განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
330100119002857666
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორები - დ-------------–---–----------–--------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული დ-------------------------–---------------------, დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–----------------------------------–-----–-------------

 

ადვოკატი - ა-–--------------------

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 29 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ბ------------ ქუჩისა და პ------ გამზირის კვეთაზე არსებულ ,-------- ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------------------- ავტომანქანაში მყოფი დ-----------–---, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ------------------- ოქროს ცეფს კულონთან ერთად, ხელჩანთას და ,,აიფონ 10“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგადაც დაზარალებულს მიადგა 3 320 (სამი ათას სამასოცი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულმა თ------------------- განმარტა, რომ დაახლოვებით ერთი წლის წინ სლოტ-კლუბში გაიცნო ,---------------------, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა დ-----------–---. 2018 წლის 29 დეკემბერს ავტომანქანით იყო მისული კაზინო ,-------–-- სათამაშოდ. ადგილზე მისვლისას მანქანა გააჩერა, თავად კი წავიდა კაზინოში. უკან დაბრუნებისას მანქანაში დახვდა დ------, რომელმაც არ მისცა საშუალება თავისივე მანქანაზე საჭესთან დამჯდარიყო. მიუხედავად წინააღმდეგობისა, დ-----------–---- არ მისცა საშუალება საჭესთან დამჯდარიყო. ვინაიდან, სლოტ-კლუბში ეჩქარებოდა, ჰქონდა გათამაშების ბილეთები, იძულებული გახდა დათანხმებოდა დ-----------–----. კაზინოში დაახლოვებით 30 წუთი დაჰყო, გამოსვლის შემდეგ მანქანაში ჩაჯდა. მანქანაში ჩასხდომისთანავე დ-----------–---- ფულადი საჭიროებიდან გამომდინარე მოსთხოვა მობილური ტელეფონი და მანქანა. უარის მიღების შემდეგ საჭესთან მჯდომმა დ------- დაიწყო მოძრაობა დაუსახლებელი ადგილის მიმართულებით. გზად მიმავალს ემუქრებოდა, აგინებდა. მას შეეშინდა დ-------, გადაწყვიტა მოძრავი მანქანიდან გადამხტარიყო, თუმცა თმებში მოქაჩვით არ მისცა საშუალება დაეტოვებინა მანქანა. მუქარის შემდეგ ოქროს საყურეები, ცეფი და კულონი დადო ავტომანქანაში სიჩქარის გადამრთველთან. ბ------------ ქუჩიდან პ------ კვეთაზე მდებარე ,--------“ პარკთან მიახლოევისას გასაღები გამოაცალა ავტომანქანას და გაიქცა შორიახლოს მყოფ ბიჭებთან, რომელთაც სთხოვა დახმარება. მიუხედავად სურვილისა უცხო პირები დახმარებოდნენ, ამაო აღმოჩნდა. მანქანისკენ მობრუნებულმა დაინახა პარკით ხელში დ-----------–---, რომელმაც დატოვა ავტომანქანა და გაემართა მეტროსადგურის მიმართულებით. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მან მოინაკლისა ოქროს გულონი, ცეფი, ხელჩანთა და ,,აიფონ 10“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ნივთების ღირებულება ჯამში 3 320 ლარის ოდენობით.

 

მოწმე გ---–--------–----- განმარტა, რომ 2019 წლის 0---------- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ელ-საძახილის მეშვეობით მიიღო შეტყობინება, რომ ვ-----–-- მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე თ------------------ ითხოვდა დახმარებას. პოლიციელები ადგილზე გამოცხადნენ, ნახეს თ------------------. დაზარალებული უთითებდა სამართლადამცავ ორგანოების თანამშრომლებს იქვე მდგომ პიროვნებაზე, რომელმაც მოიპარა მისი კუთვნილი ნივთები. თ------------------- განმარტებით, ნივთების მოპარვის ფაქტი გაცხადებული ჰქონდა ვ---------------–--- პოლიციაში. აღნიშნულის შემდეგ ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციელების მიერ დაკავებულ იქნა დ-----------–---.

 

2019 წლის 0---------- ამოღების ოქმით დგინდება (შემდგენი: გ-----------–--------------–--------–---–--, რომ ქ.რუსთავი, მ------------------------------------------------- შსს ქ------------------–---- სამმართველოში - გ------------------- ნებაყოფლობით ამოღებული იქნა ერთი ცალი მობილური ტელეფონი ,,აიფონ 10“-ის ფირმის, რომელსაც წინა პანელის ზედა ნაწილში აღენიშნება მრავლობითი დაზაინებები, უკანა პანელი არის მოთეთრო-მოვერცხლისფრო. ასევე, ამოღებულ იქნა დ-----------–----თან გაფორმებული ხელშეკრულება ტელეფონის ჩაბარების შესახებ. აღნიშნული ტელეფონი კანონით დადგენილი წესით დაილუქა.

 

2019 წლის 0-----------–-- ამოღების ოქმით დგინდება (შემდგენი: გ-----------–--------------–--------–---–--, რომ ქ.თბილისი, წ-------–-- №131-ში მდებარე შ--------------------------–-- მენეჯერ - კ-----------–---------- ნებაყოფლობით ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყვითალო ფერის ბრტყელი გრძელი ნაქსოვი ცეფი წონით №1,12 გრამი, ასევე სალომბარდე ხელშეკრულება.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ბრალდებულმა დ-----------–---- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

 

დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე (მოწმეთა: გ-------–---------------------------------------–------------–-------------- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დ------–---- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოცნობის ოქმი) დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს დ-----------–---- მიერ, ქურდობის ჩადენას - თ------------------- კუთვნილი ნივთების დაუფლების - ფაქტს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი).

საქმის სასამართლო განხილვის შედეგად პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ-----------–---- ქმედებებში აშკარად იკვეთება მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.) ჩადენაში და ამ მუხლის სანქციით დადგენილ ფარგლებში უნდა განესაზღვროს კანონიერი და სამართლინი სასაჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენება იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაკეთილგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლოს თვლის, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას სავსებით უზრუნველყოფს დ-----------–----თვის ზემოაღნიშნული სასჯელის 04 (ოთხი) წლის ვადით შეფარდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ-----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. დ-----------–---- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 0--------------

3. ნივთიერი მტკიცებულება: 1. მობილური ტელეფონი, ყუთი და ყელსაბამი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე