გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
330210119002829811
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1----19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელეები-ნი---------------

წარმომადგენლები- და------------ა

მოპასუხეები- კ----- დ---–--ე, ზ---- ჭ------–-–---–ი, ქ--–--------–----------–----–---------------

დავის საგანი- ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------ს, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N6---- აქტით, დაყადაღებული და ქ--–--------–--–----–----–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ტყავის ''დერმატინის'' სამეული (მეორადი, შავი ფერის, კრემისფერი ბალიშებით), კონსოლები 2 და ტუმბო 1 (მეორადი, ღია ყავისფერი, მინის კარით, ხის ორნამენტებით), ლედ ტელევიზორი TOSHIBA (მეორადი, შავი ფერის, საშუალო ზომის), მაცივარი Whirlpool (მეორადი, ნაცრისფერი, ორ კამერიანი, დიდი), პატარა ტუმბო (მეორადი, სამი უჯრით, ლატუნის ორნამენტებით, მწვანე ზედაპირით, ოვალური ფორმის), სარეცხი მანქანა DAEWOO DE (მეორადი, სერი ვერცხლისფერში, წითელი კარით), მაგიდა 8 სკამით (მეორადი, მაგიდა ხის, ლატუნის ორნამენტებით, ზედაპირზე მინით, სკამი ხის, ყავისფერი, კრემისფერი ნაჭრის ზედაპირით), გორკა (დესეუ, ბუფეტი, ჟურნალების მაგიდა, მეორადი, მუქი ყავისფერი ხის, ლატუნის ორნამენტებით, მარმარილოს ზედაპირით, გორკა მინის კარით), ტყავის სამეული (მეორადი, მუქი ყავისფერი, ხის დეტალით), დასადგამი საათი (მეორადი, ხის ორნამენტებით, მინის კარით და ოქროსფერი დეტალებით), პიან---- RONISCH, პიან----ს სკამით (მეორადი, მუქი ყავისფერი), საძინებლის გარნიტური (მეორადი, ყავისფერი, ხის ორნამენტებით, ერთი დიდი ტანსაცმლის კარადა, ერთი კომოდი, ორი ტუმბო, ერთი დიდი საწოლი, ერთი ტრილიაჟი დიდი სარკით), კაბინეტის მაგიდა (მეორადი, ყავისფერი ხის, სამი უჯრით, ერთი კარით, ზედაპირზე ტყავის დეტალით).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - ქა-–--------–----------–----–--------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მოპასუხეების-კ----- დ---–--ისა და ზ---- ჭ------–-–---–ის პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: თ---–--–----–----–---------------–------------–------------- (ს/კ 01.13.01.0-2.1-9.01.0--- რეგისტრირებულია იყო ნ---- დ--------ის საკუთრების უფლება.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 22-23)

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია შემდეგი მოძრავი ნივთები: ტყავის ''დერმატინის'' სამეული (მეორადი, შავი ფერის, კრემისფერი ბალიშებით), კონსოლები 2 და ტუმბო 1 (მეორადი, ღია ყავისფერი, მინის კარით, ხის ორნამენტებით), ლედ ტელევიზორი TOSHIBA (მეორადი, შავი ფერის, საშუალო ზომის), მაცივარი Whirlpool (მეორადი, ნაცრისფერი, ორ კამერიანი, დიდი), პატარა ტუმბო (მეორადი, სამი უჯრით, ლატუნის ორნამენტებით, მწვანე ზედაპირით, ოვალური ფორმის), სარეცხი მანქანა DAEWOO DE (მეორადი, სერი ვერცხლისფერში, წითელი კარით), მაგიდა 8 სკამით (მეორადი, მაგიდა ხის, ლატუნის ორნამენტებით, ზედაპირზე მინით, სკამი ხის, ყავისფერი, კრემისფერი ნაჭრის ზედაპირით), გორკა (დესეუ, ბუფეტი, ჟურნალების მაგიდა, მეორადი, მუქი ყავისფერი ხის, ლატუნის ორნამენტებით, მარმარილოს ზედაპირით, გორკა მინის კარით), ტყავის სამეული (მეორადი, მუქი ყავისფერი, ხის დეტალით), დასადგამი საათი (მეორადი, ხის ორნამენტებით, მინის კარით და ოქროსფერი დეტალებით), პიან---- RONISCH, პიან----ს სკამით (მეორადი, მუქი ყავისფერი), საძინებლის გარნიტური (მეორადი, ყავისფერი, ხის ორნამენტებით, ერთი დიდი ტანსაცმლის კარადა, ერთი კომოდი, ორი ტუმბო, ერთი დიდი საწოლი, ერთი ტრილიაჟი დიდი სარკით), კაბინეტის მაგიდა (მეორადი, ყავისფერი ხის, სამი უჯრით, ერთი კარით, ზედაპირზე ტყავის დეტალით).

 

(მტკიცებულება: ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი, ს.ფ. 17-18)

 

3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–-------------ს გაცემული № A---------------- წერილის მიხედვით, 2----–-–------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #6---- აქტით დაყადაღებულ სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.

 

(მტკიცებულება: წერილი, ს.ფ. 21)

 

3.2.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ საჯარო რეესტრის ამონაწერით და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე და არ დასტურდება მათი კ----- დ---–--ისა და ზ---- ჭ------–-–---–ისადმი კუთვნილების ფაქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და მე-40 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

6.2 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

6.3 სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

6.4. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს ნ---- დ--------ის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე: თბ--–------–----–-------------------------–------------ (ს/კ 01.13.01.0-2.1-9.01.0--- მესაკუთრეს წარმოადგენდა ნი---------------. აქტის შედგენის მომენტისთვის მოსარჩელე ფლობდა აღნიშნულ უძრავ ქონებას და მასში განთავსებულ ნივთებს, რაც დასტურდება ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტზე მისი ხემოწერით. მოპასუხე მხარეს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია და არც საწინააღმდეგო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალე კ----- დ---–--ესა და ზ---- ჭ------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისრებათ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 53-ე,131-ე,201-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნ---- დ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------ს, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #6---- აქტით, დაყადაღებული და----–--------–--–----–----–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ტყავის ''დერმატინის'' სამეული (მეორადი, შავი ფერის, კრემისფერი ბალიშებით), კონსოლები 2 და ტუმბო 1 (მეორადი, ღია ყავისფერი, მინის კარით, ხის ორნამენტებით), ლედ ტელევიზორი TOSHIBA (მეორადი, შავი ფერის, საშუალო ზომის), მაცივარი Whirlpool (მეორადი, ნაცრისფერი, ორ კამერიანი, დიდი), პატარა ტუმბო (მეორადი, სამი უჯრით, ლატუნის ორნამენტებით, მწვანე ზედაპირით, ოვალური ფორმის), სარეცხი მანქანა DAEWOO DE (მეორადი, სერი ვერცხლისფერში, წითელი კარით), მაგიდა 8 სკამით (მეორადი, მაგიდა ხის, ლატუნის ორნამენტებით, ზედაპირზე მინით, სკამი ხის, ყავისფერი, კრემისფერი ნაჭრის ზედაპირით), გორკა (დესეუ, ბუფეტი, ჟურნალების მაგიდა, მეორადი, მუქი ყავისფერი ხის, ლატუნის ორნამენტებით, მარმარილოს ზედაპირით, გორკა მინის კარით), ტყავის სამეული (მეორადი, მუქი ყავისფერი, ხის დეტალით), დასადგამი საათი (მეორადი, ხის ორნამენტებით, მინის კარით და ოქროსფერი დეტალებით), პიან---- RONISCH, პიან----ს სკამით (მეორადი, მუქი ყავისფერი), საძინებლის გარნიტური (მეორადი, ყავისფერი, ხის ორნამენტებით, ერთი დიდი ტანსაცმლის კარადა, ერთი კომოდი, ორი ტუმბო, ერთი დიდი საწოლი, ერთი ტრილიაჟი დიდი სარკით), კაბინეტის მაგიდა (მეორადი, ყავისფერი ხის, სამი უჯრით, ერთი კარით, ზედაპირზე ტყავის დეტალით).

3. მოპასუხეებს კ----- დ---–--ეს და ზ---- ჭ------–-–---–ს მოსაჩელე ნ---- დ--------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 150 ლარი, სარჩელზე და მის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე