განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-----------------
საქმე N 1-9--19
განაჩენი
საქართველოს სახელით
19.06.20-9 წელი ქ. ო----------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკ--------ი: შ-----------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 3----------
ბრალდებული: გ------------–--ე
მამის სახელი: გ--
დაბადებული: 0-.1-.1--- წელი
პირადი ნომ----: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი მ----ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 1- ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 20-7 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, ჩ---------რის მუნიციპალიტეტის კ--------ტ ბ--------ში, გ-----ის ქუჩა N2-ში მდებარე ჟ-------–--ის სააგარაკე სახლის თაობაზე წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე სააგარაკე სახლის სამზარეულო ოთახში, მთვრალმა გ------------–--ემ, ვ-–---–----–--ემ, კ---------------მა და რ----------–-–---–მა ჯგუფურად ცემეს რ---------–------ე, რომელსაც ცემის შედეგად განუვითარდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით სხვადასხვა არეში, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია და რამაც რ---------–------ეს მიაყენა ფიზიკური ტკვილი.
2. სასამართლომ დაადგინა
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთ შეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 20-7 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, ჩ---------რის მუნიციპალიტეტის კ--------ტ ბ--------ში, გ-----ის ქუჩა N2-ში მდებარე ჟ-------–--ის სააგარაკე სახლის თაობაზე წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე სააგარაკე სახლის სამზარეულო ოთახში, მთვრალმა გ------------–--ემ და სხვა პირებმა ჯგუფურად, ცემეს რ---------–------ე, რომელსაც ცემის შედეგად განუვითარდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით სხვადასხვა არეში, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია და რამაც რ---------–------ეს მიაყენა ფიზიკური ტკვილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითვის დროს დაზარალებულმა რ---------–------ემ განმარტა, რომ იცნობდა გ------------–--ეს, რომელიც კ--------ტ ბ--------ში მეზობლად ცხოვრობდა. 20-7 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, იმყოფებოდა თავის სახლთან სადაც კოცონი ენთო. მეზობლად მდებარე სახლიდან გაიგონა ხმაურის ხმა. მივიდა აღნიშნულ სახლთან, სადაც დახვდა ორი პიროვნება, განუმარტა მათ, რომ იყო რ---------–------ე და კითხა, მათ თუ რა ხდებოდა. როდესაც აგრესიული პასუხი მიიღო, გაემართა იმ სახლისკენ, საიდანაც ხმაური მოდიოდა, რადგან იფიქრა, რომ სახლში უნებართვოდ იყვნენ შესულები. მივიდა რა სახლთან, პირველად შემხვედრმა ორმა პირმა კრა ხელი და შეაგდეს სახლში, სადაც ასევე დახვდა ორი პიროვნება. მათ შორის საუბარი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და ოთხივე პირმა დაუწყო ცემა. მათთან გასაშველებლად მივიდა თავისი ბიძაშვილი ე--------------–-----ძე, რომელიც თხოვდა თავდამსხმელებს შეეწყვიტათ რ------ს ცემა. რ---------–------ის ჩვენებით თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი იცნო, რომელიც იყო გ------------–--ე, ხოლო სხვა პირთა ვინაობა მოგვიანებით შეიტყო, როდესაც მივიდნენ მათთან ბოდიშის მოსახდელად.
ე--------------–-----ძემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 20-7 წლის 27 აგვისტოს დასასვენებლად იმყოფებოდა კ--------ტ ბ--------ში, თავისი ბიძაშვილის რ---------–------ის საცხოვრებელ სახლში. საღამოს იმყოფებოდნენ კოცონთან, რ-----მა უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა და მივიდა ორ უცნობ პიროვნებასთან, რომლებსაც გაესაუბრა. გაჰყვა რ------ს, რადგან საეჭვოდ მიიჩნია უცნობ ადამიანებთან რ------ს საუბარი. როდესაც შევიდა იმ სახლში საიდანაც ჩხუბის ხმა ისმოდა, დაინახა ოთხი პირი, რომლებიც სცემდნენ რ---------–------ეს. გადმოცემით იცის, რომ ერთ-ერთი მათგანი არის გ------------–--ე. სიბნელის გამო ვერ გაარჩია თავდამსხმელთა სახეები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-- ს--–-----ძემ განმარტა, რომ არის რ---------–------ის მამა. შემთხვევის დღეს, საღამოს, გაიგონა აყალმაყალის ხმა და გავიდა გარეთ. დაინახა თავისი ვაჟი რ------ და ბიძაშვილის შვილი ე--, რომლებიც მოდიოდნენ სახლისკენ. მათ უკან კი იმყოფებოდა ოთხი ახალგაზრდა, რომლებიც აგინებდნენ რ------ს. ოთხი პიროვნებიდან იცნო მხოლოდ გ------------–--ე, რომელიც ცხოვრობს მეზობლად და გაუკვირდა გ-------ს ქცევა. რ------ ს--–-----ძეს სხვადასხვა დაზიანებები ქონდა და წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდა.
სასამართლო სხდომაზე დეტექტივ-გამომძიებელმა თ------------------------ძემ დაადასტურა, რომ გ------------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ბრალდებულმა გ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ ნაწილობრივ ცნობდა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მისი განმარტებით, რ---------–------ის ცემაში მხოლოდ თვითონ მონაწილეობდა და ქმედების ჯგუფურად ჩადენას არ ქონდა ადგილი.
ბრალდების მხარემ უარი განაცხადა მოწმეების ვ-–---–----–--ის, კ---------------ის და რ----------–-–---–ის მოწმის სახით დაკითხვაზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა სხვა მტკიცებულებები მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
დაზარალებულის რ---------–------ის და მოწმე ე--------------–-----ძის ჩვენებებით დადგინდა, რომ გ------------–--ე, სამ პირთან ერთად სცემდა რ---------–------ეს. გ------------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, გარდა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებისა, აგრეთვე ადასტურებს, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 005027317დასკვნა, რომლითაც ჩატარებული პირადი შემოწმებისას რ---------–------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით რ---------–------ემ საავადმყოფოს მიმართა 27.08.20-7 წელს, სადაც დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. მოწმე გ-- ს--–-----ძეს ჩვენებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს გ------------–--ე, სამ პირთან ერთად, აგინებდა რ---------–------ეს.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია გ------------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 1- ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------------–--ე ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის 12-–ე მუხლის 1- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ------------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------------–--ე ნასამართლევი არ არის, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულის დამოკიდებულებას გ------------–--ის მიმართ და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ------------–--ეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-2-0-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 271-274-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 1- ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გ------------–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ი-----–------------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, დაბა ლ--------ი, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ო----------ი, კოდი 2-, სექტორი - ლ--------ი კოდი 2-, კვარტალი 1-, ნაკვეთი 0--, კოდი 0-/00-, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
3. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა