განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003023390
N1/78-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
21 ივნისის 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
ბრალდების მხარე:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი: ოთარ სამუნაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლა-–- ჯა--–--ლი, ზუ---- ზუ----ა–--ლი.
თარჯიმანი - რა----- მე-----–--ლი.
სისხლის სამართლის საქმე N0-----------.
1. ბრალდებული: სო---------- სო----ვ;
მამის სახელი: რა----;
დაბადებული: 28.06.1---–-
პირადი ნომერი: 2----------;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე.
განათლება: საშუალო.
ნასამართლობა: არ არის ნასამართლევი.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი უ---------–-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი უ---------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.
2. ბრალდებული: ილ--- აბ------ვი;
მამის სახელი: კუ-----;
დაბადებული: 15.06.1---–-
პირადი ნომერი: 2----------;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე.
განათლება: საშუალო.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ--------–-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ--------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.
1.სო---------- სო----ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უ---------–-ში, სო---------- სო----ვმა, ჯგუფურად, ილ--- აბ------ვთან ერთად, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა ბა------- ა-–-ევს, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ილ--- აბ------ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უ---------–-ში, ილ--- აბ------ვმა, ჯგუფურად, სო---------- სო----ვთან ერთად, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა ბა------- ა-–-ევს, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
1. სო---------- სო----ვს 2019 წლის 30 აპრილს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით. 2019 წლის 03 მაისს, სო---------- სო----ვის მიმართ შეფარდებული იქნა აღკვეთის ღონისძიება-გირაო 2000(ორი ათასი) ლარი.
2. ილ--- აბ------ვს 2019 წლის 30 აპრილს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით. 2019 წლის 03 მაისს, ილ--- აბ------ვის მიმართ შეფარდებული იქნა აღკვეთის ღონისძიება-გირაო 2000(ორი ათასი) ლარი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. სო---------- სო----ვმა 2019 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უ---------–-ში, სო---------- სო----ვმა, ჯგუფურად, ილ--- აბ------ვთან ერთად, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა ბა------- ა-–-ევს, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.ილ--- აბ------ვმა 2019 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უ---------–-ში, ილ--- აბ------ვმა, ჯგუფურად, სო---------- სო----ვთან ერთად, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა ბა------- ა-–-ევს, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჯგუფურად
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: მოწმეების - ქა-------- ქა-------ვის, რა---- სო----ვის, ნუ----- სო----ვასა და მუ-- ულ-------ვის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ბა------- ა-–-ევის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულების სო---------- სო----ვისა და ილ--- აბ------ვის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ სო---------- სო----ვმა და ილ--- აბ------ვმა ჯგუფურად, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემეს ბა------- ა-–-ევს, რა დროსაც მას მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულების ქმედებას მოჰყვა დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი და 2-ე ნაწილების თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის გამხორციელებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. შეიძლება ჯგუფური დანაშაული ჩადენილ იქნას წინასწარ შეთანხმებით ან წინასწარ შეუთანხმებლად. ამ კონკრეტულ შემთხვევასი ბრალდებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური დანაშაული წინასწარშეუთანხმებლად და ორივე ბრალდებული არის ამსრულებელი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სო---------- სო----ვმა და ილ--- აბ------ვმა ჯგუფურად ჩაიდინეს ბა------- ა-–-ევის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სო---------- სო----ვმა და ილ--- აბ------ვმა ჯგუფურად ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა სო---------- სო----ვისა და ილ--- აბ------ვის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდებულები მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნან ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
სო---------- სო----ვის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
ილ--- აბ------ვის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სო---------- სოინოვისა და ილ--- აბ------ვის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უანისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სო---------- სო----ვისა და ილ--- აბ------ვის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს რომ მათ მიმართ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
სო---------- სო----ვისა და ილ--- აბ------ვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. 1 სო---------- სო----ვ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
2. ილ--- აბ------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
3. სო---------- სო----ვისა და ილ--- აბ------ვის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. მხარეების მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე