განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003008631
№1/32-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – არმენ ქ------
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული ა----- ქ------ (დაბადებული 1--- წლის 1----------; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 0----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–----ი);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;
ადვოკატი: კახაბერ ასპანიძე;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა----- ქ------ი იმყოფებოდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ---–------ში მცხოვრებ ლ------ ზ----------ის ოთახში. ა----- ქ------ი ლ------ ზ----------ს სთხოვდა ამ უკანასკნელის ნაცნობის ტელეფონის ნომერს. იმის გამო, რომ ლ------ ზ----------მა ა----- ქ------ს უარი უთხრა მისი ნაცნობის ტელეფონის ნომრის მიცემაზე, ა----- ქ------ს ლ------ ზ----------თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. ლ------ ზ----------ს გამოესარჩლა მისი არასრულწლოვანი შვილი - ს-–---- ზ----------ი. ა----- ქ------მა, რომელმაც იცოდა, რომ ს-–---- ზ----------ი იყო არასრულწლოვანი, ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და აღნიშნული დანის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ს-–---- ზ----------ს, რის გამოც ს-–---- ზ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. 2019 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა----- ქ------ი იმყოფებოდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ---–------ში მცხოვრებ ლ------ ზ----------ის ოთახში. ა----- ქ------ი ლ------ ზ----------ს სთხოვდა ამ უკანასკნელის ნაცნობის ტელეფონის ნომერს. იმის გამო, რომ ლ------ ზ----------მა ა----- ქ------ს უარი უთხრა მისი ნაცნობის ტელეფონის ნომრის მიცემაზე, ა----- ქ------ს ლ------ ზ----------თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება.
მტკიცებულებები: არასრულწლოვანი დაზარალებულის ს-–---- ზ----------ის (კანონიერი წარმომადგენელო ლ------ ზ----------ი) და მოწმეთა (ლ------ ზ----------ის, ს----- ზ----------ის, ს----- შ--------ის და რ------– უ--------ის) ჩვენებები;
2.1.2. აღნიშნულ შელაპარაკებისას ლ------ ზ----------ს გამოესარჩლა მისი არასრულწლოვანი შვილი - ს-–---- ზ----------ი. ა----- ქ------მა, რომელმაც იცოდა, რომ ს-–---- ზ----------ი იყო არასრულწლოვანი, ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და აღნიშნული დანის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ს-–---- ზ----------ს.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა (ლ------ ზ----------ის, ს----- ზ----------ის, ს----- შ--------ის და რ------– უ--------ის) ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა----- ქ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება - დანა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 09 აპრილის დასკვნა N1--–.
2.1.3. ა----- ქ------ის აღნიშნული ქმედების გამო ს-–---- ზ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მისი კანონიერი წარმომადგენლის ლ------ ზ----------ის ჩვენებები.
2.1.4. აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს ა----- ქ------ი იმყოფებოდა ნარკოტიკების, კერძოდ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.
მტკიცებულებები: ბრალდებულის აღიარება, ა----- ქ------ის ნარკოლოგიური შემოწმების 2019 წლის 06 აპრილის დასკვნა N4----, ა----- ქ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება, ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 11 აპრილის დასკვნა N1---------------;
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა----- ქ------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულის ს-–---- ზ----------ის, ლ------ ზ----------ის, ს----- ზ----------ის, ს----- შ--------ის და რ------– უ--------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა----- ქ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება - დანა და ნარკოტიკული საშუალება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 09 აპრილის დასკვნა N1--–, ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 11 აპრილის დასკვნა N1---------------, ა----- ქ------ის ნარკოლოგიური შემოწმების 2019 წლის 06 აპრილის დასკვნა N4----, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა----- ქ------ის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ა----- ქ------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----- ქ------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა----- ქ------ს ლ------ ზ----------თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. ა----- ქ------მა ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და აღნიშნული დანის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ს-–---- ზ----------ს, რომელმაც გამოესარჩლა ლ------ ზ----------ს, ამასთან ა----- ქ------მა იცოდა, რომ ს-–---- ზ----------ი იყო არასრულწლოვანი, ხოლო ს-–---- ზ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ასევე მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა----- ქ------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, ითხოვა პატიება, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. ა----- ქ------ი არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად.
4.3. დანაშაულის ჩადენის დროს ა----- ქ------ი იმყოფებოდა ნარკოტიკების, კერძოდ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა.
4.4. ბრალდებული დაზარალებულებთან შერიგებული არ არის, თუმცა ბრალდებულის მიმართ დაზარალებულს მატერიალური პრეტენზია არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით. მუქარის ადრესატს, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. შესაბამისად, დანაშაულიც ამ მომენტიდან ითვლება დამთავრებულად.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ოქ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულ ა----- ქ------ის მიმართ ჯარიმის გამოყენება 1500 ლარის ოდენობით. რაზედაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე, რომელმაც მოითხოვა უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
მართალია მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ამასთან ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, ითხოვა პატიება, თუმცა დადგენილი 4.2., 4.3. და 4.4. გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას.
შესაბამისად სასამარლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ა----- ქ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ასავე სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.
სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.
6. ნივთმტკიცებების თაობაზე
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე და 274-ე მუხლის შესაბამისად განაჩენში უნდა გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულების საკითხი.
მოცემული საქმეში როგორც ნივთმტკიცებად მითითებული იყო ა----- ქ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა და დანა. თუმცა მოცემულ საქმის განხილვის პერიოდში ა----- ქ------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში განხილული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე საქ. ასკ-ის 45-ე მუხლით და ამ საქმის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული მარიხუანა ექვემდებარება განადგურებას. შესაბამისად მოცემულ საქმეზე აღარ არის აღნიშნული ნივთმტკიცება.
აქედან გამომდინარე სასამართლომ არ იმსჯელა ნარკოტიკული საშუალების თაობაზე და იმსჯელა მხოლოდ ამოღებული დანის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----- ქ------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ა----- ქ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა);
3. საქმეში არსებული ნივთმტკიცება ა----- ქ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა (პაკეტის № FCD 1083687) განადგურდეს დადგენილი წესით.
4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან