განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
200100119002996274
დავის ტიპი
126 1
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119002996274

N1/145-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

19 ივნისი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ჯ------------–-–---–ი

ბრალდებული: დ----- თ----–---–ი

მამის სახელი: მ---------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ა------ი

მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ა------ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი)

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 27 მარტს, ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ა------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დ----- თ----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას მ-------- თ----–---–ს. კერძოდ, დ----- თ----–---–მა ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში მ-------- თ----–---–ს, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ერთხელ ზურგის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. 2019 წლის 04 აპრილს, ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ა------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დ----- თ----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას მ-------- თ----–---–ს. კერძოდ, დ----- თ----–---–მა ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში მ-------- თ----–---–ს, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ერთხელ სხეულზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- თ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. სასამართლოს ბრალდებულ დ----- თ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღირებს დანასაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ დ----- თ----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. დ----- თ----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.

9. დ----- თ----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 04 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა, კერძოდ, 2019 წლის 04 აპრილის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ----- თ----–---–ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.

11. დ----- თ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური