განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
340100119002833935
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119002833935

N1/13-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

21.06.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ვა-–--- ლა----–-ვას

ადვოკატ -მი----- მუ------–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული:ვა-–--- ლა----–-ვა;

მამის სახელი:გე-----;

დაბადებული: 22.02.1----–-

პირადი ნომერი:1----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;

რეგისტრირებული: ზუგდიდის რაიონის სოფელი რ----.

ფაქტობრივად მცხოვრები: ზუგდიდის რაიონის სოფელი რ----.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:

2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ვა-–--- ლა----–-ვამ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს, ან–--–- აბ---ძეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ვა-–--- ლა----–-ვა 2018 წლის 31 დეკემბერს 02:25 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2018 წლის 31 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ვა-–--- ლა----–-ვამ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს, ან–--–- აბ---ძეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

1). მოწმე და---- ყო--–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი არის შსს სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 31 დეკემბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაზარალებულ ან–--–- აბ---ძის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ოპერატიული მუშაკები მივიდნენ შემთხვევის ადგილას, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, სადაც ცხოვრობს დაზარალებული ან–--–- აბ---ძე მეუღლესთან ვა-–--- ლა----–-ვასთან ერთად. მან როგორც ამ საქმის გამომძიებელმა ჩაატარა ყველა ძირითადი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხა მოწმეები, დაზარალებული. დაზარალებული აცხადებდა, რომ სცემა მეუღლემ ვა-–--- ლა----–-ვამ. ბრალდებულმა დაამტვრია საოჯახო ნივთები. ბრალდებულს დაზიანებული ჰქონდა ხელი და სდიოდა სისხლი. მეზობელმა ქალმა, რომელიც მოვიდა ამ დროს ვა-–--- ლა----–-ვას სახლში, შეუხვია ბრალდებულს ხელი და ცდილობდა დაემშვიდებინა ვა-–--- ლა----–-ვა, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და აღელვებული. მოწმის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწვეული იყო ექსპერტები, სახლის პატრონი. დაზარალებულს ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს შემთხვევიდან რა დროში.

2). მოწმე მე---- ლუ-------–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: მოწმე ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში. ბრალდებული ვა-–--- ლა----–-ვა და დაზარალებული ან–--–- აბ---ძე ორი თვეა ცხოვრობენ მოწმის მეზობლად. გაიგონა ყვირილის ხმა და მივიდა მეზობლებთან. იქ დახვდა ვა-–--- ლა----–-ვა, რომელიც იყო ნასვამი, ოთახში საოჯახო ნივთები - მაგიდა, სკამები, ტელევიზორი იყო დამტვრეული. ვა-–--- ლა----–-ვას ხელიდან სდიოდა სისხლი. მან შეუხვია ვა-–----- ხელი და სთხოვდა დამშვიდებულიყო. ან–--–- არ უნახავს. სცემა თუ არა მას არ დაუნახავს. სხვა დროს მათი ჩხუბი არ გაუგონია. როდესაც ბრალდებულის სახლში მივიდა იქ უკვე იყო მისული პოლიცია, რომლებიც გარეთ იდგნენ და ელოდნენ დამხმარე ძალას. ცემის ფაქტი არ დაუნახავს, მხოლოდ გაიგო, რომ ვა-–----- ან–--–- უცემია, ან–--–- სახლიდან წასულა და გამოუძახია პოლიცია. შემდეგ მოწმე წავიდა ბრალდებულის სახლიდან. მას არ დაუნახავს როდის დააკავეს ბრალდებული, არ დაუნახავს რომ ვინმეს ეცემოს ბრალდებული.

3). მოწმე/ დაზარალებულ ან–--–- აბ---ძის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი ცხოვრობს ვა-–--- ლა----–-ვასთან ერთად 6 თვეა. 2 თვეა ცხოვრობენ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ნაქირავებ ბინაში. 2018 წლის 30 დეკემბერს ვა-–--- ლა----–-ვამ დალია არაყი, შემდეგ ლუდი. ცხვირზე ხელი დაარტყა დაზარალებულს და ეუბნებოდა როგორ იქცევიო. დაზარალებულს ცხვირიდან სისხლი წასკდა. შემდეგ ლოყაზე დაარტყა ხელი და ეუბნებოდა თუ დაუძახებდა პოლიციას, მას პოლიციის არ ეშინოდა. დაზარალებულმა სთხოვა ნუ სცემდა, მაგრამ ბრალდებულმა ხელი ჩაარტყა თავში და დაზარალებულს გული წაუვიდა. შემდეგ მოწმე ჩუმად გამოვიდა გარეთ და წავიდა მეზობელთან ლა----- სო-–-----–--ლთან. მეზობელს უთხრა ვა-–---ი წევსო. სთხოვა ტელეფონი, გარეთ გავიდა და დარეკა პოლიციაში. პოლიციაში დარეკვამდე მეზობელთან იყო დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. მეზობლისთვის არ უთქვამს პოლიციაში რომ რეკავდა. ვა-–---ი ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და ყოველთვის სცემს. ურტყამს სახეზე, თავში. მიზეზი არის ეჭვიანობა. დაზარალებული არ პატიობს ვა-–--- ლა----–-ვას საქციელს და სურს იგი დაისაჯოს.

4). მოწმე ლა----- სო-–-----–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში. ორი თვეა ნაქირავებ ბინაში მეზობლად ცხოვრობენ ბრალდებული ვა-–--- ლა----–-ვა და მისი ცოლი ან–--–- აბ---ძე. 2018 წლის 30 დეკემბერს საახალწლოდ ემზადებოდა, საღამოს მასთან მივიდა ან–--–- აბ---ძე, რომელიც იყო ნამტირალევი. ან–--–-მ უთხრა, რომ ვა-–---მა სცემა. მოწმემ დაამშვიდა ან–--–- და მოთმინება ურჩია. მოწმე და ან–--–- ოთახში ისხდნენ და არ საუბრობდნენ, რადგან იქვე ეძინა მოწმის მეუღლეს და რომ არ გაეღვიძებინათ. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ ან–--–-მ სთხოვა ტელეფონი და გარეთ გავიდა, მოწმეს უთხრა დავრეკავ ვა-–---ი თუ დამშვიდდაო. დარეკვიდან 10 წუთში წავიდა. მესამე დრეს უთხრა ან–--–-მ, რომ ვა-–---ი დაიჭირესო, მაშინ გაიგო, რომ მოწმის ტელეფონიდან დაურეკავს ან–--–-ს პოლიციაში. სხვა დროს არ გაუგია სცემდა თუ არა ვა-–---ი ან–--–-ს. თვითონ ან–--–-ს სახეზე რაიმე ცემის კვალი არ ეტყობოდა, მხოლოდ ნამტირალევი იყო.

5). მოწმე ალ---- კვ-------ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი არის ექსპერტი და ჩატარებული აქვს 2018 წლის 31 დეკემბერს პირადი გასინჯვით ან–--–- აბ---ძის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, როლითაც დადასტურდა, რომ ან–--–- აბ---ძეს ნაცნობ პიროვნებასთან კონფლიქტი ჰქონდა და მიიღო დაზიანებები, კერძოდ: ნაჭდევები მარცხენა ლოყის არეში, ზომით 0,6X0,4 სმ და 0,3 X0,1 სმ. რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12. 2018 წელს. დაზარალებულს სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

6). მოწმე ვა-–---ი ჩე------–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი მუშაობს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. 2018 წლის 30 დეკემბერს დაახლოებით 11-12 საათზე პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით ან–--–- აბ---ძე ითხოვდა დახმარებას მეუღლის მიერ ცემის გამო. როდესაც შემთხვევის ადგილას, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მივიდა თავის მეწყვილესთან ერთად, იქ დახვდათ ან–--–- აბ---ძე. დაზარალებულთან ერთად მივიდნენ მათ ნაქირავებ ბინაში, სადაც დახვდათ ვა-–--- ლა----–-ვა, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. ნივთები იყო დამტვრეული და ვა-–----- ხელიდან მოსდიოდა სისხლი. ამ დროს მოვიდა მეზობელი ქალი და მან ვა-–----- ხელი შეუხვია და მის დამშვიდებას ცდილობდა. დაზარალებული იყო გარეთ და შემდეგ წაიყვანა გამოძახებულმა პოლიციელებმა განყოფილებაში. მოწმე დარჩა შემთხვევის ადგილას. ვა-–---ი ლა----–-ვა ამტვრევდა ნივთებს და იყო აგრესიული. დაკავებისას პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა. ბრალდებულისათვის არავის უცემია და შეურაცხყოფა პოლიციელებს არ მიუყენებიათ. დაზარალებულს გარეგნულად დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, მაგრამ ამბობდა, რომ ბრალდებულმა სცემა და მან განიცადა ტკივილი.

7). ბრალდებულმა ვა-–--- ლა----–-ვამ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ან–--–-სათვის არასოდეს არ დაურტყამს და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მხოლოდ სიტყვიერად კამათობდნენ ზოგჯერ. ვა-–---ი ლა----–-ვამ შეიტყო, რომ ან–--–-ს ადრე ინტიმური ურთიერთობა ჰქონია მის ძმასთან. ან–--–-მ თავიდან უარყო ეს ფაქტი, მაგრამ შემდეგ დაადასტურა. ბრალდებულს მიაჩნია, რომ ან–--–-მ ნახა ვიღაც სხვა მამაკაცი და მისი მოცილების მიზნით აბრალებს, რომ თითქოს ვა-–---ი სცემდა, ბრალდებული გამოჰყავს მოძალადედ, დასადისტად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა-–--- ლა----–-ვამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მოსაზრებას, რომ დაზარალებული მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას აძლევს, რადგან ყველა გამოკვლეული მტკიცებულება ერთმანეთთან თანხვედრაშია, დამაჯერებელია და არ არსებობს მათ მიმართ ეჭვის შეტანის საფუძველი.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა-–--- ლა----–-ვამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა და დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

ვა-–--- ლა----–-ვას მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა-–--- ლა----–-ვას მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელად გამოყენებული იქნას თავისუფლების აღკვეთა.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

საქმეზე ნივთმტკიცება დართული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვა-–--- ლა----–-ვა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის N1------- განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის N1-------- განჩინებით ვა-–--- ლა----–-ვას მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გაგრძელებული გამოსაცდელი ვადა.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე და საბოლოოდ, ბრალდებულ ვა-–--- ლა----–-ვას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი .

 

4. აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდეს და ვა-–--- ლა----–-ვას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 31 დეკემბრის 02:25 საათიდან.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამარლოს მეშვეობით

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე