განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
330100119002969195
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----– ქ-----,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ო-–--- გ-----ე,ბრალდებული - მ-----– მ------- ძე ყ----–---–ი, დაბადებული 19---–-–---------–---, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–--------------–--------------------------------–--–-----------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი),სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2018 წლის დეკემბერში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ. თ---–--–-----–--------------–-----–------------–------–-- მ-----– ყ----–---–ი მამას - მ----- ყ----–---–ს დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ----- ყ----–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ------–--–-----–--------------------------------------------------------------------------, მ-----– ყ----–---–ი მამას - მ----- ყ----–---–ს, რომელსაც სთხოვდა ფულს ალკოჰოლური სასმელის შესაძენად, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ----- ყ----–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შელაპარაკებისას, მ-----– ყ----–---–მა მ----- ყ----–---–ს ხელი ძლიერად ჰკრა მარცხენა მხარზე, რითაც მ----- ყ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ.------–--–-----–--------------–- მ-----– ყ----–---–ი მამას - მ----- ყ----–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ლანძღავდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, რითაც მ----- ყ----–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

 

მ-----– ყ----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ მ----- ყ----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, მ------ ყ----–---–ის, პ----- ჩ--------–-–---–ის, ა---------– დ---–--, ლ-----------–---–--ა და პ----- ჩ-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, ასევე, ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ-----– ყ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

მ-----– ყ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-----– ყ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ-----– ყ----–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;

 

მ-----– ყ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 მარტიდან;

 

გაუქმდეს მ-----– ყ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/