გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2019
საქმის ნომერი
831210019002876707
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210019002876707

საქმე №2/20-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2019 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - შპს ,,ე--------------“

წარმომადგენელი - შპს ,,ჯ-------“

წარმომადგენელი - თე---- ქა-----–--–-–---–-

მოპასუხე - შა-–-- ნე------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შა-–-- ნე------ს შპს ,,ე--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის 600 ლარის გადახდა, საიდანც ძირი თანხა არის 200 ლარი, სარგებლი - 54 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი და პირგასამტეხლო 326 ლარი.

1.2. მოპასუხე შა-–-- ნე------ს შპს ,,ე--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი და იურიდიული მომსახურების - 45 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს მოპასუხე შა-–-- ნე------სა და შპს ,,ე--------------“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება 434246, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 200 ლარის ოდენობით, 2016 წლის 12 ოქტომბრამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის მიერ ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 200 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 54 ლარი დაებრუნებინა 27 დღის ვადაში, 2016 წლის 19 მარტს, მაგრამ აღნიშნული ვადაში არ მომხდარა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტი თანახმად დაერიცხა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და 7.5 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 326 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შა-–-- ნე------მ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი. სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ თანახმაა განწილვადებით გადაიხადოს 300 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 15 სექტემბერს მოპასუხე შა-–-- ნე------სა და შპს ,,ე--------------“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება 434246, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 200 ლარის ოდენობით, 2016 წლის 12 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სესხის ხელშეკრულება 434246 (იხ. ს.ფ. 13-21);

- 2016 წლის 17 სექტემბრის საგადახდო დავალება N1473919971 (იხ. ს.ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. სესხი გაიცა 27 დღის ვადით, შესაბამისად სესხის სრულად დაფარვის საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 12 ოქტომბერი. მსესხებელმა შა-–-- ნე------მ აითვისა შპს ,,ე--------------“ მიერ გაცემული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),- 2016 წლის 17 სექტემბრის საგადახდო დავალება N1473919971 (იხ. ს.ფ. 32);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებული გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შა-–-- ნე------ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს #434246 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 324 ლარი, საიდანაც 200 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 54 ლარი - სარგებელი, 20 ლარი- ერჯერადი ჯარიმა, 50 ლარი- პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ,,ე--------------ა“ და მოპასუხე შა-–-- ნე------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხები, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოვალე შა-–-- ნე------ს კრედიტორის შპს ,,ე--------------ს“წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, სარგებლისა და ერთჯერადი ჯარიმის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხემ ამ ნაწილში ცნო სარჩელი.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შპს ,,ე--------------ა“ და მოპასუხე შა-–-- ნე------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 326 ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილიგადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხემ შესაგებლით ცნო სარჩელი ნაწილობრივ, ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შპს ,,ე--------------“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის ცნობის ნაწილში გადახდილი ბაჟი 25 ლარი, ხოლო მოპასუხეს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი, რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯებს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა, რაც შეადგენს 12.96 ლარს, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ე--------------ს“სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე შა-–-- ნე------ს მოსარჩელე შპს ,,ე--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს #434246 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 324 ლარის გადახდა, საიდანაც 200 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 54 ლარი - სარგებელი, 20 ლარი- ერჯერადი ჯარიმა, 50 ლარი- პირგასამტეხლო.

 

1.2. მოპასუხე შა-–-- ნე------ს (პ/ნ 09001000841) შპს ,,ე--------------ს“სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 25 ლარი და იურიდიული მომსახურების 12.96 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოსარჩელე შპს,,ე--------------“ (ს/ნ 431946415) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის 2019 წლის 17 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 25 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ანგარიში, სახაზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22 (50.00 ლარი, გადამხდელი: შპს ,,ე--------------“ (ს/ნ 431946415), გადახდის თარიღი: 17.01.2019; საგადასახადო დავალება: #735167618, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი”);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე