922 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია: ,,მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების დანართის სახით წარმოდგენილ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’, არ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევა სრულად არ ანაზღაურდება, პირიქით ანაზღაურდება ოღონდ ერთი კოდით, ე.ი. არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებული თანხის 10%.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ს-------–----- ჯ---------–----ს დ-–--ს მ------ის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აპრილის N04-7047 წერილის თანახმად, 2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილებით:
- ნ-----–---- გ----------ს შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს 754,67 ლარიდან 622.50 ლარი;
- დ--–- ჩ-----–---–ის შემთხვევაში 1188 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს 925,20 ლარი;
- ე---–-- ტ-----------ის შემთხვევაში 500,68 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს 256,21 ლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოს დირექტორი 2018 წლის 10 მაისის N04/27010 მიწერილობით, სს ,,ფ-----ს ც--------–----- კ-–--------- ს--------------ს" დირექტორის სახელზე, აცნობებს ამ უკანასკნელს, რომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მათი 04.05.2018 წ, N123 ადმინისტრაციულ წარმოებაზე, განმარტებულია უფლება სააგენტოს წერილობით დაუფიქსირონ:
1.თანხმობა, ადმინისტრაციული საჩივრის მათი დასწრების გარეშე, ზეპირი მოსმენის გაუმართავად განხილვის თაობაზე; 2. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით წარმოებაში პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის სურვილი და წარმოადგინონ შესაბამისი რწმუნებულება/მინდობილობა; 3.დამატებით მტკიცებულებები და საკუთარი მოსაზრებები სადავო საკითხთან დაკავშირებით. მითითებულია ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების ადგილი და დრო.
3.2.2. სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის მოადგილე 2018 წლის 15 მაისის N04/28274 წერილით ითხოვს ს--–---–--------------------- ს--------- ცენტრიდან, სს ,,ფ-----ს ც--------–----- კ-–--------- ს--------------ს’’ 2018 წლის 04 მაისს ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომლითაც სადავოდ ხდის მათ 2018 წლის N04-09/2922 გადაწყვეტილებას, წარმოადგინოს მათი მოსაზრებები.
3.2.3. ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- ს--------- ცენტრის უფროსის მოადგილემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, 2018 წლის 15 მაისის N04/28274 წერილის პასუხად აცნობა, რომ ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა და მასთან ერთად არ ანაზღაურდება თანხის 10%.
3.2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა სს ,,ფ-----ს კ-–--------- ს--------------ს" 2018 წლის 04 მაისის N123 ადმინისტრაციული საჩივარი.
3.2.5. ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- ს--------- ცენტრის 2018 წლის 17 აპრილის N04-09/2922 გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. ამასთან არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. შემდეგ მიმდინარეობს მსჯელობა მიმწოდებლის მიერ თანხმობაზე უარის შესახებ, არის მითითება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე კონკრეტული მუხლის მითითების გარეშე და შემთხვევისათვის ,,არ ანაზღაურდება’’ სტატუსის მინიჭებაზე, რაზეც წარმომადგენელმა ეს მოსაზრება სხვაგვარად ჩამოაყალიბა (მსჯელობა იქნება სამართლებრივი შეფასებაში).
3.2.6. ს-------–----- ჯ--დ-–--ს მ------ის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აპრილის N04-7047 წერილში სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე მითითებულია, რომ 2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილებით:
ნ-----–---- გ----------ს, 754.67 ლარიდან არ ანაზღაურდება 132.17 ლარი;
ი----- ლ--------ს მოთხოვნილი 617.03 ლარიდან არ ანაზღაურდება 297.56 ლარი;
დ--–- ჩ-----–---–ს მოთხოვნილი 1188 ლარიდან არ ანაზღაურდება 262.80 ლარი;
ე---–-- ტ-----------ს მოთხოვნილი 500.68 ლარიდან არ ანაზღაურდება 244.47 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სს ,,ე-----ს ჰ--------–---ს" სასარჩელო მოთხოვნები: ბათილად იქნას ცნობილი, ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- ს--------- ცენტრის უფროსის N04-09/2922 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოს უფროსის 2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილება (დანართი 2), ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა: 1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2. დასაბუთება წინ უძღვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 3. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4.თუ ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა 100/ა-ს მიხედვით, დ--–- ჩ-----–---–ი, დაბადებული 1---------წ, (პ/ნ 6----------), მისამართი: ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N-----ში, დიასახლისი, სტაციონარში მოთავსდა 04.12.2017წ, 22:18 ქირურგიულ განყოფილებაში და გაწერეს 09.12.2017წ 11:00, დიაგნოზი: K29.9 ეროზიული დუოდენიტი, გართულებული სისხლდენით 5600053, სისხლის ერმასის ტრანსფუზია 80 00000011. გაუკეთდა - 490 მლ. სისხლის ერმასის ტრანსფუზია WGX 500.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა 100/ა-ს მიხედვით, ნ-----–----ი გ----------, დაბადებული 1---------წ, (პ/ნ 4----------), მისამართი: ქ. ფოთი, ა-------–-ს 2-, უმუშევარი, სტაციონარში მოთავსდა 29.12.2017წ. 15:05, გადაყვანილ იქნა რეანიმაციაში 30.12.2017წ 11:00, დიაგნოზი: 900007, J 18.9 მარჯვენა ფილტვის ანთება, J 96.0 სუნთქვის უკმარისობა.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა 100/ა-ს მიხედვით, ე---–-- ტ-----------ი, დაბადებული 1---------წ, (პ/ნ 4----------), მისამართი: ქ. ფოთი, ჯ----ს ქ. N---, უმუშევარი, სტაციონარში მოთავსდა 16.11.2017წ 12:22, გაწერეს 16.11.2017წ 19:05, დიაგნოზი: INT004 12:00-18:05 REHN0044 18:05-19:05. R57.1 ჰიპოვოლემიური შოკი J 96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა. I 85.0 საყლაპავი მილის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები (III 6) გართულებული სისხლდენით. R18 ასციტი. ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი B. 150 გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
16.11.2017 18:00 დაფიქსირდა გულის გაჩერება. 19:05 დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა 100/ა-ს მიხედვით, ი----- ლ--------, დაბადებული 2---------წ, (პ/ნ 1-----------, მისამართი: ქ. ფოთი, ჭ--------- 8-, მ------–-, ექიმთან მიმართა: 9.12.2017, 05:04 გაიწერა (გადაყვანილია რეანიმაციურ განყოფილებაში) 9.12.2017 06:15, დიაგნოზი: R10 T900013, DS – მუცლის ტკივილი.
ოთხივე შემთხვევიდან გამომდინარე: - დ--–- ჩ-----–---–თან დაკავშირებით სისხლის გადასხმა უნდა განხორციელებულიყო ძირითადი დიაგნოზიდან გამომდინარე; - ნ-----–---- გ----------ს დაავადება ფილტვისა და სუნთქვის პრობლემებთან დაკავშირებით უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ მძიმე დიაგნოზიდან გამომდინარე: - ე---–-- ტ-----------ის შემთხვევა ფრიად განსაკუთრებული შემთხვევაა და დიაგნოზიდან გამომდინარე უნდა ანაზღაურდეს რეალურად დაფიქსირებული დიაგნოზით ან გამომდინარე; - ი----- ლ--------ს შემთხვევაც განსაკუთრებული შემთხვევა და გულის დიაგნოზიდან გამომდინარე უნდა ანაზღაურდეს.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახით დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
გადაწყვეტილებაში მითითებულია: მიმწოდებელი არ დაეთანხმა, შესაბამისად შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება’’, შესაბამისად გაუგებარია რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიიღო ს--–---–--------------------- სააგენტომ გადაწყვეტილება არ დაეფინანსებინა მათივე მიერ ასანაზღაურებლად აღიარებული თანხა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაეთანხმნენ დაკისრებულ სახდელს. ასეთი მოსაზრება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპს - კანონიერებას. აღნიშნული უარყო წარმომადგენელმა, რადგან ის არ გამომდინარეობს კანონიერების პრინციპიდან.
2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი მითითებულია შეცდომით (მექანიკური შეცდომა), უნდა იყოს მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ე-----ს ჰ--------–---ს" სასარჩელო მოთხოვნები: ბათილად იქნას ცნობილი, ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- სამსახურის ცენტრის უფროსის N04-09/2922 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოს უფროსის 2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილება (დანართი 2), ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ე-----ს ჰ--------–---ს" სასარჩელო მოთხოვნები: ბათილად იქნას ცნობილი, ს--------–---ზ---- ს-------ს ს--–---–--------------------- სამსახურის ცენტრის უფროსის N04-09/2922 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოს უფროსის 2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილება (დანართი 2), ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე