განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
330100115783122
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №-------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - მ-----–-------

დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნ--------------

 

დაცვის მხარე

დამცველი - თ-------------–---

განსასჯელი - ს----- მ------- ძე ბ------–---–ი, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები - ჭ---------, დ--–-----------------------ში, ამჟამად ძებნილი.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2003 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქ. N---–- არსებულ ავტოსერვის „ქ----–--“ შენობაში, დირექტორ კ------- ი-----–---–ის სამუშაო ოთახში იმყოფებოდნენ კ------- ი-----–---–ი და მისი მეგობრები: დ-----------–--ე და ა----------------–---–ი, რომლებიც საუბრობდნენ ერთმანეთში. დაახლოებით 30 წუთში, მათ შეუერთდა ამავე ავტოსერვისში მომუშავე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხელოსანი ს----- ბ------–---–ი, რომელმაც მიიტანა ბოცით რამდენიმე ლიტრი ღვინო, საჭმელი და სთხოვა იქ მყოფ პირებს დაელიათ მასთან ერთად. რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ, მან დაიწყო გამომწვევი ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სურდა აღნიშნული ავტოსერვისის ხელმძღვანელობა და თავის სახელზე გადაფორმება. ავტოსერვისის დირექტორმა კ------- ი-----–---–მა და მისმა მეგობარმა დ-----------–--ემ მიუთითეს მას, რომ იგი იყო ხელოსანი და მიეხედა თავისი საქმისათვის. აღნიშნულ შენიშვნაზე იგი ფეხზე წამოხტა და დაემუქრა, რომ აჩვენებდა მათ რასაც გააკეთებდა. კ------- ი-----–---–ი იძულებული გახდა გაეყვანა იგი ოთახიდან. ნახევარ საათში, ე.ი. 12 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ს----- ბ------–---–ი კვლავ შევიდა კ------- ი-----–---–ის ოთახში, სადაც დახვდნენ იგივე პირები და სადაც მათ კვლავ გამომწვევად დაუწყო ლაპარაკი. დ-----------–--ემ და კ------- ი-----–---–მა იგი ხელის კვრით გააგდეს ოთახიდან. ა/სერვისის ეზოში მან დაიწყო გინება დ-----------–--ის და კ------- ი-----–---–ის მისამართით და თან იხმობდა მათ გარეთ. დ-----------–--ე და კ------- ი-----–---–ი გავიდნენ მასთან ეზოში, სადაც ს----- ბ------–---–სა და მათ შორის დაიწყო გაწევ-გამოწევა, რა დროსაც ს----- ბ------–---–მა ხელი ჰკრა კ------- ი-----–---–ს და გადააგდო რამოდენიმე მეტრით. ამავდროულად, ამოიღო თანნაქონი დანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჩაარტყა დ-----------–--ეს ყელის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ-----------–--ე მიყვანილი იქნა თბილისის N--- საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, დ-----------–--ის გამოკვლევით და სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, აღენიშნებოდა საუღლე ფოსოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი შუასაყარში, მარცხენა საერთო საძილე არტერიის, გულ-მკერდის საერთო ლიმფური სადინრის და საყლაპავის დაზიანებით, რომელიც განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სხვა ფიზიკური დაზიანების ნიშნები დ-----------–--ეს გარეგნულად არ აღენიშნებოდა.

დ-----------–--ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობის შედეგად განვითარებული თავის ტვინის შეშუპება ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით, რომელიც განვითარებულია შუა სამყაროს მაგისტრალური სისხლძარღვებიდან სისხლდენის შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ს----- ბ------–---–ის მიერ

ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ--------------ს ჩვენების მიხედვით: 2003 წლის 11 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან და შვილებთან ერთად. დაახლოებით 10:00 საათზე, მის მეუღლეს დაუკავშირდა მისი მეგობარი კ------- ი-----–---–ი, რომელმაც სთხოვა ეზოში ჩასვლა. დ-----------–--ე წავიდა და დაუბარა, რომ სამსახურის საქმეზე მიდიოდა და როდის დაბრუნდებოდა არ იცოდა. ვინაიდან, მეუღლე მთელი დღე არ დაკავშირებია, გადაწყვიტა თავად დაერეკა კ------- ი-----–---–ისთვის და გასაუბრებოდა მეუღლეს, თუმცა ვერ დაუკავშირდა. მთელი ღამე ცდილობდა, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა. დაახლოებით 00:45 საათზე, მისი ქალიშვილი დაუკავშირდა კ-------ს და თავად ესაუბრა მეუღლეს, რომელმაც უთხრა, რომ ნახევარ საათში მივიდოდა და სთხოვა არ ენერვიულა, მაგრამ არ მისულა. იგი კვლავ ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. მოგვიანებით უპასუხა ა-------მ, რომელმაც განუცხადა, რომ ვერ დაალაპარაკებდა მეუღლეს და ხუთ წუთში დაკავშირებოდა. აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით ხუთ წუთში სახლის ნომერზე დაუკავშირდა N- საავადმყოფოს ექთანი, რომელმაც აცნობა, რომ მისი მეუღლე იყო დაჭრილი და სთხოვა სასწრაფოდ მისულიყო. მივიდა საავადმყოფოში, სადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ დ-----------–--ე შეყვანილი ჰყავდათ საოპერაციოში. საავადმყოფოში დახვდა ა------- და კ------- ი-----–---–ი. სწორედ მათგან გახდა მისთვის ცნობილი, რომ კ-------ის ხელოსანმა ს----- ბ------–---–მა უმიზეზოდ დაარტყა დანა დ------ ყელის არეში. კ-------ი იყო აღელვებული, რომელიც ამბობდა, რომ მისთვის დასარტყმელი დანა მოხდა დ------, რომელიც არაფერ შუაში იყო. ნ--------------ს განმარტებითვე, მისი მეუღლე გონზე მოუსვლელად 2003 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

მოწმე ა----------------–---–ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება შემდეგი: 2003 წლის 11 ნოემბერს დაუკავშირდნენ მეგობარები კ------- ი-----–---–ი და დ-----------–--ე, რომლებსაც შეუთანხმდა შეხვედრაზე. დაახლოებით 22:30 საათზე, შეხვდნენ ვ---------ის გადასახვევთან და მივიდნენ ქ-----------–-- ქუჩაზე მდებარე კ------- ი-----–---–ის პროფილაქტიკაში, შევიდნენ მის კაბინეტში და საუბრობდნენ. ამ დროს მათთან მივიდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ს----- ბ------–---–ი, რომელსაც ახლდა მისთვის უცნობი პირი ვინმე „ჯ------–-“, რომლის გვარიც არ იცის. არ უნდოდათ ს-----ს მოესმინა მათი საუბარი, რის გამოც კ-------მა სთხოვა დაეტოვებინა ოთახი და წასულიყო, რაზეც ს-----მა უპასუხა, რომ ალკოჰოლურ სასმელს მიიტანდა და ერთად დაელიათ. აღნიშნულის გაგონებაზე ჯ------–- გავიდა, ხოლო ს----- ბ------–---–ი წავიდა სასმელის მისატანად კ------- ი-----–---–ის მანქანით. ს----- ბ------–---–მა მიიტანა ღვინო, კ-------ის მეუღლემ გაშალა სუფრა და დაიწყეს დალევა. დაახლოებით 4 ჭიქის დალევის შემდეგ, კ------- ი-----–---–ს და ს----- ბ------–---–ს მოუვიდათ კონფლიქტი პროფილაქტიკასთან დაკავშირებით. პროფილაქტიკის მფლობელი იყო კ-------ი, რომელსაც ს----- ბ------–---–ი სთხოვდა პროფილაქტიკის მის სახელზე გადაფორმებას. აღნიშნულზე, დ-----------–--ემ უპასუხა - „პროფილაქტიკასთან რა გესაქმება, ხელოსანი ხარ და მიხედე შენს საქმესო“, რაზეც ს----- ბ------–---–ი გაბრაზდა და თქვა: „ჩემსას მაინც გავიტანო“. დ-----------–--ემ მიიყვანა კარებამდე და სთხოვა წასულიყო, რის შემდეგაც ს-----ი წავიდა, თუმცა დაიბარა, რომ დაბრუნდებოდა. დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა ისევ, შევიდა შიგნით და ყვიროდა „თუ მაგრები ხართ გამოდით გარეთო“. დაბლა ჩასულებს ს----- ბ------–---–ს პირველი შეხვდა კ------- ი-----–---–ი, რომელსაც ხელი ჰკრა. შემდეგ, იდგა დ-----------–--ე, რომელსაც მის ხელთ არსებული დანა დაარტყა მარცხენა მხარეს ყელის არეში. დ---------იტრიალდა და თქვა: „მომკლა ამის დედაცო“ და დაკარგა გონება. თავადაც ჩაირბინა კიბეზე ხელი მოჰკიდა დ------, რომ არ დაცემულიყო და დასვა, თან ყვიროდა დ-------–უდადააო. კ------- ი-----–---–ი გაიქცა, აიღო რკინის ნაჭერი და ს----- ბ------–---–ისთვის უნდა დაერტყა, მაგრამ ის გაერიდა შემთხვევის ადგილს და გაიქცა. დ--------ასვეს კ-------ის მანქანაში, თუმცა მანქანის გასაღები ვერ იპოვეს. თავად ქუჩაში გაიქცა მანქანის მისაყვანად, მაგრამ გვიანი იყო და მანქანები არ მოძრაობდა. სწორედ ამ დროს დაინახა დ--------ატარა მანქანაში იჯდა, რომელიც გადაადგილდებოდა საავადმყოფოს მიმართულებით. მივიდა საავადმყოფოში, სადაც ჯ------–- დახვდა და როგორც გაარკვია სწორედ მან გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო კ------- ი-----–---–ი მივიდა მოგვიანებით. დ-----------–--ე 2003 წლის 18 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოწმის განმარტებითვე, დაკითხვის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო მე-3 ფოტოსურათზე განთავსებული პირი, სიმაღლით, ჩაფსკვნილი ტანით, მოგრძო სახით და გრძელი ცხვირით, თვალ-წარბით, ასაკით, რომელიც იყო დაახლოებით 40-45 წლამდე. დარწმუნებულია ამოცნობაში და იმაში, რომ პირი რომელმაც დანა ჩაარტყა დ-----------–--ეს, არის სწორედ - ს----- ბ------–---–ი.

მოწმე ჯ------–-----–---------ის ჩვენებით: კ------- ი-----–---–ის პროფილაქტიკაში მიყვანილი ჰყავდა მანქანა შესაკეთებლად ქ-----------–-- ქუჩაზე და იქვე იძინებდა მანქანაში. 2003 წლის 11 ნოემბერსაც მიდიოდა დასაძინებლად, თუმცა შეხვდა ს----- ბ------–---–ი, რომელმაც უთხრა ბიჭები აპირებენ დალევასო და სთხოვა გაჰყოლოდა. მივიდნენ კ------- ი-----–---–თან, სადაც იყვნენ ბიჭებიც. ს----- ბ------–---–მა განაცხადა, რომ წავიდოდა ალკოჰოლური სასმელის მისატანად და კ-------ს სთხოვა მანქანის გასაღები. ს----- ბ------–---–ის წასვლის შემდეგ თავად ბიჭებს ბოდიში მოუხადა და წავიდა დასაძინებლად. შუა ღამე იქნებოდა, ზუსტად არ ახსოვს, შემოესმა ხმა „მიშველეთ ვკვდებიო“. გადმოვიდა მანქანიდან და დაინახა, რომ კ-------ის მანქანის კარები იყო ღია, სადაც იჯდა დ-----------–--ე, რომელსაც მოსდიოდა სისხლი, ხოლო კ-------ი ყვიროდა „მომეცი ქალო გასაღებიო“. უნდოდა მისი მანქანის ამუშავება, მაგრამ არ დაიქოქა, რის გამოც გავიდა გზაზე, ტაქსის მძღოლს სთხოვა და დაჭრილი გადაიყვანა საავადმყოფოში. საავადმყოფოში მივიდნენ კ------- ი-----–---–ი და ა----------------–---–იც, რომელთაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ს----- ბ------–---–მა დაარტყა დანა დ-----------–--ეს, რომელიც საოპერაციოში შეიყვანეს, ხოლო თავად პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს დაკითხვაზე.

სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსკ-ის 481-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საჯაროდ იქნა წაკითხული კ------- ი-----–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქუჩა N---–-, სს „ი----------------სგან“ იჯარით აიღო ფართი, სადაც გახსნა პროფილაქტიკა. აღნიშნული პროფილაქტიკა განთავსებულია პირველ სართულზე - ფარეხში, ხოლო მეორე სართულზე მდებარეობს შპს „ქ----–--“ ოფისი, სადაც განლაგებულია მისი სამუშაო კაბინეტი. ავტო-სახელოსნოს გახსნის შემდეგ, ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ აიყვანა ხელოსნები. მათ შორის ს----- (------- ბ------–---–ი, რომელიც არის ავტომანქანების სალონების გადასაფარებლების მკერავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ს-----მა მოითხოვა სამკერვალო ცეხის ცალკე გახსნა, რომელსაც გამოუყო ცალკე ოთახი, სადაც გახსნა სამკერვალო და იქვე დასახლდა მეუღლესთან ერთად. 2003 წლის 11 ნოემბერს 10:00 საათზე, მისი კუთვნილი მანქანა „ს---------“, სახ. N-------, საბურთალოზე გაუარა მის მეგობარ - დ-----------–--ეს, რომელთან ერთად წავიდა მასთან სამსახურში. მოგვიანებით დაუკავშირდა ა-------ს და სთხოვა მისულიყო ვარკეთილი-ვ---------ის გადასახვევთან, სადაც ის და დ--------ლოდებოდნენ. მალევე მივიდა ა------- და მივიდნენ მასთან სამსახურში. მის კაბინეტში საუბრობდნენ საქმეებზე. ცოტახანში ოთახში შევიდა მკერავი ს----- ბ------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა მათთან ერთად დალევა და საუბარი. აღნიშნულზე უპასუხა, რომ არ ეცალათ დასალევად და სთხოვა წასულიყო. ს----- ბ------–---–მა სთხოვა მანქანის გასაღები, რის შემდეგაც წავიდა. დაახლოებით 30 წუთში ს----- ბ------–---–ი დაბრუნდა და კაბინეტში შეიტანა ღვინის ბოცა, მასში არსებული 5-6 ლიტრი ღვინით და პურ-მარილი, რომელმაც სთხოვა დაელიათ მასთან ერთად. დაიწყეს დალევა და ცოტახანში ს----- ბ------–---–მა უთხრა, რომ უნდოდა სერვისის თავის სახელზე გაფორმება, რაზეც უპასუხა, რომ თავისი საქმე იყო კერვა და მიეხედა თავისი საქმისთვის. ს----- ბ------–---–მა უთხრა, რომ მაინც გაიფორმებდა თავის სახელზე ავტო-სერვისს. დ-----------–--ემაც განუმარტა, რომ იყო მკერავი და სთხოვა თავისი საქმისთვის მიეხედა. ს----- ბ------–---–ი წამოხტა ფეხზე, იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და იმუქრებოდა „თქვენ მაინც ნახავთ რასაც გიზამო“. ადგა ს----- ბ------–---–ს მოჰკიდა ხელი და ძალით გაიყვანა ოთახიდან, თან განუმარტა, რომ ნასვამი იყო და თუკი რაიმე უნდოდა მისულიყო მეორე დღეს, როდესაც გამოფხიზლდებოდა, რის შემდეგ ს-----ი წავიდა. თავად, დ------- და ა-------მ გააგრძელეს ღვინის დალევა. დაახლოებით 30-40 წუთში იქნებოდა 24:00 საათი, ს----- ბ------–---–ი კვლავ შევიდა მის კაბინეტში. მას ტანსაცმელი ჰქონდა გამოცვლილი - ეცვა გამოსასვლელი ტანსაცმელი და კარების გაღებისთანავე გამომწვევად უთხრა „აგერ ვარ, აბა გამოდით გარეთო“. ყველანი გავიდნენ გარეთ და ჩავიდნენ ეზოში ფარეხთან. ს-----მა დაიწყო გინება მათი მისამართით, რასაც მოჰყვა მათ შორის გაწევ-გამოწევა. მოულოდნელად ს-----მა ამოიღო დაახლოებით 25 სმ. დანა, საიდან ზუსტად არ ახსოვს და ჩაარტყა დ------ ყელის არეში. დ------- დაიძახა - „დამჭრა, მიშველეთო“. ამის დანახვაზე მივარდა ს-----თან, რომელსაც დანა კვლავ ხელში ეჭირა, იქნევდა და მასაც მოკვლით დაემუქრა. მომხდარით გაოცებულმა ს-----ს დაუყვირა „დანა ვის დაარტყი, ეს რა ქენიო“. ამ დროს მიწიდან აიღო რკინის ნაჭერი, დაახლოებით ერთი მეტრის და დაიწყო მისი მიმართულებით აღნიშნული ნაჭრის ქნევა, რათა დანა დაეგდებინებინა ხელიდან. ამ დროს დ------- დაიყვირა „მიშველეთ ვკვდებიო“. მაშინვე დააგდო რკინის ნაჭერი და მიირბინა დ---------, რომელსაც ყელიდან სისხლი სდიოდა. ს-----ი კი, სახელოსნოს ეზოდან გაიქცა და დანაც თან წაიღო. დ---------გონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავდმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსკ-ის 481-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საჯაროდ იქნა წაკითხული ი------------------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ავტო-სერვის „ქ----–-–-“ მუშაობა დაიწყო დარაჯად 2002 წლის ნოემბერში. 2003 წლის 11 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 23:00 საათზე, ობიექტზე მივიდა მისი უფროსი კ------- ი-----–-–---–ი თავისი ავტომანქანა „ჯიპით“, რომელსაც ახლდა ორი პირი. ისინი ავიდნენ მეორე სართულზე ოფისში. ამ დროს იმყოფებოდა მის სამუშაო ოთახში და ჩაეძინა. როდესაც გაეღვიძა გაიხედა ოფისისკენ, სადაც კვლავ ენთო შუქი. წავიდა ობიექტის დასათვალიერებლად, ხოლო როდესაც ბრუნდებოდა უკან ოფისის ქვემოთ არსებული ბოქსიდან შემოესმა მამაკაცების ხმამაღალი ხმა. ამ დროს ბოქსიდან გამოვარდა მისი უფროსის ჯიპი და ისე, რომ არ გაუჩერებია, გავიდა ტერიტორიიდან. ავიდა ოფისში, სადაც სუფრა იყო გაშლილი და ჭიქებში ესხა ღვინო. გამოხურა კარი და შევიდა მის ოთხში და კვლავ ჩაეძინა. შემდეგ, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ეძებდნენ მათ ხელოსანს - ს----- ბ------–---–ს და მის მეუღლეს - ნ--–-ს, რომლებიც ცხოვრობდნენ სახელოსნოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ ოთახში. პოლიციის თანამშრომლებს აჩვენა მათი საცხოვრებელი ოთახი, რომლებისგანაც გაიგო, რომ ს----- ბ------–---–მა დანით დაჭრა კ-------ის მეგობარი.

2003 წლის 12 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, ქ-----------–-- ქუჩა N---–-, სადაც განთავსებულია შპს „ქ----–--“ ავტოსერვისი. ავტომანქანის სარემონტო ორმოდან 5 სმ-ის დაშორებით ამოღებული იქნა მოწითალო-მორუხო ფერის სისხლის მაგვარი ორი ლაქა, საიდანაც აღებული იქნა ნიმუშები.

2002 წლის 29 ოქტომბრის ექსპერტიზის N--- დასკვნით დადგენილია, რომ გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევით და წარდგენილი ავადმყოფობის ისტორიის მონაცემების გათვალისწინებით დადგენილებაში დასმული კითხვების შესაბამისად ექსპერტიზა მიდის შედეგებამდე: დ-----------–--ის გამოკვლევით და სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აღენიშნებოდა საუღლე ფოსოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი შუასაყარში მარცხენა საერთო საძილე არტერიის გულმკერდის საერთო ლიმფური სადინრის და საყლაპავის დაზიანებით, რომელიც განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სხვა ფიზიკური დაზიანების ნიშნები გარდაცვლილს გარეგნულად არ აღენიშნებოდა. დ-----------–--ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობის შედეგად განვითარებული თავის ტვინის შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით, რომელიც განვითარებულია შუა საყარის მაგისტრალური სისხლძარღვებიდან სისხლდენის შედეგად.

2015 წლის 30 იანვრის ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ა----------------–---–მა ამოიცნო №3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ს----- ბ------–---–ი და განმარტა, რომ იგი არის ის პირი, რომელმაც დანა დაარტყა დ-----------–--ეს და დარწმუნებულია მის ამოცნობაში.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ განსასჯელმა ს----- ბ------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოგანხილული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ განსასჯელმა ს----- ბ------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ განსასჯელს დ-----------–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ და ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს, ამოცნობის ოქმს და სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნას, რომლის მიხედვით უტყუარად დგინდება ის გარემოება, რომ დ-----------–--ეს აღენიშნებოდა საუღლე ფოსოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი შუასაყარში მარცხენა საერთო საძილე არტერიის გულმკერდის საერთო ლიმფური სადინრის და საყლაპავის დაზიანებით, რომელიც განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის. მას ხშირად მარტივ მკვლელობასაც უწოდებენ, ვინაიდან ეს მკვლელობა არ გულისხმობს არც მის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და არც პრივილეგიური მკვლელობის შემადგენლობის არსებობას. ასეთი სახის მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამ სახის მკვლელობის ყველაზე უფრო ტიპური შემთხვევაა მკვლელობა ჩადენილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს და სხვა. ქმედების კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ჩხუბის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას. უნდა შევნიშნოთ, რომ სწორი კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, ასევე დადგენილ უნდა იქნეს, ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე ხომ არ არის სიცოცხლე მოსპობილი გაუფრთხილებლობით, რადგანაც არაა გამორიცხული, ჩხუბში ადგილი ჰქონდეს გაუფრთხილებლობით ჩადენილ სიცოცხლის მოსპობას. ჩხუბში მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგენილ იქნეს დანაშაულის მოტივი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას, თუ ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი, ასევე იმას, ჰქონდა თუ არა მას ჩხუბის წამოწყებისათვის პირადი მოტივი, ანდა მან ჩხუბი საერთოდ ყოველგვარი საბაბის გარეშე წამოიწყო. არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ ჩაიდინა მკვლელობა - ჩხუბის წამომწყებმა თუ სხვა პირმა - განსახილველ შემთხვევაში განსასჯელმა ს----- ბ------–---–მა მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება, მის მიერ ყელში დაჭრილი დაზარალებული მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, უნდა გაიმიჯნოს განზრახ მკვლელობა მასთან ახლო მდგომ სხვა დანაშაულთაგან, სახელდობრ, სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 118 მუხლისაგან, სადაც მითითებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ მუხლებში პირისათვის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავის დამოკიდებულება გამოიხატება გაუფრთხილებლობაში. აქ სახეზეა ბრალის ორმაგი ფორმა: ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს განზრახვას, ხოლო თანამდევი შედეგის მიმართ კი – გაუფრთხილებლობას. ამიტომაც, ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია (მაგალითად, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისათვის ჭრილობის მიყენება), ასევე დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა და სხვ. სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება ისეთი მკვლელობაც, რომელსაც ე.წ. „უმოტივო მკვლელობად“ მიიჩნევენ და ზოგჯერ დაუსაბუთებლად ხულიგნური მოტივით ჩადენილ მკვლელობად აკვალიფიცირებენ, რამდენადაც მოტივის დადგენა ვერ ხერხდება (ბრალდებულს იგი არ ახსოვს ქმედების სიმთვრალეში ჩადენის გამო, ანდა იგი არ ამხელს მკვლელობის მოტივს). დოქტრინაში აღიარებულია, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლელობის მოტივი ვერ დგინდება და არ არსებობს ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა და თუ არ არსებობს მკვლელობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს 108-ე მუხლით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს? რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე? რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი? და ა.შ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე და გამოძიებისას დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს 2003 წლის 11 ნოემბერს ს----- ბ------–---–სა და დ-----------–--ეს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი, რაც ავტოსერვისის გადაფორმების საკითხს უკავშირდებოდა, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა დ-----------–--ის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი), მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. ს----- ბ------–---–ის ქცევა მიუთითებს სწორედ ამ სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე. მიყენებული ჭრილობის ხასიათიდან და მისი სიცოცხლისთვის სახიფათო მიდამოში ლოკალიზაციდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----- ბ------–---–ი დ-----------–--ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანის სიცოცხლისათვის ისეთ მნიშვნელოვან არეში, როგორიცაა ყელის არე, ამგვარი ჭრილობის მიყენება მკვლელობის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. ს----- ბ------–---–ის მოქმედება - დაზარალებულისთვის დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან არეში ჭრილობის მიყენება, იყო სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც გამოიწვია ის შედეგი - სიკვდილი, რასაც უშუალოდ განზრახვა მოიაზრებდა, ანუ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ს----- ბ------–---–ის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს----- ბ------–---–ის ბრალდების დადასტურება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნ--–- შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს----- ბ------–---–მა ჩაიდინა დ-----------–--ის განზრახ მკვლელობა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს----- ბ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.

სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოებრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი nos. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ორი ცალი სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 502-503-ე, 506-509-ე, 512-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ს----- ბ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

2. ს----- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

3. ნივთმტკიცება - ორი ცალი სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

6. მსჯავრდებულ ს----- ბ------–---–ს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი