გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
351210019002964296
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-1---19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

11 ივნისი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

მოსარჩელე - ვ----- გ---–---ი

წარმომადგენელი - ა---------– გ---------, ე-–---- გ---------–---–ი

მოპასუხე - ხ------- ა–----–---ა

წარმომადგენელი - მ-----–- კ--------

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვ----- გ---–---სა და ხ------- ა–----–---ას შორის 0--------- წელს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეები 1995 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ შეეძინათ ორი შვილი: ნ---- და ნ----- გ---–---ები. რამდენიმე თვის წინ, მოსარჩელე ვ----- გ---–---ს და მოპასუხე ხ------- ა–----–---ას შორის დაიძაბა ურთიერთობები, რის შემდეგაც ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობენ. მათი ოჯახური კონფლიქტი კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც მოპასუხე ხ------- ა–----–---ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის თაობაზე და ვ----- გ---–---ი დაადანაშაულა მის მიმართ ძალადობაში და მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ მათი ერთად ყოფნა უკვე გამორიცხულია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ხ------- ა–----–---ამ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად, რასაც დაეთანხმა მისი წარმომადგენელი მოსამზადებელ სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვ----- გ---–---ი და ხ------- ა–----–---ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წლის 01 ივლისიდან, მათ ჰყავთ 2 შვილი: ნ---- გ---–---ი და ნ----- გ---–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა № 01191006881;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ როგორც წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხე თანახმაა დაკმაყოფილდეს სარჩელი და შეწყდეს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ დაადასტურა (აღიარა) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო საკმარის საფუძვლად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და დამატებითი გამოკვლევის გარეშე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან სახეზეა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის სურვილი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ----- გ---–---ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარცელეს წინასწარ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 50 ლარის ოდენობით და ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს უკან მოსარჩელე მხარეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 49-ე, 131-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვ----- გ---–---ის სარჩელი მოპასუხე - ხ------- ა–----–---ას მიმართ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს ხ------- (ხ-------) ა–----–---ას (დაბადებული 22.08.1972 წელს, პ/ნ 12001010996) და ვ----- გ---–---ს (დაბადებული 28.07.1967 წელს) შორის 0--------- წელს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის №03;

 

3. მოსარჩელე - ვ----- გ---–---ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მანანა დალაქიშვილის მიერ 2--------- წელს გადახდილი ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია საგადასახადო დავალებით #0, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150, მიმღები ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი